15 სექტემბერი 2023 წელი
საქმე№ა-4511-შ-124-2023 ქ.თბილისი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.რ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.რ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, კარლსრუეს საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე№ 7 F 1226/21)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2023 წლის 04 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ.რ–იმ გერმანიის, კარლსრუეს საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე№ 7 F 1226/21), განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
2. გერმანიის, კარლსრუეს საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე№ 7 F 1226/21) დადგენილია, რომ მოსარჩელე მ.რ–ის (დაბადების გვარი: კ–ძე, დაბადების თარიღი: 21.03.1994წ., მოქალაქეობა: საქართველო) და მოპასუხე ლ.რ–ის (დაბადების თარიღი: 18.08.1988წ., მოქალაქეობა: გერმანია) შორის კარლსრუეს მმაჩის ბიუროს წინაშე 21.07.2017წ. შემდგარი ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: E 415/2017) ითვლება შეწყეტილად.
3. გადაწყვეტილების მიხედვით, საქმე განხილული იქნა მხარეთა მონაწილეობით და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 21 ოქტომბერს. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 სექტემბრის განჩინებით მ.რ–ის შუამდგომლობა გერმანიის, კარლსრუეს საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე№ 7 F 1226/21), განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ მ.რ–ის შუამდგომლობა გერმანიის, კარლსრუეს საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე № 7 F 1226/21), განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. დადგენილია, რომ გერმანიის, კარლსრუეს საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე№ 7 F 1226/21) მოსარჩელე მ.რ–ის (დაბადების გვარი: კ–ძე, დაბადების თარიღი: 21.03.1994წ., მოქალაქეობა: საქართველო) და მოპასუხე ლ.რ–ის (დაბადების თარიღი: 18.08.1988წ., მოქალაქეობა: გერმანია) შორის კარლსრუეს მმაჩის ბიუროს წინაშე 21.07.2017წ. შემდგარი ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: E 415/2017) ითვლება შეწყvეტილად და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 21 ოქტომბერს.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
9. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გერმანიის, კარლსრუეს საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე№ 7 F 1226/21), განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.რ–ის შუამდგომლობა, გერმანიის, კარლსრუეს საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე№ 7 F 1226/21), განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, კარლსრუეს საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე№ 7 F 1226/21), განქორწინების ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე მ.რ–ის (დაბადების გვარი: კ–ძე, დაბადების თარიღი: 21.03.1994წ., მოქალაქეობა: საქართველო) და მოპასუხე ლ.რ–ის (დაბადების თარიღი: 18.08.1988წ., მოქალაქეობა: გერმანია) შორის კარლსრუეს მმაჩის ბიუროს წინაშე 2017 წლის 21 ივლისს შემდგარი ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: E 415/2017) ითვლება შეწყვეტილად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი