საქმე № ას-153-2022 01 თებერვალი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ს.ს–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ბ.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, ვალდებულების შესასრულებლად აღიარება და უძრავი ქონების იპოთეკისგან გათავისუფლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,ს.ს–ი“ (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, კრედიტის მიმღები, მესაკუთრე, კლიენტი) წარმოადგენს სამშენებლო- დეველოპერულ კომპანიას, რომელმაც ქ. თბილისში, ბაგები, ........ აწარმოა საცხოვრებელი სახლების კომპლექსის მშენებლობა.
2. მშენებლობის დასრულების უზრუნველსაყოფად 2012 წლის 11 ოქტომბერს მოსარჩელესა და სს ,,ბ.ბ–ს“ (შემდეგში - მოპასუხე, კრედიტის გამცემი, იპოთეკარი, ბანკი) შორის გაფორმდა კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ NS.M.E.11/10/12-21 გენერალური ხელშეკრულება.
3. 2012 წლის 15 ოქტომბერს სს ,,ბ.ბ–ს“ და შპს ,,ს.ს–ის“ შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N15.10/001. იპოთეკის ხელშეკრულებით განხორციელდა მხარეთა შორის 2012 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფა, ხოლო 2013 წლის 22 აპრილს და 2014 წლის 29 მაისს გახორციელდა N15.10/001 იპოთეკის ხელშერულებაში ცვლილება/დამატება.
4. 2012 წლის 15 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულების 4.2.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მესაკუთრე უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით, როგორც ვადადამდგარი ვალდებულების აღსასრულებლად, ისე ვადადაუმდგარი მოთხოვნის ვადამდე დაკმაყოფილებისათვის, თუ კლიენტი დაარღვევს გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და იპოთეკარს წარმოეშვება მოთხოვნის ვადამდე დაკმაყოფილების მოთხოვნა.
5. ამავე ხელშეკრულების 6.1. პუნქტის და 6.1.1. პუნქტის თანახმად, მესაკუთრე ადასტურებს, რომ წინამდებარე და 1.1 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებებით მესაკუთრის/კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, წინამდებარე ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად იპოთეკარი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის გამოიყენოს ერთ-ერთი საშუალება: მიმართოს ნოტარიუსს, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადებით, 4.2.2 პუნქტის შესაბამისად. იპოთეკარის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების წარდგენის საფუძველზე, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულება ხორციელდება „საასღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამასთან სააღსრულებო ფურცლის ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ აჩერებს აღსრულებას.
6. იპოთეკის ხელშეკრულების 6.1.4. პუნქტით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ იპოთეკარი უფლებამოსილია შეიძინოს იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. კერძოდ, იპოთეკარი და მესაკუთრე თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეწყდება საკრედიტო ურთიერთობა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე, კლიენტის მიერ სულ მცირე ორი ვადის გადაცილების გამო და კლიენტი უშედეგოდ გაუშვებს დამატებით ვადას, ამასთან 1.1. პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების საფუძვეზე გაცემული სესხის ძირითადი თანხა არ იქნება შემცირებული 25%-ით მაინც, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული ქონება გადავა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
7. 2013 წლის 29 აპრილს მხარეთა შეთახმებით N2013-04-29/0003/BSN/096758/008 საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა რესტრუქტურიზაცია და გადაიფარა (და არა მოვალის მიერ ნებაყოფლობით დაიფარა) შპს „ს.ს–იზე“ გაცემული ვადაგადაცილებული დავალიანებები შემდეგი საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე:1. საკრედიტო ხელშეკრულება N2012-10-15/0013/SML/096758/001 - ძირითადი თანხა - 100 000აშშ დოლარი, პროცენტი - 7 622.25 აშშ დოლარი, ჯარიმა - 0 აშშ დოლარი; 2. საკრედიტო ხელშეკრულება N2012-10-31/0009/SML/096758/002 - ძირითადი თანხა - 100 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 4 199.99 აშშ დოლარი, ჯარიმა - 0 აშშ დოლარი; 3. საკრედიტო ხელშეკრულება N2012-12-11/0010/SML/096758/003 - ძირითადი თანხა - 120 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 6 486.87 აშშ დოლარი, ჯარიმა - 0 აშშ დოლარი; 4. საკრედიტო ხელშეკრულება N2012-12-21/0002/SML/096758/004 - ძირითადი თანხა - 20 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 887.61 აშშ დოლარი, ჯარიმა - 2.43 აშშ დოლარი; 5. საკრედიტო ხელშეკრულება N2013-01-14/0008/SML/096758/005 - ძირითადი თანხა - 100 000მაშშ დოლარი, პროცენტი - 4083.86 აშშ დოლარი, ჯარიმა - 0 აშშ დოლარი; 6. საკრედიტო ხელშეკრულება N2013-01-22/0001/SML/096758/006 - ძირითადი თანხა - 60 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 540 აშშ დოლარი, ჯარიმა - 15.18 აშშ დოლარი; 7. საკრედიტო ხელშეკრულება N2013-03-11/0008/SML/096758/007 - ძირითადი თანხა - 40 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 762.22 აშშ დოლარი, ჯარიმა - 0 აშშ დოლარი.
8. 2014 წლის 30 მაისს მხარეთა შეთახმებით N2014-05-30/0030/BSN/096758/013 საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა რესტრუქტურიზაცია და გადაიფარა (და არა მოვალის მიერ ნებაყოფლობით დაიფარა) შპს „ს.ს–იზე“ გაცემული ვადაგადაცილებული დავალიანებები შემდეგი საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე: 1. საკრედიტო ხელშეკრულება N2013-04-29/0003/BSN/096758/008 - ძირითადინ თანხა 630000 აშშ დოლარი, პროცენტი 97000.86 აშშ დოლარი, ჯარიმა - 78668 აშშ დოლარი; 2. საკრედიტო ხელშეკრულება N2013-06-07/0010/BSN/096758/009 - ძირითადი თანხა 150000 აშშ დოლარი, პროცენტი 20820.43 აშშ დოლარი, ჯარიმა - 213.99 აშშ დოლარი; 3. საკრედიტო ხელშეკრულება N2013-10-21/0055/BSN/096758/010 - ძირითადი თანხა 320000 აშშ დოლარი, პროცენტი 26496.94 აშშ დოლარი, ჯარიმა - 213.99 აშშ დოლარი; 4. საკრედიტო ხელშეკრულება N2013-12-18/0014/BSN/096758/011 - ძირითადი თანხა 200000 აშშ დოლარი, პროცენტი 12677.77 აშშ დოლარი, ჯარიმა - 213.99 აშშ დოლარი; 5. საკრედიტო ხელშეკრულება N2014-03-07/0011/BSN/096758/012 - ძირითადი თანხა 200000 აშშ დოლარი, პროცენტი -6533.32 აშშ დოლარი, ჯარიმა - 213.99 აშშ დოლარი.
9. 2015 წლის 9 ივლისს, სს ,,ბ.ბ–მა“ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით და 2015 წლის 13 ივლისს სს ,,ბ.ბ–ის“ განცხადების საფუძველზე ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი N150743127, აღსასრულებული ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 2 656 856 აშშ დოლარით, საიდანაც, დავალიანების ძირითადი თანხა განისაზღვრა - 2 499 796 აშშ დოლარით, პროცენტი - 153 751.63 აშშ დოლარით და ჯარიმა - 3308.63 აშშ დოლარით. სააღსრულებო ფურცლით განისაზღვრა, რომ დავალიანების ამოღება განხორციელებულიყო იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით.
10. 2015 წლის 12 ნოემბერს, მხარეებს - შპს ,,ს.ს–ის“ და სს ,,ბ.ბ–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ, რომლითაც კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე, მის მიმართ არსებული კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების (არსებული ვალდებულებების გაქვითვის) მიზნით, კრედიტორსა და მესაკუთრეს შორის 2012 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებული N15.10/001 იპოთეკის ხელშეკრულებით (დამოწმებული ნოტარიუს ნ.შ–ის მიერ, რეესტრის ნომერი N121116912, დამოწმების თარიღი 15/10/2012, უფლების რეგისტრაცის N882012977119), ასევე აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მხარეთა შორის 2013 წლის 22 აპრილს გაფორმებული N22.04/01-13 ხელშეკრულებითა (დამოწმებული ნოტარიუს ნ.შ–ის მიერ, რეესტრის ნომერი N130388889, დამოწმების თარიღი 22/04/2013) და 2014 წლის 29 მაისს გაფორმებული N29.05/010-14 ხელშეკრულებით (დამოწმებული ნოტარიუს ნ.შ–ის მიერ, რეესტრის ნომერი N140545565, დამოწმების თარიღი 29/05/2014) (შემდგომში ერთობლივად წოდებული – “იპოთეკის ხელშეკრულება”) გათვალისწინებული პირობებით, მესაკუთრე საკუთრების უფლებას გადასცემს კრედიტორს იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებებზე (შემდგომში ერთობლივად წოდებული „ქონება”), რომელთა მახასიათებლები მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართში - “დანართი 1”. ხელშეკრულების 2.1.1. კრედიტორს „მოვალის“ მიმართ მოთხოვნის უფლება გააჩნია 2012 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული NS.M.E. 11/10/12-21 ხელშეკრულებიდან (შემდგომში წოდებული “კონტრაქტი”) გამომდინარე. ხელშეკრულების 2.1.2. „კონტრაქტით“ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ბანკსა და მესაკუთრეს შორის გაფორმებულია „1.1.“ პუნქტში აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 3.1. პუნქტით მხარეები ეთანხმებიან და ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მოვალემ დაარღვია კრედიტორის მიმართ ,,კონტრაქტით“ ნაკისრი ვალდებულებები, სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის შესახებ, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე. ხელშეკრულების 3.2. წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის დღისათვის „მოვალის” სრული დავალიანება (კრედიტის ძირითადი თანხა, სარგებელი, ჯარიმა და ა.შ.) კრედიტორის მიმართ შეადგენს - 2 706 700.90 აშშ დოლარს. ხელშეკრულების 3.3. წინამდებარე ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან, რომ „მოვალის“ დავალიანების ნაწილობრივ, 1 291 318 აშშ დოლარის ფარგლებში გაქვითვის მიზნით, “ქონებაზე” საკუთრების უფლებას იძენს კრედიტორი. ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების დასაკუთრების ფასი შეადგენს - 1 291 318 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ქონებაზე კრედიტორის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, მოვალეს უფლება აქვს ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოისყიდოს ქონება, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ხელშეკრულების 4.1.2. პუნქტის თანახმად, გამოსყიდვის ფასი 2015 წლის დეკემბერში გამოსყიდვის შემთხვევაში დანართ N1-შ მოცემული თითოეული ქონების 1 კვ.მ.-სთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე შეადგენს - 256.19 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 2015 წლის ნოემბერში გამოსყიდვის შემთხვევაში ფასი გადასახადების გარეშე შემცირდება 2.64 აშშ დოლარით 1 კვ.მ.ზე. ხელშეკრულების 4.1.3. პუნქტით, „მოვალის“ მიერ ქონების გამოსყიდვა შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ. ქონების ნაწილობრივ გამოსყიდვა მოხდება მხოლოდ „დანართი 1“-ში აღნიშნული კონკრეტული ფართის მის შემადგენელ საკადასტრო ერთეულებთან ერთად (დამხმარე ფართი, სარდაფი საზაფხულო ფართი ან სხვა) სრულად გამოსყიდვით. ხელშეკრულების 4.3. პუნქტით, ამ ხელშეკრულების „4.1.1.“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ქონების გამოსყიდვის უფლებამოსილება უქმდება. ხელშეკრულების 4.4. პუნქტით, ამ ხელშეკრულების „4.1.1.“ პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე, კრედიტორს ეკრძალება ქონების გასხვისება ან მისი უფლებრივად ან სამართლებრივად ნებისმიერი სხვა ვალდებულების დატვირთვა „მოვალის“ თანხმობის გარეშე. ხელშეკრულების 4.5. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ „მოვალემ“ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ გამოიყენა ქონების გამოსყიდვის უფლება, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მისცეს კრედიტორს ქონების განკარგვისა და სარგებლობის საშუალება. ხელშეკრულების 4.9. პუნქტის თანახმად, კრედიტორი ვალდებულია 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოვალის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 4.1. პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში მიყიდოს მოვალეს ან მოვალის თანხმობის შემთხვევაში მესამე პირს ამავე ხელშეკრულების 1.1. პუნქტში აღნიშნული ქონება სრულად ან ნაწილობრივ წინამდებარე ხელშეკრულების 4.1.2. ქვეპუნქტში დადგენილ გამოსყიდვის ფასად. ხელშეკრულების 5.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მისი სათანადო ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. გამოსყიდვის უფლების ნაწილში ხელშეკრულება მოქმედებს „4.1.1.“ პუნქტით დადგენილი ვადით, თუ მხარეთა წერილობით სხვა რამ არ იქნება შეთანხმებული. ხელშეკრულების 6.1. პუნქტით, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ,,კრედიტორი“ აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ ამ ხელშეკრულების დანართი N2-ში მითითებულ უძრავ ქონებაზე გააუქმებს იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე რეგისტრირებულ უფლებებს, თუ მოვალე ან მესამე პირი კრედიტორის სასარგებლოდ გადაიხდის დარჩენილი სესხის თანხიდან იპოთეკის უფლების გაუქმებისათვის საჭირო თანხას ქონების 1 კვ.მ.-სთვის 256.21 აშშ დოლარს. იპოთეკის გაუქმება შესაძლებელია მოხდეს როგორც სრულად ყველა ფართზე, ასევე ნაწილობრივ, კონკრეტულ ფართებზე მოვალის მითითებით. იპოთეკის კონკრეტულ ფართზე გაუქმებისას, გაუქმებისათვის საჭირო თანხის გადახდა უნდა მოხდეს დანართ N2-ში აღნიშნულ შესაბამის ფართზე სრულად, მის შემადგენელ საკადასტრო ერთეულებთან ერთად (დამხმარე ფართი, სარდაფი, საზაფხულო ფართი, ავტოსადგომი და სხვა). ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კრედიტორი აცხადებს თანხმობას, რომ სრულად გაუქმდეს ,,იპოთეკის ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე რეგისტრირებული იპოთეკის უფლებები ან ხელშეკრულების ,,დანართი N3- ში“ მითითებულ უძრავ ქონებაზე. კრედიტორი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრში დანართი N3-ში მითითებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმებისათვის მისგან დამატებითი თანხმობა არ არის აუცილებელი
11. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად, სს ,,ბ.ბ–ს“ გადაეცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები ჯამური ფართით - 5 725.28 კვ.მ., დანართი N2-ით ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული დარჩა უძრავი ქონება ჯამური ფართით - 5524.65 კვ.მ., ხოლო დანართი N3-ის შესაბამისად იპოთეკისაგან გამოთავისუფლდა - 688.80 კვ.მ. ჯამური ფართის უძრავი ქონება.
12. შპს ,,ს.ს–ის“ მხრიდან სასამართლოში გასაჩივრებულ იქნა მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 12 ნოემბრის შეთანხმება.
13. სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა: 1. 2015 წლის 12 ნოემბრის იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების (ჯამში - 5725.28 კვ.მ.) ღირებულების ნაწილში ანუ 1 291 318 აშშ დოლარის ნაწილში (პუნქტი 3.4.) და დადგენა, რომ მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაცემული ქონების ღირებულებაა 3 721 432 აშშ დოლარი. 2. სადავო ხელშეკრულების (იგულისხმება 2015 წლის 12 ნოემბრის იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ) ბათილად ცნობა დავალიანების 1 291 318 აშშ დოლარის ოდენობით გაქვითვის ნაწილში (პუნქტი 3.3) და დადგენა, რომ მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიმართ არსებული დავალიანება - 2 706 700.9 აშშ დოლარი გაიქვითა სრულად. 3. მოპასუხე სს ,,ბ.ბ–ისათვის’’ მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით - 1 014 731 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, რომელიც წარმოადგენს 3 721 432 აშშ დოლარისა და მოპასუხის მიმართ გაქვითული დავალიანების - 2 706 700.9 აშშ დოლარის სხვაობას.
14. 2016 წლის 30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ,,ს.ს–ის“ წარმომადგენელმა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად მოითხოვა ზემოაღნიშნული N2/21980-16 საქმის წარმოება შეწყვეტა, სარჩელზე უარის თქმის გამო.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შეწყდა 2/21980-16 საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე შპს ,,ს.ს–ის“ სარჩელის გამო სს ,,ბ.ბ–ის“ მიმართ და გაუქმდა საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.
16. 2016 წლის 28 ივლისს, სს ,,ბ.ბ–ს“ და შპს ,,ს.ს–ის“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის 1.2 პუნქტის თანახმად, შპს ‘’ს.ს–იმ‘’ განაცხადა თანხმობა, რომ „ნოტარიუს ნ.შ–ის მიერ გაცემული და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში მყოფი NA15052763 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოხდება დავალიანების დაფარვის განწილვადება“.
17. 2016 წლის 28 ივლისის შეთანხმების მიხედვით, ნოტარიუს ნ.შ–ის მიერ გაცემული და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში მყოფი NA15052763 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალის დავალიანება სანოტარო და სააღსრულებო ხარჯების გარეშე შეადგენს: 2016 წლის 27 ივლისს შეადგენს: 1 256 088.19 (ერთი მილიონ ორასორმოცდათექვსმეტიათას ოთხმოცდარვა მთელი ცხრამეტი მეასედი) აშშ დოლარს.
18. მოვალე აღიარებს მასსა და კრედიტორს შორის წინამდებარე შეთანხმების გაფორმებამდე დადებული ყოველგვარი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, მათ შორის კრედიტორსა და მოვალეს შორის 2015 წლის 12 ნოემბერს დადებული N12.11/001-15 იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ ხელშეკრულების ნამდვილობას, აღიარებს მათ იურიდიულ ძალას... ამავდროულად აცხადებს, რომ მას არ აქვს და არც მომავალში შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი სახის პრეტენზია კრედიტორის მიმართ 2015 წლის 12 ნოემბერს დადებული N12.11/001-15 იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ ხელშეკრულების დანართებში აღნიშნულ არცერთ საკადასტრო ერთეულზე.
19. მოვალის მხრიდან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვალე ისარგებლებს ამ შეთანხმების დანართი N1-ში მოცემული ქონებების გამოსყიდვისა და დანართი N2-ით განსაზღვრული ქონებების გაყიდვის უფლებით, კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით. შეთანხმების მიხედვით, მხარეები ყოველგვარი დავის ურთიერთშეთანხმების გზით მოგვარების მიზნით, თანხმდებიან შემდეგზე: შეთანხმების 1.1. საგანს წარმოადგენს სს “ბ.ბ–ის” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები წინამდებარე შეთანხმების დანართში მითითებული მონაცემებით, ასევე შ.პ.ს. “ს.ს–ის” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, რომლებიც დატვირთულია იპოთეკით სს “ბ.ბ–ის” სასარგებლოდ. შეთანხმების 1.2. პუნქტით, კრედიტორი აცხადებს თანხმობას, რომ ნოტარიუს ნ.შ–ის მიერ გაცემული და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში მყოფი NA15052763 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოხდება დავალიანების დაფარვის განწილვადება შემდეგი პირობებით:
· 1.2.1. არანაკლებ 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარი გადახდილ იქნას არაუგვიანეს 2016 წლის 30 სექტემბრისა;
· 1.2.2. არანაკლებ 120 000 (ასოცი ათასი) აშშ დოლარი გადახდილ იქნას არაუგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისა;
· 1.2.3. არანაკლებ 120 000 (ასოცი ათასი) აშშ დოლარი გადახდილ იქნას არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა;
· 1.2.4. არანაკლებ 120 000 (ასოცი ათასი) აშშ დოლარი გადახდილ იქნას არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივნისისა;
· 1.2.5. არანაკლებ 120 000 (ასოცი ათასი) აშშ დოლარი გადახდილ იქნას არაუგვიანეს 2017 წლის 30 სექტემბრისა.
· 1.2.6. დარჩენილი ვალი სრულად გადახდილ იქნას არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა.
20. შეთანხმების 1.2.7. პუნქტით, სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნის სრულად დაფარვის ბოლო ვადად განისაზღვრება 2017 წლის 31 დეკემბერი თუკი შესრულებული იქნება 1.2.1., 1.2.2., 1.2.3., 1.2.4., და 1.2.5. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ მოვალის მიერ ზემოაღნიშნული თანხების გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევში, მოვალეს ავტომატურად ეძლევა დამატებითი ვადა 7 (შვიდი) კალენდარული დღის ოდენობით. მოვალის მიერ დამატებით ვადაში შესაბამისი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის/არასრულად შესრულების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, ისარგებლოს წინამდებარე ხელშეკრულებით მინიჭებული სათანადო უფლებამოსილებებით და განახორციელოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი მოქმედება.
21. შეთანხმების 1.3.2. პუნქტით, მოვალის მიერ ქონების შეძენისას უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი განისაზღვროს 1 კვ.მ-ზე 302.3 (სამასორი მთელი სამი მეათედი) აშშ დოლარით, არანაკლებ 728.56 (შვიდასოცდარვა მთელი ორმოცდათექვსმეტი მეასედი) ლარისა დღგ-ს ჩათვლით. შეთანხმების 1.3.3. პუნქტით, მესამე პირისათვის ქონების მიყიდვის ფასი განისაზღვროს 1 კვ.მ.-ზე 450 (ოთხასორმოცდაათი) აშშ დოლარით, თუმცა არანაკლებ 1.3.2. პუნქტში აღნიშნული ფასისა. შეთანხმების 1.5.1. პუნქტით, მყიდველის მიერ ქონების შეძენისას იპოთეკის მოხსნისათვის საჭირო თანხა განისაზღვროს 1 კვ.მ-ზე 400 (ოთხასი) აშშ დოლარით. შეთანხმების 1.8. პუნქტით, წინამდებარე შეთანხმების დანართები (კერძოდ: დანართი N1, დანართი N2, დანართი N3, დანართი N4 და დანართი N5) წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და დაერთვის მას. შეთანხმების 1.9. პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში: ნოტარიუს ნ.შ–ის მიერ გაცემული და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში მყოფი NA15052763 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განახლდება იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელება სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნის შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით, რის შედეგადაც მოხდება კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული დანართი N2-ში მითითებული უძრავი ქონების რეალიზაცია იძულებით საჯარო აუქციონზე. კრედიტორს მოეხსნება ყოველგვარი სამართლებრივი ვალდებულება, გადასცეს დანართი N1-ში მითითებული უძრავი ქონება მოვალეს წინამდებარე აქტში მითითებული პირობებით, ასევე გასცეს თანხმობა, გაუქმდეს დანართი N2-ში მითითებულ ქონებებზე რეგისტრირებული პირველადი იპოთეკები.
22. 2012 წლის 11.10.2012 წლის NSME/11/10/13-21 გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში საკუთარი ფულადი სახსრებით (და არა 12.11.215 წლის 12.11/001-15 ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის თაობაზე) მოპასუხის მიერ განხორციელებულია შემდეგი გადახდები: 2014 წლის 30 მაისის N2014-05-30/0030/BSN/096758/013 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია: ძირითადი თანხა - 410 842.88 აშშ დოლარი, პროცენტი - 161972.21 აშშ დოლარი, ჯარიმა - 0 აშშ დოლარი. 2014 წლის 03 ივლისის N2014-07-02/0025/BSN/096758/014 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია: ძირითადი თანხა - 58 204.00 აშშ დოლარი, პროცენტი - 10 255.92 აშშ დოლარი, ჯარიმა - 0 აშშ დოლარი. 2014 წლის 14 ივლისის N2014-07-14/0008/BSN/096758/015 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია: ძირითადი თანხა - 0 აშშ დოლარი, პროცენტი - 11 666.65 აშშ დოლარი, ჯარიმა - 0 აშშ დოლარი. 2014 წლის 18 აგვისტოს N2014-08-18/0010/BSN/096758/016 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია: ძირითადი თანხა - 0 აშშ დოლარი, პროცენტი - 6 416.66 აშშ დოლარი, ჯარიმა - 0 აშშ დოლარი. 2014 წლის 15 სექტემბრის N2014-09-12/0023/BSN/096758/017 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია: ძირითადი თანხა - 0 აშშ დოლარი, პროცენტი - 6 416.66 აშშ დოლარი, ჯარიმა - 0 აშშ დოლარი. 2014 წლის 13 ოქტომბრის N2014-10-11/0005/BSN/096758/018 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია: ძირითადი თანხა - 0 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 877.22 აშშ დოლარი, ჯარიმა - 0 აშშ დოლარი. 2014 წლის 05 დეკემბრის N2014-12-04/0025/BSN/096758/019 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია: ძირითადი თანხა - 0 აშშ დოლარი, პროცენტი - 2652.22 აშშ დოლარი, ჯარიმა - 0 აშშ დოლარი. 2014 წლის 16 დეკემბრის N2014-12-16/0012/BSN/096758/020 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია: ძირითადი თანხა - 0 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 809.56 აშშ დოლარი, ჯარიმა - 0 აშშ დოლარი.
23. 2015 წლის N12.11/001-15 იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკის საგნების ნაწილის კრედიტორის საკუთრებაში შედეგად, ზემოთაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების (N2014-05-30/0030/BSN/096758/013, N2014- 07-02/0025/BSN/096758/014, N2014-07-14/0008/BSN/096758/015, N2014-08- 18/0010/BSN/096758/016, N2014-09-12/0023/BSN/096758/017, N2014-10-11/0005/BSN/096758/018, N2014-12-04/0025/BSN/096758/019) საფუძველზე ჯამურად გაიქვითა სრული დავალიანების 2 706 706.90 აშშ დოლარიდან ნაწილი 1 291 318 აშშ დოლარის ოდენობით, აქედან: ძირითადი თანხა - 1 141 020 აშშ დოლარი, პროცენტი - 153 751.63 აშშ დოლარი; ჯარიმა - 3 453.63 აშშ დოლარი.
24. 2015 წლის N12.11/001-15 იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და შემდგომ 2016 წლის 28 ივლისის შეთანხმების საფუძველზე, რომლითაც დადგინდა ახალი პირობები, 2017 წლის 31 მარტს გადახდილია - 155 970.40 ლარის ექვივალენტი - 63 627.63 აშშ დოლარი 31/03/2017-ში მოქმედი კურსით (N2014-05- 30/0030/BSN/096758/013 მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება შემცირდა). ხელშეკრულების შესაბამისად, ო.კ–ვის მიერ N18 სახლის საფასურიდან 560 606 ლარის ოდენობით, ნაწილი მიიმართა გამოსყიდვის საფასურის ნაწილში, ხოლო ნაწილით მოვალის დავალიანება შემცირდა. ხოლო 28 030.30 ლარი შპს „ს.ს–ის“ დირექტორს გადაეცა, როგორც კლიენტის მოყვანის საფასური.
25. სს ,,ბ.ბ–ის“ 2018 წლის 4 იანვრის N.04.01/02-1 განცხადებით დაზუსტებულ იქნა სს ‘’ბ.ბ–ის‘’ მოთხოვნა და სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობდა - 873 975. 69 აშშ დოლარის ფარგლებში. ხოლო ამ ეტაპზე ფულადი მოთხოვნის ოდენობა შეადგენს -775 575.69 აშშ დოლარს. (იხ. ამონაწერები, ტ.4. ს.ფ. 173-232, 233-234, 235-251; ტ.1. ს.ფ. 232-237, 300-304; ტ.3. ს.ფ.191-270, 271).
26. 2012 წლის 11 ოქტომბრიდან 2016 წლის 28 ივლისის ჩათვლით სს ,,ბ.ბ–თან“ გაფორმებული ყველა სახის ხელშეკრულება, ასევე, ნოტარიუს ნ.შ–ის მიერ 13.07.2015 წელს გაცემული N150743127 სააღსრულებო ფურცელი - შპს ,,ს.ს–ის“ მიერ აღიარებულია და მათი ნამდვილობა დადასტურებულია თავად მხარის მიერ, მისივე მოქმედებებით. ამასთან, მხარეთა შორის ბოლოს გაფორმებული დოკუმენტები - 2015 წლის 12 ნოემბრის და 2016 წლის 28 ივლისის შეთახმებები ვრცელდება და აწესრიგებს მანამდე სს „ბ.ბ–სა“ და შპს „ს.ს–ის“ შორის წარმოშობილ ყოველგვარ საკრედიტო და ქონებრივ ურთიერთობებს და აღიარებს მათ ნამდვილობასა და მხარეთა ნებასთან შესაბამისობას.
27. ნოტარიუს ნ.შ–ის მიერ სააღსრულებო ფურცელი N150743127 გაიცა 2015 წლის 13 ივლისს. ხსენებული სააღსრულებო ფურცელი წარდგენილ იქნა აღსასრულებლად აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში 2015 წლის 13 ივლისს.დადგენილია, რომ 2015 წლის 12 ნოემბერს მხარეებს შპს ,,ს.ს–ის“ და სს ,,ბ.ბ–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ.
28. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, მესაკუთრე საკუთრების უფლებას გადასცემს კრედიტორს იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებებზე, რომელთა მახასიათებლები მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართში - “დანართი 1”. მხარეები ეთანხმებიან და ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მოვალემ დაარღვია კრედიტორის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები, ხელშეკრულების ხელმოწერის დღისათვის „მოვალის” დავალიანება კრედიტორის მიმართ შეადგენს - 2 706 700.90 აშშ დოლარს.
29. 2016 წლის 28 ივლისს, სს ,,ბ.ბ–ს“ და შპს ,,ს.ს–ის“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, შპს ‘’ს.ს–იმ‘’ განაცხადა თანხმობა, რომ ნოტარიუს ნ.შ–ის მიერ გაცემული და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში მყოფი NA15052763 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოხდება დავალიანების დაფარვის განწილვადება“. შეთანხმებით მოვალე აღიარებს წინამდებარე შეთანხმების გაფორმებამდე დადებული ყოველგვარი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იურიდიულ ძალას ... ამავდროულად აცხადებს, რომ მას არ აქვს პრეტენზია კრედიტორის მიმართ 2015 წლის 12 ნოემბერს დადებული იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ ხელშეკრულების დანართებში აღნიშნულ არცერთ საკადასტრო ერთეულზე... ხოლო NA15052763 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალის დავალიანება 2016 წლის 27 ივლისის მდგომარეობით შეადგენს: 1 256088.19 აშშ დოლარს... (იხ.ტ.4. ს.ფ. 110-115).
30. შპს ,,ს.ს–ის“ მიერ სასამართლოში გასაჩივრებულ იქნა 2015 წლის 12 ნოემბრის შეთანხმება. შემდგომ, 2016 წლის 30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ,,ს.ს–ის“ წარმომადგენელმა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად მოითხოვა ზემოაღნიშნული N2/21980-16 საქმის წარმოება შეწყვეტა, სარჩელზე უარის თქმის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შეწყდა 2/21980-16 საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე შპს ,,ს.ს–ის“ სარჩელის გამო სს ,,ბ.ბ–ის“ მიმართ და გაუქმდა საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, N2/21980-16 სამოქალაქო საქმეზე წარმოების შეწყვეტის გამო, მხარე მოკლებულია შესაძლებლობას სასამართლოში ხელმეორედ იდავოს იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, ხოლო სასამართლომ კვლავ მისცეს შეფასება 2015 წლის 12 ნოემბრის შეთანხმებას ზემოაღნიშნული კუთხით.
31. სასარჩელო მოთხოვნა
31.1. აღიარებულ იქნას 2012 წლის 11 ოქტომბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და შემდეგი საკრედიტო ხელშეკრულებებით: 2014 წლის 30 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება, 2014 წლის 03 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება, 2014 წლის 14 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება, 2014 წლის 18 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულება, 2014 წლის 15 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულება, 2014 წლის 13 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულება, 2014 წლის 05 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება, 2014 წლის 16 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება, N15.10/001 იპოთეკის ხელშეკრულება, 2014 წლის 29 მაისის N29.05/010-14 ხელშეკრულება იპოთეკაში ცვლილებების შეტანის შესახებ, 2013 წლის 22 აპრილის N22.04/01-13 ხელშეკრულება იპოთეკაში ცვლილებების შეტანის შესახებ შპს ,,ს.ს–ის“ მიერ სს ,,ბ.ბ–ის“ მიმართ ვალდებულება შესრულებულად და ვალდებულების შესრულების გამო განთავისუფლდეს უფლებრივად დატვირთვისაგან უძრავი ქონებები.
31.2. ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს ნ.შ–ის მიერ 13.07.2015 წელს გაცემული N150743127 სააღსრულებო ფურცელი.
32. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხე სს ,,ბ.ბ–მა“ სარჩელი არ ცნო.
33. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,ს.ს–ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ნ.შ–ის მიერ 13.07.2015 წელს გაცემული №150743127 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
34. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
35. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
35.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
35.2. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ არსებული სამართალურთიერთობიდან დარჩენილი დავალიანების დადასტურება, მართალია, ახალი გარიგება არ არის და შესაბამისად, არც სსკ-ის 341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში ექცევა (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.), თუმცა, ასეთი მტკიცებულების არსებობის პირობებში დარჩენილი ვალის არსებობა დგიდება, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ვალის დეკლარაციული („კაუზალური“) აღიარება. ანუ სახეზეა არამხოლოდ აღიარება (ცალმხრივი ნების გამოვლენა, გამოხატული ამათუ იმ ქმედებაში), არამედ ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები ვალის არსებობას ადასტურებენ და მისი მიზანია არსებული ვალდებულების დადასტურება, მტკიცების პროცესის გამარტივება, შემდგომი დავის თავიდან აცილება.
35.3. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ბ.ბ–ის“ განცხადების საფუძველზე 2015 წლის 13 ივლისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი №150743127, რომლითაც აღსასრულებული ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 2 656 856 აშშ დოლარით, საიდანაც, დავალიანების ძირითადი თანხა განისაზღვრა - 2 499 796 აშშ დოლარით, პროცენტი - 153 751.63 აშშ დოლარით და ჯარიმა - 3308.63 აშშ დოლარით. სააღსრულებო ფურცლით განისაზღვრა, რომ დავალიანების ამოღება განხორციელებულიყო იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით. 2015 წლის 12 ნოემბერს, მხარეებს - შპს ,,ს.ს–ის“ და სს ,,ბ.ბ–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ. ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად, სს ,,ბ.ბ–ს“ გადაეცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები ჯამური ფართით - 5 725.28 კვ.მ., დანართი N2-ით ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული დარჩა უძრავი ქონება ჯამური ფართით - 5524.65 კვ.მ., ხოლო დანართი N3-ის შესაბამისად იპოთეკისაგან გამოთავისუფლდა - 688.80 კვ.მ. ჯამური ფართის უძრავი ქონება ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის დღისათვის „მოვალის” სრული დავალიანება (კრედიტის ძირითადი თანხა, სარგებელი, ჯარიმა და ა.შ.) კრედიტორის მიმართ შეადგენს - 2 706 700.90 აშშ დოლარს, ხოლო 3.3. პუნქტის თანახმად მხარეები თანხმდებიან, რომ „მოვალის“ დავალიანების ნაწილობრივ, 1 291 318 აშშ დოლარის ფარგლებში გაქვითვის მიზნით, “ქონებაზე” საკუთრების უფლებას იძენს კრედიტორი. ასევე დადგენილია, რომ შპს ,,ს.ს–ის“ მხრიდან სასამართლოში გასაჩივრებული იქნა მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 12 ნოემბრის შეთანხმება და მოსარჩელემ მოითხოვა: 1. 2015 წლის 12 ნოემბრის იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების (ჯამში - 5725.28 კვ.მ.) ღირებულების ნაწილში ანუ 1 291 318 აშშ დოლარის ნაწილში (პუნქტი 3.4.) და დადგენა, რომ მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაცემული ქონების ღირებულებაა 3 721 432 აშშ დოლარი. 2. სადავო ხელშეკრულების (იგულისხმება 2015 წლის 12 ნოემბრის იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ) ბათილად ცნობა დავალიანების 1 291 318 აშშ დოლარის ოდენობით გაქვითვის ნაწილში (პუნქტი 3.3) და დადგენა, რომ მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიმართ არსებული დავალიანება - 2 706 700.9 აშშ დოლარი გაიქვითა სრულად. 3. მოპასუხე სს ,,ბ.ბ–ისთვის’’ მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით - 1 014 731 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, რომელიც წარმოადგენს 3 721 432 აშშ დოლარისა და მოპასუხის მიმართ გაქვითული დავალიანების - 2 706 700.9 აშშ დოლარის სხვაობას.
35.4. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება შპს ,,ს.ს–ის“ სარჩელზე სს ,,ბ.ბ–ის“ მიმართ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ შპს ,,ს.ს–ი’’ მოკლებულია შესაძლებლობას სასამართლოში ხელმეორედ იდავოს იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, ხოლო სასამართლომ კვლავ მისცეს შეფასება 2015 წლის 12 ნოემბრის შეთანხმებას. დამატებით, პალატამ აღნიშნა, რომ 2016 წლის 28 ივლისს, სს ,,ბ.ბ–ს“ და შპს ,,ს.ს–ის“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის 1.2 პუნქტის თანახმად, შპს ‘’ს.ს–იმ‘’ განაცხადა თანხმობა, რომ „ნოტარიუს ნ.შ–ის მიერ გაცემული და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში მყოფი №A15052763 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოხდება დავალიანების დაფარვის განწილვადება“.
35.5. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოვალის განცხადება დარჩენილი ვალდებულების განაწილვადების თაობაზე წარმოადგენს დეკლარაციული ვალის აღიარების ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ 2012 წლის 11 ოქტომბრიდან 2016 წლის 28 ივლისის ჩათვლით სს ,,ბ.ბ–თან“ გაფორმებული ყველა სახის ხელშეკრულება, ასევე, ნოტარიუს ნ.შ–ის მიერ 13.07.2015 წელს გაცემული N150743127 სააღსრულებო ფურცელი - შპს ,,ს.ს–ის“ მიერ აღიარებულია და მათი ნამდვილობა დადასტურებულია თავად მხარის მიერ, მისივე მოქმედებებით. ამასთან, მხარეთა შორის ბოლოს გაფორმებული დოკუმენტები - 2015 წლის 12 ნოემბრის და 2016 წლის 28 ივლისის შეთახმებები ვრცელდება და აწესრიგებს მანამდე სს „ბ.ბ–სა“ და შპს „ს.ს–ის“ შორის წარმოშობილ ყოველგვარ საკრედიტო და ქონებრივ ურთიერთობებს და აღიარებს მათ ნამდვილობასა და მხარეთა ნებასთან შესაბამისობას.
35.6. დამატებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, 2012 წლის 11 ოქტომბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და შემდგომი საკრედიტო ხელშეკრულებებით შპს ,,ს.ს–ის“ მიერ სს ,,ბ.ბ–ის“ მიმართ ვალდებულების შესრულებას. რაც შეეხება ბინების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას, პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის აპელირება ფულადი ვალდებულებების გადახდილად ჩათვლაზე იმ საფუძვლით, რომ სს „ბ.ბ–მა“ მისი ყოფილი ქონების რეალიზაცია მოახდინა დაბალ ფასად. მოსარჩელე მხარის მიერ 2015 წლის 12 ნოემბრისა და 2016 წლის 28 ივლისის შეთანხმებებით გათვალისწინებული საბოლოო გამოსყიდვის ვადების გაშვების შედეგად სს „ბ.ბ–ს“ არ გააჩნდა სახელშეკრულებო ვალდებულება, თავი შეეკავებინა დასაკუთრებული უძრავი ქონებების განკარგვის უფლების განხორციელებისაგან, მაშინ როცა იგი 2017 წლის 31 დეკემბრის შემდგომ წარმოადგენდა სრულფასოვან მესაკუთრეს ყოველგვარი იურიდიული და რეგისტრირებული შეზღუდვების გარეშე. სს ,,ბ.ბ–ის“ განცხადების საფუძველზე 2015 წლის 13 ივლისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი №150743127, რომლითაც აღსასრულებული ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 2 656 856 აშშ დოლარით. საქმის განხილვის შესადეგად დადგინდა, რომ ამჟამად მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 775 575.69 აშშ დოლარს. შესაბამისად დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ვალდებულების შესრულების გამო განთავისუფლდეს უფლებრივად დატვირთვისაგან უძრავი ქონებები - რამდენადაც, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთებზე მას შემდეგ გაუქმდება კრედიტორის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკები, როდესაც აღარ იარსებებს ფულადი მოთხოვნა, რომლებსაც ისინი უზრუნველყოფენ.
36. კასატორის მოთხოვნა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ნოემრბის განჩინება საკასაციო წესიტ გაასაჩივრა შპს „ს.ს–იმ“, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
37. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
38. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
39. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
41. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
43. პალატის მითითებით საკასაციო ინსტანციის ფარგლებში განსახილველ საკითხს წარმოადგენს სახეზეა თუ არა მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობის შემდგომ ვალის აღიარება.
44. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას.
46. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (სუსგ 09.09.2021წ. საქმე №ას-866-808-2017).
47. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
48. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 361-ე, 400-ე, 429-ე, 867-ე, 873-ე მუხლების საფუძველზე.
49. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
50. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
51. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
52. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად (1) კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. (2) ვალის მიღების შესახებ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც არაფერია ნათქვამი პროცენტის შესახებ, გულისხმობს, რომ პროცენტიც გადახდილია და ფულადი ვალდებულებაც მთლიანად შეწყვეტილია. (3) როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა ნაწილიც.
53. სამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულებებისა და დადგენილ სტაბილური სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ვალის აღიარება საკმაოდ რთული და კომპლექსური ინსტიტუტია. იგი მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენას მოიაზრებს, რაც მიზნად ისახავს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს. სამართლებრივად რელევანტური ნება შესაძლოა, მიმართული იყოს როგორც არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ (ვალის დეკლარაციული აღიარება), ისე ახალი ურთიერთობის წარმოშობისკენ (ვალის კონსტიტუციური აღიარება). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს, ვალის აღიარების რომელ სახესთან გვაქვს საქმე, რამეთუ თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა და განსხვავებული სამართლებრივი შედეგები აქვს.
54. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას; თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი) განამტკიცებს ე.წ. კონსტიტუტიურ (აბსტრაქტულ) ვალის აღიარებას, სადაც მხარეთა ნება მიმართულია ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ამ ხელშეკრულებით მოვალე აღიარებს გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, თუმცა ამ ურთიერთობისგან დამოუკიდებლად კისრულობს კრედიტორის წინაშე გარკვეული შესრულების განხორციელებას, ანუ დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, რომელიც არ არის დამოკიდებული ძველი სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობაზე. ახალი ხელშეკრულება დამოუკიდებელია მისი სამართლებრივი საფუძვლისგან და მისი მიზანი არ არის ე.წ. ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ახალი ხელშეკრულების ძალით ვალდებულება შესრულებას მაშინაც ექვემდებარება, როცა ძველი ურთიერთობის არსებობა სადავო არის მხარეთათვის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის კომენტარი, ეკატერინე ბაღიშვილი, გვ. 174, http://lawlibrary.info/ge/books/giz2019-ge-civil_code_comm_III_book.pdf).
55. რაც შეეხება დეკლარაციულ (კაუზალურ) ვალის აღიარებას, იგი მხოლოდ ადასტურებს უკვე არსებულ ვალს, ანუ მიმართულია ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ და არა ახალი ურთიერთობის დადგენისკენ. ამის საჭიროებას, ჩვეულებრივ, განაპირობებს მხარეთა შორის არსებული უთანხმოება ან გაურკვევლობა ვალდებულების არსებობის თაობაზე... დეკლარაციული აღიარების სამართლებრივი ძალა დამოკიდებულია შეთანხმების შინაარსზე და საჭიროებისამებრ დგინდება განმარტების მეშვეობით (იქვე, გვ.176). ამდენად, კაუზალური აღიარების მიზანია ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დადასტურება და არა ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, დავისა თუ გაურკვევლობის თავიდან აცილება (შდრ. იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი, მე-13 გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2014წ. §781, ველი 2,3).
56. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციების დასაბუთებას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 2012 წლის 11 ოქტომბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და შემდგომი საკრედიტო ხელშეკრულებებით შპს ,,ს.ს–ის“ მიერ სს ,,ბ.ბ–ის“ მიმართ ვალდებულების შესრულებას. რაც შეეხება ბინების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას, ასევე, დაუსაბუთებელია მოსარჩელის აპელირება ფულადი ვალდებულებების გადახდილად ჩათვლაზე იმ საფუძვლით, რომ სს „ბ.ბ–მა“ მისი ყოფილი ქონების რეალიზაცია მოახდინა დაბალ ფასად. მოსარჩელე მხარის მიერ 2015 წლის 12 ნოემბრისა და 2016 წლის 28 ივლისის შეთანხმებებით გათვალისწინებული საბოლოო გამოსყიდვის ვადების გაშვების შედეგად სს „ბ.ბ–ს“ არ გააჩნდა სახელშეკრულებო ვალდებულება, თავი შეეკავებინა დასაკუთრებული უძრავი ქონებების განკარგვის უფლების განხორციელებისაგან, მაშინ როცა იგი 2017 წლის 31 დეკემბრის შემდგომ წარმოადგენდა სრულფასოვან მესაკუთრეს ყოველგვარი იურიდიული და რეგისტრირებული შეზღუდვების გარეშე.
57. ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
58. სს ,,ბ.ბ–ის“ განცხადების საფუძველზე 2015 წლის 13 ივლისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი №150743127, რომლითაც აღსასრულებული ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 2 656 856 აშშ დოლარით. საქმის განხილვის შესადეგად დადგინდა, რომ ამჟამად მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 775 575.69 აშშ დოლარს. შესაბამისად, დასაბუთებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ვალდებულების შესრულების გამო განთავისუფლდეს უფლებრივად დატვირთვისაგან უძრავი ქონებები - რამდენადაც, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთებზე მას შემდეგ გაუქმდება კრედიტორის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკები, როდესაც აღარ იარსებებს ფულადი მოთხოვნა, რომლებსაც ისინი უზრუნველყოფენ.
59. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი გარემოებანი, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
60. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
61. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
62. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
64. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 4000 ლარი, შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს 4000 ლარის 70% - 2800 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ს.ს–ის“ (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №12662078611, გადახდის თარიღი 21.02.2022), 4 000 ლარის 70% - 2 800 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე
ვ. კაკაბაძე