საქმე №ას-1373-2023 05 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – შპს „ზ.თ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ–ი (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ზ.თ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.გ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:
- ძირითადი ვალდებულების ანაზღაურების სახით, 290 000 აშშ დოლარის გადახდის ნაცვლად, მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხოს სულ 763,16 კვ.მ მოცულობის უძრავი ქონება მოპასუხის უძრავი ქონებიდან, მდებარე: თბილისი, ......., რომელიც რეგისტრირებულია შემდეგი საკადასტრო კოდებით:
N........, მე-2 სართული, ბინა 9, 47,57 კვ.მ;
N........, მე-3 სართული, ბინა 18, 39,43 კვ.მ;
N........, მე-6 სართული, სასტუმრო 66, 40,05 კვ.მ;
N........, მე-11 სართული, სასტუმრო 151, 97,10 კვ.მ;
N........, მე-6 სართული, სასტუმრო 76, 59,80 კვ.მ;
N........, მე-12 სართული, სასტუმრო 160, საერთო 218,53 კვ.მ-დან მოპასუხის საკუთრებაში არსებული 39,34 კვ.მ;
N........, პირველი სართულის მე-2 ბინა, საერთო 221,1 კვ.მ-დან მოპასუხის საკუთრებაში არსებული 132,93 კვ.მ;
N........, მე-3 სართული, ბინა 17, 80,51 კვ.მ;
N........, მე-6 სართული, სასტუმრო 72, 28,54 კვ.მ;
N........, მე-12 სართული, სასტუმრო 153, 58,69 კვ.მ-დან 23,96 კვ.მ;
N........, მე-11 სართული, სასტუმრო 150, 275,62 კვ.მ-დან 173,93 კვ.მ;
- 10 თვეზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ნაწილში, 29 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაცვლად, მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხოს მოპასუხის უძრავი ქონებიდან, მდებარე: თბილისი, .........., 76,31 კვ.მ-ის მოცულობის შემდეგი საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონება: N........, მე-12 სართული, სასტ. 153, 58,69 კვ.მ-დან 34,73 კვ.მ;
N........, მე-12 სართული, სასტუმრო 152, 53,21 კვ.მ-დან 41,58 კვ.მ;
- მოპასუხეს 2021 წლის 15 მაისის შემდგომ პერიოდზე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ძირითადი ვალდებულების 1%-ის სახით, მიუღებელი ზიანის ნაწილში, ვალდებულების ანაზღაურება და, შესაბამისად, ვალდებულების სრულად შესრულების დღემდე, ყოველი 380 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცეს პროპორციული მოცულობის უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ........., ........, შემდეგი საკადასტრო ერთეულებიდან:
N........, მე-12 სართული, სასტუმრო 152, 53,21 კვ.მ-დან დარჩენილი 11,63 კვ.მ;
N........, მე-11 სართული, სასტუმრო 149, 312,17 კვ.მ;
N........, სართული 1, საოფ. ფართი N1, 126,50 კვ.მ;
N........, სართული 2, ბინა N12, 51,52 კვ.მ;
N........,ავტოსადგომი N10, -1 სართული, 14,85 კვ.მ;
N........,ავტოსადგომი N11, -1 სართული, 14,85 კვ.მ; N........, ავტოსადგომი N12, -1 სართული, 14,85 კვ.მ;
ასევე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ჭიათურა, ......., ს.კ. N........, საერთო ფართით 157 კვ.მ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 03 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:
- ქ. თბილისი, .........., სართული 3, ბინა N18, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, .........., სასტუმრო N149, სართული 11, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, ........, სასტუმრო N153, სართული 12, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, ..........., სართული 2, ბინა N9, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, ........... სასტუმრო N72, სართული 6, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, ..........., სასტუმრო N66, სართული 6, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, ..........., სართული 2, ბინა N12, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, .........., სართული 3, ბინა N17, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, ......... სასტუმრო N150, სართული 11, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, ..........., სასტუმრო N152, სართული 12, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, ..........., საოფისე ფართი N1, სართული 1, ს.კ. N........;
- ქ. ჭიათურა, ........, ს.კ. N.........
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა ქ. თბილისში, .......... N2ა-ში, მე-12 სართულზე მდებარე 218,53 კვ.მ ფართობის მქონე N160 საზაფხულო ფართიდან (ს.კ. N........) მის საკუთრებად რეგისტრირებული 39,34 კვ.მ ფართის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:
- ს.კ N........, სართული 11, სასტუმრო 151, 97,10 კვ.მ;
- ს.კ N........, სართული 6, სასტუმრო 76, 59,80 კვ.მ;
- ს.კ N........, სართული 1, ავტოსადგომი 10, 14,85 კვ.მ;
- ს.კ N........, სართული 1, ავტოსადგომი 11, 14,85 კვ.მ;
- ს.კ N........, სართული 1, ავტოსადგომი 12, 14.85 კვ.მ.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა მოცემულ საქმეზე იმავე სასამართლოს 2020 წლის 03 აგვისტოს, 2020 წლის 31 აგვისტოს და 2021 წლის 31 მაისის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
7. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 მარტის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში განეხორციელებინა მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 139 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შეტანის გზით.
9. ვინაიდან მოსარჩელემ ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოს არ წარუდგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 139 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 03 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განჩინებით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჯამურად 420 კვ.მ-ის ოდენობით, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........... დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. მოსარჩელემ 2023 წლის 27 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა მოპასუხისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........, სასტუმრო N149, ს.კ. N........ და ქალაქი თბილისი, .........., სასტუმრო N150, ს.კ. N........, გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
12. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინა საჩივარი.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. საკასაციო სასამართლოს საჩივარზე ჯერ არ უმსჯელია.
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.
16. ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
18. კასატორმა წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრით ასევე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. კერძოდ, მოითხოვა მოპასუხეს აეკრძალოს მისი კუთვნილი შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:
- ქ. თბილისი, ........, სართული 3, ბინა N18, ს.კ. N........, ფართი 39,43 კვ.მ;
- ქ. თბილისი, ........, სართული 11, სასტუმრო N151, ს.კ. N........, ფართი 97.10 კვ.მ;
- ქ. თბილისი, ........, სართული 6, სასტუმრო N76, ს.კ. N........, ფართი 59,80 კვ.მ;
- ქ. თბილისი, ........, სართული 3, ბინა N17, ს.კ. N........, ფართი 80,51 კვ.მ;
- ქ. თბილისი, ........, სართული 6, სასტუმრო N72, ს.კ. N........, ფართი 28,54 კვ.მ;
- ქ. თბილისი, ........, სართული 12, სასტუმრო N153, ს.კ. N........, ფართი 58,69 კვ.მ;
- ქ. თბილისი, ........, სართული 11, სასტუმრო N150, ს.კ. N........, ფართი 275,62 კვ.მ;
- ქ. თბილისი, ........, სართული 11, სასტუმრო N149, ს.კ. N........, ფართი 312,17 კვ.მ;
- ქ. თბილისი, ........, სართული 2, ბინა N12, ს.კ. N........, ფართი 51,52 კვ.მ;
- ქ. თბილისი, ........, სართული 12, სასტუმრო N152, ს.კ. N........, ფართი 53,21 კვ.მ;
- ქ. თბილისი, ........, სართული -1, ავტოსადგომი N10, ს.კ. N........, ფართი 14,85 კვ.მ;
- ქ. თბილისი, ........, სართული -1, ავტოსადგომი N11, ს.კ. N........, ფართი 14,85 კვ.მ;
- ქ. თბილისი, ........, სართული -1, ავტოსადგომი N12, ს.კ. N........, ფართი 14,85 კვ.მ.
19. კასატორის განცხადება ემყარება შემდეგ გარემოებებს:
19.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიი 03.08.2020წ. განჩინებით (საქმე N2/15132-20). კერძოდ, აღნიშნული განჩინებით მოპასუხეს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი), თუმცა აღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით (საქმე N2ბ/6748-22) შემდეგი მიზეზით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 02.03.2023წ. განჩინებით მოსარჩელეს დაევალა ამავე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში განეხორციელებინა მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 139 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შეტანის გზით, თუმცა იმ მომენტისათვის მოსარჩელის მიერ განუსაზღვრელი ვადით თანხის დეპონირება საფრთხეს შეუქმნიდა მოსარჩელის სამეწარმეო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას, რის გამოც, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოეხდინა ხსენებული თანხის უზრუნველსაყოფად წარდგენა;
19.2. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სხვა დავაში, სადაც მოპასუხე ედავებოდა ვინმე უ.ა–ძეს ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 აგვისტოს განჩინების (საქმე N2/17656-23) საფუძველზე, მოსარჩელის შუამდგომლობაში მითითებულ ცამეტივე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა;
19.3. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინების (რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.08.2020წ. განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, საქმე N2/15132-20) მიღებიდან ვინმე უ.ა–ძესთან მიმდინარე დავის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 აგვისტოს განჩინების (საქმე N2/17656-23) მიღებამდე დროის პერიოდში - ე.ი. 2023 წლის 23 მარტიდან 2023 წლის 03 აგვისტომდე დროის პერიოდში მოპასუხემ გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთები: ს.კ. N........, N........, N........, N........, რაც მის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს. მოპასუხე ცდილობს, რომ ნებისმიერი გზით თავი აარიდოს მოპასუხის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. აღნიშნული გულისხმობს, რომ იგი რისკის ქვეშ აყენებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებადობას;
19.4. მოპასუხის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს ასევე ის გარემოება, რომ მას ზემოაღნიშნული უძრავი ნივთების რეალიზაციით მიღებული თანხით არ უცდია მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულება. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხე დავის ყველა ეტაპზე ადასტურებდა ფაქტს, რომ მას 290 000 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის არ გადაუხდია, სურდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.08.2020წ. განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამო ვერ გაყიდა ქონება და თანხა ვერ მიიღო. მოპასუხემ უძრავი ქონება გაყიდა, თუმცა აღნიშნული ფაქტით ის დადასტურდა, რომ პრობლემა მდგომარეობდა და დღესაც მდგომარეობს ვალდებულების შესრულების სურვილის არარსებობაში;
19.5. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხეს დავა ჰქონდა ვინმე უ.ა–ძესთან, რომლის ფარგლებშიც წინამდებარე შუამდგომლობაში მითითებულ ცამეტივე უძრავ ნივთზე გამოყენებული იყო უზრუნველყოფის ღონისძიება. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.10.2023წ. განჩინებით (საქმე N2/17656-23) შეწყდა აღნიშნული სამოქალაქო საქმე და გაუქმდა მასზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.08.2023წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წინამდებარე შუამდგომლობაში მითითებულ ცამეტივე უძრავ ნივთზე. მოსარჩელისათვის ასევე ცნობილი გახდა, რომ უ.ა–ძემ გაასაჩივრა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, თუმცა საჩივრის ბედი კასატორისათვის არ არის ცნობილი;
19.6. როგორც ჩანს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა წინამდებარე შუამდგომლობაში მითითებულ ცამეტივე უძრავ ნივთზე უ.ა–ძესთან მიმდინარე დავის ფარგლებში გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მიმდინარე წლის 29 ნოემბერს. კერძოდ, დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელს, მ.გ–ას და ვინმე თ.ჯ–ვას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი აქვთ ნასყიდობის ხელშეკრულებები წინამდებარე შუამდგომლობაში მითითებული უძრავი ნივთებიდან ექვს უძრავ ნივთზე: ს.კ. N........, ს.კ. N........, ს.კ. N........, ს.კ. N........, ს.კ. N........, ს.კ. N........ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ხსენებული უძრავი ნივთების გასხვისებაზე;
19.7. მოპასუხე თავის წარმომადგენელთან და სხვა პირებთან ერთად ხსენებულ უძრავ ნივთებზე მოჩვენებითი/თვალთმაქცური გარიგებების დადებით, უძრავი ნივთების გადამალვის გზით, ცდილობს მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან თავის არიდებას და ასევე რისკის ქვეშ აყენებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე N2ბ/6748-2023) აღსრულებადობას;
19.8. 29.11.2023 წელს მოპასუხის მიერ სადავო ნივთებზე დადებული ხელშეკრულებების თვალთმაქცურობაზე მეტყველებს შემდეგი: რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან იკვეთება, რომ ორი უძრავი ნივთის ვითომდა მყიდველია მ.გ–ა, მოპასუხის ადვოკატი, ხოლო დანარჩენი ოთხის კი, ვინმე თ.ჯ–ვა;
19.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა უზრუნველყოფის ღონისძიების დაუყოვნებლივ გამოყენება;
19.10. გარდა ამისა, საქმეში არსებული მასალების თანახმად, ხსენებული უძრავი ნივთები მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულია მოსარჩელის პარტნიორთა კრების ოქმის, ხსენებულ უძრავ ნივთებზე მხარეთა შორის 30.03.2018წ. დადებული აღნაგობის ხელშეკრულებისა და ამ აღნაგობის ხელშეკრულების პირობების კორექტირებისა და ნასყიდობის შესახებ მხარეთა შორის 24.12.20149წ. დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, წინამდებარე შუამდგომლობაში მითითებული უძრავი ნივთები წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას, რომლითაც უნდა მოხდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2023 წლის 18 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებისა და მოსარჩელის საკასაციო საჩივარის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს მიერ სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულება;
19.11. ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საკასაციო სასამართლოში წარდგენილია კერძო საჩივარი, რომლითაც მოსარჩელე ასაჩივრებს გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.11.2023წ. განჩინებას და ითხოვს დადგინდეს, მოსარჩელის მიერ წინამდებარე შუამდგომლობაში მითითებული ცამეტი უძრავი ნივთიდან (რომელთა ჯამური მოცულობიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიეკუთვნა 420 კვ.მ ფართი), რომელთა ჯამური მოცულობა მეტია ვიდრე 420 კვ.მ ფართი, გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს ნებისმიერი საკადასტრო კოდიდან, თუ თითოეული საკადასტრო კოდიდან შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის გაანგარიშებით. ამდენად, დასახელებული უძრავი ნივთების ბედი ჯერ კიდევ უცნობია, სადავოა და არცერთი მათგანის გასხვისება არ უნდა მოხდეს მანამ, სანამ არ მიიღება საკასაციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილება როგორც საკასაციო, ისე კერძო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ნაწილობრივ განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
21. კასატორი წარმოდგენილი განცხადებით ითხოვს მოპასუხისათვის მისი კუთვნილი ცამეტი უძრავი ქონების (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტი) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვას.
22. წინამდებარე საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა ქ. თბილისში, ........... მდებარე, მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: ს.კ. N ........, ს.კ. N........, ს.კ. N ........, ს.კ. N........, ს.კ. N......... აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში; ამასთან, მოსარჩელემ 2023 წლის 27 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა მოპასუხისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........, სასტუმროს N149, ს.კ. N........ და ქალაქი თბილისი, ........, სასტუმრო N150, ს.კ. N........, გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინა საჩივარი, რაც იმავე სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. საკასაციო სასამართლოს საჩივარზე ჯერ არ უმსჯელია.
23. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის განცხადება იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვს მოპასუხეს აეკრძალოს ქ. თბილისში, ......... მდებარე, მისი კუთვნილი შემდეგი საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: N........, N........, N........, N........ და N........, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან აღნიშნულ უძრავ ქონებებზე უკვე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება და მოპასუხეს აკრძალული აქვს მათი გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
24. საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიიჩნევს, რომ კასატორის განცხადება იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვს მოპასუხეს აეკრძალოს ქ. თბილისში, .......... მდებარე, მისი კუთვნილი შემდეგი საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: N........ და N........, ასევე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან აღნიშნულ უძრავ ქონებებზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მოსარჩელეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ეთქვა უარი, რაც გასაჩივრებულია საჩივრით და ამჟამად საკასაციო სასამართლოში მიმდინარეობს საჩივრის განხილვა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისას XXIII თავით მოწესრიგებული სარჩელის უზრუნველყოფის ნორმების გამოყენებას.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
28. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს ამგვარი ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი). იგივე სტანდარტი მოქმედებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაშიც.
29. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს მისი აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს, ვინაიდან საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ასევე ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც და ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“).
30. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებიდან. ამგვარი შეფასებისას დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (იხ. სუსგ საქმე №ას-449-431-2016, 07 ივლისი, 2016 წელი).
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს - მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
32. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ითხოვს მოპასუხისათვის მისი კუთვნილი ცამეტი უძრავი ქონების (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტი) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვას. კასატორი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას ასაბუთებს იმით, რომ მოპასუხემ უკვე გაასხვისა მისი კუთვნილი რამდენიმე ქონება, ხოლო უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში მითითებული ქონებებიდან 6 ქონებაზე საჯარო რეესტრში წადგენილი აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებები და დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება მათი გასხვისების თაობაზე.
33. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ წინამდებარე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კერძოდ, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჯამურად 420 კვ.მ-ის ოდენობით, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მხარეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივრები და ამჟამად საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში მიმდინარეობს; გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე დართულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.11.2023წ. განცხადების მიღების ბარათები: N24656266, N24656029, N24656097, N24656356, N24656305 და N24656125, საიდანაც ირკვევა, რომ განცხადებაში მითითებულ რამდენიმე (ჯამში 6) ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია განცხადებები, რომლებითაც მოთხოვნილია უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე; განცხადებაზე ასევე დართულია 29.11.2023წ. აღნიშნული უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებები; ამასთან, კასატორის განმარტებით, მოპასუხემ წინამდებარე საქმეში სადავო ოთხი ქონება უკვე გაასხვისა (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების 19.3 პუნქტი).
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს წინამდებარე საქმეში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, თუმცა სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის მიკუთვნებული უძრავი ქონების, ჯამში 420 კვ.მ-ის ფარგლებში.
35. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ წინამდებარე საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა ქ. თბილისში, .........., მე-12 სართულზე მდებარე 218,53 კვ.მ ფართობის მქონე N160 საზაფხულო ფართიდან (ს.კ. N........) მის საკუთრებად რეგისტრირებული 39,34 კვ.მ ფართის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ხოლო, იმავე სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: ს.კ. ........ (97,10 კვ.მ), ს.კ. ........ (59,80 კვ.მ), ს.კ. ........ (14,85 კვ.მ), ს.კ. ........ (14,85 კვ.მ), ს.კ. ........ (14,85 კვ.მ). დასახელებული უძრავი ქონებები მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თბილისი, .........
36. ამდენად, წინამდებარე საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს აკრძალული აქვს თბილისში, .......... მდებარე მისი კუთვნილი 240,79 კვ.მ ფართის უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
37. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიეკუთვნა თბილისში, ............ მდებარე, მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებიდან 420 კვ.მ, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნეს დამატებით აღნიშნულ მისამართზე მდებარე ოთხ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, მოპასუხეს აეკრძალოს მისი კუთვნილი შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, მდებარე:
- ქ. თბილისი, .........., ს.კ. N........ (39,43 კვ.მ);
- ქ. თბილისი, ......., ს.კ. N........ (80,51 კვ.მ);
- ქ. თბილისი, ........., ს.კ. N........ (28,54 კვ.მ);
- ქ. თბილისი, .........., ს.კ. N........ (58,69 კვ.მ).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 193-ე, 194-ე, 284-ე მუხლებით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ზ.თ–ის“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „ზ.თ–ის“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დარჩეს განუხილველი ლ.გ–ისათვის მისი კუთვნილი შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის მოთხოვნის ნაწილში, მდებარე:
- ქ. თბილისი, ........, სართული 11, სასტუმრო N151, ს.კ. N........, 97,10 კვ.მ;
- ქ. თბილისი, ........, სართული 6, სასტუმრო N76, ს.კ. N........, 59,80 კვ.მ;
- ქ. თბილისი, ........, სართული -1, ავტოსადგომი N10, ს.კ. N........, 14,85 კვ.მ;
- ქ. თბილისი, ........, სართული -1, ავტოსადგომი N11, ს.კ. N........, 14,85 კვ.მ;
- ქ. თბილისი, ........, სართული -1, ავტოსადგომი N12, ს.კ. N........, 14,85 კვ.მ;
- ქ. თბილისი, ..........., სასტუმრო N149, ს.კ. N........;
- ქ. თბილისი, ........... სასტუმრო N150, ს.კ. N........;
3. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ლ.გ–ს (პ.ნ. ..........) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........, სართული 3, ბინა N18, ს.კ. N........; ქ. თბილისი, ........, სართული 3, ბინა N17, ს.კ. N........; ქ. თბილისი, ........, სართული 6, სასტუმრო N72, ს.კ. N........ და ქ. თბილისი, ........, სართული 12, სასტუმრო N153, ს.კ. N........, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი