Facebook Twitter

24 მარტი, 2023 წელი,

საქმე №ას-949-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ზ.ლ–ძე, ლ.მ–ძე, მ.ყ–ი, თ.ც–ძე, ლ.ლ–ძე, გ.ლ–ძე (ი.ლ–ძის უფლებამონაცვლეები), ნ. კ–ძე, ზ. კ–ძე, ზ. კ–ძე (ზ. კ–ძის უფლებამონაცვლეები), გ.მ–ი, მ.ბ–ი, მ.ყ–ი, მ.ვ–ი, მ.ბ–ძე (რ.ბ–ძის უფლებამონაცვლე), ნ.ყ–ლი, მ.ხ–ძე, ა.ა–ი (მ.გ–ის უფლებამონაცვლე), ზ.ჩ–ი, ლ.ფ–ძე, მ.ჯ–ძე, თ.კ–ვა, ი.ჩ–ძე, ნ. მ–ნი, კ.მ–ძე, ე.დ–ძე, ა.კ–ი, ს.მ–ი, ე.ბ–ლი, ვ.გ–ია, ტ.გ–ძე, ე.ყ–ი, შპს ,,ი.დ–ი”

მოწინააღმდეგე მხარე - ი.გ–ძე, მ.გ–ი (ლ.გ–ის უფლებამონაცვლე), პ.თ–ი, მ.შ–ია (ნ.რ–ის უფლებამონაცვლე), მ.ჯ–ია (ე.ჯ–ძის უფლებამონაცვლე), ლ.დ–ძე, პ.კ–ი, რ.ა–ი, კ.ჯ–ია, ი.შ–ი, გ.მ–ძე (ზ.მ–ძის უფლებამონაცვლე), გ.დ–ი, ნ.ბ–ი (ზ.ბ–ის უფლებამონაცვლე), მ.მ–ძე, დ.ხ–ი, გ.გ–ნი, გ.ფ–ძე, მ.ფ–ი, ზ.ძ–ია, ხ.ბ–ი, ზ.შ–ვა, გ.ლ–ძე, მ.ხ–ი, ი.ა–ი, ა.ხ–ი, ტ.კ–ია, ლ.ჟ–ია, დ.ჟ–ია, ზ.ჟ–ია (ზ.ჟ–იას უფლებამონაცვლეები), გ.ჩ–ძე, რ.ბ–კო, ვ.ნ–ი, კ.ს–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორთა მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ერთობლივი საქმიანობის მონაწილედ და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი.გ–ძე, ლეილა გამგებელი (შემდეგში - მეორე მოსარჩელე), პ.თ–ი, ნ.რ–ი (შემდეგში - მეოთხე მოსარჩელე), მ.ჯ–ია (ე.ჯ–ძის უფლებამონაცვლე), ლ.დ–ძე, პ.კ–ი, რ.ა–ი, კ.ჯ–ია, ი.შ–ი, ზ.მ–ძე (შემდეგში - მეთერთმეტე მოსარჩელე), გ.დ–ი, ნ.ბ–ი (ზ.ბ–ის უფლებამონაცვლე), მ.მ–ძე, დ.ხ–ი, გ.გ–ნი, გ.ფ–ძე, მ.ფ–ი, ზ.ძ–ია, ხ.ბ–ი, გ.ლ–ძე, მ.ხ–ი, ი.ა–ი, ა.ხ–ი, ტ.კ–ია, ლ.ჟ–ია, დ.ჟ–ია, ზ.ჟ–ია (ზ.ჟ–იას უფლებამონაცვლეები), რ.ბ–კო, ვ.ნ–ი, კ.ს–ძე (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეები), ზ.შ–ვა და გ.ჩ–ძე (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც ამხანაგობის დაკმაყოფილებული წევრები) იყვნენ №? საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის (შემდეგში - კოოპერატივის) წევრები.

2. იგივე კოოპერატივის წევრები იყვნენ: ზ.ლ–ძე, ლ.მ–ძე, მ.ყ–ი, თ.ც–ძე, ლ.ლ–ძე, გ.ლ–ძე (ი.ლ–ძის უფლებამონაცვლეები), ნ. კ–ძე, ზ. კ–ძე, ზ. კ–ძე (ზ. კ–ძის უფლებამონაცვლეები), გ.მ–ი, მ.ბ–ი, მ.ყ–ი, მ.ვ–ი, მ.ბ–ძე (რ.ბ–ძის უფლებამონაცვლე), ნ.ყ–ლი, მ.ხ–ძე, ა.ა–ი (მ.გ–ის უფლებამონაცვლე), ზ.ჩ–ი, ლ.ფ–ძე, მ.ჯ–ძე, თ.კ–ვა, ი.ჩ–ძე, ნ. მ–ნი, კ.მ–ძე, ე.დ–ძე, ა.კ–ი, ს.მ–ი, ე.ბ–ლი, ვ.გ–ია, ტ.გ–ძე, ე.ყ–ი და შპს ,,ი.დ–ი” (შემდეგში - მოპასუხეები ან კასატორები).

3. მოსარჩელეებსაც და მოპასუხეებსაც კოოპერატივში შენატანები სრულად ჰქონდათ გადახდილი.

4. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 3 თებერვლის განკარგულებით, ამავე კომიტეტის 1987 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ......., ....... და ....... ქუჩებზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მხარეებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი უნდა აშენებოდათ, თუმცა აღნიშნული კორპუსი არ აშენებულა.

5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1512-ე მუხლის თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები 1997 წლის 25 ნოემბრიდან გაუქმებულია.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 19 სექტემბერის ცნობით დადასტურდა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანება კოოპერატივის მიმართ 5 294.3 ლარს შეადგენდა, სახელმწიფოს მხრიდან კოოპერატივის თითოეული წევრის მიმართ ვალდებულების ოდენობა დამოუკიდებლად განისაზღვრა და შესაბამისი სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრი შედგა, რომლითაც კოოპერატივის 108 წევრის (მათ შორის, მოსარჩელეების და მოპასუხეების) მიმართ არსებული ვალდებულების მოცულობა ინდივიდუალურად განისაზღვრა.

7. მოსარჩელეთაგან სახელმწიფოს დავალიანება მხოლოდ ამხანაგობის დაკმაყოფილებული წევრების მიმართაა გასტუმრებული.

8. 2006 წლის 9 აგვისტოს კოოპერატივის წევრთა საერთო კრება ჩატარდა, რომელსაც 65 წევრი ესწრებოდა. კრებაზე დადგინდა, რომ:

1). კოოპერატივის წევრების მიერ შეიქმნას და დაფუძნდეს, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა, სახელწოდებით: „შევარდენი“ (შემდეგში - ამხანაგობა);

2). ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულებაზე ხელმომწერი წევრები ცნობილ იქნენ „დამფუძნებელ წევრებად“, რომლებსაც ამხანაგობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი მართვა დაევალებათ; ამხანაგობის „ჩვეულებრივ წევრებად“ ცნობილ იქნენ კოოპერატივის სხვა წევრები და ის პირები, რომლებიც ამხანაგობის წევრები შემდეგში გახდებიან;

3). არჩეულ იქნა ამხანაგობის მმართველი ორგანო, გამგეობა, 5 წევრის შემადგენლობით;

4). ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარეს შემჭიდროვებულ ვადებში 1987 წლის 28 მაისის და 1988 წლის 3 თებერვლის განკარგულებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკის შედგენა და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაევალა.

5). სამუშაოს ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯი ამხანაგობის თითოეულ წევრზე უნდა განაწილებულიყო.

9. 2006 წლის 1 სექტემბერს, კოოპერატივის 29 წევრმა (მოპასუხეებმა) ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, სადაც ამხანაგობის წევრებად მხოლოდ ამ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირები მიეთითა.

ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, ქ.თბილისში ......., .......ა და ....... ქუჩებს შორის თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1987 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებითა და განკარგულებით გამოყოფილ ტერიტორიაზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა, ხოლო, მშენებლობის დასრულების შემდეგ - ამ შენობის მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვის საკითხები.

10. ამხანაგობის გამგეობის სხდომის 2006 წლის 2 დეკემბრის ოქმის მიხედვით, გამგეობამ იმსჯელა კოოპერატივის 2006 წლის 9 აგვისტოს ოქმში მითითებული ამხანაგობის „დამფუძნებელი“ და „ჩვეულებრივი“ წევრების წრის დაზუსტების შესახებ.

როგორც კრების ოქმის შინაარსიდან ირკვევა, იმის აუცილებლობა შეიქმნა, რომ დაზუსტებულიყო, თუ ვინ წარმოადგენდნენ ამხანაგობის წევრებს. ამხანაგობის წევრების რაოდენობის და ვინაობის დაზუსტება კრებამ შემდეგი პრინციპით მოახდინა: თავდაპირველად ვინ გაწევრიანდა კოოპერატივში, ვინ დატოვა და საბოლოოდ ვინ დარჩა კოოპერატივის წევრად.

კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობის დამფუძნებელ წევრად, 2006 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულებაზე ხელმომწერ 29 პირთან ერთად, კოოპერატივის დანარჩენი წევრებიც იქნენ ცნობილნი.

11. საჯარო რეესტრის ამონაწერების მონაცემების შესაბამისად, იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც კოოპერატივის წევრებს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენებოდათ, ამხანაგობის საკუთრების უფლება თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1987 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების, 1988 წლის 3 თებერვლის განკარგულების, 2006 წლის 1 სექტემბრის დაფუძნების ხელშეკრულებისა და ამხანაგობის გამგეობის სხდომის 2006 წლის 2 დეკემბრის ოქმის საფუძველზე წარმოიშვა.

12. ამხანაგობასა და შპს „დ. გ. D. G-ს“ შორის 2014 წლის 13 თებერვალს უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც 220 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ამხანაგობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, ქ.თბილისში, ......., ....... და ....... ქუჩებს შორის 4 616.50კვ.მ მიწის ნაკვეთი (შემდეგში - სადავო მიწის ნაკვეთი, სადავო ნაკვეთი ან სადავო უძრავი ქონება) შპს „დ. გ.D. G-ს“ საკუთრებაში გადაეცა, მასზე მრავალფუნქციური სახლის აშენების პირობით.

13. 2014 წლის 23 ივლისს, ამხანაგობამ და შპს „დ. გ. D. G-მა“ 2014 წლის 13 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გააუქმეს.

14. 2014 წლის 8 აგვისტოს, ამხანაგობასა და შპს „ი.დ–ს“ (შემდეგში - მყიდველი, შემძენი ან შემძენი საწარმო) შორის ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება ან სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება) დაიდო; ამ გარიგებით სადავო უძრავი ქონება შემძენს საკუთრებაში გადაეცა, რომელმაც მასზე მშენებლობის განხორციელება და ამხანაგობისათვის აშენებული შენობა-ნაგებობიდან სათანადო წილის მიწის ნაკვეთთან ერთად გადაცემის ვალდებულება იკისრა.

15. მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომლითაც მოითხოვეს:

15.1. კოოპერატივის წევრთა 2006 წლის 9 აგვისტოს საერთო კრების ოქმის, ამხანაგობის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებისა და ამხანაგობის გამგეობის 2006 წლის 2 დეკემბრის სხდომის (დამფუძნებელი წევრებისა და ჩვეულებრივი წევრების უფლებამოსილების გამიჯვნის ნაწილში) ოქმის ბათილად ცნობა;

15.2. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

15.3. მოსარჩელეების ამხანაგობის სრულუფლებიან წევრებად და მისი საერთო ქონების თანამესაკუთრეებად ცნობა.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

17. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა და ამხანაგობის დაკმაყოფილებულმა წევრებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- ამხანაგობის დაკმაყოფილებული წევრების ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

- ამხანაგობის დაკმაყოფილებული წევრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, სადავო მიწის ნაკვეთზე ამხანაგობის საკუთრების უფლება აღირიცხა, მოსარჩელეები ამხანაგობის წევრებად და ამხანაგობის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებად იქნენ ცნობილი.

18.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-14 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:

18.1.1. კოოპერატივის წევრთა 2006 წლის 9 აგვისტოს საერთო კრების ოქმის, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) დაფუძნების შესახებ 2006 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულებისა და ამხანაგობის გამგეობის 2006 წლის 2 დეკემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე მოსარჩელეები, როგორც კოოპერატივის წევრები, დაფუძნების მომენტიდან იყვნენ ამხანაგობის წევრები.

18.1.2. რამდენადაც მოსარჩელეები (გარდა ამხანაგობის დაკმაყოფილებული წევრებისა) დაფუძნების მომენტიდანვე ამხანაგობის წევრები იყვნენ, ისინი მოპასუხეებთან ერთად ამხანაგობის სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებსაც წარმოადგენდნენ (სსკ-ის 932.2 მუხლი).

ამასთან, ვინაიდან ხსენებული მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება ამხანაგობის წევრებმა მოსარჩელეთა ნების გამოვლენის გარეშე მიიღეს, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე ამხანაგობა უფლებამოსილი ვერ იქნებოდა (სსკ-ის 934.2 და 934.3 მუხლები).

18.1.3. კონკრეტულ შემთხვევაში, არც შემძენის კეთილსინდისიერად მიჩნევის საფუძველი არ არსებობდა (სსკ-ის 185-ე მუხლი).

მოცემული საკითხის შეფასებისას შემდეგი გარემოებები იყო გასათვალისწინებელი:

- რაკი სადავო მიწის ნაკვეთზე ამხანაგობის საკუთრების უფლებადამდგენ დოკუმენტებს შორის საჯარო რეესტრის ამონაწერი ამხანაგობის 2006 წლის 2 დეკემბრის ოქმზე მითითებას შეიცავდა, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემების სათანადო გადამოწმების და წინდახედულების გამოჩენის შემთხვევაში მყიდველი მარტივად აღმოაჩენდა, რომ ამხანაგობის წევრთა იმ რაოდენობის (17 წევრი) ნება, რომლებმაც 2014 წლის 7 მარტის კრებაზე მიწის ნაკვეთის გასხივსების გადაწყვეტილება მიიღეს, ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად საკმარისი ვერ იქნებოდა.

- სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირის განხილვისას (იხ. 2018 წლის 25 სექტემბრის სხდომის საოქმო ჩანაწერი 16:39:38-16:40:16-16:40:31) დადასტურდა, რომ შემძენი საწარმოს დირექტორი (ვ.ლ–ი) ამხანაგობის თავმჯდომარის, ზ.ლ–ძის მეგობრის (კ–ძე, რომელთან ერთადაც ზ.ლ–ძე დაახლოებით 25 წელი მუშაობდა) ახლობელია (სიძე);

- სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამხანაგობას იგივე მიწის ნაკვეთი სხვა სუბიექტზე ჰქონდა გასხვისებული, რომელთანაც მოგვიანებით ნასყიდობა გააუქმა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 119-127);

- შემძენთან ნასყიდობის გაფორმება ემთხვევა მოსარჩელეთა მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების შეტანის მომენტს;

- 2014 წლის 8 აგვისტოს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გარიგებით შეძენილი უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში თავის სახელზე რეგისტრაცია მყიდველმა დაჩქარებული წესით შეასრულა.

19. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს, შემდეგი დასაბუთებით:

19.1. 1997 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით მოქმედი სსკ-ის 216-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალურ მესაკუთრეთა ერთობლიობა ქმნიდა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობას, რომელიც იურიდიულ პირს არ წარმოადგენდა. იმის გამო, რომ კოოპერატივისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ აშენებულა, ინდივიდუალური საკუთრება არ არსებობდა, შესაბამისად, ვერც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვერ შეიქმნებოდა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით დაფუძნდა 2006 წლის 1 სექტემბერს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა (სსკ-ის 930-940-ე მუხლები).

19.2. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის 9 აგვისტოს კოოპერატივის წევრთა საერთო კრებაში მონაწილეობას იღებდნენ, მოსარჩელეებმა შემდგომში ამხანაგობის წევრობა არ ისურვეს და მასში გაწევრიანების სურვილი არც მოგვიანებით არ გამოუთქვამთ.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

2020 წლის 30 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი სასამართლომ დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 აპრილის განჩინებით, მეთერთმეტე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა გ.მ–ძე; ამავე სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მეორე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაება მ.გ–ი, ხოლო, 2023 წლის 10 მარტის განჩინებით, მეოთხე მოსარჩელის უფლებამონაცვლე მ.შ–ია გახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

22. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისათვის უმნიშვნელოვანესია სწორედ კასატორთა მიერ შედავებული მოთხოვნის ფარგლები.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორების მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფისკენაა მიმართული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: რამდენად საფუძვლიანია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, სახელდობრ, ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, სადავო მიწის ნაკვეთზე ამხანაგობის საკუთრების უფლება აღირიცხა, მოსარჩელეები ამხანაგობის წევრებად და ამხანაგობის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებად იქნენ ცნობილი.

23. ზემომითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ თავისი დასკვნა სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობით დაასაბუთა, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლოც.

განსახილველი საკითხის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება სწორად მიაპყრო მის მიერ საქმეზე დამტკიცებულად ცნობილ გარემოებებზე, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-14 პუნქტებშია წარმოდგენილი.

საკასაციო პალატის შეფასებით, ზემომითითებული გარემოებების (რომლებიც კასატორებს დასაბუთებული შედავების გზით არ გაუქარწყლებიათ და სსსკ-ის 407.2 მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა) გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ კოოპერატივის წევრთა 2006 წლის 9 აგვისტოს საერთო კრების ოქმის, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) დაფუძნების შესახებ 2006 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულებისა და ამხანაგობის გამგეობის 2006 წლის 2 დეკემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე მოსარჩელეები, როგორც კოოპერატივის წევრები, დაფუძნების მომენტიდან ამხანაგობის წევრებს წარმოადგენდნენ.

საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შემდეგი დოკუმენტები, კერძოდ:

1). 2006 წლის 9 აგვისტოს კოოპერატივის წევრთა საერთო კრების ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ კრებას 65 წევრი ესწრებოდა, სადაც დადგინდა:

- კოოპერატივის წევრების მიერ შეიქმნას და დაფუძნდეს, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა;

- ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულებაზე ხელმომწერი წევრები ცნობილ იქნენ „დამფუძნებელ წევრებად“, რომლებსაც ამხანაგობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი მართვა დაევალებათ; ამხანაგობის „ჩვეულებრივ წევრებად“ ცნობილ იქნენ კოოპერატივის სხვა წევრები და ის პირები, რომლებიც ამხანაგობის წევრები შემდეგში გახდებიან;

- არჩეულ იქნა ამხანაგობის მმართველი ორგანო, გამგეობა, 5 წევრის შემადგენლობით;

- ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარეს შემჭიდროვებულ ვადებში 1987 წლის 28 მაისის და 1988 წლის 3 თებერვლის განკარგულებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკის შედგენა და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დაევალა;

- სამუშაოს ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯი ამხანაგობის თითოეულ წევრზე უნდა განაწილებულიყო (იხ. ტომი 1, ს.ფ. 17-23).

2). ამხანაგობის დაფუძნების შესახებ 2006 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულება, რომელიც პირდაპირ დათქმას შეიცავს იმის თაობაზე, რომ ხსენებული ამხანაგობა კოოპერატივის უფლებამონაცვლეა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 32);

3). ამხანაგობის გამგეობის 2006 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამხანაგობის დამფუძნებელი 29 წევრიც და ყოფილი კოოპერატივის დანარჩენი წევრებიც (მათ შორის მოსარჩელეები) ამხანაგობის წევრებს წარმოადგენდნენ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 24-29);

4). საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მიხედვითაც, სხვა უფლებადამდგენ დოკუმენტებთან ერთად მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ამხანაგობას გამგეობის სხდომის 2006 წლის 2 დეკემბრის ოქმის საფუძველზე წარმოეშვა, რომლითაც კრებამ ცალსახად დაადასტურა, რომ დამფუძნებლი 29 წევრის გარდა ამხანაგობის წევრი კოოპერატივის დანარჩენი წევრებიც (მათ შორის, მოსარჩელეებიც) იყვნენ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 98, 102).

აღწერილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ ამხანაგობის შექმნის მიზანი სწორედ ყოფილი კოოპერატივის წევრების (იმ წევრების, რომელთა მიმართაც სახელმწიფო დავალიანება არ ყოფილა გასტუმრებული) ინტერესებიდან გამომდინარე ქ.თბილისში ......., ....... და ....... ქუჩებს შორის თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1987 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებისა და 1988 წლის 3 თებერვლის განკარგულების საფუძველზე გამოყოფილ ტერიტორიაზე მრავალბინიანი კორპუსის აშენება წარმოადგენდა და, არა - ამ მიწის ნაკვეთის ამხანაგობის სახელზე დარეგისტრირებით ყოფილი კოოპერატივის მხოლოდ 29 წევრის სახელმწიფო ვალის გასტუმრება.

რაკი საქმეზე გამოიკვეთა, რომ მოსარჩელეები (გარდა ზ.შ–ვასი და გ.ჩ–ძისა) დაფუძნების მომენტიდანვე იყვნენ ამხანაგობის წევრები, შესაბამისად, მოპასუხეებთან ერთად ისინი ამხანაგობის სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ (სსკ-ის 932.2 მუხლი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამხანაგობის წევრებად და ამხანაგობის საკუთრებაში არსებული 4 616.50კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად ცნობის ნაწილში სარჩელი წარმატებულია და სწორად დაკმაყოფილდა.

24. ის გარემოება, რომ ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება ამხანაგობის ნაწილმა წევრებმა მოსარჩელეთა ნების გამოვლენის (გათვალისწინების) გარეშე მიიღეს (იხ. ამხანაგობის წევრთა საერთო კრების 2014 წლის 7 მარტის ოქმი),

მყიდველთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე მათ ნებას არასაკმარისად

არაუფლებამოსილს ხდიდა.

მა წევრებმა მოსარჩელეთა ნების გამოვლენის (გათვალისწინების) გარეშე მიიღეს (იხ. ამხანაგობის წევრთა საერთო კრების 2014 წლის 7 მარტის ოქმი), მყიდველთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე მათ არაუფლებამოსილს ხდიდა.

სსკ-ის 934.2 და 934.3 მუხლების მიხედვით, თუ საქმეების მართვა ხელშეკრულებით დაკისრებული აქვს ერთობლივი საქმიანობის ერთ ან რამდენიმე მონაწილეს ისე, რომ თითოეულს უფლება აქვს იმოქმედოს დამოუკიდებლად, მაშინ თითოეულ მათგანს შეუძლია შეედავოს მეორეს გარიგების დადებისას. ასეთი შედავების შემთხვევაში გარიგება არ დაიდება, ხოლო თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია.

კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილად ვერ მიიჩნეოდა, რადგან მოსარჩელეთა და ამხანაგობის წევრთა სრული რაოდენობის გათვალისწინებით ამხანაგობის მხოლოდ 17 წევრის თანხმობა იმ უმრავლესობას ვერ შექმნიდა, რომელიც ამხანაგობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის გადაწყვეტილების მისაღებად იყო აუცილებელი.

25. რაც შეეხება შემძენის კეთილსინდისიერების საკითხს, აღნიშნული კუთხითაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი დასაბუთება გასაზიარებელია.

რაკი სადავო მიწის ნაკვეთზე ამხანაგობის საკუთრების უფლებადამდგენ დოკუმენტებს შორის საჯარო რეესტრის ამონაწერი ამხანაგობის 2006 წლის 2 დეკემბრის ოქმზე მითითებას შეიცავდა, საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემების სათანადო გულმოდგინებით გადამოწმების და ელემენტარული წინდახედულების გამოჩენის შემთხვევაში მყიდველი აღმოაჩენდა, რომ ამხანაგობის წევრთა ის რაოდენობა (17 წევრი), რომლებმაც 2014 წლის 7 მარტის კრებაზე ამ მიწის ნაკვეთის გასხივსების ნება გამოავლინა, ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად საკმარისი არ იყო.

მოცემული საკითხის შეფასებისას კიდევ რამდენიმე გარემოებაა მნიშვნელოვანი, კერძოდ:

1). სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირის განხილვისას (იხ. 2018 წლის 25 სექტემბრის სხდომის საოქმო ჩანაწერი 16:39:38-16:40:16-16:40:31) დადასტურდა, რომ შემძენი საწარმოს დირექტორი (ვ.ლ–ი) ამხანაგობის თავმჯდომარის, ზ.ლ–ძის მეგობრის (კ–ძე, რომელთან ერთადაც ზ.ლ–ძე დაახლოებით 25 წელი მუშაობდა) ახლობელია (სიძე);

2). სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამხანაგობას იგივე მიწის ნაკვეთი სხვა სუბიექტზე ჰქონდა გასხვისებული, რომელთანაც მოგვიანებით ნასყიდობა გააუქმა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 119-127);

3). შემძენთან ნასყიდობის გაფორმება ემთხვევა მოსარჩელეთა მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის და უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების შეტანის მომენტს;

4). 2014 წლის 8 აგვისტოს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გარიგებით შეძენილი უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში თავის სახელზე რეგისტრაცია მყიდველმა დაჩქარებული წესით შეასრულა.

პალატის მოსაზრებით, ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზი სრულად აქარწყლებს პოზიციას სადავო ქონების შესახებ დადებული გარიგების მხარის კეთილსინდისიერ შემძენად განხილვის შესახებ (სსკ-ის 185-ე მუხლი).

26. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, ამასთან, გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ლ–ძის, ლ.მ–ძის, მ.ყ–ის, თ.ც–ძის, ლ.ლ–ძის, გ.ლ–ძის (ი.ლ–ძის უფლებამონაცვლეები), ნ. კ–ძის, ზ. კ–ძის, ზ. კ–ძის (ზ. კ–ძის უფლებამონაცვლეები), გ.მ–ის, მ.ბ–ის, მ.ყ–ის, მ.ვ–ის, მ.ბ–ძის (რ.ბ–ძის უფლებამონაცვლე), ნ.ყ–ლის, მ.ხ–ძის, ა.ა–ის (მ.გ–ის უფლებამონაცვლე), ზ.ჩ–ის, ლ.ფ–ძის, მ.ჯ–ძის, თ.კ–ვას, ი.ჩ–ძის, ნ. მ–ნის, კ.მ–ძის, ე.დ–ძის, ა.კ–ის, ს.მ–ის, ე.ბ–ლის, ვ.გ–იას, ტ.გ–ძის, ე.ყ–ისა და შპს ,,ი.დ–ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

მირანდა ერემაძე

ლევან მიქაბერიძე