საქმე №ა-2288-შ-66-2023
11 ოქტომბერი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ს.ქ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ცვაიბრიუკენის სამხარეო სასამართლოს 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების N XVI 26/06 ცნობა
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის ცვაიბრიუკენის სამხარეო სასამართლოს 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, 2005 წლის 29 აპრილს დაბადებული ს.ქ–ი შვილად იქნა აყვანილი, 1955 წლის 8 ივნისს დაბადებულ ფ.ე.გ.ბ–ის მიერ.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის შესახებ, შუამდგომლობით მომართა ს.ქ–მა და მოითხოვა გერმანიის ცვაიბრიუკენის სამხარეო სასამართლოს 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების N XVI 26/06 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, 2008 წლის 8 თებერვალს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით ს.ქ–ის შუამდგომლობა, მიღებულ იქნა განსახილველად. საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს.ქ–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის, მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. ამავე კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, შვილად აყვანის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მშვილებლები, ერთ-ერთი მშვილებელი ან ბავშვი საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
8. საქმეზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ განმცხადებელი საქართველოს მოქალაქეა.
19 საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საცნობი გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი - შვილად აყვანა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც განეკუთვნება მშვილებელი შვილად აყვანის დროს. შვილად აყვანა ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მიერ ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ გამოიყენება.
10. ამასთან, არ არსებობს ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტით (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) გათვალისწინებული უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გერმანიის ცვაიბრიუკენის სამხარეო სასამართლოს 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება N XVI 26/06 ს.ქ–ის შვილად აყვანის შესახებ, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ქ–ის შუამდგომლობა, გერმანიის ცვაიბრიუკენის სამხარეო სასამართლოს 2008 წლის 30 იანვრის NXVI 26/06 გადაწყვეტილების, შვილად აყვანის თაობაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ცვაიბრიუკენის სამხარეო სასამართლოს 2008 წლის 30 იანვრის NXVI 26/06 გადაწყვეტილება, შვილად აყვანის თაობაზე.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე