Facebook Twitter

20 ნოემბერი 2023 წელი

საქმე№ა-5503-შ-167-2023 ქ.თბილისი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.ჩ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.რ.რ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, დუისბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე № 56 F 2/10)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2023 წლის 01 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ.ჩ–ნმა გერმანიის, დუისბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე № 56 F 2/10) განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

2. გერმანიის, დუისბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე № 56 F 2/10) მოსარჩელე ნ.ჩ–ნის (მისამართი: ......., 47053 დუისბურგი) და მოპასუხე ბ.რ.რ–ის (მისამართი: ........., 47119, დუისბურგი) შორის ჩრდილოეთ დუისბურგის მმაჩის ბიუროს წინაშე 15.12.2004წ. შემდგარი ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: 543/2004) შეწყდა.

3. გადაწყვეტილების მიხედვით, საქმე განხილული იქნა მხარეთა მონაწილეობით და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 22 ნოემბერს. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ნოემბრის განჩინებით ნ.ჩ–ნის შუამდგომლობა გერმანიის, დუისბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე № 56 F 2/10), განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ ნ.ჩ–ნის შუამდგომლობა გერმანიის, დუისბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე № 56 F 2/10), განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. დადგენილია, რომ გერმანიის, დუისბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე № 56 F 2/10) მოსარჩელე ნ.ჩ–ნის (მისამართი: ....., 47053 დუისბურგი) და მოპასუხე ბ.რ.რ–ის (მისამართი: ........, 47119, დუისბურგი) შორის ჩრდილოეთ დუისბურგის მმაჩის ბიუროს წინაშე 15.12.2004წ. შემდგარი ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: 543/2004) შეწყდა და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 22 ნოემბერს.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

9. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გერმანიის, დუისბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე № 56 F 2/10) განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჩ–ნის შუამდგომლობა, გერმანიის, დუისბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე № 56 F 2/10) განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, დუისბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე № 56 F 2/10), რომლითაც მოსარჩელე ნ.ჩ–ნის (მისამართი: ......., 47053 დუისბურგი) და მოპასუხე ბ.რ.რ–ის (მისამართი: ........., 47119, დუისბურგი) შორის ჩრდილოეთ დუისბურგის მმაჩის ბიუროს წინაშე 15.12.2004წ. შემდგარი ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: 543/2004) შეწყდა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი