Facebook Twitter

საქმე №ა-3446-შ-86-2023 20 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ.ჯ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ჯ–ის

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის საოლო სასამართლოს სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2022 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება N 105 F 901/20.

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით N 105 F 901/20 ლ.ჯ–ძესა და ლ.ჯ–ისს შორის შეწყდა ქორწინება განქორწინების გზით.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წლის 03 თებერვალს შევიდა კანონიერ ძალაში.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 23 ივნისს შუამდგომლობით მომართა ლ.ჯ–ძემ და მოითხოვა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით მხარეთა შორის შეწყდა ბოლნისის მმაჩის სამსახურში 2011 წლის 20 ივნისს რეგისტრირებული და საბერძნეთი ქორწინების რეესტრში აღრიცხული ქორწინება.

6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უცხო ქვეყნის სათანადოდ დამოწმებული და ნათარგმნი გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ძალაშია შესული და აღსრულებულია გერმანიაში.

7. აერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.ჯ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიურნბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება N 105F901/20 რომლის მიხედვითაც გაუქმდა 20/06/2001წ. ბოლნისის მმაჩის სამსახურში მეუღლეებს შორის გაფორმებული და საბერძნეთის ქორინებების რეესტრში აღრიცხული ქორწინება (ქორწინების რეესტრი 119, ტომი ე17, 2007);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე

ვ. კაკაბაძე