საქმე №ა-5596-შ-169-2023 4 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.ჩ-ს.
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ჩ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ეშვაილერის სამხარეო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ეშვაილერის სამხარეო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით თ.ჩ-სა და ა.ჩ–ს შორის აახენის მმაჩის ბიუროში 2014 წლის 28 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება (რეესტრის № E 1178/2014) შეწყდა.
თ.ჩ-სმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ეშვაილერის სამხარეო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 29 აგვისტოს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ თ.ჩ-ს. საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინებით თ.ჩ-სის შუამდგომლობა გერმანიის ეშვაილერის სამხარეო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ.ჩ-სის შუამდგომლობა გერმანიის ეშვაილერის სამხარეო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის ეშვაილერის სამხარეო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით თ.ჩ-სსა და ა.ჩ–ს შორის აახენის მმაჩის ბიუროში 2014 წლის 28 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება (რეესტრის № E 1178/2014) შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 29 აგვისტოს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ თ.ჩ-სი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ეშვაილერის სამხარეო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ჩ-სის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ეშვაილერის სამხარეო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ჩ-სსა და ა.ჩ–ს შორის აახენის მმაჩის ბიუროში 2014 წლის 28 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება (რეესტრის № E 1178/2014) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი