საქმე №ა-4418-შ-117-2023 13 სექტემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.კ–უ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ–ი (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბერის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილების ნომერი - 14646/2020) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილების ნომერი - 14646/2020) შეწყდა თ.კ–უსა (შემდეგში - მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) და გ.კ–ის (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2014 წლის 21 მაისს საქართველოში, ქ.თბილისში დარეგისტრირებული ქორწინება.
2. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილების ნომერი - 14646/2020) შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 21 მაისს საქართველოში, ქ.თბილისში დარეგისტრირებული ქორწინება.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 6 იანვარს.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.კ–უს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების ნომერი - 14646/2020) იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა თ.კ–უსა და გ.კ–ის შორის 2014 წლის 21 მაისს საქართველოში, ქ.თბილისში რეგისტრირებული ქორწინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე