საქმე №ა-ა-3173-შ-84-2023 13 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ფ–კო (ბ–ვა)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სმოლევიჩსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სმოლევიჩსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე.ფ–ოს (ბ–ვა) ი.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ვალის - 9250 რუბლისა და 98 კაპიკის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის გაწეული სასამართლო ხარჯების - 465 რუბლისა და 12 კაპიკის, სულ 9716 რუბლისა და 10 კაპიკის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო გადაწყვეტილება 1228 რუბლისა და 50 კაპიკის დაკისრების ნაწილში ჩაითვალა შესრულებულად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით ინდექსაციის შესაბამისად, დავალიანების თანხა განისაზღვრა 9874 რუბლისა და 47 კაპიკის ოდენობით.
ი.მ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სმოლევიჩსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 14 ივნისს, ხოლო განჩინება - 2023 წლის 1 მარტს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსრულდა 1228,50 რუბლის ნაწილში. ამდენად, აღსასრულებელი თანხის ოდენობა განსახილველ შემთხვევაში შეადგენს 8645,97 რუბლს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით ი.მ–ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სმოლევიჩსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ 8645,97 რუბლის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნას განსახილველად.
აღნიშნული განჩინება და ი.მ–ის შუამდგომლობა თანდართული მასალებით ორჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ე.ფ–ოს (ბ–ვა) საქმეში არსებულ მისამართზე – ბათუმი, ........ სასამართლოში მობრუნებული კონვერტით და უზენაესი სასამართლოს კურიერის აქტიდან ირკვევა, რომ ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა.
საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განჩინებისა და ი.მ–ის შუამდგომლობის თანდართული მასალით ეკატერინე ფილიმონენკოსათვის (ბ–ვა) ჩაბარება.
2023 წლის 3 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს I პოლიციის განყოფილების უბნის უმცროსი ინსპექტორ მ.ხ–ძის წერილიდან ირკვევა, რომ გზავნილი ე.ფ–კოს (ბ–ვა) ვერ ჩაბარდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დადგინდა უწყების ჩაბარება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – საჯარო შეტყობინებით და განთავსდა სასამართლოს ვებგვერდზე: http://ecd.court.ge საჯაროდ გაცნობის მიზნით.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი.მ–ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სმოლევიჩსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ 8645,97 რუბლის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სმოლევიჩსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე.ფ–ოს (ბ–ვა) ი.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ვალის - 9250 რუბლისა და 98 კაპიკის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის გაწეული სასამართლო ხარჯების - 465 რუბლისა და 12 კაპიკის, სულ 9716 რუბლისა და 10 კაპიკის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო გადაწყვეტილება 1228 რუბლისა და 50 კაპიკის დაკისრების ნაწილში ჩაითვალა შესრულებულად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით ინდექსაციის შესაბამისად, დავალიანების თანხა განისაზღვრა 9874 რუბლისა და 47 კაპიკის ოდენობით.
ი.მ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სმოლევიჩსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 14 ივნისს, ხოლო განჩინება - 2023 წლის 1 მარტს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსრულდა 1228,50 რუბლის ნაწილში. ამდენად, აღსასრულებელი თანხის ოდენობა განსახილველ შემთხვევაში შეადგენს 8645,97 რუბლს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
„მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.
ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, ფულადი დავალიანების გადახდის დაკისრებას შეეხება.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სმოლევიჩსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად 8645,97 რუბლის დაკისრების ნაწილში.
საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები, შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.მ–ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სმოლევიჩსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ 8645,97 რუბლის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სმოლევიჩსკის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ფ–ოს (ბ–ვა) ი.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ვალის - 9250 რუბლისა და 98 კაპიკის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის გაწეული სასამართლო ხარჯების - 465 რუბლისა და 12 კაპიკის, სულ 9716 რუბლისა და 10 კაპიკის გადახდა. ასევე ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სმოლევიჩსკის რაიონის სასამართლოს 2023 წლის 2 თებერვლის განჩინება, რომლითაც ინდექსაციის შესაბამისად, დავალიანების თანხა განისაზღვრა 9874 რუბლისა და 47 კაპიკის ოდენობით და აღსრულებელი თანხის - 1228,50 რუბლის გათვალისწინებით, აღსასრულებელი თანხა შეადგენს 8645,97 რუბლს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი