საქმე №ა-2227-შ-61-2023 4 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.შ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ბ.შ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის საუბნო საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის საუბნო საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა ი.ბ.შ–სა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ნ.შ–ს (შემდეგში - შუამდგომლობის ავტორი ან მოპასუხე) შორის 2009 წლის 3 იანვარს თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი - 153450).
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 10 აგვისტოს.
2. მოპასუხემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის საუბნო საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2009 წლის 3 იანვარს თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი - 153450).
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 10 აგვისტოს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.შ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის საუბნო საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ი.ბ.შ–სა და ნ.შ–ს შორის 2009 წლის 3 იანვარს თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი - 153450).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლევან მიქაბერიძე