საქმე№ა-4673-შ-137-2023 31 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება „გ. და რ. ბ. ბ. „ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარეები – ვ.გ–კი
სააღსრულებო წარწერა, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუს ტ.პ–ას მიერ 2022 წლის 13 იანვარს გაცემული სააღსრულებო წარწერა ( ფურცელი)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუს ტ.პ–ას მიერ 2022 წლის 13 იანვარს გაცემული სააღსრულებო წარწერის ( ფურცლის) მიხედვით, 1999 წლის 18 მაისს დაბადებულ ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ი. ასულ გ–ს (საიდენტიფიკაციო ნომერი №.........) ღია სააქციო საზოგადოება „გ. და რ. ბ. ბ. „ბ–ის“ (იურიდიული პირის ადგილმდებარეობა: ქ.მინსკი, ........., სარეგისტრაციო ნომერი №8070... სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 03.09.2001წ., უნპ №8070...) სასარგებლოდ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2021 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, დაეკისრა დავალიანების – 200 ბელარუსის რუბლის, 2020 წლის 29 მაისიდან 2021 წლის 9 ნოემბრამდე - პროცენტისა და გადაუხდელი სარგებლის 1137,59 ბელარუსის რუბლის, 2021 წლის 28 სექტემბრიდან 2021 წლის 9 ნოემბრამდე - პირგასამტეხლოს, გადაუხდელი პროცენტის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 87,72 ბელარუსის რუბლის, 2020 წლის 31 ივლისიდან 2020 წლის 3 აგვისტომდე – პირგასამტეხლოს, გადაუხდელი თანხის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 11,68 ბელარუსის რუბლის, ასევე სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების – 71,85 ბელარუსის რუბლის, სულ 1508,84 ბელარუსის რუბლის გადახდა.
ღია სააქციო საზოგადოება „გ. და რ. ბ. ბ. „ბ–ი“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუს ტ.პ–ას მიერ 2022 წლის 13 იანვარს გაცემული სააღსრულებო წარწერის ( ფურცლის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და იძულებითი აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემომითითებული სააღსრულებო წარწერა (ფურცელი) ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ვ.გ–კი ამჟამად ცხოვრობს ქ.თბილისში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება „გ. და რ.ბ.ბ. „ბ–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუს ტ.პ–ას მიერ 2022 წლის 13 იანვარს გაცემული სააღსრულებო წარწერის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ მიღებული იქნა განსახილველად. აღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები კანონით დადგენილი წესით გადაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე ვ.გ–კს.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ღია სააქციო საზოგადოება „გ. და რ.ბ.ბ. „ბ–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუს ტ.პ–ას მიერ 2022 წლის 13 იანვარს გაცემული სააღსრულებო წარწერის (ფურცლის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუს ტ.პ–ას მიერ 2022 წლის 13 იანვარს გაცემული სააღსრულებო წარწერის (ფურცლის) მიხედვით, 1999 წლის 18 მაისს დაბადებულ ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ი.ასულ გ–ს (საიდენტიფიკაციო ნომერი №41.....) ღია სააქციო საზოგადოება „განვითარებისა და რ.ბ.ბ. „ბ–ის“ (იურიდიული პირის ადგილმდებარეობა: ქ.მინსკი, ......., სარეგისტრაციო ნომერი №807…. სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 03.09.2001წ., უნპ №80700…) სასარგებლოდ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2021 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, დაეკისრა დავალიანების – 200 ბელარუსის რუბლის, 2020 წლის 29 მაისიდან 2021 წლის 9 ნოემბრამდე - პროცენტისა და გადაუხდელი სარგებლის 1137,59 ბელარუსის რუბლის, 2021 წლის 28 სექტემბრიდან 2021 წლის 9 ნოემბრამდე - პირგასამტეხლოს, გადაუხდელი პროცენტის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 87,72 ბელარუსის რუბლის, 2020 წლის 31 ივლისიდან 2020 წლის 3 აგვისტომდე – პირგასამტეხლოს, გადაუხდელი თანხის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 11,68 ბელარუსის რუბლის, ასევე სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების – 71,85 ბელარუსის რუბლის, სულ 1508,84 ბელარუსის რუბლის გადახდა. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემომითითებული სააღსრულებო წარწერა (ფურცელი) ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ემუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
„მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.
„მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს ( იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები, შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუს ტ.პ–ას მიერ 2022 წლის 13 იანვარს გაცემული სააღსრულებო წარწერა ( ფურცელი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე. ( შდრ: სუსგ-ები: №ა-4724-შ-114-2020, 12 მარტი, 2021 წ; №ას-2251-შ-49-2021, 24 სექტემბერი, 2021 წ; № ა-1540-შ-46-2022, 30 ივნისი, 2022 წ; №ა-2550-შ-61-2021, 18 ოქტომბერი, 2022 წ).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ღია სააქციო საზოგადოება „განვითარებისა და რ.ბ.ბ. „ბ–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუს ტ.პ–ას მიერ 2022 წლის 13 იანვარს გაცემული სააღსრულებო წარწერის (ფურცლის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სანოტარო ოლქის ნოტარიუს ტ.პ–ას მიერ 2022 წლის 13 იანვარს გაცემული სააღსრულებო წარწერა (ფურცელი), რომლის თანახმად 1999 წლის 18 მაისს დაბადებულ ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ი. ასულ გ–ს (საიდენტიფიკაციო ნომერი №4180599A0...) ღია სააქციო საზოგადოება „განვითარებისა და რ.ბ.ბ. „ბ–ის“ (იურიდიული პირის ადგილმდებარეობა: ქ.მინსკი, ......, სარეგისტრაციო ნომერი №8....... სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 03.09.2001წ., უნპ №80.....) სასარგებლოდ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2021 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, დაეკისრა დავალიანების – 200 ბელარუსის რუბლის, 2020 წლის 29 მაისიდან 2021 წლის 9 ნოემბრამდე - პროცენტისა და გადაუხდელი სარგებლის 1137,59 ბელარუსის რუბლის, 2021 წლის 28 სექტემბრიდან 2021 წლის 9 ნოემბრამდე - პირგასამტეხლოს, გადაუხდელი პროცენტის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 87,72 ბელარუსის რუბლის, 2020 წლის 31 ივლისიდან 2020 წლის 3 აგვისტომდე – პირგასამტეხლოს, გადაუხდელი თანხის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 11,68 ბელარუსის რუბლის, ასევე სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების – 71,85 ბელარუსის რუბლის, სულ 1508,84 ბელარუსის რუბლის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი