საქმე №ა-150-შ-4-2023 29 მაისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - თ.ნ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - საბერძნეთის, კარდიცას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის #67/2022 გადაწყვეტილება
დავის საგანი - შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ.ნ–ძემ 2023 წლის 16 იანვარს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საბერძნეთის, კარდიცას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის #67/2022 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბერს განჩინებით თ.ნ–ძის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ.ნ–ძის შუამდგომლობა საბერძნეთის, კარდიცას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის #67/2022 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, შესაბამისი წესით დამოწმებული, საბერძნეთის, კარდიცას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის #67/2022 გადაწყვეტილებით თ.გ. ასული ნ–ძე აღიარებულ იქნა ნ.დ. ძე ზ–ის ნაშვილებ შვილად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მითითებულ გადაწყვეტილებაზე არ გასაჩივრებულა მხარეთა ან სხვა პირის მიერ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.
შესაბამისად, საბერძნეთის, კარდიცას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის #67/2022 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ნ–ძის შუამდგომლობა საბერძნეთის, კარდიცას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის #67/2022 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საბერძნეთის, კარდიცას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის #67/2022 გადაწყვეტილება, რომლითაც თ.გ.ასული ნ–ძე აღიარებულ იქნა ნ.დ. ძე ზ–ის ნაშვილებ შვილად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე