საქმე №ა-4722-შ-140-2023 13 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ო.ნ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.კ–ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადსკის ოლქის (გოროდიშენსკის რაიონი) №124 სასამართლო უბნის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადსკის ოლქის (გოროდიშენსკის რაიონი) №124 სასამართლო უბნის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ.კ–ვასა და ო.ნ–ძეს შორის 2013 წლის 9 იანვარს ყვარლის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №54201330004) შეწყდა.
ო.ნ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადსკის ოლქის (გოროდიშენსკის რაიონი) №124 სასამართლო უბნის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 14 აპრის. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობი მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ო.ნ–ძე საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ო.ნ–ძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადსკის ოლქის (გოროდიშენსკის რაიონი) №124 სასამართლო უბნის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ო.ნ–ძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადსკის ოლქის (გოროდიშენსკის რაიონი) №124 სასამართლო უბნის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადსკის ოლქის (გოროდიშენსკის რაიონი) №124 სასამართლო უბნის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ.კ–ვასა და ო.ნ–ძეს შორის 2013 წლის 9 იანვარს ყვარლის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №54201330004) შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 14 აპრის. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობი მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ო.ნ–ძე საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადსკის ოლქის (გოროდიშენსკის რაიონი) №124 სასამართლო უბნის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ო.ნ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადსკის ოლქის (გოროდიშენსკის რაიონი) №124 სასამართლო უბნის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ტ.კ–ვასა და ო.ნ–ძეს შორის 2013 წლის 9 იანვარს ყვარლის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №54201330004) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი