Facebook Twitter

საქმე Nა-5279-შ-161-2023 8 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.შ-დ–ია

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის ვირჯინიის შტატის აღმოსავლეთ ვირჯინიის საოლქო სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს პეტიციის (გადაწყვეტილება სახელის შეცვლის შესახებ საქმეზე NA-216359125) ცნობა

უდავო წარმოების საგანი – სახელის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აშშ-ის ვირჯინიის შტატის აღმოსავლეთ ვირჯინიის საოლქო სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს პეტიციით (გადაწყვეტილება სახელის შეცვლის შესახებ საქმეზე NA-216359125) განმცხადებლის გვარი დ–-დ–ია შეიცვალა გვარით - დ–ია. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიცა განმცხადებლის პასპორტი. აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წლის 31 მაისს შევიდა კანონიერ ძალაში.

2. 2023 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა თ.შ-დ–იამ და მოითხოვა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. აშშ-ის ვირჯინიის შტატის აღმოსავლეთ ვირჯინიის საოლქო სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს პეტიციით (გადაწყვეტილება სახელის შეცვლის შესახებ საქმეზე NA-216359125) განმცხადებლის გვარი დ-დ–ია შეიცვალა გვარით - დ–ია. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიცა განმცხადებლის პასპორტი. აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წლის 31 მაისს შევიდა კანონიერ ძალაში.

6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.შ-დ–იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას აშშ-ის ვირჯინიის შტატის აღმოსავლეთ ვირჯინიის საოლქო სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს პეტიციის (სახელის შეცვლის შესახებ საქმეზე NA-216359125) გადაწყვეტილება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე