Facebook Twitter

№ა-3831-შ-97-2023

11 ოქტომბერი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ნ.ბ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე – ე.რ–ვი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – საფრანგეთის, პარიზის დიდი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება NRG18/38838-N და საფრანგეთის, პარიზის დიდი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება შესწორების შესახებ N19/36021-N

დავის საგანი - მშობლისთვის ერთპიროვნული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.საფრანგეთის პარიზის დიდი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს, 2019 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით, ნ.ბ–ნის სარჩელი მშობლის ერთპიროვნული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ დაკმაყოფილდა. ნ.ბ–ნს მიენიჭა მშობლის ერთპიროვნული უფლებამოსილება არასრულწლოვან ვ.რ–ს მიმართ. იმავე სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით შესწორდა საფრანგეთის პარიზის დიდი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა. კერძოდ, დედის გვარი "ბ–ა" შესწორდა " ბ–ით".

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის შესახებ შუამდგომლობით მომართა ნ.ბ–ნმა და ითხოვა ზემოთ მითითებული საფრანგეთის, პარიზის დიდი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის NRG18/38838-N გადაწყვეტილებისა და საფრანგეთის, პარიზის დიდი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე სათანადო წესით იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ამასთან, მასალებიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინებით ნ.ბ–ნის შუამდგომლობა, მიღებულ იქნა განსახილველად. საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საქართველოს უზენაესი სასამართლო, გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ.ბ–ნის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

8. საქმეზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა.

9. შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის, პირველი პუნქტით (შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს) დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტით (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) გათვალისწინებული უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა შესახებ დაცულია, რის გამოც შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ბ–ნის შუამდგომლობა, საფრანგეთის, პარიზის დიდი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების NRG18/38838-N და საფრანგეთის, პარიზის დიდი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებაში N19/36021 შესწორების შეტანის თაობაზე საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საფრანგეთის, პარიზის დიდი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება NRG18/38838-N და საფრანგეთის, პარიზის დიდი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N19/36021 არასრულწლოვან ვ.რ–ზე მშობლის (ნ.ბ–ნის) ერთპიროვნული უფლებამოსილების განხორციელების მონიჭების ნაწილში.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე