Facebook Twitter

საქმე №ა-2544-შ-70-2023 9 ივნისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.ჭ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს ბერგენის ოლქის 2015 წლის 2 აპრილის №17, 181 გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს ბერგენის ოლქის 2015 წლის 2 აპრილის №17, 181 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელემ (ვ.ვ–ე) უნდა იშვილოს ბავშვი (არასრულწლოვანი, 1997 წლის 27 ივლისს, ქ. თბილისში, საქართველოში დაბადებული მამრობითი სქესის ი.ჭ–ი) და ბავშვის სახელად უნდა დარჩეს ი.ჭ–ი; დადგენილების ძალაში შესვლის მომენტიდან უნდა შეწყდეს ყველა უფლება, მოვალეობა, პრივილეგია და ურთიერთობა ბავშვსა და მის ბიოლოგიურ მამას შორის და სხვა ნებისმიერ პირებს შორის, რომლებიც დაფუძნებულია ასეთ ურთიერთობაზე, მათ შორის, ამ შტატის სამკვიდრო კანონმდებლობის შესაბამისად მემკვიდრეობის უფლებების შესახებ.

2. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს ბერგენის ოლქის 2015 წლის 2 აპრილის №17, 181 გადაწყვეტილებაზე თანდართული 2023 წლის 24 აპრილის ცნობით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება ძალაშია შესული 2015 წლის 2 აპრილს.

3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი.ჭ–მა და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს ბერგენის ოლქის 2015 წლის 2 აპრილის №17, 181 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, რომლითაც ი.ჭ–ი შვილად აიყვანა ვ.ვ–ემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩნებით ი.ჭ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს ბერგენის ოლქის 2015 წლის 2 აპრილის №17, 181 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ჭ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს ბერგენის ოლქის 2015 წლის 2 აპრილის №17, 181 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. ამავე კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, შვილად აყვანის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მშვილებლები, ერთ-ერთი მშვილებელი ან ბავშვი საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საცნობი გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი - შვილად აყვანა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც განეკუთვნება მშვილებელი შვილად აყვანის დროს. შვილად აყვანა ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მიერ ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ გამოიყენება; სსკ-ის 1239-ე მუხლის პირველი ნაწილი; 1246-ე მუხლის მე-2 ნაწილი), აგრეთვე მშვილებლისა და შვილად აყვანილს შორის ასაკობრივი სხვაობა აკმაყოფილებს სსკ-ის 1250-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას (მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით მაინც) (იხ. სუსგ საქმე№ა-3395-შ-93-2021, 6 აგვისტო 2021 წელი; №ა-5201-შ-140-2022, 7 ნოემბერი 2022 წელი).

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს ბერგენის ოლქის 2015 წლის 2 აპრილის №17, 181 გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ მოსარჩელემ (ვ.ვ–ე) უნდა იშვილოს ბავშვი (არასრულწლოვანი, 1997 წლის 27 ივლისს, ქ. თბილისში, საქართველოში დაბადებული მამრობითი სქესის ი.ჭ–ი) და ბავშვის სახელად უნდა დარჩეს ი.ჭ–ი. დადგენილების ძალაში შესვლის მომენტიდან უნდა შეწყდეს ყველა უფლება, მოვალეობა, პრივილეგია და ურთიერთობა ბავშვსა და მის ბიულოგიურ მამას შორის და სხვა ნებისმიერ პირებს შორის, რომლებიც დაფუძნებულია ასეთ ურთიერთობაზე, მათ შორის, ამ შტატის სამკვიდრო კანონმდებლობის შესაბამისად მემკვიდრეობის უფლებების შესახებ, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ჭ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს ბერგენის ოლქის 2015 წლის 2 აპრილის №17, 181 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის უმაღლესი სასამართლოს ბერგენის ოლქის 2015 წლის 2 აპრილის №17, 181 გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ მოსარჩელემ (ვ.ვ–ე) უნდა იშვილოს ბავშვი (არასრულწლოვანი, 1997 წლის 27 ივლისს, ქ. თბილისში, საქართველოში დაბადებული მამრობითი სქესის ი.ჭ–ი) და ბავშვის სახელად უნდა დარჩეს ი.ჭ–ი. დადგენილების ძალაში შესვლის მომენტიდან უნდა შეწყდეს ყველა უფლება, მოვალეობა, პრივილეგია და ურთიერთობა ბავშვსა და მის ბიოლოგიურ მამას შორის და სხვა ნებისმიერ პირებს შორის, რომლებიც დაფუძნებულია ასეთ ურთიერთობაზე, მათ შორის, ამ შტატის სამკვიდრო კანონმდებლობის შესაბამისად მემკვიდრეობის უფლებების შესახებ;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

თ. ძიმისტარაშვილი