Facebook Twitter

საქმე №ას-395-2023 06 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა- ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე.ჯ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, იძულებითი მოცდენის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქოს აქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის განჩინებით, ნ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.

2. 2023 წლის 31 მაისს, სასამართლოს მომართა კასატორის წარმომადგენელმა თ.გ–ძემ, რომლითაც მოითხოვა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70%-ის დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

4. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე კასატორმა წამოადგინა 300 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქოს აქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის განჩინებით აღნიშული თანხის 70% არ დაბრუნებულა კასატორისთვის, ამიტომ, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ბ–ის წარმომადგენლის, თ.გ–ძის შუამდგომლობა კასასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%-ის, 210 ლარის დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ნ.ბ–ს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №12662078611, გადახდის თარიღი 21.02.2022), 300 ლარის 70% - 2 10 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე