14 ივლისი 2023 წელი
საქმე№ა-3606-შ-92-2023 ქ.თბილისი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ვ.შ–ია
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ლ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ამერიკის შეერთებული შტატების ორეგონის შტატის ვაშინგტონის ოლქის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე №C0142760RC)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2023 წლის 03 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ.შ–იამ ამერიკის შეერთებული შტატების ორეგონის შტატის ვაშინგტონის ოლქის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე №C0142760RC) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
2. შუამდგომლობისა და თანდართული მასალების მიხედვით დგინდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ორეგონის შტატის ვაშინგტონის ოლქის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №C0142760RC) მოსარჩელე ვ.შ–იას სარჩელი განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა და საქართველოს მოქალაქე ვ.შ–იასა და დ.ლ–ს შორის არსებული ქორწინება შეწყდა.
3. საქმის მასალებით დინდება, რომ მოპასუხე დ.ლ. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, თუმცა უწყება სასამართლოში გამოძახების შესახებ მას ჩაბარდა 2001 წლის 10 დეკემბერს. ამასთან, დადგენილია, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა დაუყოვნებლივ და მხარეთა ქორწინება შეწყდა გადაწყვეტილების მოსამართლის მიერ ხელმოწერის დღიდან - 2002 წლის 01 აპრილიდან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით ვ.შ–იას შუამდგომლობა, ამერიკის შეერთებული შტატების ორეგონის შტატის ვაშინგტონის ოლქის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე №C0142760RC) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ ვ.შ–იას შუამდგომლობა, ამერიკის შეერთებული შტატების ორეგონის შტატის ვაშინგტონის ოლქის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე №C0142760RC) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ორეგონის შტატის ვაშინგტონის ოლქის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №C0142760RC) მოსარჩელე ვ.შ–იას სარჩელი განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა და საქართველოს მოქალაქე ვ.შ–იასა და დ.ლ–ს შორის არსებული ქორწინება შეწყდა. ამასთან, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა დაუყოვნებლივ - 2002 წლის 01 აპრილიდან.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
9. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
კანონიერ ძალაში შესული უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის უნდა გაუტოლდეს საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში ცნობაუნარიანი იქნება (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 1, 2017წ. გვ.773).
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების ორეგონის შტატის ვაშინგტონის ოლქის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილებით მხარეთა შორის შეწყდა ქორწინება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინების რეგისტრაციაზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ორეგონის შტატის ვაშინგტონის ოლქის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე №C0142760RC) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.შ–იას შუამდგომლობა, ამერიკის შეერთებული შტატების ორეგონის შტატის ვაშინგტონის ოლქის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე №C0142760RC) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ორეგონის შტატის ვაშინგტონის ოლქის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე №C0142760RC) რომლითაც მოსარჩელე ვ.შ–იას სარჩელი განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა და საქართველოს მოქალაქე ვ.შ–იასა და დ.ლ–ს შორის არსებული ქორწინება შეწყდა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი