Facebook Twitter

საქმე №ას-1373-2023 13 დეკემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „ზ.თ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრისა და იმავე სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ზ.თ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „საჩივრის ავტორი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.გ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:

- ძირითადი ვალდებულების ანაზღაურების სახით, 290 000 აშშ დოლარის გადახდის ნაცვლად, მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხოს სულ 763,16 კვ.მ მოცულობის უძრავი ქონება მოპასუხის უძრავი ქონებიდან, მდებარე: თბილისი, სოფ. დიღომი, ოთხი ათასი მესხის I ჩიხი, N2ა, რომელიც რეგისტრირებულია შემდეგი საკადასტრო კოდებით:

N.........., მე-2 სართული, ბინა 9, 47,57 კვ.მ;

N.........., მე-3 სართული, ბინა 18, 39,43 კვ.მ;

N..........., მე-6 სართული, სასტუმრო 66, 40,05 კვ.მ;

N............, მე-11 სართული, სასტუმრო 151, 97,10 კვ.მ;

N............, მე-6 სართული, სასტუმრო 76, 59,80 კვ.მ;

N............, მე-12 სართული, სასტუმრო 160, საერთო 218,53 კვ.მ-დან მოპასუხის საკუთრებაში არსებული 39,34 კვ.მ;

N........, პირველი სართულის მე-2 ბინა, საერთო 221,1 კვ.მ-დან მოპასუხის საკუთრებაში არსებული 132,93 კვ.მ;

N..........., მე-3 სართული, ბინა 17, 80,51 კვ.მ;

N........., მე-6 სართული, სასტუმრო 72, 28,54 კვ.მ;

N..........., მე-12 სართული, სასტუმრო 153, 58,69 კვ.მ-დან 23,96 კვ.მ;

N............, მე-11 სართული, სასტუმრო 150, 275,62 კვ.მ-დან 173,93 კვ.მ;

- 10 თვეზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ნაწილში, 29 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაცვლად, მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხოს მოპასუხის უძრავი ქონებიდან, მდებარე: თბილისი, სოფ. ........., N2ა, 76,31 კვ.მ-ის მოცულობის შემდეგი საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონება: N..........., მე-12 სართული, სასტ. 153, 58,69 კვ.მ-დან 34,73 კვ.მ;

N............, მე-12 სართული, სასტუმრო 152, 53,21 კვ.მ-დან 41,58 კვ.მ;

- მოპასუხეს 2021 წლის 15 მაისის შემდგომ პერიოდზე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ძირითადი ვალდებულების 1%-ის სახით, მიუღებელი ზიანის ნაწილში, ვალდებულების ანაზღაურება და, შესაბამისად, ვალდებულების სრულად შესრულების დღემდე, ყოველი 380 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცეს პროპორციული მოცულობის უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, .........., N2ა, შემდეგი საკადასტრო ერთეულებიდან:

N............, მე-12 სართული, სასტუმრო 152, 53,21 კვ.მ-დან დარჩენილი 11,63 კვ.მ;

N .........., მე-11 სართული, სასტუმრო 149, 312,17 კვ.მ;

N ..........., სართული 1, საოფ. ფართი N1, 126,50 კვ.მ;

N ..........., სართული 2, ბინა N12, 51,52 კვ.მ;

N ..........., ავტოსადგომი N10, -1 სართული, 14,85 კვ.მ;

N..........., ავტოსადგომი N11, -1 სართული, 14,85 კვ.მ; N........, ავტოსადგომი N12, -1 სართული, 14,85 კვ.მ;

ასევე, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ჭიათურა, ........., ს.კ. N............, საერთო ფართით 157 კვ.მ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 03 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:

- ქ. თბილისი, ........., N2ა, სართული 3, ბინა N18, ს.კ. N..........;

- ქ. თბილისი, ........., N2ა, სასტუმრო N149, სართული 11, ს.კ. N .......;

- ქ. თბილისი, ........., სასტუმრო N153, სართული 12, ს.კ. N ............;

- ქ. თბილისი, ........., N2ა, სართული 2, ბინა N9, ს.კ. N........;

- ქ. თბილისი, ........., N2ა, სასტუმრო N72, სართული 6, ს.კ. N.............;

- ქ. თბილისი, ........., სასტუმრო N66, სართული 6, ს.კ. N..........;

- ქ. თბილისი, .........., N2ა, სართული 2, ბინა N12, ს.კ. N.........;

- ქ. თბილისი, .........., N2ა, სართული 3, ბინა N17, ს.კ. N............;

- ქ. თბილისი, ........., N2ა, სასტუმრო N150, სართული 11, ს.კ. N............;

- ქ. თბილისი, ........., N2ა, სასტუმრო N152, სართული 12, ს.კ. N.............;

- ქ. თბილისი, ........., N2ა, საოფისე ფართი N1, სართული 1, ს.კ. N............;

- ქ. ჭიათურა, ..........., ს.კ. N............

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა ქ. თბილისში, .........., მე-12 სართულზე მდებარე 218,53 კვ.მ ფართობის მქონე N160 საზაფხულო ფართიდან (ს.კ. N.........) მის საკუთრებად რეგისტრირებული 39,34 კვ.მ ფართის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:

- ს.კ.N........., სართული 11, სასტუმრო 151, 97,10 კვ.მ;

- ს.კ.N.........., სართული 6, სასტუმრო 76, 59,80 კვ.მ;

- ს.კ.N.........., სართული 1, ავტოსადგომი 10, 14,85 კვ.მ;

- ს.კ.N.........., სართული 1, ავტოსადგომი 11, 14,85 კვ.მ;

- ს.კ.N.........., სართული 1, ავტოსადგომი 12, 14,85 კვ.მ.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა მოცემულ საქმეზე იმავე სასამართლოს 2020 წლის 03 აგვისტოს, 2020 წლის 31 აგვისტოს და 2021 წლის 31 მაისის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

7. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 მარტის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში განეხორციელებინა მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 139 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შეტანის გზით.

9. ვინაიდან მოსარჩელემ ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოს არ წარუდგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 139 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 03 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განჩინებით.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჯამურად 420 კვ.მ-ის ოდენობით, მდებარე: ქალაქი თბილისი, ............., N2ა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. მოსარჩელემ 2023 წლის 27 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა მოპასუხისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ............. N2ა, სასტუმრო N149, ს.კ. N........ და ქალაქი თბილისი, ........., სასტუმრო N150, ს.კ. N ........, გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე, 191.1 მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებულ უძრავ ქონებებზე ამგვარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი უკვე იყო სასამართლოს მსჯელობის საგანი 2023 წლის 19 მაისის შუამდგომლობის ფარგლებში, რის დაკმაყოფილებაზეც აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განჩინებით ეთქვა უარი. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები.

14. მოსარჩელემ საააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინა საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.

15. საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

15.1. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის განცხადება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ხსენებულ უძრავ ქონებებზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უკვე იყო სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, რომელიც 2023 წლის 22 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. თუმცა, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა რამდენიმე გარემოებაზე: 22 მაისის შემდგომ, სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა (საკუთრებაში აღირიცხოს 420 კვ.მ), ხოლო განმცხადებლის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაა, რომელიც არაუზრუნველყოფილია. კერძოდ, 2020 წლის 31 აგვისტოს და 2021 წლის 31 მაისის განჩინებებით მოპასუხისათვის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა გავრცელებულია მხოლოდ 240 კვ.მ ფართზე, ხოლო 200 კვ.მ შესაძლოა ნებისმიერ დროს გაასხვისოს მოპასუხემ;

15.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 და 24 მაისის განჩინებებით მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებულ სადავო უძრავ ქონებებზე გაუქმდა პირველი ინსტანციის მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც შემდგომ გასაჩივრდა და განსახილველად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დასახელებული განჩინებები დარჩა ძალაში. შესაბამისად, აღნიშნული ქონება მესაკუთრემ შესაძლოა ნებისმიერ დროს გაასხვისოს ან დატვირთოს იპოთეკით;

15.3. მიმდინარე წლის აგვისტოში უ.ა–ძესა და მოპასუხეს შორის დაიწყო სამართლებრივი დავა, რომლის ფარგლებშიც უძრავ ქონებაზე გავრცელებულია აკრძალვები. თუმცა, ამ დავის მხარეს არ წარმოადგენს მოსარჩელე და შეუძლებელია აღნიშნულზე რაიმე კონტროლის განხორციელება. ამასთან, უ.ა–ძე წარმოადგენს მოპასუხის ოჯახის ახლობელს და შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს შეთანხმებულ მოქმედებას, შესაბამისად, შესაძლოა ნებისმიერ დროს გაუქმდეს აკრძალვები, რაც კიდევ უფრო გაართულებს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას;

15.4. საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, მოპასუხემ არაერთხელ სცადა ქონების გასხვისება, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგაც, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით აკრძალვის გაუქმებამდე შეჩერდა გარიგების რეგისტრაცია. აღნიშნული შეზღუდვა გაუქმებულია უზენაესი სასამართლოს მიერ, ხოლო მოპასუხემ 2023 წლის 25 იანვარს აკრძალვის გაუქმების მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, შესაბამისად, მესაკუთრემ აღნიშნული ქონება შესაძლოა ნებისმიერ დროს დატვირთოს იპოთეკით ან/და გაასხვისოს მესამე პირზე.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

17. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა და მიუთითა, რომ წინამდებარე საჩივარში, გარდა იმ საფუძვლებისა, რაც მხარეს 2023 წლის 27 სექტემბრის განცხადებაში ჰქონდა მითითებული, დამატებით წარდგენილი არ ყოფილა რაიმე სახის ინფორმაცია ან მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მის მიერ მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველს მისცემდა.

18. მოსარჩელემ 2023 წლის 27 ნოემბერს საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება ზემოაღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე. კერძოდ, საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 04.10.2023წ. განჩინებით შეწყდა უ.ა–ძესა და ლ.გ–ს შორის არსებული სამოქალაქო დავა და იმავე განჩინებით გაუქმდა უძრავ ქონებაზე: ს.კ. N.......... და N......, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები, რაც ეჭვგარეშეა, რომ გაართულებს სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგან მოპასუხე აუცილებლად გაასხვისებს აღნიშნულ ქონებას.

19. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ნოემბრის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.

21. ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

23. კასატორმა წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრით ასევე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. კერძოდ, მოითხოვა მოპასუხეს აეკრძალოს ქ. თბილისში, ........, N2ა-ში მდებარე მისი კუთვნილი შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:

ს.კ. N.........., ფართი 39,43 კვ.მ;

ს.კ. N.........., ფართი 97,10 კვ.მ;

ს.კ. N.........., ფართი 59,80 კვ.მ;

ს.კ. N.........., ფართი 80,51 კვ.მ;

ს.კ. N.........., ფართი 28,54 კვ.მ;

ს.კ. N..........., ფართი 58,69 კვ.მ;

ს.კ. N..........., ფართი 275,62 კვ.მ;

ს.კ. N.........., ფართი 312,17 კვ.მ;

ს.კ. N.........., ფართი 51,52 კვ.მ;

ს.კ. N.........., ფართი 53,21 კვ.მ;

ს.კ. N.........., ფართი 14,85 კვ.მ;

ს.კ. N.........., ფართი 14,85 კვ.მ;

ს.კ. N..........., ფართი 14,85 კვ.მ.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, მოსარჩელის განცხადება დარჩა განუხილველი მოპასუხისათვის ქ. თბილისში, .............., N2ა-ში მდებარე მისი კუთვნილი შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის მოთხოვნის ნაწილში:

ს.კ. N............, 97,10 კვ.მ;

ს.კ. N............, 59,80 კვ.მ;

ს.კ. N............, 14,85 კვ.მ;

ს.კ. N............, 14,85 კვ.მ;

ს.კ. N............, 14,85 კვ.მ;

ს.კ. N............;

ს.კ. N............;

ხოლო, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა ქ. თბილისში, ..........., N2ა-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:

ს.კ. N............;

ს.კ. N............;

ს.კ. N............;

ს.კ. N.............

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

25. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

28. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელისათვის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება, ასევე, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ წევრი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. მისი თქმით, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).

33. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი − აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება, თუმცა, იმავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და, ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება მისი აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში.

34. საკასაციო პალატა, ასევე აღნიშნავს, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. სუსგ საქმე Nას-1578-2018, 14 დეკემბერი, 2018 წელი).

35. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კერძოდ, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჯამურად 420 კვ.მ-ის ოდენობით, მდებარე: ქალაქი თბილისი, ............., N2ა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა; აღნიშნული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

36. დადგენილია აგრეთვე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 აგვისტოს და 2021 წლის 31 მაისის განჩინებებით მოპასუხეს აეკრძალა ქ. თბილისში, ..........., მე-12 სართულზე მდებარე 218,53 კვ.მ ფართობის მქონე N160 საზაფხულო ფართიდან (ს.კ. N.........) მის საკუთრებად რეგისტრირებული 39,34 კვ.მ ფართის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ასევე, იმავე მისამართზე მდებარე მისი კუთვნილი შემდეგი უძრავი ქონების: ს.კ. N .........., 97,10 კვ.მ; ს.კ. N........., 59,80 კვ.მ; ს.კ. N.........., 14,85 კვ.მ; ს.კ. N.........., 14,85 კვ.მ; ს.კ. N.........., 14,85 კვ.მ, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ამასთან, 2023 წლის 05 დეკემბერს კასატორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 დეკემბრის განჩინებით, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა ქ. თბილისში, ........... მდებარე მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების: ს.კ. N........, 39,43 კვ.მ; ს.კ. N......., 80,51 კვ.მ; ს.კ. N........, 28,54 კვ.მ; ს.კ. N......., 58,69 კვ.მ, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; კასატორი აღნიშნული განცხადებით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ასევე ითხოვდა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებაზე: ს.კ N......... და ს.კ. N.........., თუმცა აღნიშნულ ნაწილში მისი განცხადება დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ დასახელებულ უძრავ ქონებებზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მოსარჩელეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ეთქვა უარი და საკასაციო სასამართლოში მიმდინარეობდა მასზე წარდგენილი წინამდებარე საჩივრის განხილვა.

37. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსახილველ საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 აგვისტოს და 2021 წლის 31 აგვისტოს განჩინებებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აკრძალული აქვს თბილისში, .........., N2ა-ში მდებარე მისი კუთვნილი, ჯამში 240,79 კვ.მ ფართის უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ხოლო, საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 05 დეკემბრის განჩინებით გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა იმავე მისამართზე მდებარე, მისი კუთვნილი, ჯამში 207,17 კვ.მ ფართის უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ამდენად, დასახელებული განჩინებებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია 447,96 კვ.მ ფართის უძრავ ქონებაზე, რაც სრულად უზრუნველყოფს სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლითაც მოსარჩელეს მიეკუთვნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული 420 კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, .............

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 აგვისტოს და 2021 წლის 31 მაისის განჩინებებით, ასევე, საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 05 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის ინტერესი - აღსრულდეს წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის (მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილებით მიკუთვნებული უფლების) მოცულობის ადეკვატური, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს დამატებით მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე: ს.კ. N........... და ს.კ N........., გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, რაც მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ზ.თ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის და იმავე სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებები დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი