საქმე №ა-6193-შ-168-2021 23 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ტ–ო“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.მ.ჯ–ა“ (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის მეცხრე საარბიტრაჟო სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის მეცხრე საარბიტრაჟო სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდა შპს „ტ–ოს“ სარჩელი შპს „კ.მ.ჯ–ას“ წინააღმდეგ, ამ უკანასკნელისთვის 105 837 500.32 რუბლის დაკისრების შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 000 რუბლი და სააპელაციო სარჩელზე გადახდილი 3 000 რუბლი დაეკისრა.
შპს „ტ–ომ“ საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა, რომლითაც მოითხოვა დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
აღნიშნული შუამდგომლობა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული.
2023 წლის 11 მაისს სასამართლოს განცხადებით მომართეს მხარეების წარმომადგენლებმა, რომლითაც იშუამდგომლეს მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მოითხოვა მორიგების აქტის დამტკიცება. განცხადებაში თანდართულ მორიგების აქტს ხელს აწერს ორივე მხარე.
2023 წლის 19 მაისს სასამართლოს დამატებით მომართეს მხარეებმა და წარმოადგინეს მორიგების აქტში ცვლილების შეტანის შესახებ განცხადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, ასევე მორიგების აქტში შესულ ცვლილებას და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება: წარმოდგენილ მორიგების აქტს ხელს აწერს ორივე მხარე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. იმავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება დავა მორიგებით საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაასრულონ. ამრიგად, დასახელებული სამართლებრივი ნორმები მხარეებს აძლევს შესაძლებლობას ურთიერთშეთანხმების გზით, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით თავად განსაზღვრონ დავის საბოლოო შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც მათ მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ამავე დროს, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
აღიშნული დავის ფარგლებში მხარეთა შორის მორიგება განხორციელდა შემდეგი წესით:
მორიგების აქტი
11.05.2023 თბილისი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ტ–ო“ (გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი-იურიდიული პირის ინნ:........, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი (ორგნ): ........, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მიზეზის კოდი (კპპ):........, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 24.06.14, იურიდიული პირის მისამართი: 115409 ქალაქი მოსკოვი, ........., წარმოდგენილი რ.თ–ის (დაბადებული ქ. თბილისი 06.02.1976, პასპორტი ..... გაცემული იუსტიციის სამინისტროს მიერ 11.11.21, პირადი #........) მიერ, თანახმად 13.07.22 მოსკოვის ნოტარიუს გ.ვ. ე–ას მიერ გაცემული 77 АД 0082528 მინდობილობისა, შემდგომში წოდებული როგორც მოსარჩელე/კრედიტორი და მეორეს მხრის საქართველოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კ.ს–ო“, (მანამდე შპს ,,კ.მ.ს–ო“) რეგისტრაციის თარიღი 19.10.2007 საიდენტიფიკაციო კოდი: ....., წარმოდგენილი შპს ,,კ.ს–ოს“ მიერ 12.12.22 გაცემული მინდობილობის საფუძველზე - ა.მ–ის მიერ (პირადი #......), შემდომში წოდებული როგორც მოპასუხე/მოვალე, ორივე იწოდებიან მხარეებად.
პრეამბულა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია საქმე #ა-6193-შ-168-2021, შპს ,,ტ–ოს“ განცხადება, რომლითაც ის ითხოვს- სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას, კერძოდ, მოსკოვის მე-9 საარბიტრაჟო სააპელაციო სასამართლოს, 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილების ცნობას და აღსრულებას საქმეზე (№09АП-72373/2021-ГК);
ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მოვალეს კრედიტორისათვის უნდა გადაერიცხა 110 266 245,32 რუსულ რუბლი 25.08.2017 წლის კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 04.05.2023 წლის მდგომარეობით შეასგენს 1,389,105,69 აშშ დოლარს ( ერთი მილიონ სამას ოთხმოცდაცხრა ათას ასხუთი აშშ დოლარი სამოცდაცხრა ცენტი).
მხარეებს სურთ მათ შორის არსებული დავა გადაწყვტონ შეთანხმების გზით და ამ მიზნით:
მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
1.1. მოპასუხე/მოვალე იღებს ვალდებულებას:
- მოპასუხე/მოვალე იღებს ვალდებულებას 2023 წლის 15 ივნისის ჩათვლით პერიოდში:
- დაფაროს არსებული დავალიანება, 25%-იანი ფასდაკლებით, რაც წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერის მომენტისთვის შეადგენს რაც 1 041 829,27 აშშ დოლარს (ერთი მილიონ ორმოცდაერთი ათას რვაასოცდაცხრა აშშ დოლარი 27 ცენტი), რაც რუსეთის ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით 04.05.2023 წლის მდგომარეობით შეადგენს 82 624 458,10 რუსულ რუბლს (ოთხმოცდაორი მილიონ ექვსასოცდაოთხი ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი რუბლი და 10 კაპიკი);
__________________
სქოლიო:
100 რუსული რუბლი = 3,1352 ლარი
1 ლარი = 2,4887 აშშ დოლარი
1 აშშ დოლარი = 79,3071 რუსული რუბლი
- ერთჯერადად, მთლიანად გადარიცხოს აღნიშნული ფულადი თანხა რუსულ რუბლში შპს ,,ი“-ს საბანკო ანგარიშზე. შპს ,,ი–ო“ (რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში, იურიდიული პირის TIN: 7724670588, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი (OGRN): 1087746948486, საგადასახადო რეგისტრაციის მიზეზის კოდი (KPP):........, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 0608. იურიდიული პირის მისამართი: 115409 მოსკოვი, ........). აღნიშნული თანხის გადარიცხვა ხდება - დავალიანების დაფარვის ანგარიშში, რომელიც შპს ,,ტ–ო“-ს დაეკისრა შპს ,,ი“-ს სასარგებლოდ - ,,ი“-ს და შპს ,,ტ–ო“-ს შორის არსებული - № ТКА/АР-05/15 მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რაც დასტურდება მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით N: A40-211934/ 22-58-1624 საქმეზე, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში.
1.2. მოვალე/მოპასუხე ვალდებულია თანხა გადარიცხოს შპს ,,ი“-ს საბანკო ანგარიშზე: #40702810000390172869, ს/კ #....., BIK 0....., სააქციო საზოგადოება კომრციულ ბანკ ,,ს“-ს ,,მოსკოვსკი“ ფილიალში, წინამდებარე შეთანხმების 1.1. პუნქტში მითითებულ ვადაში და დაუყოვნებლივ იმავე დღეს კრედიტორს/მოსარჩელეს წარუდგინოს თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი (გადახდის დავალება).
1.3. თანხის გადახდის მომენტი არის შპს ,,ი ოს“ ანგარიშსწორების ანგარიშზე თანხების მიღების თარიღი.
1.4. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ თანხის გადარიცხვის შემდგომ შუამავალი ბანკის მიერ თანხის გადარიცხვის შემდეგ, შპს ,,ი“-ს ანგარიშზე თანხა ვერ ჩაირიცხება რაიმე ტექნიკური მიზეზების გამო, შუამავალი/მიმღები ბანკის ბრალით ან/და სანქციების მიზეზების გამო, აღნიშნული არ ჩაითვალება მორიგების აქტის 1.1 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევად.
1.5. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების 1.1. პუნქტში მითითებული პირობის დარღვევის - მითითებული თანხის, მითითებულ ვადაში, მოპასუხე/მოვალის მიერ გადაუხდელობის შემთხვევაში, კრედიტორი/მოსარჩელე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რის შედეგადაც სასამართლო სცნობს მოსკოვის მე-9 საარბიტრაჟო სააპელაციო სასამართლოს, 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილებას საქმეზე (№09АП-72373/2021-ГК) და გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც მოვალეს/მოპასუხეს შპს ,,კ.ს–ო“-ს კრედიტორის/მოსარჩელის შპს ,,ტ–ო“-ს სასარგებლოდ დაეკისრება 110 266 245,32 რუსული რუბლის (ას ათი მილიონ ორასამოცდაექვსი ათას ორას ორმოცდახუთი რუსული რუბლი და 32 კაპიკი) გადახდა.
1.6. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების 1.1. პუნქტში მითითებული პირობის შესრულების - მითითებული თანხის, მითითებულ ვადაში, მოპასუხე/მოვალის მიერ გადახდის შემთხვევაში, მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები, მითითებული დავიდან გამომდინარე არ ექნებათ.
მხარეები აცნობიერებენ, რომ დავა მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით აღარ დაიშვება;
1.7. მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოება-შპს ,,ტ–ო“-ს მიერ წარდგენლ განცხადებაზე მიმდნარე საქმეზე #ა-6193-შ-168-2021 შეწყდება;
1.8. მხარეები თანხმობას აცხადებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ცვლილება მორიგების აქტში
18.05.2023 თბილისი
ერთის მხრივ, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ტ–ო“ (გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი-იურიდიული პირის ინნ:........, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი (ორგნ): ........, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მიზეზის კოდი (კპპ):........, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 24.06.14, იურიდიული პირის მისამართი: 115409 ქალაქი მოსკოვი, .........გზატკეცილი #45, წარმოდგენილი რ.თ–ის (დაბადებული ქ. თბილისი 06.02.1976, პასპორტი ....... გაცემული იუსტიციის სამინისტროს მიერ 11.11.21, პირადი #......) მიერ, თანახმად 13.07.22 მოსკოვის ნოტარიუს გ.ვ. ე–ას მიერ გაცემული 77 АД 0082528 მინდობილობისა, შემდგომში წოდებული როგორც მოსარჩელე/კრედიტორი და მეორეს მხრის საქართველოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კ.ს–ო“, (მანამდე შპს ,,კ.მ.ს–ო“) რეგისტრაციის თარიღი 19.10.2007 საიდენტიფიკაციო კოდი: ....., წარმოდგენილი შპს ,,კ.ს–ოს“ მიერ 12.12.22 გაცემული მინდობილობის საფუძველზე - ა.მ–ის მიერ (პირადი #.......), შემდომში წოდებული როგორც მოპასუხე/მოვალე, ორივე იწოდებიან მხარეებად.
მხარეები თანხმდებიან შემდეგზე
2023 წლის 11 მაისს მხარეთა მიერ ხელი მოეწერა მორიგების აქტს. წინამდებარე ცვლილებით მხარეებს ცვლილება შეაქვთ მორიგების აქტის 1.5 პუნქტში და თანხმდებიან ის ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
1.5. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების 1.1. პუნქტში მითითებული პირობის დარღვევის - მითითებული თანხის, მითითებულ ვადაში, მოპასუხე/მოვალის მიერ გადაუხდელობის შემთხვევაში, კრედიტორი/მოსარჩელე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას - გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოვალეს/მოპასუხეს შპს ,,კ.ს–ო“-ს კრედიტორის/მოსარჩელის შპს ,,ტ–ო“-ს სასარგებლოდ დაეკისრება 110 266 245,32 რუსული რუბლის (ას ათი მილიონ ორასამოცდაექვსი ათას ორას ორმოცდახუთი რუსული რუბლი და 32 კაპიკი) გადახდა.
ამასთან მხარეები თანხმდებიან და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ, 2023 წლის 11 მაისის მორიგების აქტით შეთანხმებული ყველა პირობა და დებულება რჩება ძალაში.
სსსკ-ის 199-ე მუხლის პრიმა ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგან საქმე დასრულდა მორიგებით, აღარ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 07 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების წინაპიროები, ამიტომ აღნიშნული განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ–ოსა“ და შპს „კ.მ.ჯ–ას“ მიერ 2023 წლის 11 მაისს წარმოდგენილი შუამდგომლობა მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტისა და მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობებით:
მორიგების აქტი
11.05.2023 თბილისი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ტ–ო“ (გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი-იურიდიული პირის ინნ:........, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი (ორგნ): ........, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მიზეზის კოდი (კპპ):........, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 24.06.14, იურიდიული პირის მისამართი: 115409 ქალაქი მოსკოვი, ...... გზატკეცილი #45, წარმოდგენილი რ.თ–ის (დაბადებული ქ. თბილისი 06.02.1976, პასპორტი ...... გაცემული იუსტიციის სამინისტროს მიერ 11.11.21, პირადი #.........) მიერ, თანახმად 13.07.22 მოსკოვის ნოტარიუს გ.ვ. ე–ას მიერ გაცემული 77 АД 0082528 მინდობილობისა, შემდგომში წოდებული როგორც მოსარჩელე/კრედიტორი და მეორეს მხრის საქართველოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კ.ს–ო“, (მანამდე შპს ,,კ.მ.ს–ო“) რეგისტრაციის თარიღი 19.10.2007 საიდენტიფიკაციო კოდი: ....., წარმოდგენილი შპს ,,კ.ს–ოს“ მიერ 12.12.22 გაცემული მინდობილობის საფუძველზე - ა.მ–ის მიერ (პირადი #.........), შემდომში წოდებული როგორც მოპასუხე/მოვალე, ორივე იწოდებიან მხარეებად.
პრეამბულა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია საქმე #ა-6193-შ-168-2021, შპს ,,ტ–ოს“ განცხადება, რომლითაც ის ითხოვს- სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას, კერძოდ, მოსკოვის მე-9 საარბიტრაჟო სააპელაციო სასამართლოს, 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილების ცნობას და აღსრულებას საქმეზე (№09АП-72373/2021-ГК);
ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მოვალეს კრედიტორისათვის უნდა გადაერიცხა 110 266 245,32 რუსულ რუბლი 25.08.2017 წლის კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 04.05.2023 წლის მდგომარეობით შეასგენს 1,389,105,69 აშშ დოლარს ( ერთი მილიონ სამას ოთხმოცდაცხრა ათას ასხუთი აშშ დოლარი სამოცდაცხრა ცენტი).
მხარეებს სურთ მათ შორის არსებული დავა გადაწყვტონ შეთანხმების გზით და ამ მიზნით:
მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
1.2. მოპასუხე/მოვალე იღებს ვალდებულებას:
- მოპასუხე/მოვალე იღებს ვალდებულებას 2023 წლის 15 ივნისის ჩათვლით პერიოდში:
- დაფაროს არსებული დავალიანება, 25%-იანი ფასდაკლებით, რაც წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერის მომენტისთვის შეადგენს რაც 1 041 829,27 აშშ დოლარს (ერთი მილიონ ორმოცდაერთი ათას რვაასოცდაცხრა აშშ დოლარი 27 ცენტი), რაც რუსეთის ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით 04.05.2023 წლის მდგომარეობით შეადგენს 82 624 458,10 რუსულ რუბლს (ოთხმოცდაორი მილიონ ექვსასოცდაოთხი ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი რუბლი და 10 კაპიკი);
__________________
სქოლიო:
100 რუსული რუბლი = 3,1352 ლარი
1 ლარი = 2,4887 აშშ დოლარი
1 აშშ დოლარი = 79,3071 რუსული რუბლი
- ერთჯერადად, მთლიანად გადარიცხოს აღნიშნული ფულადი თანხა რუსულ რუბლში შპს ,,ი“-ს საბანკო ანგარიშზე. შპს ,,ი–ო“ (რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში, იურიდიული პირის TIN: 7724670588, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი (OGRN): 1087746948486, საგადასახადო რეგისტრაციის მიზეზის კოდი (KPP):........, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 0608. იურიდიული პირის მისამართი: 115409 მოსკოვი, ........, 39, კორპუსი 1, ოთახი 47). აღნიშნული თანხის გადარიცხვა ხდება - დავალიანების დაფარვის ანგარიშში, რომელიც შპს ,,ტ–ო“-ს დაეკისრა შპს ,,ი“-ს სასარგებლოდ - ,,ი“-ს და შპს ,,ტ–ო“-ს შორის არსებული - № ТКА/АР-05/15 მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რაც დასტურდება მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით N: A40-211934/ 22-58-1624 საქმეზე, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში.
1.2. მოვალე/მოპასუხე ვალდებულია თანხა გადარიცხოს შპს ,,იმპერიალ-ავტო“-ს საბანკო ანგარიშზე: #40702810000390172869, ს/კ #......., BIK 0....., სააქციო საზოგადოება კომრციულ ბანკ ,,ს“-ს ,,მ–ი“ ფილიალში, წინამდებარე შეთანხმების 1.1. პუნქტში მითითებულ ვადაში და დაუყოვნებლივ იმავე დღეს კრედიტორს/მოსარჩელეს წარუდგინოს თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი (გადახდის დავალება).
1.3. თანხის გადახდის მომენტი არის შპს ,,ი–ოს“ ანგარიშსწორების ანგარიშზე თანხების მიღების თარიღი.
1.4. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ თანხის გადარიცხვის შემდგომ შუამავალი ბანკის მიერ თანხის გადარიცხვის შემდეგ, შპს ,,ი“-ს ანგარიშზე თანხა ვერ ჩაირიცხება რაიმე ტექნიკური მიზეზების გამო, შუამავალი/მიმღები ბანკის ბრალით ან/და სანქციების მიზეზების გამო, აღნიშნული არ ჩაითვალება მორიგების აქტის 1.1 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევად.
1.5. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების 1.1. პუნქტში მითითებული პირობის დარღვევის - მითითებული თანხის, მითითებულ ვადაში, მოპასუხე/მოვალის მიერ გადაუხდელობის შემთხვევაში, კრედიტორი/მოსარჩელე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რის შედეგადაც სასამართლო სცნობს მოსკოვის მე-9 საარბიტრაჟო სააპელაციო სასამართლოს, 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილებას საქმეზე (№09АП-72373/2021-ГК) და გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც მოვალეს/მოპასუხეს შპს ,,კ.ს–ო“-ს კრედიტორის/მოსარჩელის შპს ,,ტ–ო“-ს სასარგებლოდ დაეკისრება 110 266 245,32 რუსული რუბლის (ას ათი მილიონ ორასამოცდაექვსი ათას ორას ორმოცდახუთი რუსული რუბლი და 32 კაპიკი) გადახდა.
1.6. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების 1.1. პუნქტში მითითებული პირობის შესრულების - მითითებული თანხის, მითითებულ ვადაში, მოპასუხე/მოვალის მიერ გადახდის შემთხვევაში, მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები, მითითებული დავიდან გამომდინარე არ ექნებათ.
მხარეები აცნობიერებენ, რომ დავა მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით აღარ დაიშვება;
1.7. მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოება-შპს ,,ტ–ო“-ს მიერ წარდგენლ განცხადებაზე მიმდნარე საქმეზე #ა-6193-შ-168-2021 შეწყდება;
1.8. მხარეები თანხმობას აცხადებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. შპს „ტ–ოსა“ და შპს „კ.მ.ჯ–ას“ 2023 წლის 19 მაისის შუამდგომლობა მორიგების აქტში ცვლილების შეტანის შესახებ დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობებით:
ცვლილება მორიგების აქტში
18.05.2023 თბილისი
ერთის მხრივ, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ტ–ო“ (გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი-იურიდიული პირის ინნ:........, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი (ორგნ): ........, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მიზეზის კოდი (კპპ):........, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 24.06.14, იურიდიული პირის მისამართი: 115409 ქალაქი მოსკოვი, ....... გზატკეცილი #45, წარმოდგენილი რ.თ–ის (დაბადებული ქ. თბილისი 06.02.1976, პასპორტი ....... გაცემული იუსტიციის სამინისტროს მიერ 11.11.21, პირადი #.....) მიერ, თანახმად 13.07.22 მოსკოვის ნოტარიუს გ.ვ. ე–ას მიერ გაცემული 77 АД 0082528 მინდობილობისა, შემდგომში წოდებული როგორც მოსარჩელე/კრედიტორი და მეორეს მხრის საქართველოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კ.ს–ო“, (მანამდე შპს ,,კ.მ.ს–ო“) რეგისტრაციის თარიღი 19.10.2007 საიდენტიფიკაციო კოდი: ........, წარმოდგენილი შპს ,,კ.ს–ოს“ მიერ 12.12.22 გაცემული მინდობილობის საფუძველზე - ა.მ–ის მიერ (პირადი #.......), შემდომში წოდებული როგორც მოპასუხე/მოვალე, ორივე იწოდებიან მხარეებად.
მხარეები თანხმდებიან შემდეგზე
2023 წლის 11 მაისს მხარეთა მიერ ხელი მოეწერა მორიგების აქტს. წინამდებარე ცვლილებით მხარეებს ცვლილება შეაქვთ მორიგების აქტის 1.5 პუნქტში და თანხმდებიან ის ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
1.5. მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების 1.1. პუნქტში მითითებული პირობის დარღვევის - მითითებული თანხის, მითითებულ ვადაში, მოპასუხე/მოვალის მიერ გადაუხდელობის შემთხვევაში, კრედიტორი/მოსარჩელე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას - გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოვალეს/მოპასუხეს შპს ,,კ.ს–ო“-ს კრედიტორის/მოსარჩელის შპს ,,ტ–ო“-ს სასარგებლოდ დაეკისრება 110 266 245,32 რუსული რუბლის (ას ათი მილიონ ორასამოცდაექვსი ათას ორას ორმოცდახუთი რუსული რუბლი და 32 კაპიკი) გადახდა.
ამასთან მხარეები თანხმდებიან და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ, 2023 წლის 11 მაისის მორიგების აქტით შეთანხმებული ყველა პირობა და დებულება რჩება ძალაში.
3. საქმეზე №ა-6193-შ-168-2021 (შუამდგომლობის ავტორი - შპს „ტ–ოსა“, მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ.მ.ჯ–ა“; დავის საგანი – თანხის დაკისრება) შეწყდეს საქმის წარმოება.
4. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 02 ნოემბრის განჩინებით შპს „კ.ს–ოს" (ს.კ. .......) სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ ავტოსანტრანსპორტო საშუალებებზე გამოყენებული ყადაღა:
4.1. KIA K5 სედანი (VIN:KNAG......) სახელმწიფო სანომრე ნიშნით ....;
4.2. KIA OPTIMA სედანი (VIN:KNAGT4...) სახელმწიფო სანომრე ნიშნით ...;
4.3. KIA SPORTAGE მაღალი გამავლობის (VIN:U5YPX8......) სახელმწიფო სანომრე ნიშნით ......;
4.4. KIA NIRO ჰეტჩბეკი (VIN:KNACB81CGN......) სახელმწიფო სანომრე ნიშნით .........;
4.5. KIA NIRO ჰეტჩბეკი (VIN:KNACB81CGN5521353) სახელმწიფო სანომრე ნიშნით .....;
4.6. KIA NIRO ჰეტჩბეკი (VIN:KNACB81CGN552..) სახელმწიფო სანომრე ნიშნით .....;
4.7. KIA NIRO ჰეტჩბეკი (VIN:KNACB81CGN55....) სახელმწიფო სანომრე ნიშნით....;
4.8. KIA NIRO ჰეტჩბეკი (VIN:KNACB81CGN........) სახელმწიფო სანომრე ნიშნით ...;
4.9. KIA NIRO ჰეტჩბეკი (VIN:KNACB81CGN......) სახელმწიფო სანომრე ნიშნით ....;
4.10. KIA NIRO ჰეტჩბეკი (VIN:KNACB81CG.......) სახელმწიფო სანომრე ნიშნით ........;
4.11. KIA NIRO ჰეტჩბეკი (VIN:KNACB81CGN5......) სახელმწიფო სანომრე ნიშნით ......;
4.12. KIA NIRO ჰეტჩბეკი (VIN:KNACB81CGN5.......) სახელმწიფო სანომრე ნიშნით ......;
4.13. KIA NIRO ჰეტჩბეკი (VIN:KNACB81CG........) სახელმწიფო სანომრე ნიშნით .......;
4.14. KIA CERATO სედანი (VIN:KNAFX411B.....) სახელმწიფო სანომრე ნიშნით .....;
4.15. KIA SPORTAGE მაღალი გამავლობის (VIN:KNAPC812DC.....) სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..........;
4.16. VOLKSWAGEN PASSAT GLS სედანი (WVWZZZ3CZ9P0.........) სახელმწიფო სანომრე ნიშნით ......;
4.17. FORD SIERRA 1.8 უნივერსალი (WFONXXGBBNMS.......) სახელმწიფო სანომრე ნიშნით ...........;
4.18. CHEVROLET TAHOE სპეციალიზებული, ძრავა F0404TUF, შასი CKT235B135......, სახელმწიფო სანომრე ნიშნით .........;
4.19. UAZ 3303-01, სატვირთო ბორტიანი, ძრავა 7E+05, შასი ....., სახელმწიფო სანომრე ნიშნით .......;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე