Facebook Twitter

საქმე №ას-676-2023 04 დეკემბერი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „შ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ჩ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ნოემბრის განჩინება

საკასაციო მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

მორიგების მხარეები - შპს „შ–ის" ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები: გ.ჭ–ია, ზ.ბ–ი; შპს „შ–ის" პარტნიორები: ქ.ც–ძე, ჯ.ბ–ი, გ.ჭ–ია; გ.ჩ–ი.

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „შ–ის“ სარჩელი გ.ჩ–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწლობრივ, გ.ჩ–ს შპს ,,შ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 155 307.62 (131425.62+23882) ლარის, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯის 1000 ლარის ოდენობით გადახდა; გ.ჩ–ის შეგებებული სარჩელი შპს ,,შ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს ,,შ–ს“ დაეკისრა გ.ჩ–ის სასარგებლოდ 186 985.25 ლარის გადახდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განჩინებით შპს „შ–ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით გ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი, დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.

7. 2023 წლის 17 ნოემბერს სასამართლოს განცხადებით მომართეს შპს „შ–ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირებმა - გ.ჭ–იამ და ზ.ბ–მა, რომლითაც დააყენეს მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება/განჩინება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება: შპს „შ–ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირებმა - გ.ჭ–იამ და ზ.ბ–მა სასამართლოს წარუდგინეს ნოტარიულად დამოწმებული მორიგების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე.

10. აღნიშნული მორიგების აქტის თანახმად:

ერთის მხრივ, შპს „შ–ი“ (ს/ნ .....), წარმოდგენილი დირექტორის გ.ჭ–იას (პ/ნ ........) დაზ.ბ–ის (პ/ნ .........) სახით, მეორეს მხრივ, გ.ჩ–ი (პ/ნ ........), საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე N ას-676-2023 სამოქალაქო საქმის (მომხსენებელი მოსამართლე ბატონი ალექსანდრე წულაძე) მორიგებით დასრულების მიზნით, აცხადებენ და თანხმდებიან შემდეგ პირობებზე:

პრეამბულა:

ნაწილი #1

შპს ,,შ–ის“ (ს/ნ ......) პარტნიორებს წარმოადგენენ:

· ქ.ც–ძე (პ/ნ ........)- 25%;

· ჯ.ბ–ი (პ/ნ ......)- 25%;

· გ.ჩ–ი (პ/ნ .......)- 25%;

· გ.ჭ–ია (პ/ნ .......)- 25%;

ნაწილი #2

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით №2/27612-20

1. შპს ,,შ–ის“ სარჩელი გ.ჩ–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 1.1. გ.ჩ–ს დაეკისრა შპს ,,შ–ის“ სასარგებლოდ 155 307.62 (131425.62+23882) ლარის გადახდა. 1.2. გ.ჩ–ს დაეკისრა შპს ,,შ–ის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 4659.22 ლარის გადახდა. 1.3. გ.ჩ–ს დაეკისრა შპს ,,შ–ის“ სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

2. გ.ჩ–ის შეგებებული სარჩელი შპს ,,შ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 2.1. შპს ,,შ–ს“ დაეკისრა გ.ჩ–ის სასარგებლოდ 186 985.25 ლარის გადახდა. 2.2. შპს ,,შ–ს“ დაეკისრა გ.ჩ–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 3000 ლარის გადახდა. 3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 09 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილებით შპს ,,შ–ს“ გ.ჩ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის 1000 ლარის გადახდა;

· მითითებული გადაწყვეტილება მხარეთა მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში;

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქმეზე # 2ბ/4377-21 უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება;

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულ იქნა მხარეთა მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში;

· საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო 2023 წლის 29 მაისის განჩინებით შპს ,,შ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში;

· თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2023 წლის 15 აგვისტოს გაცემული #2/27612-20 სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება № A23211046), რომლის თანახმად მოვალეს გ.ჩ–ს (პ/ნ ......) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით დაეკისრა 159966.84 ლარის გადახდა კრედიტორ შპს „შ–ის“ (ს/ნ .....) სასარგებლოდ.

მითითებული სამოქალაქო საქმისწარმოების ფარგლებში, წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერის ეტაპისათვის მოქმედებს/ძალაშია შემდეგი სახის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები:

1. 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება (საქმე N2/15313-17), რომლის საფუძველზე მოპასუხე გ.ჩ–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ......, ს/კ: ........) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

2. 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინება (საქმე №2/23172-19) რომლის საფუძველზე შპს ,,შ–ს‘’ (ს/ნ ......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა:

მარკა, მოდელი OPEL ASTRA, სახელმწიფო ნომერი ......, საიდენტიფიკაციო ნომერი ......;

· მარკა, მოდელი OPEL ASTRA F, სახელმწიფო ნომერი ......, საიდენტიფიკაციო ნომერი .........;

· მარკა, მოდელი OPEL ASTRA, სახელმწიფო ნომერი ........, საიდენტიფიკაციო ნომერი ..........;

· მარკა, მოდელი OPEL ASTRA G, სახელმწიფო ნომერი ........., საიდენტიფიკაციო ნომერი .........;

· მარკა, მოდელი MERCEDES-BENZ SPRINTER, სახელმწიფო ნომერი ........, საიდენტიფიკაციო ნომერი .........;

· მარკა, მოდელი FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომერი ........., საიდენტიფიკაციო ნომერი ........;

· მარკა, მოდელი FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომერი ......, საიდენტიფიკაციო ნომერი ........;

· მარკა, მოდელი FORD TRANSIT 2.5 D, სახელმწიფო ნომერი ......., 5 საიდენტიფიკაციო ნომერი .......;

· მარკა, მოდელი FORD TRANSIT 2.5 D, სახელმწიფო ნომერი ......, საიდენტიფიკაციო ნომერი ........;

· მარკა, მოდელი FORD TRANSIT 2.5 D, სახელმწიფო ნომერი ......., საიდენტიფიკაციო ნომერი ......;

ნაწილი #3

გ.ჩ–სა და შპს ,,შ–ს“ შორის ასევე მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა, გ.ჩ–ის სარჩელისა გამო შპს ,,შ–ის“ მიმართ შრომითი ანაზღაურების მოთხოვნით, კერძოდ, გ.ჩ–ის მოთხოვნას წარმოადგენდა:

· მოპასუხე შპს ,,შ–ს“ მოსარჩელე გ.ჩ–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის პერიოდის შრომის ანაზღაურება 60 000 ლარის ოდენობით; 1.2. მოპასუხე შპს ,,შ–ს“ მოსარჩელე გ.ჩ–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2019 და 2020 წლებში დამსაქმებლის ბრალით იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 120 000 ლარის ოდენობით; 1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისროს 2018 წლის შრომის ანაზღაურების ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო დავალიანებული თანხის, 60 000 ლარის 0,07%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, 2019 წლიდან დავალიანების სრულად გასტუმრებამდე.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით №2/18581-19 გ.ჩ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით №2/18581-19 გ.ჩ–ს შპს ,,შ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით;

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით საქმე #2ბ/7015-2022 არ დაკმაყოფილდა გ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება;

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განჩინება საქმე #2ბ/7015-2022 გასაჩივრებულ იქნა საკასაციო წესით, გ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი 2023 წლის 05 სექტემბრის განჩინებით ას-928-2023 მიღებულ იქნა წარმოებაში.

· საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და დატოვებულ იქნა განუხილველად.

· მითითებული საქმის ფარგლებში სარჩელის ან/და გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული;

მორიგების პირობები:

მხარეთა შორის მიმდინარე ყველა დავის დასრულების, ასევე ერთმანეთის მიმართ სამომავლოდ რაიმე სახის პრეტენზიების /მოთხოვნის გამორიცხვისა და შპს ,,შ–ში“ გ.ჩ–ის 25 %-იანი წილის გამოსყიდვის მიზნით მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:

1. გ.ჩ–ი (პ/ნ ......) ადასტურებს, რომ შპს „შ–ში“ მისი 25%-იანი წილი არის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, არ გახლავთ ყადაღა დადებული და მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის უფლებრივი შეზღუდვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. აგრეთვე, ზემოაღნიშნულ წილთან მიმართებით არცერთ მესამე პირს არ გააჩნია უპირატესი შესყიდვის უფლება, აღნიშნულ წილზე არ მომხდარა რაიმე სახის გარიგების დადება და გ.ჩ–ი უფლებამოსილია, რომ მის კუთვნილ წილზე შპს „შ–ის“ დანარჩენი პარტნიორების სასარგებლოდ განახორციელოს საკუთრების უფლების გადაცემა წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული წესითა და ფორმით.

2. გ.ჩ–ი (პ/ნ .....) მის საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს- შპს „შ–ში“ (ს/ნ .....) 25%-იან წილს საკუთრების უფლებით გადასცემს შპს „შ–ის“ პარტნიორებს: ქ.ც–ძეს (პ/ნ ......) 8,34%- წილს, ჯ.ბ–ს (პ/ნ .......) 8,33%-წილს და გ.ჭ–იას (პ/ნ .....) 8,33 %-ს. წილს.

ამდენად, წინამდებარე მორიგების აქტი უპირობოდ წარმოადგენს შპს ,,შ–ში“ გ.ჩ–ის 25% წილიდან 8.34%-ზე ქ.ც–ძის, 8.33%-ზე ჯ.ბ–ისა და 8.33%-ზე გ.ჭ–იას საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

3. შპს „შ–ი“ (ს/ნ .......) წინამდებარე მორიგების მე-2 პუნქტში მითითებულ წილზე უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო სახით ქ.ც–ძის (პ/ნ .........), ჯ.ბ–ისა (პ/ნ ........) და გ.ჭ–იას (პ/ნ .......) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 04 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში გ.ჩ–ის (პ/ნ ......) სასარგებლოდ უზრუნველყოფს მეორე პუნქტში მითითებულ წილზე საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ 200 000 (ორასი ათასი) ლარის გადახდას გ.ჩ–ის კუთვნილ შემდეგ საბანკო ანგარიშზე (GE08TB72518450....) თანხის ჩარიცხვის გზით. ამასთან ყოველგვარი გაუგებრობის გამორიცხვის მიზნით, მხარეები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ გ.ჩ–ის შეუსრულებელი ვალდებულებების ან წილზე რაიმე სახის უფლებრივი შეზღუდვის გამო (გარდა წინამდებარე მორიგების აქტის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა) არ მოხდება საჯარო რეესტრის მიერ მორიგების პირველ პუნქტში მითითებულ წილზე ქ.ც–ძის ჯ.ბ–ისა და გ.ჭ–იას ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, შპს ,,შ–ს“ არ წარმოეშვება წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება და შპს ,,შ–ის“ სასარგებლოდ იმოქმედებს წინამდებარე მორიგების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირობები/მოთხოვნის უფლება.

4. შპს „შ–ის“ (ს/ნ .....) მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით და ვადაში გ.ჩ–ის (პ/ნ .....) სასარგებლოდ 200 000 (ორასი ათასი) ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში გ.ჩ–ი (პ/ნ .....) უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა შპს ,,შ–ის“ მიმართ 200 000 ლარზე.

5. შპს „შ–ის“ (ს/ნ ....) მიერ გ.ჩ–ის (პ/ნ .......) სასარგებლოდ 200 000 (ორასი ათასი) ლარის გადახდამდე ძალაში რჩება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინების (საქმე №2/23172-19) საფუძველზე შპს ,,შ–ის‘’ (ს/ნ ........) მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

6. წინამდებარე მორიგების აქტის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებზე უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ძალაში რჩება 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება (საქმე N2/15313-17), რომლის საფუძველზე მოპასუხე გ.ჩ–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ........, ს/კ:......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

7. შპს „შ–ი“ (ს/ნ ........) უფლებამოსილია გ.ჩ–ის (პ/ნ .......) სასარგებლოდ 200 000 (ორასი ათასი) ლარის გადახდისთანავე გ.ჩ–ის (პ/ნ ........) ყოველგვარი დამატებითი თანხმობის გარეშე, ცალმხრივად მიმართოს სასამართლოს, წარადგინოს წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 პუნქტში მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის- 200 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინების (საქმე №2/23172-19) საფუძველზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. ამდენად მხარეები აცხადებენ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისათვის საჭირო არ იქნება გ.ჩ–ის მიერ დამატებითი გაცხადებული თანხმობა.

8. შპს ,,შ–ში“ გ.ჩ–ის (პ/ნ .......) კუთვნილ 25 % წილზე წინამდებარე მორიგების მეორე პუნქტის შესაბამისად ქ.ც–ძეს (პ/ნ ........), ჯ.ბ–სა (პ/ნ ........) და გ.ჭ–იას (პ/ნ ......) საკუთრების უფლების ასახვიდან 1 სამუშაო დღის ვადაში შპს „შ–ი“ კისრულობს ვალდებულებას განცხადებით მიმართოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს გ.ჩ–ის მიმართ მიმდინარე № A23211046 სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის მოთხოვნითა და განცხადებით მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით (საქმე N2/15313-17) გ.ჩ–ის უძრავ ქონებაზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით.

იმ შემთხვევაში თუ შპს ,,შ–ში“ გ.ჩ–ის (პ/ნ ......) კუთვნილ 25 % წილზე ქ.ც–ძის (პ/ნ ......), ჯ.ბ–ისა (პ/ნ .......) და გ.ჭ–იას (პ/ნ ......) უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საკუთრების უფლების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მიუხედავად შპს ,,შ–ი“ არ მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმდინარე სააღსრულებო წარმოების № A23211046 შეწყვეტის მოთხოვნით გ.ჩ–ი უფლებამოსილია ცალმხრივად მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, წარადგინოს წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტში მითითებულ წილზე ქ.ც–ძის (პ/ნ .....), ჯ.ბ–ისა (პ/ნ ......) და გ.ჭ–იას (პ/ნ .......) უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი-სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი და შპს ,,შ–ის“ დამატებითი თანხმობის გარეშე მოითხოვოს შპს ,,შ–ის“ სასარგებლოდ მიმდინარე № A23211046 სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა.

9. წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერით მხარეები ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ადასტურებენ, რომ უარს ამბობენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისისა და 2021 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილებით №2/27612-20 დაკისრებულ მოთხოვნებზე/ფულად თანხაზე, შესაბამისად წინამდებარე მორიგების დამტკიცებით მხარეთა შორის სრულდება ურთიერთობა და გარდა წინამდებარე მორიგების მეორე და მესამე პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა მხარეებს ერთმანეთის მიმართ არ გააჩნია და არც სამომავლოდ არ ექნებათ რაიმე სახის პრეტენზია, მათ შორის ფულადი სახის. გ.ჩ–ი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ უარს ამბობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისისა და 2021 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილებით №2/27612-20 შპს შ–ისათვის დაკისრებულ ფულად თანხაზე. გ.ჩ–ს არ გააჩნია და არც შემდგომში ექნება რაიმე სახის მოთხოვნა მათ შორის ფულადი სახის შპს „შ–ის“ მიმართ.

10. იმ შემთხვევაში თუ გ.ჩ–ი დაარღვევს წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული რომელიმე პირობას, ხელს შეუშლის წინამდებარე მორიგების აქტის მეორე პუნქტში მითითებულ წილზე შპს ,,შ–ის“ პარტნიორთა საკუთრების უფლების რეგისტრაციას, მათ შორის წინამდებარე მორიგების აქტის საჯარო რეესტრში წარდგენამდე გაასხვისებს ან რაიმე სახით უფლებრივად დატვირთავს მითითებულ წილს ან/და მორიგების მე-2 პუნქტში მითითებული წესით ქ.ც–ძეს, ჯ.ბ–სა და გ.ჭ–იას საკუთრებაში არ/ვერ გადაეცემათ უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო წილი, შპს,, შ–ი“ უფლებამოსილია არ განახორციელოს წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორება და მიუხედავად წინამდებარე მორიგების აქტის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესისა გააგრძელოს გ.ჩ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების №2/27612-20 საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაწყებული № A23211046 სააღსრულებო წარმოება და გ.ჩ–ის მიმართ მოითხოვოს/ განაგრძოს 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით №2/27612-20 დაკისრებული თანხის-160 966.84 ლარის გადახდევინების მიზნით № A23211046 სააღსრულებო წარმოება.

11. შპს ,,შ–ი“ აცხადებს, რომ შპს ,,შ–ში“ გ.ჩ–ის კუთვნილ 25% წილზე ქ.ც–ძის (პ/ნ ......), ჯ.ბ–ის (პ/ნ .......) და გ.ჭ–იას (პ/ნ ........) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით განახორციელებს შესაბამისი განცხადებების წარდგენას საჯარო რეესტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში, იმისათვის, რომ შპს ,,შ–ის“ სასარგებლოდ მიმდინარე № A23211046 სააღსრულებო წარმოებამ და აღნიშნული სააღსრულებო წარმოების (№ A23211046) ფარგლებში შპს ,,შ–ში“ გ.ჩ–ის 25 % წილზე გავრცელებულმა შეზღუდვებმა ხელი არ შეუშალოს წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე გ.ჩ–ის 25 % იან წილზე ქ.ც–ძის (პ/ნ .......), ჯ.ბ–ისა (პ/ნ ........) გ.ჭ–იას (პ/ნ ........) საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

12. შპს,,შ–ის" პარტნიორები: ქ.ც–ძე (პ.ნ........); ჯ.ბ–ი (პ.ნ......... და გ.ჭ–ია (პ/.ნ.......) კისრულობენ ვალდებულებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ წინამდებარე მორიგების დამტკიცების თაობაზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული განჩინების მხარეთათვის გადასაცემად მომზადებიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) სამუშაო დღისა წინამდებარე მორიგების მე-2 პუნქტში მითითებულ წილზე ქ.ც–ძის (პ/ნ .....), ჯ.ბ–ის (პ/ნ ......) და გ.ჭ–იას (პ/ნ ......) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სასამართლოს განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცების თაობაზე;

13. მხარეები უარს აცხადებენ ერთმანეთისათვის სასამართლო და სასამართლო გარეშე ხარჯის დაკისრებაზე, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით №2/18581-19 გ.ჩ–ისათვის შპს ,,შ–ის“ სასარგებლოდ დაკისრებულ იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნაზე.

14. მხარეები ადასტურებენ, რომ იცნობენ წინამდებარე მორიგების აქტის შინაარსს, სრულად ეთანხმებიან მის პირობებს და აცნობიერებენ შესაბამის სამართლებრივ შედეგებს.

15. მხარეები უარს აცხადებენ მორიგების აქტის საფუძველზე მიღებული განჩინების გასაჩივრების უფლების გამოყენებაზე.

16. მხარეები ეთანხმებიან მორიგების აქტით განსაზღვრულ პირობებს და თანხმობას ადასტურებენ ხელმოწერით.

11. მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, შპს „შ–ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 8000 ლარი, რადგან მხარეები მორიგდნენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე, შპს „შ–ს“ სრულად უნდა დაუბრუნდეს ბაჟის სახით გადახილი 8000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 218-ე მუხლებით, 420-ე, 399-ე, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 266-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „შ–ის“ შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ საქმეზე №ას-676-2023 დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს ერთის მხრივ, შპს „შ–ის“ (ს/ნ .....), დირექტორის გ.ჭ–იასა (პ/ნ .........) და ზ.ბ–ის (პ/ნ ........), მეორეს მხრივ, გ.ჩ–ის (პ/ნ .......) მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

მორიგების პირობები:

მხარეთა შორის მიმდინარე ყველა დავის დასრულების, ასევე ერთმანეთის მიმართ სამომავლოდ რაიმე სახის პრეტენზიების /მოთხოვნის გამორიცხვისა და შპს ,,შ–ში“ გ.ჩ–ის 25 %-იანი წილის გამოსყიდვის მიზნით მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:

1) გ.ჩ–ი (პ/ნ ......) ადასტურებს, რომ შპს „შ–ში“ მისი 25%-იანი წილი არის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, არ გახლავთ ყადაღა დადებული და მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის უფლებრივი შეზღუდვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. აგრეთვე, ზემოაღნიშნულ წილთან მიმართებით არცერთ მესამე პირს არ გააჩნია უპირატესი შესყიდვის უფლება, აღნიშნულ წილზე არ მომხდარა რაიმე სახის გარიგების დადება და გ.ჩ–ი უფლებამოსილია, რომ მის კუთვნილ წილზე შპს „შ–ის“ დანარჩენი პარტნიორების სასარგებლოდ განახორციელოს საკუთრების უფლების გადაცემა წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული წესითა და ფორმით.

2) გ.ჩ–ი (პ/ნ .......) მის საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს- შპს „შ–ში“ (ს/ნ ......) 25%-იან წილს საკუთრების უფლებით გადასცემს შპს „შ–ის“ პარტნიორებს: ქ.ც–ძეს (პ/ნ ........) 8,34%- წილს, ჯ.ბ–ს (პ/ნ .......) 8,33%-წილს და გ.ჭ–იას (პ/ნ ........) 8,33 %-ს. წილს.

ამდენად, წინამდებარე მორიგების აქტი უპირობოდ წარმოადგენს შპს ,,შ–ში“ გ.ჩ–ის 25% წილიდან 8.34%-ზე ქ.ც–ძის, 8.33%-ზე ჯ.ბ–ისა და 8.33%-ზე გ.ჭ–იას საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

3) შპს „შ–ი“ (ს/ნ .......) წინამდებარე მორიგების მე-2 პუნქტში მითითებულ წილზე უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო სახით ქ.ც–ძის (პ/ნ ........), ჯ.ბ–ისა (პ/ნ ..........) და გ.ჭ–იას (პ/ნ ........) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 04 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში გ.ჩ–ის (პ/ნ .......) სასარგებლოდ უზრუნველყოფს მეორე პუნქტში მითითებულ წილზე საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ 200 000 (ორასი ათასი) ლარის გადახდას გ.ჩ–ის კუთვნილ შემდეგ საბანკო ანგარიშზე (GE08TB7251845061.......) თანხის ჩარიცხვის გზით. ამასთან ყოველგვარი გაუგებრობის გამორიცხვის მიზნით, მხარეები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ გ.ჩ–ის შეუსრულებელი ვალდებულებების ან წილზე რაიმე სახის უფლებრივი შეზღუდვის გამო (გარდა წინამდებარე მორიგების აქტის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა) არ მოხდება საჯარო რეესტრის მიერ მორიგების პირველ პუნქტში მითითებულ წილზე ქ.ც–ძის ჯ.ბ–ისა და გ.ჭ–იას ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, შპს ,,შ–ს“ არ წარმოეშვება წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება და შპს ,,შ–ის“ სასარგებლოდ იმოქმედებს წინამდებარე მორიგების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირობები/მოთხოვნის უფლება.

4) შპს „შ–ის“ (ს/ნ ........) მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით და ვადაში გ.ჩ–ის (პ/ნ .......) სასარგებლოდ 200 000 (ორასი ათასი) ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში გ.ჩ–ი (პ/ნ ......) უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა შპს ,,შ–ის“ მიმართ 200 000 ლარზე.

5) შპს „შ–ის“ (ს/ნ ......) მიერ გ.ჩ–ის (პ/ნ ........) სასარგებლოდ 200 000 (ორასი ათასი) ლარის გადახდამდე ძალაში რჩება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინების (საქმე №2/23172-19) საფუძველზე შპს ,,შ–ის‘’ (ს/ნ .......) მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

6) წინამდებარე მორიგების აქტის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებზე უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ძალაში რჩება 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება (საქმე N2/15313-17), რომლის საფუძველზე მოპასუხე გ.ჩ–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ........, ს/კ: ......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

7) შპს „შ–ი“ (ს/ნ .......) უფლებამოსილია გ.ჩ–ის (პ/ნ ......) სასარგებლოდ 200 000 (ორასი ათასი) ლარის გადახდისთანავე გ.ჩ–ის (პ/ნ ........) ყოველგვარი დამატებითი თანხმობის გარეშე, ცალმხრივად მიმართოს სასამართლოს, წარადგინოს წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 პუნქტში მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის- 200 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინების (საქმე №2/23172-19) საფუძველზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. ამდენად მხარეები აცხადებენ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისათვის საჭირო არ იქნება გ.ჩ–ის მიერ დამატებითი გაცხადებული თანხმობა.

8) შპს ,,შ–ში“ გ.ჩ–ის (პ/ნ .......) კუთვნილ 25 % წილზე წინამდებარე მორიგების მეორე პუნქტის შესაბამისად ქ.ც–ძეს (პ/ნ .......), ჯ.ბ–სა (პ/ნ .........) და გ.ჭ–იას (პ/ნ ......) საკუთრების უფლების ასახვიდან 1 სამუშაო დღის ვადაში შპს „შ–ი“ კისრულობს ვალდებულებას განცხადებით მიმართოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს გ.ჩ–ის მიმართ მიმდინარე № A23211046 სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის მოთხოვნითა და განცხადებით მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით (საქმე N2/15313-17) გ.ჩ–ის უძრავ ქონებაზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით.

იმ შემთხვევაში თუ შპს ,,შ–ში“ გ.ჩ–ის (პ/ნ .......) კუთვნილ 25 % წილზე ქ.ც–ძის (პ/ნ ......), ჯ.ბ–ისა (პ/ნ ....) და გ.ჭ–იას (პ/ნ .....) უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საკუთრების უფლების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მიუხედავად შპს ,,შ–ი“ არ მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმდინარე სააღსრულებო წარმოების № A23211046 შეწყვეტის მოთხოვნით გ.ჩ–ი უფლებამოსილია ცალმხრივად მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, წარადგინოს წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტში მითითებულ წილზე ქ.ც–ძის (პ/ნ.....), ჯ.ბ–ისა (პ/ნ .....) და გ.ჭ–იას (პ/ნ .....) უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი-სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი და შპს ,,შ–ის“ დამატებითი თანხმობის გარეშე მოითხოვოს შპს ,,შ–ის“ სასარგებლოდ მიმდინარე №A23211046 სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა.

9) წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერით მხარეები ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ადასტურებენ, რომ უარს ამბობენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისისა და 2021 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილებით №2/27612-20 დაკისრებულ მოთხოვნებზე/ფულად თანხაზე, შესაბამისად წინამდებარე მორიგების დამტკიცებით მხარეთა შორის სრულდება ურთიერთობა და გარდა წინამდებარე მორიგების მეორე და მესამე პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა მხარეებს ერთმანეთის მიმართ არ გააჩნია და არც სამომავლოდ არ ექნებათ რაიმე სახის პრეტენზია, მათ შორის ფულადი სახის. გ.ჩ–ი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ უარს ამბობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისისა და 2021 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილებით №2/27612-20 შპს შ–ისათვის დაკისრებულ ფულად თანხაზე. გ.ჩ–ს არ გააჩნია და არც შემდგომში ექნება რაიმე სახის მოთხოვნა მათ შორის ფულადი სახის შპს „შ–ის“ მიმართ.

10) იმ შემთხვევაში თუ გ.ჩ–ი დაარღვევს წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული რომელიმე პირობას, ხელს შეუშლის წინამდებარე მორიგების აქტის მეორე პუნქტში მითითებულ წილზე შპს ,,შ–ის“ პარტნიორთა საკუთრების უფლების რეგისტრაციას, მათ შორის წინამდებარე მორიგების აქტის საჯარო რეესტრში წარდგენამდე გაასხვისებს ან რაიმე სახით უფლებრივად დატვირთავს მითითებულ წილს ან/და მორიგების მე-2 პუნქტში მითითებული წესით ქ.ც–ძეს, ჯ.ბ–სა და გ.ჭ–იას საკუთრებაში არ/ვერ გადაეცემათ უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო წილი, შპს,, შ–ი“ უფლებამოსილია არ განახორციელოს წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორება და მიუხედავად წინამდებარე მორიგების აქტის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესისა გააგრძელოს გ.ჩ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების №2/27612-20 საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაწყებული № A23211046 სააღსრულებო წარმოება და გ.ჩ–ის მიმართ მოითხოვოს/ განაგრძოს 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით №2/27612-20 დაკისრებული თანხის-160 966.84 ლარის გადახდევინების მიზნით № A23211046 სააღსრულებო წარმოება.

11) შპს ,,შ–ი“ აცხადებს, რომ შპს ,,შ–ში“ გ.ჩ–ის კუთვნილ 25% წილზე ქ.ც–ძის (პ/ნ ........), ჯ.ბ–ის (პ/ნ .......) და გ.ჭ–იას (პ/ნ ........) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით განახორციელებს შესაბამისი განცხადებების წარდგენას საჯარო რეესტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში, იმისათვის, რომ შპს ,,შ–ის“ სასარგებლოდ მიმდინარე № A23211046 სააღსრულებო წარმოებამ და აღნიშნული სააღსრულებო წარმოების (№ A23211046) ფარგლებში შპს ,,შ–ში“ გ.ჩ–ის 25 % წილზე გავრცელებულმა შეზღუდვებმა ხელი არ შეუშალოს წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე გ.ჩ–ის 25 % იან წილზე ქ.ც–ძის (პ/ნ .....), ჯ.ბ–ისა (პ/ნ .......) გ.ჭ–იას (პ/ნ .....) საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

12) შპს ,,შ–ის“ პარტნიორები: ქ.ც–ძე (პ.ნ........); ჯ.ბ–ი (პ.ნ.......) და გ.ჭ–ია (პ/.ნ......) კისრულობენ ვალდებულებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ წინამდებარე მორიგების დამტკიცების თაობაზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული განჩინების მხარეთათვის გადასაცემად მომზადებიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) სამუშაო დღისა წინამდებარე მორიგების მე-2 პუნქტში მითითებულ წილზე ქ.ც–ძის (პ/ნ ........), ჯ.ბ–ის (პ/ნ ......) და გ.ჭ–იას (პ/ნ .......) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სასამართლოს განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცების თაობაზე;

13) მხარეები უარს აცხადებენ ერთმანეთისათვის სასამართლო და სასამართლო გარეშე ხარჯის დაკისრებაზე, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით №2/18581-19 გ.ჩ–ისათვის შპს ,,შ–ის“ სასარგებლოდ დაკისრებულ იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნაზე.

14) მხარეები ადასტურებენ, რომ იცნობენ წინამდებარე მორიგების აქტის შინაარსს, სრულად ეთანხმებიან მის პირობებს და აცნობიერებენ შესაბამის სამართლებრივ შედეგებს.

15) მხარეები უარს აცხადებენ მორიგების აქტის საფუძველზე მიღებული განჩინების გასაჩივრების უფლების გამოყენებაზე.

16) მხარეები ეთანხმებიან მორიგების აქტით განსაზღვრულ პირობებს და თანხმობას ადასტურებენ ხელმოწერით.

2. შეწყდეს წინამდებარე საქმის წარმოება შპს „შ–ის" (ს/ნ ..........) მიმართ გ.ჩ–ის მოთხოვნის ნაწილში, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/27612-20 და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ნოემბრის განჩინება საქმეზე №2ბ/4377-21;

3. შპს „შ–ს“ (ს.კ. ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №17116490012, გადახდის თარიღი 2023 წლის 16 მაისი) 8000 ლარი;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტისას დაუშვებელია სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე