03 მაისი 2023 წელი
№ას-1180-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ბ-?“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება და 2022 წლის 12 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება.
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სასარგებლო წიაღისეულზე საკუთრების უფლების აღიარება და ხელშემშლელი პირობების აღმოფხვრის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შ.პ.ს. „ქ.ვ–მა“ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, I აპელანტი“ „კასატორი“, „მენარდე“) სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შ.პ.ს. „ბ-?“-ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „II აპელანტი“, „ კასატორის მოწინააღმდეგე მხარე“, „შემკვეთი“) მიმართ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ........., №10001526 ლიცენზიის ფარგლებში, მოსაპოვებელი 850000 მ? სამთო მინაკუთვნიდან (ბ) 170000 მ? სამთო მინაკუთვნის (ბ) შ.პ.ს. „ქ.ვ–ი"-ს საკუთრებად აღიარებისა და შ.პ.ს. „ბ-?“-ისთვის სამთო მინაკუთვნის მოპოვების ხელშემშლელი პირობების ოთხი თვის ვადაში აღმოფხვრის დავალდებულების მოთხოვნებით.
სარჩელის საფუძვლები:
2. შ.პ.ს. „ბ-?" ფლობდა ბს ქვის მოპოვების ლიცენზიას, რომლის საფუძველზეც მას სამთო მინაკუთვნი - ბ უნდა მოეპოვებინა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მიმდებარე ტერიტორიაზე. 2020 წლის 08 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შ.პ.ს. „ქ.ვ–მა" იკისრა ვალდებულება, შ.პ.ს. „ბ-?"-ის კუთვნილი ლიცენზიის ფარგლებში განეხორციელებინა სამუშაოები და ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ....... ტერიტორიაზე ადგილმონაცვლეობით მოეპოვებინა არანაკლებ 850 000 მ? მოცულობის ბს მოპოვების უფლება. შესრულებული მომსახურების სანაცვლოდ, შ.პ.ს. „ბ-?"-მა იკისრა მოსაპოვებელი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში, შ.პ.ს. „ქ.ვ–ი"-სათვის ნატურით გადაეცა 170 000 მ? ბ. შ.პ.ს. „ქ.ვ–მა" ნაკისრი ვალდებულება შეასრულა სათანადოდ, კერძოდ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ......... მიაკვლია ბს საბადოს, მისი იდენტობის დასადგენად გასწია სათანადო სამუშაოები და აღნიშნულის საფუძველზე შ.პ.ს. „ბ-?"-მა ადგილმონაცვლეობით მიიღო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ....... ტერიტორიაზე არანაკლებ 850 000 მ? მოცულობის ბს მოპოვების უფლება. მოპასუხემ, შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, მას ანგარიშ-ფაქტურით გადასცა 170 000 მ? ბ, მაგრამ შემდგომში ანგარიშ-ფაქტურა გააუქმა და უარი თქვა ბს საკუთრებაში გადაცემაზე. აღნიშნულით დაირღვა მოსარჩელის საკუთრების უფლება, რის გამოც მოითხოვს 170 000 მ? ბაზალტზე საკუთრების უფლების აღიარებას და შ.პ.ს. „ბ-?“-ისთვის სამთო მინაკუთვნის მოპოვების ხელშემშლელი პირობების ოთხი თვის ვადაში აღმოფხვრის დავალდებულებას.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი: შ.პ.ს. „ქ.ვ–მა" ვერ უზრუნველყო შეთანხმებული მიზნის მიღწევა, რაც ხელშეკრულების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. ადგილმონაცვლეობა უნდა განხორციელებულიყო ძველი ლიცენზიის ფარგლებში, რომელიც არ შეიცავდა შეთანხმებას მასზედ, რომ ლიცენზიის მფლობელს უნდა განეხორციელებინა ბს გადამამუშავებელი დანადგარის შეძენა-მონტაჟი, 500000 აშშ დოლარის ინვესტიცია და დაესაქმებინა 20 მოქალაქე. ადგილმონაცვლეობის შემდეგ, ახალი ლიცენზია შეიცავდა ასეთ ვალდებულებებს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. გარდა ამისა, კარიერის ადგილას მისაყვანი იყო გზა, მოპოვების საკითხი შეთანხმებას საჭიროებდა მოსახლეობასთან, უნდა გადახდილიყო კომპენსაციაც, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოებთან მოსაგვარებელი იყო რიგი საკითხები. ჩამოთვლილ სამუშაოთა ნაწილი კვლავ შეუსრულებელია, ნაწილი კი აწარმოა თავად შ.პ.ს. „ბ-?"-მა, რის გამოც მას გაეზარდა ხარჯები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1? აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
4.1. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ....... ტერიტორიაზე ს.ს.ი.პ. წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 24 ივნისს შ.პ.ს. „ბ-?“-ის სახელზე გაცემული სამთო მინაკუთვნის (ბს) მოპასუხის სახელზე გაცემული №10001526 ლიცენზის ფარგლებში მოსაპოვებელ 170 000 მ? სამთო მინაკუთვნზე აღიარებული იქნა შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს საკუთრების უფლება;
4.2. არ დაკმაყოფილდა სარჩელი ოთხი თვის ვადაში სამთო მინაკუთვნის მოპოვების ხელშემშლელი პირობების აღმოფხვრაზე შ.პ.ს. „ბ-?“-ის დავალდებულების შესახებ.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნას წარმომადგენდა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად უარყოფა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და სრულად დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა ს.ს.ი.პ. წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 24 ივნისს შ.პ.ს. „ბ-?“-ის სახელზე გაცემული სამთო მინაკუთვნის (ბს) მოპასუხის სახელზე გაცემული №10001539 ლიცენზის ფარგლებში მოსაპოვებელ 170 000 მ? სამთო მინაკუთვნზე შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ, 20.12.2007წ. №1778 ბრძანებით, ფიზიკურ პირ ი.მ–ზე, 20 წლის ვადით, გაიცა ლიცენზია თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა ....... მიმდებარე ტერიტორიაზე „.......“ ბს (საღორღე) მოპოვების თაობაზე, შემდეგი პირობებით: ა) დაუწესდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან (წერილი №16/1976/3-7 02.07.07წ.) შეთანხმებულ K-38-90-A-1 ნომენკლატურის 1:25000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის ნაწილზე დატანილი 1.2.3.4.5.6.7 და 1 წერტილებზე გამავალი კონტურით შემოსაზღვრული მიწისა და სამთო მინაკუთვნი საერთო 5 ფართობით 4,? ჰა; ბ) ბს (საღორღე) ჯამური მოპოვება განისაზღვრა 860 000 მ?-ის ოდენობით; გ) სამთო მინაკუთვნის პროექტი უნდა შეთანხმებულიყო ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციასთან; დ) ლიცენზიის მფლობელს, ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, სამინისტროში უნდა წარმოედგინა წერილობითი ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ; ე) ლიცენზიის მფლობელს უნდა შეესრულებინა წიაღით, როგორც ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით, მათ შორის, „გარემოს დაცვის შესახებ" და „წიაღის შესახებ" საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები.
7.2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 02.06.2008წ. №1-1/941 ბრძანებით, ი.მ–ზე გაცემული №01014 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია მთლიანად საკუთრებაში გადაეცა შ.პ.ს. „ბ-?“-ს და დაევალა სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტს, უზრუნველეყო უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანა და სალიცენზიო მოწმობის გაცემა ამ ბრძანების შესაბამისად.
7.3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 02 ივნისის №1- 1/941 და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის №1778 ბრძანებების საფუძველზე, ს.ს.ი.პ. წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ, 02.12.2019წ. შ.პ.ს. „ბ-?“-ზე გაიცა №10001112 ლიცენზია 850 000 კუბური მეტრის ბს (საღორღე) მოპოვების თაობაზე. ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორია და ფართობი იყო - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელ პატარა ....... მიმდებარე ტერიტორია, „.......“ ბს (საღორღე) მოპოვება, K-?8-90-A-g ნომენკლატურის ტოპორუკა (ლიცენზიის განუყოფელი ნაწილი), მიწისა და სამთო მინაკუთვნის ფართობი - 4,? ჰა. ლიცენზიის პირობები განსაზღვრული იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის №1778 და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 02 ივნისის №1-1/941 ბრძანებებით. ლიცენზიის მოქმედების ვადაა - 02.06.2008წ.-დან 20.12.2027წ.-მდე.
7.4.1. 2020 წლის 08 მაისს შ.პ.ს. „ბ-?“-სა (დამკვეთი) და შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს (შემსრულებელი) შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების საგანი იყო შემსრულებელის მიერ, საკუთარი სახსრებით (მათ შორის მისაღები 170 000 კუბურ მეტრი მასალის სალიცენზიო მოსაკრებლის ჩათვლით) დამკვეთისათვის მომსახურების გაწევა (2.1 პუნქტი);
7.4.2. შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის გასაწევი მომსახურეობა გამოიხატებოდა შემდეგში: შემსრულებელს უნდა გაეწია დამკვეთის სასარგებლოდ საქმიანობა იმ მიზნით, რომ განხორციელებულიყო შემკვეთის საკუთრებაში არსებული ბს ქვის მოპოვების კარიერის (ლიცენზიის №1001112, წინა №10029), მდებარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ....... მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილმონაცვლეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ....... მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბს ქვის კარიერზე არანაკლებ 850 000 მ?-ის მოცულობით, ძველი ლიცენზიით გათვალისწინებული მონაცემების სრული დაცვით (2.2.1 პუნქტი);
7.4.3. იმ შემთხვევაში, თუ შ.პ.ს. „ბ-?"-ზე გაიცემოდა ახალი ლიცენზია ამ ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტების დაცვით, შემკვეთი კისრულობდა ვალდებულებას, შემსრულებლისთვის შესრულებული მომსახურეობის სანაცვლოდ ნატურით გადაეცა (ადგილზე კანონმდებლობით განსაზღვრულო წესით დოკუმენტალურად გადაეწერა) გასამრჯელოს სახით 170 000 კუბური მეტრი პროდუქცია, კანონით დადგენილი გადასახდელების ჩათვლით, ლიცენზიის რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში (2.3 პუნქტი);
7.4.4. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციების შედეგად 2.2.1 პუნქტში მითითებული მომსახურეობის საფუძველზე მიწოდებული პროდუქციის ღირებულება უნდა ყოფილიყო ერთმანეთის ექვივალენტური ღირებულების. იმ შემთხვევაში, თუ წარმოიქმნებოდა დამატებითი გადასახადი 170 000 კუბური მეტრის მიწოდების შემთხვევაში, ამ გადასახადის გადახდის ვალდებულებას იღებდა შემსრულებელი (2.2.2 პუნქტი);
7.4.5. დამკვეთის ვალდებულება იყო: ა) შემსრულებლისთვის გასამრჯელო გადაეხადა ნატურით ხელშეკრულების 2.? მუხლის დაცვით; ბ) შემსრულებლისთვის, მოთხოვნის საფუძველზე, მიეწოდებინა ყველა საჭირო, მათ შორის, დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები, რაც აუცილებელი იქნებოდა მომსახურების საქმიანობის განსახორციელებლად: გ) მომსახურების საფასურის სრული ოდენობით ნატურით ანაზღაურებამდე არ გაესხვისებინა მიღებული ლიცენზია, შემსრულებლის თანხმობის გარეშე (3.1 პუნქტი);
7.4.6. შემსრულებლის ვალდებულება იყო: ა) გაეწია დამკვეთისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მომსახურება, უკვე გაწეული მომსახურეობის გარდა ამ ხელშეკრულებით შეთანხმებულ ფარგლებში; ბ) არ გაეხმაურებინა შემკვეთის თაობაზე კომერციული და სხვა სახის საიდუმლოებანი; გ) შემკვეთის თანხმობის გარეშე არ გაეცა სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნებოდა პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას; დ) მიეწოდებინა შემკვეთისთვის წერილობითი ინფორმაცია, მის მიერ უკვე განხორციელებული საქმიანობის და მისი შედეგების შესახებ; ე) არ გადაეკისრებინა მისი უფლებამოსილება სხვისთვის შემკვეთის წერილობითი თანხმობის გარეშე (?.2 პუნქტი);
7.4.7. მომსახურების ღირებულება და ანაზღაურების წესი მოცემული იყო ხელშეკრულების საგანში (4.1 პუნქტი);
7.4.8. მხარეებს ეკისრებათ ამ ხელშეკრულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესრულება კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ ადგილას და დროში (5.1 პუნქტი);
7.4.9. თითეული მხარე თავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისაგან, თუ ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობა გამოწვეული იქნებოდა მათი არაბრალეული მოქმედებით, ასევე თუ ადგილი ექნებოდა ისეთ „ფორს მაჟორულ", ანუ დაუძლეველი ძალის გარემოებებს, როგორებიცაა: ა) ხანძარი და აფეთქებები (გარდა მოპოვებითი ხასიათის აფეთქებებისა); ბ) წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფები; გ) ეპიდემიები, საომარი მოქმედებები, აჯანყებები, არეულობები, სამოქალაქო მღელვარება: დ) საკანონმდებლო აქტების გამოცემა, რომელიც კრძალავს ან მორადორიუმის გზით აჩერებს შუამავლობის საგანთან დაკავშირებით საქმიანობას (5.2 პუნქტი);
7.4.10. ხელშეკრულების თითოეული მხარე იღებდა ვალდებულებას, მეორე მხარისთვის შეატყობინებინა დაუყონებლივ დაუძლეველი ძალის არსებობის შესახებ. მათი აღმოფხვრის შემთხვევაში კი დაუყონებლივ გაეგრძელებინა ვალდებულებათა შესრულება (5.3 პუნქტი);
7.4.11. ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხარეთა მიერ მასზე ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა ადგილმონაცვლეობის თაობაზე ლიცენზიის მიღების დღიდან დამკვეთის მიერ გასამრჯელოს სრულად ანაზღაურებამდე (6.1 პუნქტი);
7.4.12. ხელშეკრულება წყდებოდა შესრულებით, ასევე ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში (6.2 პუნქტი).
7.5. ს.ს.ი.პ. წიაღის ეროვნული სააგენტოს 24.06.2020წ. №694/ს ბრძანებით, ფიზიკურ პირ ი.მ–ზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის შ.პ.ს. „ბ-?“-ზე გადაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 02 ივნისის №1-1/941 ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
7.5.1. შ.პ.ს. „ბ-?“-ის სალიცენზიო ფართობი განისაზღვრა ამ ბრძანების დანართით განსაზღვრული X და Y კოორდინატების (ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა ........) შესაბამისად 850 000 კუბური მეტრი ბს (საღორღე) მოპოვების უფლებით 2027 წლის 20 დეკემბრამდე;
7.5.2. ბრძანებას დაემატა შემდეგი შინაარისის ,,11“ პუნქტი: „ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: ა) ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყოს გადამამუშავებელი დანადგარის შეძენა-მონტაჟი, რისთვისაც ვალდებულია განახორციელოს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ოდენობის ინვესტიცია; ბ) ლიცენზიის მოქმედების პერიოდში მუდმივად უზრუნველყოს საქართველოს არანაკლებ 20 მოქალაქის დასაქმება; გ) გასცეს თანხმობა ს.ს.ი.პ. - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სალიცენზიო მიწის ნაკვეთის განკარგვის სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში; დ) მოქალაქეებს არ უნდა შეეზღუდოთ სალიცენზიო მიწის ნაკვეთზე გადაადგილების უფლება; ე) სალიცენზიო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების შემთხვევაში არ უნდა შეეზღუდოს აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრეს ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო შესრულების უზრუნველყოფა; ვ) დაიცვას ს.ს.ი.პ. - წიაღის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობები; ზ) ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).
7.5.3. დაევალა სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანა და ახალი სალიცენზიო მოწმობის შ.პ.ს. „ბ-?“-ზე გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების შესაბამისად.
7.6. ს.ს.ი.პ. წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2020 წლის 24 ივნისის №694/ს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 02 ივნისის №1-1/941 და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის №1778 ბრძანებების საფუძველზე, ს.ს.ი.პ. წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ, შ.პ.ს. „ბ-?“-ზე გაიცა №10001526 ლიცენზია „ქვედა .......“ ბს (საღორღე) ჯამურ მოპოვებაზე (ორივე უბანზე ერთად) 850 000 კუბური მეტრის ოდენობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის №1778, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 02 ივნისის №1-1/941 და ს.ს.ი.პ. წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2020 წლის 24 ივნისის №694/ს ბრძანებებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების შესაბამისად. ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 02.06.2008წ.-დან 20.12.2027წ.-მდე.
7.7. ს.ს.ი.პ. წიაღის ეროვნული სააგენტოს 01.07.2020წ. №710/ს ბრძანებით, ფიზიკურ პირ ი.მ–ზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის შ.პ.ს. „ბ-?"- ზე გადაცემის შესახებ, საქართველოს ეკონომიკური განვათარების მინისტრის 2008 წლის 02 ივნისის №1-1/941 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ს.ს.ი.პ. წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 24 ივნისის №694/ს ბრძანებაში გასწორდა ტექნიკური ხარვეზი და ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ს/ნ ......_ის ნაცვლად, მიეთითა - ს/ნ ..... ამასთან, დაევალა სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანა და ახალი სალიცენზიო მოწმობის შ.პ.ს. „ბ-?“-ზე გაცემის უზრუნველყოფა, ამ ბრძანების შესაბამისად.
7.8. ს.ს.ი.პ. წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2020 წლის 01 ივლისის №710/ს, 2020 წლის 24 ივნისის №694/ს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 02 ივნისის №1-1/941 და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის №1778 ბრძანებების საფუძველზე, ს.ს.ი.პ. წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ, შ.პ.ს. „ბ-?“-ზე გაიცა №100015№9 ლიცენზია „ქვედა .......“ ბს (საღორღე) ჯამურ მოპოვებაზე (ორივე უბანზე ერთად) 850 000 კუბური მეტრის ოდენობით. ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორია და ფართობი იყო - ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელ ქვედა ....... მიმდებარე ტერიტორია, „ქვედა .......“ ბს (საღორღე) გამოვლინება, K-37-96-B-b ნომენკლატურის ტოპორუკა (ლიცენზიის განუყოფელი ნაწილი), მიწისა და სამთო მინაკუთვნის საერთო ფართობი - 80 025 კვ.მ. (1-ლი უბანი - 40 015 კვ.მ., მე-2 უბანი - 40 010 კვ.მ.). ლიცენზიის პირობები განსაზღვრული იყო - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის №1778, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 02 ივნისის №1-1/941 და ს.ს.ი.პ. წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2020 წლის 24 ივნისის №694/ს და 2020 წლის 01 ივლისის №710/ს ბრძანებებით. ლიცენზიის მოქმედების ვადაა - 02.06.2008წ.-დან 20.12.2027წ.-მდე.
7.9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 03.05.2022წ. სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს ის გარემოება, რომ შ.პ.ს. „ქ.ვ–მა“ სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის ადგილმონაცვლეობის მოსაპოვებლად ჩაატარა გარკვეული კვლევები და გაიღო შესაბამისი ხარჯები, თუმცა კონკრეტულად რა სამუშაოები იქნა ჩატარებული ან რა ოდენობის ხარჯი იქნა მის მიერ გაღებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ირკვევა (იხ. 03.05.2022წ. სასამართლო სხდომის ოქმი, მხარეთა განმარტებები, 15:30-15:?1 სთ.).
7.10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 03.05.2022წ. სხდომაზე მოსამართლის შეკითხვაზე - როდის გაიგეთ, და იცოდით თუ არა ლიცენზიით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულების შესახებ? შ.პ.ს. „ბ-?“-ის წარმომადგენელმა ი.მ–მა დაადასტურა, რომ ამის თაობაზე მათ იცოდნენ ლიცენზიის გაცემამდე, თუმცა შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს დირექტორმა ისინი მოატყუა და შეპირდა, რომ პირობებს, რომლებიც ლიცენზიის თანახმად დამატებით იყო გათვალისწინებული, ის მოაგვარებდა, კერძოდ, თავად მოიზიდავდა ინვესტიციას, უზრუნველყოფდა მოქალაქეთა დასაქმებისა და ტექნიკის უზრუნველყოფას. სასამართლოს შეკითხვაზე, ადასტურებდა თუ არა ი.მ–ის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის მიცემულ განმარტებას, შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს წარმომადგენელმა ს.მ–ძემ დაადასტურა, რომ ნამდვილად აიღო ვალდებულება შ.პ.ს. „ბ-?“-ს წინაშე ზემოხსენებული ვალდებულებების შესრულებისა, მაგრამ ამას გააკეთებდა დამატებით 80 000 კუბური მეტრი ბს დათმობის სანაცვლოდ.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს დავალების ხელშეკრულებას. სასარგებლო წიაღისეულზე საკუთრების უფლების აღიარებისა (გაწეული მომსახურებისათვის შეთანხმებული გასამრჯელო) და სამთო მინაკუთვნის მოპოვების ხელშემშლელი პირობების აღმოფხვრის დავალდებულების მოთხოვნა სსკ-ის 709-ე, 170.1 და 172.2 მუხლებიდან გამომდინარეობს.
8.2. სამოქალაქო კოდექსის დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლებში (709-722) გათვალისწინებული არ არის სპეციალური მოთხოვნა ხელშეკრულების ფორმის თაობაზე, ამიტომ იგი შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმითაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე თუ ეს დადასტურდება, ეს შეთანხმებაც (ზეპირი) ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად უნდა იქნეს მიჩნეული.
8.3. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ს.ს.ი.პ. წიაღის ეროვნული სააგენტოს 24.06.2020წ. №694/ს ბრძანებით, ანუ მხარეთა შორის მომსახურების ხელშეკრულების დადების შემდგომ (რომლის თანახმადაც ადგილმონაცვლეობის შემთხვევაში სალიცენზიო პირობები უნდა ყოფილიყო ადრე გაცემული ლიზენციით გათვალისწინებული პირობების ანალოგიური) ფიზიკურ პირ ი.მ–ზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის შ.პ.ს. „ბ-?“-ზე გადაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 02 ივნისის №1-1/941 ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება და ბრძანებას დაემატა „11“ პუნქტი ამ განჩინების 7.5.2. პუნქტში ასახული შინაარსით.
8.4. დგინდება, რომ ადგილმონაცვლეობის გამო ლიცენზიის მფლობელს დაემატა მთელი რიგი ვალდებულებები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მხარეებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს ის გარემოება, რომ ლიცენზიით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულებების შესახებ მათ წინასწარ იცოდნენ და აღნიშნულზე მხარეები შეთანხმებულები იყვნენ ზეპირსიტყვიერად. შესაბამისად, მათი ეს ზეპირსიტყვიერი შეთანხმებაც იყო დავალების ხელშეკრულების საგანი. მხარეებმა ასევე დაადასტურეს ის გარემოება, რომ აღნიშნული დამატებითი ვალდებულებები, შ.პ.ს. „ბ-?“-ის დავალების საფუძველზე, უნდა შეესრულებინა შ.პ.ს. „ქ.ვ–ს“, რაც, ზეპირი შეთანხმების ძალით, იქცა სახელშეკრულებო პირობად.
8.5. მიუხედავად მხარეთა ზეპირსიტყვიერი შეთანხმებისა და დაპირებისა, შ.პ.ს. „ქ.ვ–მა“ მარწმუნებლის შ.პ.ს. „ბ-?“-ის მითითებები, კერძოდ, ლიცენზიით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულებები _ ინვესტიციის მოზიდვა და ა.შ ვერ შეასრულა. სწორედ ამის გამო, ლიცენზიით გათვალისწინებულ ადგილმდებარეობაზე შ.პ.ს. „ბ-?“ ჯერაც ვერ ახერხებს ბს მოპოვებას. ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობა გამორიცხავს გაწეული მომსახურებისათვის შეთანხმებული გასამრჯელოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ........., №10001539 (წინა №10001526) ლიცენზიის ფარგლებში, მოსაპოვებელი 850000 მ? სამთო მინაკუთვნდან (ბ) 170000 მ? სამთო მინაკუთვნის (ბ) საკუთრებაში გადაცემას.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ.პ.ს. „ბ ?“-ის წარმომადგენლის ლ.ჭ–ძის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ და შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს შ.პ.ს. „ბ ?“-ის სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით დაეკისრა 1000 (ათასი) ლარის გადახდა. დამატებითი გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას:
9.1. 2022 წლის 20 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარედგინა შ.პ.ს. „ბ-?“-ის წარმომადგენლის ლ.ჭ–ძის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომლის თანახმადაც, მოპასუხის მიერ გაღებული ადვოკატის მომსახურების ხარჯის მოსარჩელეზე დაკისრების მსჯელობას არ შეიცავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.
9.2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში შ.პ.ს. „ბ-?“-ის წარმომადგენლის მიერ 2022 წლის 15 მარტს წარდგენილი იქნა განცხადება, რომლითაც იგი მოითხოვდა ადვოკატის ხარჯის _ ?000 ლარის შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-სათვის დაკისრებას. შუამდგომლობას თან ახლდა 2022 წლის 05 თებერვალს შ.პ.ს. „ბ-?“-ის დირექტორ ნ.გ–სა და ადვოკატ ლ.ჭ–ძეს შორის დადებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ირკვევა, რომ ლ.ჭ–ძის ჰონორარი შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს წინააღმდეგ შპ.ს. „ბ ?“-ის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით შეადგენს 3000 ლარს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებაში ხსენებული ხარჯის წაგებულ მხარეზე დაკისრების საკითხი არ გადაწყვეტილა; დაცულია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის აღძვრისათვის სსსკ 261-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი 7 დღიანი ვადა.
9.3. დადგენილია, რომ შ..პ.ს „ბ ?“-ის ინტერესებს, როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლოში, იცავდა ადვოკატი ლ.ჭ–ძე. სააპელაციო სასამართლოში შ.პ.ს. „ბ ?“-მა დავა მოიგო სრულად. უდავოა, რომ საქმე მნიშვნელოვანია და საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა მიზანშეწონილია, ამასთან საადვოკატო მომსახურების სასყიდლიანობა ვლინდება ადვოკატსა და მხარეს შორის დადებული ხელშეკრულებით.
9.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5?-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. სააპელაციო სასასამართლომ, დავის საგნის ღირებულების, საქმის მოცულობის, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და სამართალწარმოების ეტაპების გათვალისწინებით, შ.პ.ს. „ბ ?“-ის წარმომადგენლისათვის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია 1000 ლარის ფარგლებში.
10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დამატებით გადაწყვეტილებასთან ერთად საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ქ.ვ–მა“, მოითხოვა მათი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილება და წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:
10.1. შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს წარმომადგენელ ი.მ–ს უფლებამოსილება არ გააჩნდა, წარედგინა საწარმო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვინაიდან მას ჩაბარებული არ აქვს ადვოკატთა გამოცდა და გაწევრიანებული არ არის ადვოკატთა ასოციაციაში. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ხსენებული პირი ორგანიზაციაში დირექტორის მოადგილის თანამდებობას ნამდვილად იკავებს, როგორც ეს მითითებულია მინდობილობაში. ხსენებულ საკასაციო პრეტენზიასთან ურთიერთკავშირში, კასატორი პალატის წინაშე შუამდგომლობს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დაევალოს ი.მ–ის კომპანიის დირექტორის მოადგილედ დანიშვნის ბრძანებისა და 2022 წლის მარტი-ივნისის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის დაქირავებულ პირთა რეესტრიდან მისი დირექტორის მოადგილედ მუშაობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.
10.2. დავის მატერიალური მხარის გადაწყვეტის უმართებულობასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ თუ შ.პ.ს. „ბ-?“ არ ეთანხმებოდა ლიცენზიის დამატებითი პირობების განსაზღვრას, აღნიშნული პრეტენზია უნდა უნდა განეცხადებინა ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე და არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ საიდენტიფიკაციო მონაცემების შესწორების მოთხოვნით. სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ შ.პ.ს. „ბ-?“-სთვის ცნობილი გახდა სალიცენზიო დამატებითი პირობების შესახებ ლიცენზიის გაცემამდე და პრეტენზია წაუყენა კასატორს, თუმცა მათ შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად, დამატებითი პირობების შესრულებას საკუთარ თავზე იღებდა შემსრულებელი მისთვის დამატებით 80 000 მ? ბს მიკუთვნების შემთხვევაში. ამდენად, დამატებითი სალიცენზიო პირობების საკუთარ თავზე აღება წარმოადგენდა არა ძირითადი ვალდებულების განუყოფელ ნაწილს, არამედ დამატებით ვალდებულებას, რისთვისაც დაწესებული იყო დამატებითი გასამრჯელო. ვინაიდან ახალი სალიცენზიო პირობების დაწესება სადავოდ არ ქცეულა დამკვეთის მიერ, ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულება (კარიერის ადგილმონაცვლეობა) შესრულებულად მიიჩნევა, რაც წარმოშობს ამავე ხელშეკრულების 2.?. პუნქტით გათვალისწინებული გასამრჯელოს გაცემის ვალდებულებას.
10.3. მოპასუხის ადვოკატის მომსახურების ხარჯის მოსარჩელეზე დასაკისრებლად სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მხარე თავად განსაზღვრავს სჭირდება თუ არა იურიდიული დახმარება პროცესში, შესაბამისად, თავადვე უნდა იზრუნოს ადვოკატის ჰონორარზე.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის №91-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და მიღებული იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგოდ ვერ წარადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
12.2. შეჯიბრებითობის პრინციპი სამოქალაქო პროცესის ფუნდამენტია, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებსა და მათი განხორციელების მექანიზმებს. მისი შინაარსი განმარტებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. პროცესის მონაწილეთათვის გარანტირებული ამგვარი თავისუფლება კი საქმეზე დამდგარი შედეგის განმსაზღვრელია _ დავა გადაწყდება იმ მხარის სასარგებლოდ, რომელიც უფრო ეფექტურად განკარგავს საკუთარ საპროცესო უფლებებს მოთხოვნის დასაბუთების, მისი უარყოფისა თუ გაქარწყლების საქმეში. აღნიშნული კი მიიღწევა დავისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების მითითებისა და მათ დასადასტურებლად ვარგისი მტკიცებულებების მხარის მიერ წარდგენის გზით, რაშიც სასამართლოს აქტიურობა (გარდა კანონით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევებისა) დაუშვებელია.
12.3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი - მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (იხ. სუსგ. №ას-860-860-2018, 16.11.2018წ). დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა და ამ პროცესში ის შებოჭილი არ არის მხარეთა მოსაზრებებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.0?.2017წ. №ას-664-6?5-2016 გადაწყვეტილება).
12.4. სააპელაციო სასამართლომ სადავოდ ქცეულ სამართალურთიერთობას დავალების ხელშეკრულების კვალიფიკაცია მისცა, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს. ურთიერთობის შინაარსის იდენტიფიცირების პრობლემა კი განპირობებულია ნარდობისა და დავალების ხელშეკრულებებს შორის მნიშვნელოვანი მსგავსებით, რამეთუ ორივე მათგანი მომსახურების ტიპის ხელშეკრულებათა რიგს მიეკუთვნება. მათ შორის განსხვავების იდენტიფიცირების მიზნებისათვის, განმსაზღვრელია ორივე ხელშეკრულების ცნება.
12.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად კი დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
12.6. ამრიგად, ნარდობის შინაარსი სასყიდლის სანაცვლოდ მომსახურების/სამუშაოს შესრულებაში ვლინდება და აღნიშნული ურთიერთობა მკვეთრად შემოფარგლულია ორი მხარით _ მენარდითა და შემკვეთით, ხოლო დავალება, რამდენადაც მარწმუნებლის სახელით რწმუნებულის მოქმედება მისი ცნების განუყოფელი ნაწილია, გამიზნულია მესამე პირთა წინაშე სამართლებრივი მნიშვნელობის მოქმედებების შესრულებისათვის და იგი გარიგებისმიერი წარმომადგენლობის განხორციელების საშუალებაა. წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადებისას მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული შემდეგი ფაქტორები: ა) წარმომადგენელი გამოხატავს საკუთარ ნებას, ბ) ამას იგი აკეთებს სხვისი სახელით, გ) უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს. ჩამოთვლილი კრიტერიუმები კუმულატიური ხასიათისაა და მათი ერთობლიობა ქმნის შესაბამის სამართლებრივ შედეგს. წარმომადგენელსა და წარმოდგენილ პირს შორის წარმოშობილი ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს გარიგება - დავალების ხელშეკრულება და მის საფუძველზე რწმუნებულისათვის მინდობილობის გაცემა ანუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება (იხ. სუსგ. №ას-894-2021, 23.12.2021წ). ამდენად, წარმომადგენლობითი კომპონენტის გარეშე დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობა არ წარმოიშვება.
12.7. სამოქალაქო კოდექსის დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლებში გათვალისწინებული არ არის სპეციალური მოთხოვნა ხელშეკრულების ფორმის თაობაზე, ამიტომ იგი შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, თუმცა დაცული უნდა იქნეს 709-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მარწმუნებელმა უნდა მისცეს რწმუნებულს რაიმე მოქმედების განხორციელების მინდობილობა, რაც აუცილებელია რწმუნებულსა და მესამე პირს შორის მარწმუნებლის მიერ დავალებული სამართლებრივი ურთიერთობის აღმოცენებისა და მოწესრიგებისათვის. რწმუნებული მარწმუნებლის სახელით მესამე პირებთან ურთიერთობას ვერ დაამყარებს მინდობილობის გარეშე, მარტო დავალების ხელშეკრულებით (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, ვალდებულებითი სამართალი კერძო ნაწილი, წიგნი მეოთხე, ტომი I, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვ. 396-?97).
12.8. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ კარიერის ადგილმონაცვლეობის მიზნით წარმართულ პროცედურებში საჯარო დაწესებულებებთან ან/და კერძო პირებთან ურთიერთობაში უშუალოდ მონაწილეობდა შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“. საქმეში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამდგენი მინდობილობა მტკიცებულებად წარმოდგენილი არ არის; ადგილმონაცვლეობის შედეგად გაცემულ ლიცენზიას ხელს არ აწერს მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (იხ. ტ.1, ს.ფ. 38-39; 210-211). ამრიგად, საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა საფუძველს, სადავო ხელშეკრულება დაკვალიფიცირდეს დავალების სამართალურთიერთობად; დადასტურებული არ არის მესამე პირების წინაშე წარმომადგენლობითი საქმიანობის განხორციელების უფლების არსებობა და მისი ფარგლები (არსებობისას). ადგილმონაცვლეობის მიზნის მიღწევაში შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს მონაწილეობა, წერილობითი ხელშეკრულების, მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების თანახმად, გამოიხატებოდა საორგანიზაციო, ტექნიკური, დოკუმენტალური, საკონსულტაციო მხარდაჭერით, მათ შორის ახალი სამთო მინაკუთვნი ტერიტორიის მოძიებასა და ადგილმონაცვლეობაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ადგილმონაცვლეობისათვის მოსარჩელემ ჩაატარა გარკვეული კვლევები და სამუშაო. ამდენად, მხარეთა შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტში ასახული მომსახურების შინაარსს (განჩინების 7.4.2. პუნქტი) პალატა აკვალიფიცირებს ნარდობის სამართალურთიერთობად, რომლის ფარგლებში წარმოშობილი დავაც გადაწყვეტას ექვემდებარება სამოქალაქო კოდექსის 629-ე-656-ე მუხლების შესაბამისად.
12.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
12.10. 2020 წლის 08 მაისის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებმა დათქვეს ნარდობის არსებითი პირობები _ შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენდა ახალი სამთო მინაკუთვნის ტერიტორიის მოძიება და შემკვეთის საკუთრებაში არსებული ბს ქვის მოპოვების კარიერის (ლიცენზიის №1001112, წინა №10029, მდებარე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ....... მიმდებარე ტერიტორიაზე) ადგილმონაცვლეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ....... მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბს ქვის კარიერზე არანაკლებ 850000 მ?-ის მოცულობით, ძველი ლიცენზიით გათვალისწინებული მონაცემების სრული დაცვით, რისი შესრულების შემთხვევაშიც, დაითქვა გასამრჯელო 170 000 მ? სამთო მონაკუთვნის (ბს) ნატურის გადაცემის სახით.
12.11. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ადგილმონაცვლეობის შედეგად გაცემული ახალი ლიცენზიის პირობები არ იყო ძველის იდენტური, არამედ ლიცენზიატს (შ.პ.ს. „ბ-?“) აკისრებდა მთელ რიგ დამატებით ვალდებულებებს, მათ შორის, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 1 წლის ვადაში გადამამუშავებელი დანადგარის შეძენა-მონტაჟის მოვალეობას, რისთვისაც ლიცენზიატს ევალებოდა არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ოდენობის ინვესტიცია და ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არანაკლებ 20 მოქალაქის მუდმივად დასაქმების ვალდებულება.
12.12. სააპელაციო სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას როგორც შ.პ.ს. „ბ-?“-ის, ისე შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ახალი ლიცენზიის გაცემამდე მათთვის ცნობილი გახდა იმ დამატებითი ვალდებულებების შესახებ, რომლებიც ასახული არ ყოფილა ძველ სალიცენზიო პირობებში, თუმცა ლიცენზიატს დაუწესდებოდა ადგილმონაცვლეობის შედეგად. 2022 წლის 02 მაისის სასამართლო სხდომის ოქმში ორივე მხარე ადასტურებს, რომ ძველი ლიცენზიით გათვალისწინებელი პირობების შესრულება საკუთარ თავზე აიღო შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს დირექტორმა ს.მ–ძემ. თუმცა მენარდე განმარტავს, რომ აღნიშნული ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებს სანაცვლოდ მას უნდა მიეღო დამატებითი გასამრჯელო 80 000მ?-ის სახით.
12.13. 2020 წლის 08 მაისის ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება ურთიერთშეთანხმებული დამატების გზით, წერილობითი ფორმით, რაც ინომრება და წარმოადგენს ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
12.14. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა და საკასაციო საჩივრის უმთავრეს პრეტენზიასაც წარმოადგენს ის გარემოება, მხარეთა მიერ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება ახალი სალიცენზიო პირობების მენარდის ძალებით შესრულების შესახებ წარმოადგენდა ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულების მოდიფიცირებას თუ მენარდის მიერ დამატებითი ვალდებულების საკუთარ თავზე აღებას.
12.15. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის როგორც 328-ე მუხლის პირველი ნაწილი, ისე 59-ე მუხლის პირველი ნაწილი, ითვალისწინებს ხელშეკრულების ნამდვილობისთვის მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმის დაცვას, მაგრამ მისი უგულვებელყოფით მიღწეული შეთანხმება დაექვემდებარება თუ არა ბათილობას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნით აირჩიეს ეს ფორმა მხარეებმა: როგორც გარიგების ნამდვილობის წინაპირობა თუ გარიგებიდან გამომდინარე უფლებების თვალსაჩინოებისთვის, ან მათ მტკიცებულებად. ამ უკანასკნელ შემთხვევაში გარიგების ფორმის დაუცველობამ არ უნდა გამოიწვიოს მისი ბათილობა. ყოველივე აღნიშნული კი უნდა დადგინდეს მხარეთა შეთანხმების განმარტებით (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, GIZ, თბილისი, 2019, გვ. 106).
12.16. წაყენებული მოთხოვნების თვალსაზრისით, კანონისმიერ ფორმასთან გარიგებისმიერი ფორმის გაიგივება არ არის გამართლებული. გარიგებისმიერი ფორმის დაუცველობისას ნების გამოვლენის ბათილობის მიზანი მხარეთა მიერვე დაწესებული თვითშეზღუდვის დაცვაა და მისი მნიშვნელობა არ შეიძლება იმავე შეფასებით კატეგორიაში მოექცეს, როგორც კანონით გათვალისწინებული ფორმის ცალკეულ შემთხვევაშია მოწესრიგებული, მაგალითად, მას ვერ ექნება გაფრთხილებისა და რჩევის კანონისმიერი ფუნქცია. ასე რომ იყოს, შესაბამისი გარიგების მიმართ სავალდებულო ფორმა უშუალოდ კანონმდებლობით იქნებოდა დაწესებული...თუ მხარეები, მათ მიერ შეთანხმებული ფორმის მიუხედავად, სხვა სახით ახდენენ ურთიერთმფარავი ნების ფორმირებას, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ისინი ასეთი ნების გამოვლენით შებოჭილად უნდა ჩაითვალონ (იხ. კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2009, გვ. 301-?05).
12.17. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მხარეთა შორის 2020 წლის 08 მაისს შედგენილი ხელშეკრულების შინაარსს, რომლის ფარგლებში, მართალია, მხარეებმა წერილობით დააფიქსირეს მათ შორის ფორმირებული ურთიერთმფარავი ნების შინაარსი, მაგრამ მათ, წერილობითი ფორმა, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა, არ დაუთქვამთ, ამდენად, ხელშეკრულების წერილობით დადებას გააჩნდა უფლება-მოვალეობების თვალსაჩინო დეკლარირების მიზანი, შესაბამისად, შეთანხმებული პირობების მოდიფიცირება, შესაძლოა, მომხდარიყო როგორც წერილობით, ისე ზეპირად, უფრო მეტიც, კონკლუდენტურადაც კი.
12.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ბუნებრივია, ნება სახელშეკრულებო ვადის გაგრძელების შესახებ, წარმოადგენს ორმხრივ გარიგებას, შესაბამისად, იგი ექვემდებარება განმარტებას ამავე კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად (ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან).
12.19. კანონმდებლის მიერ დათქმული ეს „გონივრული განსჯა“ კი „უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს“ (იხ. სუსგ. №ას-836-2019წ, 14.06.2019წ). „ნების განმარტება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის, განვითარებულ ფაქტებსა და გამოხატულ ნების განმარტებას შორის დადგენილი კანონზომიერება გაუგებარი არ იყოს“ (იხ. სუსგ. №ას-224-2019, 24.09.2019წ.).
12.20. ნების გამოვლენის განმარტებისას იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა თანხმდება მასზედ, რომ ნება უნდა განიმარტოს ნების მიმღების და არ მისი გამომვლენის თვალსაწიერიდან, ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. (იხ. კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ. 251-256; სუსგ. №ას-1190-2021, 22.02.2022წ; №ას-950-2022, 30.09.2022წ). ნების გამოვლენის განმარტებისას ფრაზისა თუ ქმედების შინაარსის შესაფასებლად სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო ბრუნვის ჰიპოთეტური, გონიერი მონაწილის სტანდარტით, ჩაყენებულით ნების მიმღების მდგომარეობაში.
12.21. რამდენადაც დამატებითი სალიცენზიო პირობების საკუთარ თავზე აღება წარმოადგენდა მენარდის მხრიდან გამოვლენილ ნებას, მისი შინაარსის გონივრული განმარტების საზომი ნების მიმღების, ანუ შემკვეთის შემეცნებაა. ხელშეკრულების შესრულების პროცესში გახდა ნათელი, რომ შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს არ შეეძლო ნაკისრი ძირითადი ვალდებულების შესრულება იმ შინაარსით, როგორითაც დაითქვა მხარეთა შორის წერილობით ხელშეკრულებაში, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ხელშეკრულებით დასახული პირველადი მიზნის მისაღწევად და ამ ხელშეკრულების მიმართ შემკვეთის ინტერესის შესანარჩუნებლად, მხარეებმა სახელმწიფო ორგანოს მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ვალდებული პირის განსაზღვრით ცვლილება შეიტანეს ხელშეკრულების არსებით პირობაში, კერძოდ, შესასრულებელი სამუშაოს შინაარსში (2.2.1. პუნქტი), იმგვარად, რომ ზეპირი შეთანხმების შედეგად, მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენდა არამარტო კარიერის ადგილმონაცვლეობის უზრუნველყოფა, არამედ დამატებითი სალიცენზიო პირობების საკუთარი მოქმედებით შესრულება. სწორედ ამ ვალდებულებათა კუმულატიურად შესრულების შემთხვევაში წარმოეშვებოდა საზღაურის მიღების უფლება შ.პ.ს. „ქ.ვ–ს“.
12.22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). სსკ 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
12.23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე (იხ. სუსგ. №ას-1298-2018; 22.03.2019წ; №ას-1329-2018, 22.02.2019წ; №ას-1610-2019, 07.02.2020წ; №ას-804-2019, 19.03.2021წ; №ას-1133-2019, 30.07.2021წ; №ას-754-2021, 02.12.2021წ).
12.24. საკასაციო პალატა უთითებს სტაბილურად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, რამდენადაც ვალდებულების შეწყვეტილად მიჩნევა სწორედ მის ინტერესშია, ყოველთვის მოვალის მხარეზეა (იხ. სუსგ №ას-570-541-2015, 11.11.2015წ; სუსგ №ას-1541-1547-2011; 19.04.2012წ). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ზეპირსიტყვიერად მიუთითებდა მის მიერ ინვესტირების ვალდებულების შესრულების მიზნით, სოფელ ......... მდებარე კარიერზე მძიმე ტექნიკა-დანადგარების განთავსების ფაქტს, რასაც არ ადასტურებს მოპასუხე მხარე. მართალია, საპროცესო კოდექსი მხარის ახსნა-განმარტებას მტკიცებულების სახედ მიიჩნევს, თუმცა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ახსნა-განმარტებას სასამართლოსათვის თანაბარი მტკიცებულებითი ძალა გააჩნია. იმ პირობებში, როდესაც სარჩელის დასასაბუთებლად მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას უარყოფს მოპასუხე, მარტოოდენ მოსარჩელის ახსნა-განმარტება საკმარისი ვერ იქნება სადავო გარემოების დასადასტურებლად, საამისოდ მოსარჩელეს სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ესაჭიროება სხვა მტკიცებულების წარდგენაც, საქმის მასალებში კი ამგვარი მტკიცებულება არ მოიპოვება. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, მენარდემ ვერ დაძლია ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების ფაქტის მტკიცების ტვირთი, რაც მას საზღაურის მიღების მოთხოვნის უფლებას წარმოუშობდა. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს სამთო მინაკუთვნზე, როგორც ნატურით ანაზღაურების საშუალებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების ცნობის საფუძველი, სსკ 172-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არც ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილების პერსპექტივა არსებობს, ვინაიდან ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლებიდან წარმოებულ უფლებათა რიგს განეკუთვნება.
12.25. რამდენადაც არ დგინდება ანაზღაურების მიღების უფლების წარმოშობა, საზღაურის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, საკასაციო პალატა არ შეაფასებს მოსარჩელის ზეპირი მითითების სარწმუნოობას ახალი სალიცენზიო პირობების საკუთარ თავზე აღების სანაცვლოდ გასამრჯელოს 80 000 მ?-ით გაზრდის შესახებ, ვინაიდან მოთხოვნის ოდენობის დადგენის საფუძველს მოთხოვნის უფლების არსებობა წარმოადგენს, რაც განსახილველ შემთხვევაში, უარყოფილ იქნა საკასაციო პალატის 12.21.-12.24. პუნქტებში ასახული მსჯელობით.
13.1. დამატებითი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ გაცხადებული საკასაციო პრეტენზიის საწინააღმდეგოდ პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში ადვოკატით წარმომადგენლობის შესაძლებლობა საპროცესო კოდექსით დადგენილ უფლებას წარმოადგენს (სსსკ 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში), რომლით სარგებლობაც მხარის მიხედულების სფეროში ექცევა. აღნიშნული უფლების ჯეროვნად აღსრულების მიზნით, პროცესში მონაწილე მხარე, რომლის სასარგებლოდაც გადაწყდა დავა, უფლებამოსილია, მოითხოვოს წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მას არ წარმოეშვებოდა, რომ არა სასამართლოში საქმის წარმოება.
13.2. საკასაციო პალატა მიუთითებს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
13.3. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. აღსანიშნავია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს, რომლის ფარგლებშიც ხდება წარმომადგენლის ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ. (იხ. სუსგ. № ას-818-784-2016, 02.11.2016წ). გაწეული საადვოკატო ხარჯის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, შესრულებული საპროცესო მოქმედებების მოცულობით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს.
13.4. იმ პირობებში, როდესაც ადვოკატი ლ.ჭ–ძე საქმის როგორც პირველ, ისე მეორე ინსტანციის სასამართლოში აქტიური საპროცესო მოქმედებების შესრულების გზით ახორციელებდა სასყიდლიან წარმომადგენლობას მოპასუხის სასარგებლოდ, მისაღები ჰონორარის მესამედის ოდენობით ამავე მომსახურების ხარჯის წაგებულ მხარეზე დაკისრებას საკასაციო პალატა აფასებს მოპასუხის გონივრულ დაკმაყოფილებად, რის საწინააღმდეგოდაც კასატორს სამართლებრივად ანგარიშგასაწევი პრეტენზია გაცხადებული არ აქვს.
14.1. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლოში მოპასუხე წარმოდგენილ იქნა არაუფლებამოსილი პირით. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლი პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, უკრძალავს წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელებას სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, თუმცა აღნიშნული ნორმა თავადვე აწესებს გამონაკლისს, რომლის თანახმადაც, ხსენებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ორგანიზაციის თანამშრომლებზე, რომლებიც დავაში მხარედ მონაწილეობენ.
14.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს, ხოლო ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლად შეიძლება იყვნენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.
14.3. ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, ორგანიზაციის თანამშრომელს, მიუხედავად იმისა, ჩაბარებული აქვს თუ არა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არის თუ არა ადვოკატთა ასოციაციის წევრი, უფლება აქვს ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელოს ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში ამავე ორგანიზაციის საქმეებზე (იხ. სუსგ. №ას-501-2021 30.07.2021წ).
14.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე.
14.5. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დედნად წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, ორგანიზაციის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული, შ.პ.ს. „ბ-?“-ის დირექტორის ნ.გ–ძის მიერ დირექტორის მოადგილე ი.მ–ისთვის მარწმუნებელი ორგანიზაციის სასამართლო საქმეების წარმოების უფლების დამდგენი რწმუნებულება (იხ.ტ.3, ს.ფ. 145-146), რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იქნა იმ სხდომაზე, რომელზედაც იგი წარმოადგინა მხარემ (იხ. 03.05.2022წ. სასამართლო სხდომის ოქმი 14:17:47 სთ). საგულისხმოა, რომ რწმუნებულების შინაარსობრივი მხარის მიმართ კასატორს მოსაზრება არ გამოუხატავს, არც დირექტორის მოადგილის სტატუსით სხდომაზე გამოცხადებული პირის უფლებამოსილება დაუყენებია ეჭვქვეშ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის რწმუნებულებაში ასახული ფაქტის (ე.ი. ორგანიზაციაში ი.მ–ის დირექტორის მოადგილედ მუშაობის) სარწმუნოობის დასაზუსტებლად, არამედ, უფლებამოსილება სადავოდ აქცია მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავაზე დადგა კასატორისთვის არახელსაყრელი შედეგი _ გადაწყვეტილების შეცვლის გზით, სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. კასატორი არ უთითებს იმ გარემოებას, რომ დოკუმენტის სიყალბის შესახებ 2022 წლის 03 მაისის სასამართლო სხდომის შემდეგ მისთვის რაიმე გარემოება გახდა ცნობილი. ამრიგად, დოკუმენტის სიყალბის პრეტენზია, რომელიც გაცხადებული არ იქნა საპროცესო კოდექსით საამისოდ დადგენილ დროს, დაგვიანებულ პრეტენზიად განიხილება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე და იგი საფუძვლად ვერ დაედება მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
14.6. ზემოაღნიშნული არგუმენტაცისა და აგრეთვე, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის შუამდგომლობა წარდგენილია სსსკ 103-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნის დაუცველად (თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი) _ სასამართლოს წინაშე კასატორი არათუ არ ამტკიცებს, არამედ არც კი უთითებს, რომ მან მოწინააღმდეგე მხარისგან დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და დასაქმებულთა რეესტრში მისი შეყვანის დამადასტურებელი მტკიცებულებების უშუალოდ მიღება სცადა, თუმცა ვერ შეძლო _ შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ ექვემდებარება დაკმაყოფილებაზე უარის თქმას საკასაციო პალატის მიერ.
15.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია დასაბუთებული იყოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებისა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
15.2. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძვლად საკასაციო პალატა მიუთითებს ხსენებული მუხლის „გ“ ქვეპუნქტს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე, 407-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება და 2022 წლის 12 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება.
?. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი