საქმე №ას-628-2023 21 ივლისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ააიპ „თბილისის N20 საბავშვო ბაგა-ბაღი“, „ააიპ თბილისის N19 საბავშვო ბაგა-ბაღი“, „ააიპ თბილისის N5 საბავშვო ბაგა-ბაღი“, „ააიპ თბილისის N91 საბავშვო ბაგა-ბაღი“, „ააიპ თბილისის N47 საბავშვო ბაგა-ბაღი“, „ააიპ თბილისის N69 საბავშვო ბაგა-ბაღი“, „ააიპ თბილისის N122 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (ყოფილი - იმედი-საბურთალოს ბაგა-ბაღი), „ააიპ თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღი“, „ააიპ თბილისის N96 საბავშვო ბაგა-ბაღი“, „ააიპ თბილისის N33 საბავშვო ბაგა-ბაღი“, „ააიპ თბილისის N90 საბავშვო ბაგა-ბაღი“, „ააიპ თბილისის N42 საბავშვო ბაგა-ბაღი“, „ააიპ თბილისის N55 საბავშვო ბაგა-ბაღი“, „ააიპ თბილისის N99 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (ყოფილი - სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღი), „ააიპ თბილისის N34 საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის ავტორები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გაწეული მომსახურების დავალიანების, გადახდილი საბანკო გარანტიის თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ე–ის“ სარჩელი ააიპ „თბილისის N20 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ "თბილისის N19 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ "თბილისის N5 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ "თბილისის N91 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ "თბილისის N47 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ "თბილისის N69 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ "თბილისის N122 საბავშვო ბაგა-ბაღის“ (ყოფილი - იმედი-საბურთალოს ბაგა-ბაღი), ააიპ "თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ "თბილისის N96 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ "თბილისის N33 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ "თბილისის N90 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ "თბილისის N42 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ "თბილისის N55 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ "თბილისის N99 საბავშვო ბაგა-ბაღის“ (ყოფილი - სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღი), ააიპ "თბილისის N34 საბავშვო ბაგა-ბაღის“ წინააღმდეგ, გაწეული მომსახურების დავალიანების, გადახდილი საბანკო გარანტიის თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ააიპ „თბილისის №20 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 8 037.3 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 4 130.3 ლარის გადახდა დაეკისრა; ააიპ „თბილისის №19 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 9 982.75 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 5 139.7 ლარის გადახდა დაეკისრა; ააიპ „თბილისის №5 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 7 978.9 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 4 099.4 ლარის გადახდა დაეკისრა; ააიპ „თბილისის №91 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 9 811.2 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 5 047 ლარის გადახდა დაეკისრა; ააიპ „თბილისის №47 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 8 902.35 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 4 583.5 ლარის გადახდა დაეკისრა; ააიპ „თბილისის №69 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 10 238.25 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 5 263.3 ლარის გადახდა დაეკისრა; ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი იმედი-საბურთალოს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 9 165.15 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 4 717.4 ლარის გადახდა დაეკისრა; ააიპ „თბილისის №131 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 8 610.35 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 4 429 ლარის გადახდა დაეკისრა; ააიპ „თბილისის №96 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 9 427.95 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 4 851.3 ლარის გადახდა დაეკისრა; ააიპ „თბილისის №33 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 8 077.45 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 4 150.9 ლარის გადახდა დაეკისრა; ააიპ „თბილისის №90 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 10 789.4 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 5 551.7 ლარის გადახდა დაეკისრა; ააიპ „თბილისის №42 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 10 796.7 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 5 551.7 ლარის გადახდა დაეკისრა; ააიპ „თბილისის №55 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 8 493.55 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 4367.2 ლარის გადახდა დაეკისრა; ააიპ „თბილისის სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 9 037.4 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 4 645.3 ლარის გადახდა დაეკისრა; ააიპ „თბილისის №34 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 10 617.85 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 5 459 ლარის გადახდა დაეკისრა; არ დაკმაყოფილდა შპს „ე–ის“ სარჩელი საბანკო გარანტიის თანხების მოპასუხეთათვის დაკისრების ნაწილში; არ დაკმაყოფილდა ააიპ თბილისის №20 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №19 საბავშვო ბაგა-ბაღის, ააიპ „თბილისის №5 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №91 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №47 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №69 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი იმედი-საბურთალოს“, ააიპ „თბილისის №131 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №96 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №33 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №90 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №42 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №55 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №34 საბავშვო ბაგა-ბაღის“ შეგებებული სარჩელები მოპასუხე შპს „ე–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. შპს ,,ე–სა’’ და მოპასუხე ,,საბავშვო ბაგა-ბაღებს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების საგანი იყო შესაბამის ბაღებში სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულებების ფარგლებში შპს „ე–ი“ დასახელებულ ბაგა-ბაღებს საკვებ პროდუქტებს, მათ შორის, ყველს და კარაქს აწვდიდა;
3.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახეზე იყო შერეული ტიპის ხელშეკრულება, რომელიც ნარდობისა და ნასყიდობის ელემენტებს მოიცავდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის, თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. როგორც ნასყიდობის ასევე, ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენა შემკვეთისათვის. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში, შემსრულებელს უნაკლო შესრულების წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა. სსკ-ის 641-ე მუხლი კი ადგენს, თუ რა მიიჩნევა ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობად/შესრულებად, კერძოდ: ნაკეთობა/შესრულება ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის;
3.3. ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ, 17.08.2017 წელს, გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №20 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ იკისრა 210 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურების გაწევის ვალდებულება ხსენებული ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 52 888.50 ლარს. ხელშეკრულების 4.3.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლს. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ „თბილისის №20 საბავშვო ბაგა-ბაღი“ და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 1 613.00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდებოდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.4. ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №19 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა 212 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 53 392.2 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების 4.3.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლს. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ზედამხედველობას განახორციელებდენ ააიპ „თბილისის №19 საბავშვო ბაგა-ბაღი“ და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები; ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის-1629.00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდებოდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.5. ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №5 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა 213 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 53 644.05 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების 4.3.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლს. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ „თბილისის №5 საბავშვო ბაგა-ბაღი“ და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები; ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 1 636 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდებოდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.6. ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №91 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა 215 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 54 147.75 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების 4.3.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლს. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ „თბილისის №91 საბავშვო ბაგა-ბაღი“ და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები; ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 1 652.00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდებოდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.7. ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №47 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა 225 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 56 666.25 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების 4.3.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლს. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ „თბილისის №47 საბავშვო ბაგა-ბაღი“ და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები; ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის -1 728.00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდებოდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.8. ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №69 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა 227 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 57 169.95 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების 4.3.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლს. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ „თბილისის №69 საბავშვო ბაგა-ბაღი“ და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები; ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის -1 744.00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდებოდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.9. ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი იმედი-საბურთალოს“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა 229 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 57 673.65 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების 4.3.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლს. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი იმედი-საბურთალო“ და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები; ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის -1 759.00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდებოდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; სასამართლოს სხდომაზე აღნიშნული საბავშვო ბაგა-ბაღი ცნობილი იქნა, როგორც ააიპ თბილისის N122 საბავშვო ბაგა-ბაღი;
3.10. ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №131 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა 233 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 58 681.05 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების 4.3.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლს. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ „თბილისის №131 საბავშვო ბაგა-ბაღი“ და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები; ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 1 790.00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდებოდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.11. ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №96 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა 233 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 58 681.05 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების 4.3.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლს. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ „თბილისის №96 საბავშვო ბაგა-ბაღი“ და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 1 790.00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდებოდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.12. ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №33 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა 234 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 58 932.90 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების 4.3.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლს. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ „თბილისის №33 საბავშვო ბაგა-ბაღი“ და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 1 798.00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდებოდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.13. ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №90 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა 239 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 60 192.15 ლარს შეადგენდა; ხელშეკრულების 4.3.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლს. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ „თბილისის №90 საბავშვო ბაგა-ბაღი“ და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 1 836.00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდებოდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.14. ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №42 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა 240 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 60 444.00 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების 4.3.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლს. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ „თბილისის №42 საბავშვო ბაგა-ბაღი“ და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 1 844.00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდებოდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.15. ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №55 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა 245 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 61 703.25 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების 4.3.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლს. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ „თბილისის №55 საბავშვო ბაგა-ბაღი“ და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 1 882.00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდებოდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.16. ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა 248 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 62 458.80 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების 4.3.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლს. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ „თბილისის სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღი“ და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 1 905.00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდებოდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; სასამართლოს სხდომაზე აღნიშნული საბავშვო ბაგა-ბაღი ცნობილი იქნა, როგორც ააიპ ,,თბილისის N99 საბავშვო ბაგა-ბაღი'';
3.17. ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №34 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა 254 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 63 969.90 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების 4.3.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულების კონტროლს. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ზედამხედველობას განახორციელებდნენ ააიპ „თბილისის №34 საბავშვო ბაგა-ბაღი“ და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 1 951.00 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდებოდა. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.18. შპს „ე–სა“ და ააიპ „თბილისის №20 საბავშვო ბაგა-ბაღს“, ააიპ „თბილისის №19 საბავშვო ბაგა-ბაღს“, ააიპ „თბილისის №5 საბავშვო ბაგა-ბაღს“, ააიპ „თბილისის №91 საბავშვო ბაგა-ბაღს“, ააიპ „თბილისის №47 საბავშვო ბაგა-ბაღს“, ააიპ „თბილისის №69 საბავშვო ბაგა-ბაღს“, ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღ იმედი-საბურთალოს“, ააიპ „თბილისის №131 საბავშვო ბაგა-ბაღს“, ააიპ „თბილისის №96 საბავშვო ბაგა-ბაღს“, ააიპ „თბილისის №33 საბავშვო ბაგა-ბაღს“, ააიპ „თბილისის №90 საბავშვო ბაგა-ბაღს“, ააიპ „თბილისის №42 საბავშვო ბაგა-ბაღს“, ააიპ „თბილისის №55 საბავშვო ბაგა-ბაღს“, ააიპ „თბილისის სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღს“ და ააიპ „თბილისის №34 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შორის, 2017 წლის 14 სექტემბერს, გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების N 1 დანართის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს „ე–ის“ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან:
3.18.1. ყველის ტექნიკური მახასიათებლები შემდეგი სახით განისაზღვრა: თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება №152 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს; უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%; სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს;
3.18.2. კარაქის ტექნიკური მახასიათებლები შემდეგი სახით განისაზღვრა: თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება №152 2015 წლის 3 აპრილი); უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%; სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს;
3.19. მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაიცა სს ,,ბ. ბ–ის’’ საბანკო გარანტიები, კერძოდ: 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №20 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია №BB.14.09/100, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე–ი“, ბენეფიციარი - ააიპ „თბილისის №20 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1 613 ლარით; 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №19 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია №BB.14.09/28, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე–ი“, ბენეფიციარი - ააიპ „თბილისის №19 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1 629 ლარით; 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №5 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია №BB.14.09/57, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე–ი“, ბენეფიციარი - ააიპ „თბილისის №5 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1 636 ლარით; 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №91 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია №BB.14.09/35, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე–ი“, ბენეფიციარი - ააიპ „თბილისის №91 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1 652 ლარით; 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №47 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია №BB.14.09/89, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე–ი“, ბენეფიციარი - ააიპ „თბილისის №47 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1 728 ლარით; 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №69 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია №BB.14.09/61, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე–ი“, ბენეფიციარი - ააიპ „თბილისის №69 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1 744 ლარით; 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღს იმედი-საბურთალოს“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია №BB.14.09/142, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე–ი“, ბენეფიციარი - ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი იმედი-საბურთალო“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1 759 ლარით; 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №131 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია №BB.14.09/68, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე–ი“, ბენეფიციარი - ააიპ „თბილისის №131 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1 790 ლარით; 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №96 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია №BB.14.09/64, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე–ი“, ბენეფიციარი - ააიპ „თბილისის №96 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1 790 ლარით; 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №33 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია №BB.14.09/125, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე–ი“, ბენეფიციარი - ააიპ „თბილისის №33 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1 798 ლარით; 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №90 საბავშვო ბაგა-ბაღს“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია №BB.14.09/34, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე–ი“, ბენეფიციარი - ააიპ „თბილისის №90 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1 836 ლარით; 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №42 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია №BB.14.09/33, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე–ი“, ბენეფიციარი - ააიპ „თბილისის №42 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1 844 ლარით; 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №55 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია №BB.14.09/112, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე–ი“, ბენეფიციარი - ააიპ „თბილისის №55 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1 882 ლარით; 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია №BB.14.09/37, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე–ი“, ბენეფიციარი - ააიპ „თბილისის სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1905 ლარით; 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბილისის №34 საბავშვო ბაგა-ბაღსა“ და შპს „ე–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ.ბ–ის“ საბანკო გარანტია №BB.14.09/59, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს „ე–ი“, ბენეფიციარი - ააიპ „თბილისის №34 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1951 ლარით;
3.20. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად შპს „ე–ი“-ს მიერ, 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს: ააიპ „თბილისის №20 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 8 037.30 ლარს; ააიპ „თბილისის №19 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 9 982.75 ლარს; ააიპ „თბილისის №5 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 7978.90 ლარს; ააიპ „თბილისის №91 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 9811.20 ლარს; ააიპ „თბილისის №47 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 8902.35 ლარს; ააიპ „თბილისის №69 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 10238.25 ლარს; ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი იმედი-საბურთალოსათვის“ - 9165.15 ლარს; ააიპ „თბილისის №131 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 8610.35 ლარს; ააიპ „თბილისის №96 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 9437.95 ლარს; ააიპ „თბილისის №33 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 8077.45 ლარს; ააიპ „თბილისის №90 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 10789.40 ლარს; ააიპ „თბილისის №42 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 10796.70 ლარს; ააიპ „თბილისის №55 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 8493.55 ლარს; ააიპ „თბილისის სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ - 9037.40 ლარს; ააიპ „თბილისის №34 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის“ -10617.85 ლარს;
3.21. მომსახურების გაწევის მიუხედავად, მოპასუხეებმა უარი განაცხადეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტზე ხელის მოწერაზე. საგადასახადო ანგარიშფაქტურების გაგზავნის და მიღება-ჩაბარების აქტების წარდგენიდან 10 დღის ვადაში შესაბამისი მომსახურების ანაზღაურება არ განხორციელებულა;
3.22. სს „ბ.ბ–მა“, მოპასუხეებს, მათი მოთხოვნის შესაბამისად, საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხები სრულად გადაურიცხა;
3.23. მოსარჩელის მიერ მოპასუხეებთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით „იმერული“, არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად პასტერიზებული რძისა, ის დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან;
3.24. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 15 დეკემბრის №09/03005 წერილით ირკვევა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში შპს „ე–ის“ მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირებასთან დაკავშირებით მიმართა სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის №2-107 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად, წარმოადგენს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სურსათის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს;
3.25. სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღნიშნული წერილით, საქართველოს მთავრობის 2015 წელის 3 აპრილის №152 დადგენილებით დამტკიცებული „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ” ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ჰ37“ და „ა“ ქვეპუნქტების თანახმად, განმარტებულ იქნა, რომ ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მომწიფებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში; ხოლო რძე არის სასოფლო-სამურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი, ან მეტი ცხოველისგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად, ან შემდგომი გადამუშავებისათვის. წერილის მიხედვით, რადგან ყველი რძისგან დამზადებული პროდუქტია, აკრძალულია რძის ფხვნილისგან დამზადებულ სურსათის ეტიკეტზე დასახელება ყველის გამოყენება. მწარმოებელს/დისტრიბუტორს, რეალიზატორს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ყველი მხოლოდ რძისგან დამზადებული პროდუქტია. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ დანართად წარდგენილი სურსათი „იმერული“ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის - ყველის სავალდებულო პარამეტრებს;
3.26. ამდენად, 2017 წლის 15 დეკემბრის №09/03005 წერილით დგინდება, რომ მოპასუხე ქ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის მიწოდებული სურსათი „იმერული“ არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებულ, ყველის ტექნიკურ მახასიათებლებს;
3.27. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარდგენილი შპს „ნ“-ის წერილით დასტურდება ის გარემოება, რომ შპს „ე–ის“ მიერ ხელშეკრულების მხარეებისთვის მიწოდებული ყველი დამზადებული იყო მშრალი რძისა და ნაღების კარაქისგან. კერძოდ, წერილის მიხედვით, შპს „ნ.“, რომელიც, სარჩელებში ჩამოყალიბებული განმარტებით, მოსარჩელეს ამარაგებდა ქ. თბილისის ბაგა-ბაღებისთვის მისაწოდებელი პროდუქტით, შპს „ე–ს“ 2016 წლის 25 აგვისტოდან აწვდიდა „ყველს“, რომელიც მზადდებოდა აღდგენილი მშრალი რძისა და ნაღების კარაქისგან. პროდუქტს ეტიკეტზე ეწერა „იმერული ყველი“. ქვეკონტრაქტორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის დადგენილებაში „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ 2017 წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილების შედეგად, რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან, (მე-4 მუხლის) „ჰ37” ქვეპუნქტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ყველი განიმარტა, როგორც „რძისგან დამზადებული პროდუქტი ...“, ეტიკეტირების მოთხოვნის შესაბამისად, წარმოებულ პროდუქტს, რომელიც დამზადებული იყო მშრალი რძისა და ნაღების კარაქისგან, (ეტიკეტზე) დააწერეს „იმერული“, რაც შპს „ნ. “-ის განმარტებით, არ გამორიცხავდა ყველს და შესაბამისობაში იყო ეტიკეტირების მოთხოვნებთან. წერილში ასევე განმარტებულია, რომ პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტთან შესაბამისობას;
3.28. როგორც შპს „ნ. “-ის წერილიდან ირკვევა, ეს საწარმო შპს „ე–ს” 2016 წლიდან აწვდიდა მშრალი რძით დამზადებული ნაწარმს, რომელსაც ეტიკეტირების მიზნებისთვის ურთიერთობის დასაწყისში უწოდებდა „იმერულ ყველს“, ხოლო მას შემდეგ, რაც „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტში შეტანილ იქნა ცვლილება, – „იმერულს“;
3.29. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისათვის მიწოდებული სურსათი - ყველი „იმერული“, არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებით დადგენილ პარამეტრებს, კერძოდ, ნაცვლად პასტერიზებული რძისა, ის დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან;
3.30. ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კომპანიის მხრიდან ბაგა-ბაღისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული სასურსათო პროდუქტის მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს;
3.31. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო პროდუქტი „ყველი“ ფაქტობრივად მიწოდებულია, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ნედლეულითაა დამზადებული. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში ნასყიდობის სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს მხარეთა ურთიერთმოთხოვნების სამართლებრივი მდგომარეობა (მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, განსახილველი დავა შეიცავს, როგორც ნასყიდობის, აგრეთვე ნარდობისსამართლებრივი ურთიერთობების ელემენტებს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძვლების სამართლებრივი შეფასებისა და გამოყენებისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ წესებს ენიჭება უპირატესობა, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საგნის დამზადება/შესყიდვა ხდებოდა მიმწოდებლის მიერ, ხოლო შემდგომი მიღება/შესყიდვა შემსყიდველის მიერ (იხ. სსკ-ის 629-ე მუხლის მე-2 ნაწილი), უდავოა, რომ ნაკლიან შესრულებას (იხ. სსკ-ის 488-ე „1. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. 2. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე“ მუხლი) აქვს ადგილი;
3.32. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 490.1-ე (თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში), 491-ე (მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები“) და 492-ე (თუმყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი) მუხლების საფუძველზე განმარტა, რომ უდავოდ დგინდება ვალდებულების ნაწილობრივ, არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც, დასახელებული სამართლებრივი მექანიზმით უნდა ესარგებლა მხარეს ნაკლის გამოსწორების, ხელშეკრულების მოშლის ან ფასის შემცირების მოთხოვნით, რაც საქმის მასალებით არ დგინდება;
3.33. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ 2017 წლის დეკემბერში მოპასუხეებისთვის მიწოდებული სურსათი - კარაქის მახასიათებლები შეესაბამებოდა ხელშეკრულებების დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
3.34. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებებით კომპანიას ბაგა-ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. დადგენილია ასევე, რომ კომპანიის მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). აღნიშნული პროდუქტის შემადგენლობის ლაბორატორიული კვლევა არ ჩატარებულა. საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან. მოპასუხეებმა სათანადო მტკიცებულებაზე მითითებით ვერ შეძლეს იმის დამტკიცება, რომ მიწოდებული კარაქის პროდუქციაში რძის ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლებია. შესაბამისად, არ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს „ე–ის“ მიერ მოპასუხე ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით არ შეესაბამებოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს;
3.35. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 477.2-ე და 417-ე მუხლები წარმოადგენს;
3.36. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ბაგა-ბაღს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია, ამ უკანასკნელს კი, შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია;
3.37. სსკ-ის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი, ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა;
3.38. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპანიის მიერ ბაღისთვის მიწოდებულია პროდუქტი - ყველი „იმერული“, არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებით დადგენილ პარამეტრებს, კერძოდ, ნაცვლად პასტერიზებული რძისა, ის დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან, რაც მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივ ნაკლს ადასტურებს;
3.39. სსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. ხოლო 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი;
3.40. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ბაგა-ბაღმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებით გამოიყენა. დადგენილია ისიც, რომ ბაგა-ბაღს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია. ასევე, მოპასუხეს არ მოუთხოვია ფასის შემცირება და/ან პირგასამტეხლოს დაკისრება;
3.41. რაც შეეხება ,,კარაქს’’, როგორც აღინიშნა, საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხისთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით არ შეესაბამებოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს;
3.42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მიწოდებული პროდუქციის ფასი ექვემდებარებოდა ანაზღაურებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
3.43. დადგენილია, რომ მხარეთა შორის სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებაა დადებული. ამგვარი ხელშეკრულების შესრულებაზე წარმოშობილი მხარის პრეტენზიებს, სასამართლო, უპირველესად, სახელშეკრულებო ურთიერთობათა მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე შეაფასებს და მხოლოდ მას შემდეგ ხდება ე.წ „სუბსიდიური წესით“ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების (კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების) შესაბამისად საკითხის მოწესრიგება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე არა ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ ვალდებულების ნაკლიანი შესრულებაა, სსკ-ის 385-ე მუხლზე მითითება, რომლის მიხედვითაც ვალდებულების გარეშე გადახდის საკითხი, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით ხდება, დაუსაბუთებელია;
3.44. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია ფულადი თანხების ურთიერთგაქვითვის თაობაზე მოპასუხეთა (შეგებებული სარჩელის წარმდგენი ააიპ-ების) მითითება. დადგენილია, რომ შემსყიდველმა, მიწოდებული პროდუქციის თანხა არ გადაიხადა, ამასთან, უდავოა, რომ შემსყიდველის პრეტენზიები მიწოდებული საქონლის საფასურის უკან დაბრუნების თაობაზე, როგორც ვალდებულების გარეშე გადახდილზე დაუსაბუთებელია, შესაბამისად მართებულადაა დაკისრებული პირგასამტეხლო, ამასთან მისი გაქვითვის მოთხოვნა ვერ მოხდება სანაცვლო მოთხოვნის არარსებობის გამო;
3.45. სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ოდენობით, შემსყიდველისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე (სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები);
3.46. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მოთხოვნას ითვალისწინებს ხელშეკრულება და შპს „ე–ი“ ამ შემთხვევაში სარჩელით ჯარიმის მოთხოვნას აფუძნებს გადახდის ვადების გადაცილებას;
3.47. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებებით თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემსყიდველის მიერ თანხის გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობა. კერძოდ, ხელშეკრულებების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულებების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, წარმოდგენილი სარჩელით, მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნილი პირგასამტეხლო 0.05%-ამდე;
3.48. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეებს ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდის ვალდებულება ეკისრებათ. ამავე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, საპასუხო ვალდებულების ვადის გადაცილება კი, იწვევს მის პასუხისმგებლობას საჯარიმო სანქციების სახით;
3.49. სადავო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხე ბაგა-ბაღების მიერ არ მომხდარა შპს „ე–ისათვის“ დეკემბრის თვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლომდაასკვნა, რომ მოპასუხე ბაგა-ბაღებს თავდაპირველი მოსარჩელის (მიმწოდებლის) სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო, ამასთან, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია თითოეულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, შესაბამისად, არ არსებობდა მათი შემცირების საფუძველი.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს საბავშვო ბაგა-ბაღებმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შპს „ე–ის“ სარჩელის უარყოფა და თავიანთი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
4.2. კასატორთა განმარტებით, ყველის საფასურის გადახდის ნაწილში შპს „ე–ის“ მხრიდან მოპასუხეებს ზიანი მიადგათ;
4.3. კასატორები მიუთითებენ ხელშეკრულების ნაკლიან შესრულებაზე, რითაც ბავშვების ინტერესები დაზარალდა.
4.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორთა პრეტენზია შპს „ე–ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არსებით დარღვევას შეეხება, რის გამოც კასატორები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და შესაბამისად მათი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნები -დასაბუთებული.
8. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო საბავშვო ბაგა-ბაღებმა უარი უთხრეს შპს „ე–ს“ შედარების აქტების შედგენაზე. შპს „ე–ის“ მიერ ბაღებისათვის მიწოდებულ პროდუქტთან - კარაქთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევა არ დაუდგენია, რადგან პროდუქტს შეფუთვაზე მითითებული იყო რძის ცხიმის შემცველობა 80 % (+/- 0.5), რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტში ჯდებოდა. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეთა მხარეს იყო, თუმცა მათ მისი დაძლევა ვერ შეძლეს.
10. რაც შეეხება, პროდუქტთან - ყველთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ყველი ხელშეკრულებით შეთანხმებული პასტერიზებული რძის ნაცვლად აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული, რაც ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულების დარღვევას წარმოდგენს. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს იმ შეფასებასაც იზიარებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებს ნაკლიანი შესრულების გამო მხოლოდ ფასის შემცირების მოთხოვნა შეეძლოთ, რადგან ნაკლიანი შესრულება მიიღეს და პროდუქტი ფაქტობრივად გამოიყენეს კიდეც.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ბაღებისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველი „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენდა. თავის მხრივ, ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებლი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს, რამდენადაც სსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. სსკ-ის კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი. მოცემული საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბაგა-ბაღმა მოსარჩელე კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ამასთან, ბაგა-ბაღებს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და ამ მიზეზით, არც ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვიათ. შესაბამისად, მოპასუხეს რჩება მხოლოდ სსკ-ის 492-ე მუხლით გათვალისწინებული ფასის შემცირების მოთხოვნის შესაძლებლობა (იხ. სუსგ Nას-596-2020, 29.10.2020 წ.).
12. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (მოპასუხის კვალიფიციური შედავების მნიშვნელობის შესახებ იხ.,პ.201. სუსგ №ას-664-635-2016, 2.03.2017 წ.).
13. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ნივთობრივი ნაკლის პროპორციულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის შემცირების წინაპირობების არსებობის შესახებ და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში, კასატორებს დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია (შედავება) წარმოდგენილი არ აქვთ.
14. უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილი მახასიათებლებთან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში, მოსარჩელე კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა და ამ ნაწილში, მოპასუხეს, მსგავსად ყველი „იმერულის“ მიწოდების ნაწილში, არ წარმოეშვა შეთანხმებული ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება (შეად. სუსგ Nას-596-2020, 29.10.2020 წ.).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ააიპ „თბილისის N20 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ააიპ "თბილისის N19 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ააიპ "თბილისის N5 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ააიპ "თბილისის N91 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ააიპ "თბილისის N47 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ააიპ "თბილისის N69 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ააიპ "თბილისის N122 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს (ყოფილი - იმედი-საბურთალოს ბაგა-ბაღი), ააიპ "თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ააიპ "თბილისის N96 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ააიპ "თბილისის N33 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ააიპ "თბილისის N90 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ააიპ "თბილისის N42 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ააიპ "თბილისის N55 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს, ააიპ "თბილისის N99 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს (ყოფილი - სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღი), ააიპ "თბილისის N34 საბავშვო ბაგა-ბაღი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ააიპ „თბილისის N20 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ ..), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 800,72 ლარის (საგადახდო დავალება N230619111551351, გადახდის თარიღი 2023 წლის 19 ივნისი), 70% – 560,5 ლარი;
3. ააიპ "თბილისის N19 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ 2......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 969,68 ლარის (საგადახდო დავალება N5175927385, გადახდის თარიღი 2023 წლის 19 ივნისი), 70% – 678,77 ლარი;
4. ააიპ "თბილისის N5 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 805,90 ლარის (საგადახდო დავალება N5175941083, გადახდის თარიღი 2023 წლის 21 ივნისი), 70% – 564 ლარი;
5. ააიპ "თბილისის N91 საბავშვო ბაგა-ბაღს“, (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 969,31 ლარის (საგადახდო დავალება N230619121301823, გადახდის თარიღი 2023 წლის 19 ივნისი), 70% – 678,5 ლარი;
6. ააიპ "თბილისის N47 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 885,72 ლარის (საგადახდო დავალება N230619143512641, გადახდის თარიღი 2023 წლის 19 ივნისი), 70% – 620 ლარი;
7. ააიპ "თბილისის N69 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1011,82 ლარის (საგადახდო დავალება N230619111407332, გადახდის თარიღი 2023 წლის 19 ივნისი), 70% –708,2 ლარი;
8. ააიპ "თბილისის N122 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ყოფილი - იმედი-საბურთალოს ბაგა-ბაღი) (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 905,46 ლარის (საგადახდო დავალება N5175926976, გადახდის თარიღი 2023 წლის 19 ივნისი), 70% –633,8 ლარი;
9.ააიპ "თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 876,53 ლარის (საგადახდო დავალება N230619112000597, გადახდის თარიღი 2023 წლის 19 ივნისი), 70% –613,57 ლარი;
10. ააიპ "თბილისის N96 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 932,20 ლარის (საგადახდო დავალება N5175926536, გადახდის თარიღი 2023 წლის 19 ივნისი), 70% –652,6 ლარი;
11. ააიპ "თბილისის N33 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 739,30 ლარის (საგადახდო დავალება N5175925860, გადახდის თარიღი 2023 წლის 19 ივნისი), 70% –517,5 ლარი;
12. ააიპ "თბილისის N90 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1077,43 ლარის (საგადახდო დავალება N230620191619303, გადახდის თარიღი 2023 წლის 20 ივნისი), 70% –754,2 ლარი;
13. ააიპ "თბილისის N42 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1043,10 ლარის (საგადახდო დავალება N5175932976, გადახდის თარიღი 2023 წლის 20 ივნისი), 70% –730,1 ლარი;
14. ააიპ "თბილისის N55 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 835,97 ლარის (საგადახდო დავალება N230618190750798, გადახდის თარიღი 2023 წლის 18 ივნისი), 70% –585,1 ლარი;
15. ააიპ "თბილისის N99 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ყოფილი - სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღი) (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 908,93 ლარის (საგადახდო დავალება N5175926719, გადახდის თარიღი 2023 წლის 19 ივნისი), 70% –636,25 ლარი;
16. ააიპ "თბილისის N34 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1057 ლარის (საგადახდო დავალება N23061941649663, გადახდის თარიღი 2023 წლის 19 ივნისი), 70% –739,9 ლარი;
17. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური