Facebook Twitter

საქმე № ას-971-2023 17 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ე.ლ–ი, ი.შ–ძე (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ვ.პ.ჯ–ა“; ი.მ. ა.გ–ნი, შპს „ე.ს–სი“; შპს „ ს–ე - ...“. (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - ხარვეზის დადგენა საკასაციო საჩივრის წარმოებაზე

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ე.ლ–ის და ი.შ–ძის სარჩელი მოპასუხეების - სს “ვ.პ.ჯ–ას”, ი/მ ა.გ–ნის, შპს “ე.ს–სის” და შპს “ ს–ე - ...”-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელეებმა, რომლითაც მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის განჩინებით, ე.ლ–ის და ი.შ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, რომლითაც მოითხოვეს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, ე.ლ–ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის თანახმად, კასატორს დაევალა დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და 450 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, რისთვისაც განესაზღვრა 15 დღიანი ვადა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ი.შ–ძის ნაწილში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე.ლ–ის საკასაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ( მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას) ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის თანახმად, კასატორ ე.ლ–ს დაევალა დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და 450 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, რისთვისაც განესაზღვრა 15 დღიანი ვადა.

14. აღნიშნული განჩინება სატელეფონო კომუნიკაციის გზით ჩაბარდა ე.ლ–ის წარმომადენელ ა.კ–ს 2023 წლის 19 სექტემბერს, შესაბამისად, 15 დღიანი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 20 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 04 ოქტომბერს.

15. მოცემული პერიოდის მანძილზე, კასატორ ე.ლ–ს არ შეუვსია ხარვეზი, ასევე არ წარმოუდგენია შესაბამისი სახის შუამდგომლობა, რის გამოც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა გაუშვა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ვადა, რაც წარმოშობს საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივ წინაპირობას.

16. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ლ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე