საქმე №ა-5379-შ-163-2023 4 დეკემბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.კ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – კ.კ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბენეშოვის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის №12C 13/2021-28 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბენეშოვის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის №12C 13/2021-28 გადაწყვეტილებით ჩეხოვაში დაბადებული ცოლის -კ.კ–ასა და ქმრის - მ.კ–ას შორის 6.2.1999-ში საქართველოში, თბილისში დადებული ქორწინება გაუქმდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ.კ–ამ და მოითხოვა ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბენეშოვის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის №12C 13/2021-28 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.
3. ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბენეშოვის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის №12C 13/2021-28 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მხარეებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით.
4. საცნობი გადაწყვეტილების თანახმად, იგი გასაჩივრებას არ ექვემდებარება და კანონიერ ძალაშია 2021 წლის 12 აპრილიდან.
5. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მ.კ–ას შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბენეშოვის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის №12C 13/2021-28 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ.კ–ას შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბენეშოვის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის №12C 13/2021-28 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც მ.კ–ა და კ.კ–ა განქორწინდნენ, ერთობლივი განცხადების საფუძველზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
9. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
10. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბენეშოვის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის №12C 13/2021-28 გადაწყეტილება, რომლითაც კლდარა კოდუასა და მ.კ–ას ქორწინება გაუქმდა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ რაკი სასამართლომ დააკმაყოფილა მეუღლეების ერთობლივი შეთანხმება ქორწინების გაუქმების თაობაზე, გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელია.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.კ–ას შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბენეშოვის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის №12C 13/2021-28 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბენეშოვის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის №12C 13/2021-28 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე მ.კ–ა და მოპასუხე კ.კ–ა განქორწინდნენ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
თ. ძიმისტარაშვილი