ას-760-2022
11 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ჯ.ქ–ძე, გ.ჯ–ვა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ვ.კ–ძე, თ.ბ–ძე, ს.პ–ია (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნებართვის ბათილად ცნობა, უკანონო მფლობე.ბიდან საოჯახო საფლავის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა, საფლავის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ.კ–ძემ, თ.ბ–ძემ და ს.პ–იამ (შემდგომში მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ქ.ტ–ბი ?-ის“, ჯ.ქ–ძისა და გ.ჯ–ვას (შემდგომში: მოპასუხეები, კასატორები) მიმართ და მოითხოვეს საოჯახო საფლავის მეორადი გაცემისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების შესახებ გაცემული ბრძანების გაუქმება, საოჯახო საფლავის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა (საფლავიდან 2014 წლის ივლისში გარდაცვლილი და ამავე წლის ოქტომბერში გადასვენებული პ.ჯ–ვას ამოსვენება), საფლავის მოაჯირისა და ქვების აღდგენა, ასევე, მორალური ზიანის - 30 000 ლარის ანაზღაურება.
1.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ უფლებები სადავო სასაფლაოზე, ვინაიდან, მათ მიერ წარმოდგენილი პასპორტი არ შეიცავს აუცილებელ რეკვიზიტებს.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი მოპასუხის მიერ საოჯახო საფლავის მეორადი გაცემისა და საფლავის კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარების ნებართვის შესახებ ბრძანება და მოპასუხეებს დაევალათ საოჯახო საფლავის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, კერძოდ, საფლავიდან 2014 წლის ივლისში გარდაცვლილი და ამავე წლის ოქტომბერში გადასვენებული პ.ჯ–ვას ამოსვენება, ასევე, სასაფლაოზე არსებული მოაჯირისა და საფლავის ქვების აღდგენა. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხეები სააპელაციო საჩივრით ასევე ასაჩივრებდნენ საოქმო განჩინებებს მოსარჩელეების არასათანადო მოსარჩელეებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ; ჯ.ქ–ძის არასათანადო მოპასუხედ ცნობაზე უარის თქმის შესახებ; სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ; მთავარ სხდომაზე მიღებულ საოქმო განჩინებას, მტკიცებულებების საქმეზე დართვისა და მოწმეთა დაკითხვის შესახებ.
2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
2.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 05 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სსიპ საქართვე.ს ეროვნული არქივის მიერ 2014 წლის 08 აგვისტოს გაცემული NAA2014069681-03 საარქივო ცნობის თანახმად, ქ.ქუთაისის მმაჩის სააქტო ჩანაწერის მიხედვით, დ.ა. ძე ნ–ვი (ქართველი, 70 წლის, ექიმი) გარდაიცვალა 1927 წლის 21 თებერვალს ქ. ქუთაისში.
3.2. დ.ა. ძე ნ–ვის მეუღლე იყო ტ.გ. ასული ა–კო. მათი შვილები იყვნენ ლ. და ვ. ნ–ვები. ლ. ნ–ვის მეუღლე იყო ლ.შ–ია, მათ შვილი არ ჰყავდათ. ლ.დ. ძე ნ–ვი გარდაიცვალა 1958 წლის 04 იანვარს, ხოლო ლ.თ. ასული შ–ია გარდაიცვალა 1959 წელს. ვ. ნ–ვის მეუღლე იყო ს.მ–ვა, მათი შვილები კი იყვნენ ტ.ნ–ი და რ. ნ–ვი. ვ. დ. ძე ნ–ვი გარდაიცვალა 1954 წლის 06 მაისს, ხოლო ს.ვ. ასული მ–ვა გარდაიცვალა 1956 წლის 31 იანვარს. ვ. და ს.ნ–ვების შვილი ტ.ნ–ი გარდაიცვალა 2013 წლის 9 სექტემბერს, ხოლო რ. ნ–ვი (ბ–ძე) გარდაიცვალა 1995 წლის 14 მარტს. ტ. ვ. ასულ ნ–ის მეუღლე იყო გ.ვ. ძე პ–ია, მათი შვილი კი არის მოსარჩელე - ს.პ–ია. რ. ვ.ის ასულ ნ–ვის (ბ–ძე) მეუღლე იყო ი. ბ–ძე, მათი შვილი კი არის მოსარჩელე - თ.ბ–ძე, რომლის მეუღლეც არის მოსარჩელე - ვ.კ–ძე.
3.3. ქ. ქუთაისის სახაზინო საწარმო „ქ.ტ–ბის“ (შემდგომში შპს „ქ.ტ–ბი ?“) მიერ, ვ.კ–ძეზე (მესაკუთრე) გაიცა საოჯახო საფლავის N171 პასპორტი 12 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ამავე პასპორტის თანახმად, აღნიშნულ საოჯახო საფლავში დაკრძალული იყვნენ - 1956 წელს დასაფლავებული ნ–ი ს. ვ. ასული; 1954 წელს დასაფლავებული ნ–ი ვ. დ. ძე; 1958 წელს დასაფლავებული ნ–ი ლ.დ. ძე; 1959 წელს დასაფლავებული ლ.თ. ასული შ–ია. ამავე პასპორტზე დატანილი საოჯახო საფლავის ადგილმდებარეობის ნახაზის თანახმად, ნ–ვების ირგვლივ განლაგებულია წ–ის, კ–ის, კ–ის და „უცნობის“ საფლავები. პასპორტი დამოწმებულია ქ. ქუთაისის სახაზინო საწარმო „ქ.ტ–ბის“ ბეჭდით და ხელმოწერილია დირექტორ თ. კ–ის და შემდგენი პირის მ. მ–ძის მიერ.
3.4. ჯ.ქ–ძის მეუღლე იყო გ. ნ–ვი. გ. ნ–ვი დაიბადა 1939 წ. ქ. თბილისში, მისი მშობლები იყვნენ ეროვნებით სომეხი ე. ა. ძე ნ–ვი და ნ. ა. ასული ნ–ვი. გ.ე. ძე ნ–ვი გარდაიცვალა 1984 წლის 31 ოქტომბერს. 2014 წლის 09 სექტემბერს ჯ.ქ–ძემ სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა გასცა მასზედ, რომ მის მამიდაშვილს მ.გ–იას, შვილი პ.ჯ–ვა დაესაფლავებინა მისი ოჯახის სასაფლაოზე (....... სასაფლაო), სადაც დასაფლავებულნი იყვნენ ჯ.ქ–ძის ოჯახის წევრები.
3.5. 2014 წლის 09 სექტემბერს ნ.გ–ძემ, მ.თ–ძემ და პ.ჯ–ძემ სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობები გასცეს მასზედ, რომ მ.გ–ია და ჯ.ქ–ძე ნამდვილად არიან ბიძაშვილ-მამიდაშვილები. გ.ჯ–ვამ 2014 წლის 11 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს „ქ.ტ–ბი ?-ს“ და განმარტა, რომ ივლისის თვეში გარდაეცვალა შვილი პ.ჯ–ვა, რომლის გადმოსვენებაც სურდა ქ.ქუთაისის .......... სასაფლაოზე მისი მეუღლის მ.გ–იას ბიძაშვილის ჯ.ქ–ძის საოჯახო საფლავში. შესაბამისად, ითხოვა განეხილათ და დაერთოთ ნება შესაბამისი დოკუმეტაციის წარმოდგენისათვის. შპს „ქ.ტ–ბი ?-ის“ იურისტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, მოქალაქე გ.ჯ–ვა მათთან შემოსული განცხადებით ითხოვდა მისი მეუღლის - მ.გ–იას ბიძაშვილის ჯ.ქ–ძის საოჯახო საფლავში, რომელიც მდებარეობს ....... სასაფლაოზე, თავისი შვილის - პ.ჯ–ვას გადმოსვენებას... საოჯახო საფლავში შესაძლებელი იყო ოჯახის წევრების თანხმობით ახლო ნათესავის დაკრძალვა... ამდენად, თუ მოხდებოდა საფლავის იდენტიფიკაცია და იქნებოდა საოჯახო საფლავის ოჯახის წევრების თანხმობა, შესაძლებელი იყო განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება. აღნიშნული თაობაზე შპს „ქ.ტ–ბი ?-ის“ დირექტორმა წერილით აცნობა გ.ჯ–ვას და განუმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა საფლავის იდენტიფიკაცია და იქნებოდა საოჯახო საფლავის ოჯახის წევრების თანხმობა, ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, შესაძლებელი იყო განცხადების მოთხოვნის განხილვა. 2014 წლის 10 ოქტომბერს გ.ჯ–ვამ განცხადებით მიმართა შპს „ქ.ტ–ბი ?-ის“ დირექტორს .......... სასაფლაოზე მისი შვილის პ.ჯ–ვას გადმოსვენების თაობაზე. განცხადებაზე დატანილი საფლავის სქემატური ნახაზის თანახმად, ნ–ვის (1954წ.) და ლ.დ. ნ–ვის (1958წ.) საფლავის ირგვლივ განლაგებულია თ–ძის, ლ-წ–, ა–ის, კ–ის, „გვარი არ იკითხება“ წარწერით საფლავები. შპს „ქ.ტ–ბი ?-ის“ დირექტორის 2014 წლის 25 ოქტომბრის N3/217-2014 ბრძანებით, ნება დაერთო მოქალაქე გ.ჯ–ვას ეწარმოებინა „.......“ სასაფლაოზე მდებარე საფლავის კეთილმოწყობითი სამუშაოები სამუშაოს ნებართვის ნახაზზე მითითებულ ტერიტორიაზე.
3.6. ვ.კ–ძის და თ.ბ–ძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა შპს „ქ.ტ–ბი ?-ის“ დირექტორს, სადაც მიუთითა, რომ მათთვის ცნობილი გახდა მათი კუთვნილი საოჯახო საფლავის დარბევისა და 2014 წლის ივლისის თვეში გარდაცვლილი პირის, პ.ჯ–ვას დაკრძალვის შესახებ მათთან შეუთანხმებლად და მათი უფლებების უხეში დარღვევის ხარჯზე. ამდენად, მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გაცემა: 1. მათ მმართვე.ბაში შემავალი „..........“ სასაფლაოზე სად მდებარეობდა მათი საოჯახო საფლავის პასპორტში მითითებული საფლავი; 2. სხვა ნ–ვი ან/და ნ–ების საფლავის არსებობა/არარსებობის შესახებ; 3. მათი ორგანიზაციის მიერ პ.ჯ–ვას დაკრძალვით, სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის შესაბამისად, რომელი შემდეგი ქმედება განხორციელდა - მე-2 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად „ზემოდან დაკრძალვა“, ამავე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საფლავის მეორადი გაცემა, თუ „ტ“ ქვეპუნქტის დაცვით მეორადი დაკრძალვა.
3.7. აღნიშნული წერილის პასუხად შპს „ქ.ტ–ბი ?-ის“ დირექტორმა 2015 წლის 27 მარტს მისწერა ვ.კ–ძის და თ.ბ–ძის წარმომადგენელს, რომ: 1. მის მიერ წარმოდგენილ ე.წ. პასპორტში არ იყო მითითებული, თუ რომელ სასაფლაოს საფლავზე იყო გაცემული იგი. გარდა აღნიშნულისა, არ ჰქონდა მითითებული თარიღი, თუ როდის იყო გაცემული პასპორტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მიაწოდებდა ინფორმაციას, თუ სად მდებარეობდა მის მიერ წარმოდგენილ პასპორტში მითითებული საფლავი; 2. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელი იყო დაკრძალვის წლების მითითება, რათა მასალები მოძებნილიყო შესაბამის არქივში; 3. შპს „ქ.ტ–ბი ?-ის“ მიერ პ.ჯ–ვას დაკრძალვით, განხორციელდა „თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ქუთაისის საკრებულოს ? წლის 30 ნოემბრის N141 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება.
3.8. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 დეკემბრის წერილით, მოსარჩელეებს მათი განცხადების პასუხად, რომელიც ნ–ვი-_ნ–ის გვარის იდენტურობას, დ. ნ–ის შვილებისა და მათი მემკვიდრეების, გარდაცვლილი ნ–ების განსვენების ადგილებს შეეხებოდა, ეცნობათ, რომ დ. ნ–ის მემორიალურ მუზეუმში (ქუთაისი, ....... ქუჩა N7) დაცული იყო ცნობილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის დ.ა. ძე ნ–ის (1854-1927წწ.) და მისი ოჯახის (მეუღლე ტ. ა–ოს, შვილების ე.(ე.), ი., ლ., ვ. (ვ.), ლ. ნ–ებისა და რძლის ლ. ნ–ის მეუღლის ლ.შ–ას) მემორიალური ნივთები. დ. ნ–ისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ გამოქვეყნებულია ბიოგრაფიული ხასიათის ორი ნაშრომი. აღნიშნული ოჯახის წევრები ატარებდნენ როგორც ნ–ვის, ასევე ნ–ის გვარს, რასაც ადასტურებდა მუზეუმში დაცული დოკუმენტები. ნ–ვ_ნ–ების გვარის შეცვლის საფუძველთან დაკავშირებით მუზეუმში დოკუმენტაცია დაცული არ არის. დ.ა. ძე ნ–ი და ე.(ე.) დ. ასული ნ–ი დაკრძალულები არიან ქ. ქუთაისში, მ–ას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ლ. დ. ასული ნ–ის, ი.დ. ასული ნ–ის, ვ. (ვ.) დ. ძე ნ–ისა და ლ.დ. ძე ნ–ის გარდაცვალებისა და განსვენების ადგილების შესახებ მუზეუმში დოკუმენტაცია დაცული არ არის.
3.9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინების საფუძველზე ჩატარებული 2016 წლის 22 დეკემბრის N007527916 საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: წარმოდგენილ საოჯახო საფლავის პასპორტის დედანზე გამოსაკვლევი ქ.ტ–ბის N212682783 ბეჭდის ანაბეჭდი დატანილია ქარხნული წარმოების წესის დაცვით დამზადებული ბეჭდით; ბეჭდის ანაბეჭდის ხანდაზმულობის დასადგენად აუცილებელი იყო, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო ბეჭდის ანაბეჭდები, მისი დამზადების დღიდან დღემდე, ყოველი წლისა და ყოველი თვის, თუმცა, საოჯახო საფლავის პასპორტის დედანზე არსებული ბეჭდის ანაბეჭდთან შესადარებლად წარმოდგენილი იყო „ქ.ტ–ბის“ N212682783 ბეჭდის ანაბეჭდის მხოლოდ 3 თავისუფალი ნიმუში (განთავსებული 1997 წლის N943 და 1998 წლის N595, N677 საოჯახო საფლავის პასპორტების შიდა მარჯვენა ქვედა ნაწილში, თვეები არ იყო მითითებული), რომელთაგანაც, ორი ბეჭდის ანაბეჭდი ძლიერად იყო გადღაბნილი, რის გამოც ვერ მოხერხდა აღნიშნული ბეჭდის ანაბეჭდებზე კერძო ნიშნების გამოვლენა, რომლებიც შესაძლოა გაჩენილიყო ბეჭდის ექსპლუატაციის დროს. ხოლო იმის დადგენა, როდის იყო დატანილი ბეჭდის ანაბეჭდი გამოსაკვლევ საოჯახო საფლავის პასპორტის დედანზე დარჩენილი ერთი ბეჭდის ანაბეჭდის (განთავსებული 1997 წლის N943 საოჯახო საფლავის პასპორტების შიდა მარჯვენა ქვედა ნაწილში, თვე არ იყო მითითებული) მიხედვით შეუძლებელი იყო; გამოსაკვლევად წარმოდგენილ საოჯახო საფლავის პასპორტის დედანზე ქვედა კუთხეში განთავსებული თ.კ–ის სახელით ხელმოწერა შესრულებულია საწერი საშუალებით. საოჯახო საფლავის პასპორტის დედანზე ქვედა კუთხეში არსებული თ.კ–ის სახელით ხელმოწერა არ არის გადატანილი არც გადამყვანი ქაღალდის მეშვეობით და არც დაწოლის გზით უფერო კვლების შემდგომი გარშემოვლით და არ არის გადატანილი გამჭოლ შუქზე წარმოდგენილი თ.კ–ის ხელმოწერის არცერთი თავისუფალი ნიმუშებიდან, რომლებიც განთავსებულია 1995 წლის N1037, N336 საოჯახო საფლავის პასპორტების მარჯვენა ქვედა ნაწილში, 1996 წლის N807, N579, N130 და უნომრო საოჯახო საფლავის პასპორტების შიდა მარჯვენა ქვედა ნაწილში; საოჯახო საფლავის პასპორტის ასლი გადაღებულია გასამრავლებელ აპარატზე საოჯახო პასპორტის დედნიდან ან მისი ქსეროასლიდან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
3.10 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ სადავო საფლავში დაკრძალულია გ. ნ–ვი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი. ასევე არ დასტურდებოდა გ.ნ–ვის რაიმე სახის ნათესაური კავშირი სადავო საფლავში დაკრძალულებთან.
3.11. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაქცია იმას, რომ პ.ჯ–ვას გადმოსვენების ნებართვაზე შესრულებულ ნახაზზე მითითებული ნ–ვების გარდაცვალების წლები და სახელის ინიციალები ზუსტად ემთხვეოდა მოსარჩელეთა წინაპრების მონაცემებს, ასევე, ნაწილობრივ ემთხვეოდა მეზობლად განთავსებულ საფლავებზე დაკრძალული პირების გვარებს.
3.12. პალატის მოსაზრებით, მოსარჩეელები არიან სარჩელით სადავო საფლავის მართლზომიერი კეთილსინდისიერი მფლობელები და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღჭურვილი არიან მესაკუთრის ტოლფასი უფლებით, უკანონო მფლობელისგან გამოითხოვონ სადავო ნივთი. ამავე დროს მოპასუხეებმა ვერ შეძლეს, სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებებით დაედასტურებინათ, რომ სადავო ქონებაზე მათ მოსარჩელეებზე უკეთესი მფლობე.ბის უფლება ჰქონდათ. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო საფლავზე შპს „ქ.ტ–ბი ?-ის“ მიერ გაცემული საოჯახო საფლავის მეორადი გაცემის და საფლავის კეთილმოწყობითი სამუშოების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და საოჯახო საფლავის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, ასევე მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის საფუძვლები.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 05 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორების პრეტენზია ასევე შეეხება მათ მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებულ საოქმო განჩინებებს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. კასატორები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელეების მიერ პირველი ინსტანციის მთავარ სხდომაზე წარდგენილი მტკიცებულებები კანონის დარღვევითაა საქმეზე დართული. ჯ.ქ–ძე ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რატომ უნდა იყოს ის საქმეში მხარე, ვინაიდან, არც სადავო ბრძანების გამოცემაში მიუღია მონაწილეობა, არც საფლავის მოჯარი და ქვები მოუშლია და არც მიცვალებული დაუსაფლავებია სადავო საფლავში.
4.2. კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ გადაწყვეტილებაში გარკევევით არ არის მითითებული გაუქმებული ბრძანების რეკვიზიტები, არ არის მითითებული თუ როგორი სახით უნდა აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში სასაფლაოზე არსებული მოაჯირი და საფლავის ქვები.
4.3. საქმეში წარმოდგენილი საოჯახო საფლავის პასპორტი არ შეიცავს ძირითად რეკვიზიტებს, კერძოდ: პასპორტში არ არის მითითებული მისი გაცემის და შედგენის თარიღი, არ არის მითითებული სასაფლაოს ადგილი და პასპორტს არ აქვს ნომერი. სადავო საფლავის ირგვლივ ფაქტობრივად არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ნახაზზე არსებულს. საქმეში არ მოიპოვება სათანადო მტკიცებულება, რითაც უტყუარად დადგინდება, რომ სწორედ სდავო საფლავში განისვენებე მოსარჩელეთა წინაპრები.
4.4. მოსარჩელეები არ არიან ნივთის მართლზომიერი კეთილსინდისიერი მფლობელები, რადგან ისინი ათეული წლების განმავლობაში არ ახორციელებენ ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 04 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა - სასაფლაოზე არსებული მოაჯირის და საფლავის ქვების აღდგენის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. კასატორების პრეტენზია მიმართულია საოჯახო საფლავის მეორადი გაცემისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების შესახებ გაცემული ბრძანების გაუქმების, საოჯახო საფლავის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის (საფლავიდან 2014 წლის ივლისში გარდაცვლილი და ამავე წლის ოქტომბერში გადასვენებული პ.ჯ–ვას ამოსვენების), მათ შორის, საფლავის მოაჯირისა და ქვების აღდგენის შესახებ მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობების არარსებობაზე.
9. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, საოჯახო საფლავის მეორადი გაცემისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების შესახებ გაცემული ბრძანების კანონსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ, რის გამოც არსებობდა მისი ბათილად ცნობისა და სადავო საფლავის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის საფუძველი.
10. უკანონო მფლობე.ბიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 160-ე მუხლის (თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობე.ბა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით) დანაწესიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მოთხოვნა განხორციელებადი იქნება, შემდეგი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სახელდობრ: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელი; მას სხვა პირის მხრიდან ჩამორთმეული უნდა ჰქონდეს მფლობელობა სადავო ნივთზე და ახალ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უკეთესი უფლება.
10.1. ვ.კ–ძის სახელზე გაცემული N171 პასპორტით დასტურდება, რომ სადავო საფლავზე დაკრძალული იყვნენ მოსარჩელეების წინაპრები. სადავო პასპორტში მითითებული პირების დასაფლავების წლები, სახელები და მამის სახელები ემთხვევა მოსარჩელეთა წინაპრების დასაფლავების წლებს, სახელებს და მამის სახელებს. აღნიშნულ პასპორტს მართალია, სადავოდ ხდიან მოპასუხეები, მაგრამ მათ რაიმე სახის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც მოსარჩელეების მიერ მითითებულ გარემოებას, სადავო საფლავში მათი წინაპრების დასაფლავების შესახებ უარყოფდა, არ წარმოუდგენიათ. დასტურდება, რომ პასპორტი შეიცავს დაწესებულების ოფიციალურ ბეჭედს და უფლებამოსილი პირების ხელმოწერას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინების საფუძველზე ჩატარებული 2016 წლის 22 დეკემბრის N007527916 საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, პასპორტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გამოვლენილა.
10.2. თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბერს დამტკიცებული „თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ №141 დადგენილების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქალაქო სასაფლაოზე გაცემულ საფლავზე, როგორც წესი, ხდება ოჯახის წევრების ან/და მათი თანხმობით ახლო ნათესავის დასაფლავება. ამავე წესის მე-8 მუხლის შესაბამისად, საფლავის მეორადი გაცემა ან/და ზემოდან დაკრძალვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჭირისუფლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით.
10.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ქ.ტ–ბი ?-ის“ დირექტორის 2014 წლის 25 ოქტომბრის N3/217-2014 ბრძანებით, ნება დაერთო გ.ჯ–ვას ეწარმოებინა „.......“ სასაფლაოზე მდებარე საფლავის კეთილმოწყობითი სამუშაოები სამუშაოს ნებართვის ნახაზზე მითითებულ ტერიტორიაზე. აღნიშნული ნებართვა გაცემულია ჯ.ქ–ძის, 2014 წლის 09 სექტემბერს სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული თანხმობა ჯ.ქ–ძემ გასცა მასზედ, რომ მის მამიდაშვილს მ.გ–იას, შვილი - პ.ჯ–ვა დაესაფლავებინა მისი ოჯახის სასაფლაოზე (....... სასაფლაო), სადაც დასაფლავებულნი იყვნენ ჯ.ქ–ძის ოჯახის წევრები.
10.4. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები მართლზომიერი მფლობელები არიან, ვინაიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2014 წლის 08 აგვისტოს გაცემული NAA2014069681-03 საარქივო ცნობის თანახმად, ქ.ქუთაისის მმაჩის სააქტო ჩანაწერის მიხედვით, დ.ა. ძე ნ–ვი (ქართველი, 70 წლის, ექიმი) გარდაიცვალა 1927 წლის 21 თებერვალს ქ. ქუთაისში. დ. ა. ძე ნ–ვის მეუღლე იყო ტ.გ. ასული ა–კო. მათი შვილები იყვნენ ლ. და ვ. ნ–ვები. ლ. ნ–ვის მეუღლე იყო ლ.შ–ია, მათ შვილი არ ჰყავდათ. ლ.დ. ძე ნ–ვი გარდაიცვალა 1958 წლის 04 იანვარს, ხოლო ლ.თ. ასული შ–ია გარდაიცვალა 1959 წელს. ვ. ნ–ვის მეუღლე იყო ს.მ–ვა, მათი შვილები კი იყვნენ ტ.ნ–ი და რ. ნ–ვი. ვ. დ. ძე ნ–ვი გარდაიცვალა 1954 წლის 06 მაისს, ხოლო ს.ვ. ასული მ–ვა გარდაიცვალა 1956 წლის 31 იანვარს. ვ. და ს.ნ–ვების შვილი ტ.ნ–ი გარდაიცვალა 2013 წლის 9 სექტემბერს, ხოლო რ. ნ–ვი (ბ–ძე) გარდაიცვალა 1995 წლის 14 მარტს. ტ. ვ.ის ასულ ნ–ის მეუღლე იყო გ.ვ. ძე პ–ია, მათი შვილი კი არის მოსარჩელე - ს.პ–ია. რ. ვ.ის ასულ ნ–ვის (ბ–ძე) მეუღლე იყო ი. ბ–ძე, მათი შვილი კი არის მოსარჩელე - თ.ბ–ძე, რომლის მეუღლეც არის მოსარჩელე - ვ.კ–ძე.
10.5. ქ. ქუთაისის სახაზინო საწარმო „ქ.ტ–ბის“ (შემდგომში შპს „ქ.ტ–ბი ?“) მიერ, ვ.კ–ძეზე (მესაკუთრე) გაიცა საოჯახო საფლავის N171 პასპორტი 12 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ამავე პასპორტის თანახმად, აღნიშნულ საოჯახო საფლავში დაკრძალული იყვნენ - 1956 წელს დასაფლავებული ნ–ი ს.ვ. ასული; 1954 წელს დასაფლავებული ნ–ი ვ. დ. ძე; 1958 წელს დასაფლავებული ნ–ი ლ.დ. ძე; 1959 წელს დასაფლავებული ლ.თ. ასული შ–ია. ამავე პასპორტზე დატანილი საოჯახო საფლავის ადგილმდებარეობის ნახაზის თანახმად, ნ–ვების ირგვლივ განლაგებულია წ–ლი, კ–ის, კ–ის და „უცნობის“ საფლავები. პასპორტი დამოწმებულია ქ. ქუთაისის სახაზინო საწარმო „ქ.ტ–ბის“ ბეჭდით და ხელმოწერილია დირექტორ თ. კ–ის და შემდგენი პირის მ. მ–ძის მიერ. საქმეში წარმოდგენილია ასევე გ.ჯ–ვას მიერ მისი შვილის გადმოსვენებისათვის წარდგენილი საფლავის სქემატური ნახაზი, საიდანაც დგინდება, რომ საფლავზე, სადაც უნდა მომხდარიყო პ.ჯ–ვას გადასვენება, დაკრძალული იყო ნ–ვი 1954 წელს და ლ.დ. ნ–ვი 1958 წელს, საფლავის ირგვლივ განლაგებულია თ–ძის, ლ-წ–ის, ა–ის, კ–ის და უცნობის (გვარი არ იკითხება) წარწერით საფლავები. ამდენად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ სქემატურ ნახაზზე მითითებულ დასაფლავებულთა გარდაცვალების წლები და ინიციალები ემთხვევა მოსარჩელების მიერ წარმოდგენილ საოჯახო საფლავის პასპორტში აღნიშნულ ანალოგიურ მონაცემებს, ასევე პასპორტზე დატანილი საოჯახო საფლავის ადგილმდებარეობის ნახაზზე მითითებული მომიჯნავე საფლავები დიდ ნაწილში ემთხვევა მოპსუხისათვის გაცემულ სქემატურ ნახაზზე მითითებულ მომიჯნავე საფლავებს.
10.6. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 დეკემბრის წერილით, მოსარჩელეებს მათი განცხადების პასუხად, რომელიც ნ–ვი-_ნ–ის გვარის იდენტურობას, დ. ნ–ის შვილებისა და მათი მემკვიდრეების, გარდაცვლილი ნ–ების განსვენების ადგილებს შეეხებოდა, ეცნობათ, რომ დ. ნ–ის მემორიალურ მუზეუმში (ქუთაისი, დ. ნ–ის ქუჩა N7) დაცული იყო ცნობილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის დ.ა. ძე ნ–ის (1854-1927წწ.) და მისი ოჯახის (მეუღლე ტ. ა–ოს, შვილების ე.(ე.), ი., ლ., ვ. (ვ.), ლ. ნ–ებისა და რძლის ლ. ნ–ის მეუღლის ლ.შ–ას) მემორიალური ნივთები. დ. ნ–ისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ გამოქვეყნებულია ბიოგრაფიული ხასიათის ორი ნაშრომი. აღნიშნული ოჯახის წევრები ატარებდნენ როგორც ნ–ვის, ასევე ნ–ის გვარს, რასაც ადასტურებდა მუზეუმში დაცული დოკუმენტები. ნ–ვ-_ნ–ების გვარის შეცვლის საფუძველთან დაკავშირებით მუზეუმში დოკუმენტაცია დაცული არ არის. დ.ა. ძე ნ–ი და ე.(ე.) დ. ასული ნ–ი დაკრძალულები არიან ქ. ქუთაისში, მ–ას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ლ. დ. ასული ნ–ის, ი.დ. ასული ნ–ის, ვ. (ვ.) დ. ძე ნ–ისა და ლ.დ. ძე ნ–ის გარდაცვალებისა და განსვენების ადგილების შესახებ მუზეუმში დოკუმენტაცია დაცული არ არის.
10.7. პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო ტკიცებულებები მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ და არც მათი პრეტენზია შეიცავს კონკრეტულ მითითებას, თუ რატომ მიაჩნიათ, რომ მოსარჩელეები არ არიან სადავო საფლავის მართლზომიერი მფლობელები. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯე.ბას, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება სადავო საფლავში ჯ.ქ–ძის მეუღლის გ. ნ–ვის, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის, ან ნათესავის დაკრძალვის ფაქტი. ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ გ. ნ–ვს რაიმე სახის ნათესაური კავშირი ჰქონდა სადავო საოჯახო საფლავში დაკრძალულებთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები არიან სადავო საფლავის მართლზომიერი მფლობელები.
11. მართალია სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ გარემოებას სსკ-ის 160-ე მუხლის მიხედვით, ასევე წარმოადგენს ახალი მფლობელის მიერ ამ ნივთის ფლობის უკეთესი უფლების არსებობა, თუმცა სადავო საფლავის ამჟამინდელ მფლობელს (გ.ჯ–ვას) საკუთარი მფლობე.ბის უპირატესობაზე არ მიუთითებია. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მასზე. მოპასუხის ძირითადი შედავება ემყარება მოსარჩელის მფლობელობის მართლზომიერებას, რაზეც სასამართლომ იმსჯელა, მოპასუხეების პოზიცია არ გაიზიარა, მიიჩნია, რომ დგინდება მოსარჩელეების სადავო ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი და ისინი აღჭურვილი არიან მესაკუთრის ტოლფასი უფლებით, გამოითხოვონ მფლობელისგან სადავო ნივთი. ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, საოჯახო საფლავის მეორადი გაცემისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების შესახებ გაცემული ბრძანების ბათილად ცნობისა და სადავო ნივთის უკანონო მფლობე.ბიდან გამოთხოვის საფუძველს.
12. საკასაციო პალატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინებებზე (მოსარჩელეების არასათანადოდ მოსარჩელეებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ და ჯ.ქ–ძის არასათანადო მოპასუხედ ცნობაზე უარის თქმის შესახებ), ასევე, დამატებითი მტკიცებულებების დართვის შესახებ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინებაზე კასატორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, აღნიშნავს შემდეგს: ვინაიდან, მოცემული დავის ფარგლებში დადგინდა, მოსარჩელეების მიერ სადავო საფლავის მართლზომიერი მფლობე.ბა, ასევე დადგინდა, რომ არსებობდა საოჯახო საფლავის მეორადი გაცემისა და საფლავის კეთილმოწყობითი სამუშოების ჩატარების ნებართვის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, ხოლო აღნიშნული ბრძანების გაცემა განაპირობა ჯ.ქ–ძის მიერ, როგორც მის საოჯახო საფლავზე გადმოსვენებისათვის გაცემულმა თანხმობამ, შესაბამისად, მითითება მოსარჩელეების არასათანადოობასა და ჯ.ქ–ძის არასათანადო მოპასუხედ ცნობის წინაპირობების არსებობაზე, საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება საოქმო განჩინებას მტკიცებულებების დართვის შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება მთავარ სხდომაზე დართულ მტკიცებულებებს და მათ დართვაზე უარი მოპასუხეების სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას ვერ გამოიწვევდა.
13. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, სასაფლაოზე არსებული მოაჯირის და საფლავის ქვების აღდგენის შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, ამ ნაწილში არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სასაფლაოზე არსებული მოაჯირის და საფლავის ქვების აღდგენის შესახებ სასარჩე. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
13.1. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04). მოსარჩელე შესაძლებელია, ცდებოდეს კიდეც სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არამცთუ არ ზღუდავს სასამართლოს, არამედ, პირიქით, სწორედ სასამართლოა ვალდებული, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
13.2. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
13.3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
13.4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
13.5. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
13.6. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
13.7. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნე.ვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან) (ას-178-167-2017, 14.07.2017წ).
13.8. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნე.ბის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნე.ბის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
13.9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
13.10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ითხოვენ სასაფლაოზე არსებული მოაჯირის და საფლავის ქვების აღდგენას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეებს მათი მტკიცების ტვირთის ფარგლებში საქმეში არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა მოაჯირის ან საფლავის ქვების არსებობა და არ მიუთითებიათ აღდგენის წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, რა სახის, ფორმის, მასალის და ა.შ. მოაჯირი და ქვები არსებობდა გ.ჯ–ვას მიერ ახალი საფლავის მოწყობამდე და შესაბამისად, რა სახით და ფორმით უნდა აღდგეს იგი. ამდენად, მოსარჩელეებმა მათი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურეს სასაფლაოზე არსებული მოაჯირის და საფლავის ქვების აღდგენის შესახებ სასარჩე. მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმით დადგენილი ის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი ელემენტები, რაც ამ მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოშობდა. აღნიშნული კი თავისთავად გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სააპელაციო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინება და მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ სასაფლაოზე არსებული მოაჯირის და საფლავის ქვების აღდგენის შესახებ სასარჩე. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
16. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ.კ–ძეს, თ.ბ–ძესა და ს.პ–იას გ.ჯ–ვას და ჯ.ქ–ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ გ.ჯ–ვას და ჯ.ქ–ძის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 150 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ჯ.ქ–ძისა და გ.ჯ–ვა საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილების 1.2. პუნქტის ის ნაწილი, რომლითაც მოპასუხეებს დაევალათ სასაფლაოზე არსებული მოაჯირის და საფლავის ქვების აღდგენა;
3. ვ.კ–ძის, თ.ბ–ძისა და ს.პ–იას სარჩელი სასაფლაოზე არსებული მოაჯირის და საფლავის ქვების აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინება.
5. ვ.კ–ძეს (.....), თ.ბ–ძესა (.........) და ს.პ–იას (........) გ.ჯ–ვას (..........) და ჯ.ქ–ძის (........) სასარგებლოდ, დაეკისროს გ.ჯ–ვას და ჯ.ქ–ძის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 150 ლარის ანაზღაურება;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე