13 სექტემბერი, 2023 წელი,
ა-3726-შ-93-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ა.ე.ბ–ი; კ.ჰ.ბ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ბურგვედელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება (საქმე 43 F 208/21 AD)
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ბურგვედელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე 43 F 208/21 AD) ქ.ჩ–ი (დაბადებული 1996 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, შემდეგში - შუამდგომლობის ავტორი ან ნაშვილები) შვილად იქნა აყვანილი მეუღლეების - შ.ა.ე.ბ–ისა (დაბადებული 1961 წლის 11 აპრილს, ჰამბურგში, გერმანიის მოქალაქე, შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი მშვილებელი) და კ.ჰ.ბ–ის (დაბადებული 1954 წლის 6 მაისს, ჰამბურგში, გერმანიის მოქალაქე) მიერ.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნაშვილებმა, რომელმაც ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა განსახილველად იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. გერმანიის ბურგვედელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე 43 F 208/21 AD) შუამდგომლობის ავტორი (დაბადებული 1996 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, შემდეგში - შუამდგომლობის ავტორი ან ნაშვილები) შვილად იქნა აყვანილი მოწინაარმდეგე მხარეების მიერ.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ ვლინდება და წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.ჩ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ბურგვედელის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება (საქმე 43 F 208/21 AD) იმ ნაწილში, რომლითაც ქ.ჩ–ი (დაბადებული 1996 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე) შვილად იქნა აყვანილი მეუღლეების - შ.ა.ე.ბ–ისა (დაბადებული 1961 წლის 11 აპრილს, ჰამბურგში, გერმანიის მოქალაქე) და კ.ჰ.ბ–ის (დაბადებული 1954 წლის 6 მაისს, ჰამბურგში, გერმანიის მოქალაქე) მიერ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე