Facebook Twitter

საქმე №ა-4476-შ-120-2023 23 ოქტომბერი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ვ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–კო

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - უკრაინის დონეცკის ოლქის პეტროტრავნევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ.ბ–ძემ 2023 წლის 24 აგვისტოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის დონეცკის ოლქის პეტროტრავნევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ვ.ბ–ძის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ვ.ბ–ძის შუამდგომლობა უკრაინის დონეცკის ოლქის პეტროტრავნევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, შესაბამისი წესით დამოწმებული, უკრაინის დონეცკის ოლქის პეტროტრავნევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ.მ–კო და ვ.ბ–ძე განქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე. ასევე, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.

შესაბამისად, უკრაინის დონეცკის ოლქის პეტროტრავნევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ბ–ძის შუამდგომლობა უკრაინის დონეცკის ოლქის პეტროტრავნევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უკრაინის დონეცკის

ოლქის პეტროტრავნევის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ვ.ბ–ძესა და მ.მ–კოს შორის ქორწინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე