Facebook Twitter

საქმე №ა-1862-შ-48-2023 29 მაისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ი.კ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის ჰარისის ოლქის 309-ე სასამართლო ოლქის რიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კაროლინას შტატის ოჯახის საკითხების სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებები

დავის საგანი - შვილად აყვანა, სახელის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი.კ–მა 2023 წლის 14 აპრილს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის ჰარისის ოლქის 309-ე სასამართლო ოლქის რიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კაროლინას შტატის ოჯახის საკითხების სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინებით ი.კ–ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი.კ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის ჰარისის ოლქის 309-ე სასამართლო ოლქის რიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კაროლინას შტატის ოჯახის საკითხების სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, შესაბამისი წესით დამოწმებული, ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის ჰარისის ოლქის 309-ე სასამართლო ოლქის რიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ი. (კ.ი) აღიარებულ იქნა ს. კ.ის ნაშვილებ შვილად; ასევე ი. მ. ასული ი.ს შეეცვალა გვარი და გახდა ი.კ–ი. ხოლო, ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კაროლინას შტატის ოჯახის საკითხების სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, ი.კ–ის დაბადების მოწმობაში სახელის მონაცემი შეიცვალა და ნაცლად ი.კ–ისა, ჩამოყალიბდა, როგორც ი. ს.ის ასული კ.ი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სასამართლო განხილვების შესახებ თითოეული მხარე ინფორმირებული იყო. ასევე დასტურდება, რომ მითითებული გადაწყვეტილებების შესულია კანონიერ ძალაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.

შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის ჰარისის ოლქის 309-ე სასამართლო ოლქის რიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის და ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კაროლინას შტატის ოჯახის საკითხების სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებები ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.კ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის ჰარისის ოლქის 309-ე სასამართლო ოლქის რიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის და ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კაროლინას შტატის ოჯახის საკითხების სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის ჰარისის ოლქის 309-ე სასამართლო ოლქის რიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ი. (კ.ი) აღიარებულ იქნა ს. კ.ის ნაშვილებ შვილად; ასევე ი. მ. ასული ი.ს შეეცვალა გვარი და გახდა ი.კ–ი;

3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კაროლინას შტატის ოჯახის საკითხების სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი.კ–ის დაბადების მოწმობაში სახელის მონაცემი შეიცვალა და ნაცლად ი.კ–ისა, ჩამოყალიბდა, როგორც ი. ს–ის ასული კ–ი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე