Facebook Twitter

№ას-906-2023

5 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,ნ-ის“ (ს/ნ….) სარჩელი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ნ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 55122 ლარის და 21 თეთრის გადახდა (N62 ხელშეკრულება).

2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ნ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 93261,59 ლარის და 59 თეთრის გადახდა (N63 ხელშეკრულება).

3. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ნ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 192635 ლარის და 46 თეთრის გადახდა (N64 ხელშეკრულება).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც:

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ნ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 48 303,21 ლარის ანაზღაურება (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 12.03.2019 წლის N62-ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში);

2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ნ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 91 835, 88 ლარის ანაზღაურება (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 12.03.2019 წლის N63-ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში);

3. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერას შპს „ნ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 168 645,29 ლარის ანაზღაურება (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 12.03.2019 წლის N64-ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის თანხის დაკისრების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა საკასაციო საჩივარი დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნის (კასაციის განაცხადის) მითითებით. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2023 წლის 7 აგვისტოს.

2023 წლის 11 აგვისტოს (კორესპონდენციის ფოსტაში ჩაბარების თარიღია 10.08.2023, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) უზენაეს სასამართლოში კასატორმა წარმოადგინა საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 აგვისტოს განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით და დაევალა მას აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივარი დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნის (კასაციის განაცხადის) მითითებით. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2023 წლის 19 სექტემბერს.

2023 წლის 25 სექტემბერს (კორესპონდენცია ფოსტაში ჩაბარებული იქნა 22.09.2023, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა საკასაციო საჩივარი დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნის (კასაციის განაცხადის) მითითებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ ხარვეზი შევსებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამასთან, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნებს და იგი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. წარმოებაში იქნეს მიღებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2. მოწინააღმდეგე მხარეს გადაეგზავნოს საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს ამ განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი საკასაციო საჩივარზე.

3. საკასაციო საჩივრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის საკითხს საკასაციო სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია