Facebook Twitter

საქმე №ა-2367-შ-70-2022 21 დეკემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს „ჯ.გ.ე.რ.“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–ია“, შპს „რ.დ–ი“, შპს „რ.ა.დ–ი“, რ.კ.დ.ლ–ი, ღ.ს.ს. რ.დ–ი, რ.ა.ხ.ს.ო–ო, შპს „ი.ე.პ–ი“

განჩინება, რომლითაც დადგინდა შეზღუდვა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.06.2022 წლის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის ნაწილობრივ გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის 31.01.2022 წლის გადაწყვეტილებით (საარბიტრაჟო საქმე №V 2018/021) (შემდგომში „საარბიტრაჟო გადაწყვეტილება“):

1.1. კ. „ბ.ა–ს“ და გ.მ–ძეს დაეკისრათ ცალ-ცალკე და სოლიდარულად 731 792,07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.დ–ისთვის“ (სარჩელი 2);

1.2. - კ. „ტ.პ–ს“ დაეკისრა 2 578 981,78 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.დ–ისთვის“;

- გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 2 578 981,78 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.დ–ისთვის“, თუ კს „ტ.პ–ისგან“ თანხის ამოღება წარუმატებელი იქნება (სარჩელი 3);

1.3. - გ.მ–ძეს დაეკისრა 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.დ–ისთვის“;

- კ. „ბ.დ–ს“ დაეკისრა 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „ი.ე.პ–ისთვის“;

- გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „ი.ე.პ–ისთვის“, თუ კს „ბ.დ–ისგან“ თანხის ამოღება წარუმატებელი იქნება;

- გ.მ–ძის და კს „ბ.დ–ის“ ვალდებულებები დამოუკიდებელი და ალტერნატიულია. თანხა 7 310 845,25 უნდა იქნას გადახდილი ერთხელ, რომელიმე ერთი მხარის მიერ (სარჩელი 7);

1.4. გ.მ–ძეს დაეკისრა 204 489,41 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.დ–ისთვის“, რაც წარმოადგენს დარჩენილ თანხას, როცა ამ სარჩელის დეპონირებული თანხა 495 755 აშშ დოლარი იქნება გათავისუფლებული ამ საბოლოო გადაწყვეტილებით და გამოაკლდება დაკისრებულ 700 244,41 აშშ დოლარს (სარჩელი 8);

1.5. ჯ.გ.ე.რ.ს დაეკისრა 973 556,15 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.დ–ისთვის“ (სარჩელი 11);

1.6. - კს „ტ.პ–ს“ დაეკისრა 463 604,22 ევროს და 215 538,07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იასთვის“;

- გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 463 604,22 ევროს და 215 538,07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იასთვის“, თუ კს „ტ.პ–ისგან“ თანხის ამოღება იქნება წარუმატებელი (სარჩელი 16);

1.7. გ.მ–ძეს დაეკისრა 4 606 130,33 ლარის გადახდა შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იასთვის“ (სარჩელი 17);

1.8. კ. „მ–ის“ დაეკისრა 861 753,94 აშშ დოლარის გადახდა რ.კ.დ.ლ–ისთვის (სარჩელი 24);

2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ყველა სხვა სარჩელი და მოთხოვნა იქნა უარყოფილი (იხ. საბოლოო გადაწყვეტილების დადგენილების მე-14 პუნქტი), კერძოდ, არ დაკმაყოფილდა:

2.1. რ.ა.ხ.ს.ო–ოს სარჩელი გ.მ–ძისა და გ.ჯ–იას მიმართ (სარჩელი 1);

2.2. შპს „რ.ა.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძისა და ვ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 5);

2.3. შპს „რ.ა.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძისა და გ.ჯ–იას მიმართ (სარჩელი 6);

2.4. შპს „რ.დ–ისა“ და შპს „ი.ე.პ–ის“ სარჩელი ზ.ნ–ძისა და შპს „ლ.დ–ის“ მიმართ (სარჩელი 8);

2.5. შპს „რ.დ–ის“ და შპს „ი.ე.პ–ის“ სარჩელი ზ.ნ–ძისა და თ.ნ–ძის მიმართ (სარჩელი 9);

2.6. შპს „რ.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 10);

2.7. შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 12);

2.8. ღ.ს.ს. რ.დ–ის სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 13);

2.9. შპს „რ.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 14);

2.10. ღ.ს.ს. რ.დ–ის სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 15);

2.11. შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 19);

2.12. შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 20);

2.13. შპს „რ.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 21);

2.14. კს „მ.პ–სა“ და კს „ბ.დ–ის“ სარჩელი რ.ა.ხ.ს.ო–ოსა და ღ.ს.ს. რ.დ–ის მიმართ (ქართული მხარეების მოთხოვნა წილებზე);

2.15. გ.მ–ძისა და გ.ჯ–იას სარჩელი რ.ა.ხ.ს.ო–ოსა და ღ.ს.ს. რ.დ–ის მიმართ (ქართული მხარეების მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე).

3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 05.10.2018 წლის ბრძანება უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, 26.06.2020 წელს შეტანილი ცვლილებით, წყვეტს მოქმედებას წინამდებარე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით.

4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იამ“, შპს „რ.დ–მა“, შპს „რ.ა.დ–მა“, რ.კ.დ.ლ–მა, ღ.ს.ს. რ.დ–მა, რ.ა.ხ.ს.ო–ომ, შპს „ი.ე.პ–მა“ (შემდგომში „პირველი შუამდგომლობის ავტორები“) და მოითხოვეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, კერძოდ, პირველი შუამდგომლობის ავტორებმა მოითხოვეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმ ნაწილის ცნობა და აღსრულება, რომლითაც დაკმაყოფილდა მათი საარბიტრაჟო სარჩელები (წინამდებარე განჩინების 1.1-1.8 პუნქტები) და, ასევე, იმ ნაწილის ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის საარბიტრაჟო სარჩელები მათ მიმართ (წინამდებარე განჩინების 2.14-2.15 პუნქტები). პირველი შუამდგომლობის ავტორებმა მოითხოვეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმ ნაწილის ცნობა-აღსრულებაც, რომლითაც დადგინდა, რომ 05.10.2018 წლის ბრძანება უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, 26.06.2020 წელს შეტანილი ცვლილებით, წყვეტს მოქმედებას წინამდებარე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით (წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი). მხარემ მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაც.

5. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს, ასევე: გ.მ–ძემ, გ.ჯ–იამ, ზ.ნ–ძემ, თ.ნ–ძემ, ვ.მ–ძემ, შპს „ლ.დ–მა“ (შემდგომში „მეორე შუამდგომლობის ავტორები“) და მოითხოვეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობა, კერძოდ, მეორე შუამდგომლობის ავტორებმა მოითხოვეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმ ნაწილის ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის საარბიტრაჟო სარჩელები მათ მიმართ (წინამდებარე განჩინების 2.1-2.13 პუნქტები).

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.06.2022 წლის განჩინებით შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“, შპს „რ.დ–ის“, შპს „რ.ა.დ–ის“, რ.კ.დ.ლ–ის, ღ.ს.ს. რ.დ–ის, რ.ა.ხ.ს.ო–ოს განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ყადაღა დაედო გ.მ–ძის წილებს ხუთ საწარმოში, გ.მ–ძის საკუთრებაში არსებულ 18 ცეცხლსასროლ იარაღსა და ორ ავტომანქანას, გ.მ–ძის სახელზე საქართველოში გახსნილ ყველა საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხებს 11 000 000 აშშ დოლარის, 463 604,22 ევროსა და 4 606 130,33 ლარის ფარგლებში, კს „ბ.ა–ის“ სახელზე საქართველოში გახსნილ ყველა საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხებს 731 792,07 აშშ დოლარის ფარგლებში, კს „ტ.პ–ის“ სახელზე საქართველოში გახსნილ ყველა საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხებს 2794519,85 აშშ დოლარისა და 463604,22 ევროს ფარგლებში, კს „მ–ის“ სახელზე საქართველოში გახსნილ ყველა საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხებს 861753,94 აშშ დოლარის ფარგლებში, შპს „ჯ.გ.ე.რ.ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული კონკრეტული უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით შუამდგომლობები მიღებულ იქნა განსახილველად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.11.2023 წლის განჩინებით:

1) შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“, შპს „რ.დ–ის“, შპს „რ.ა.დ–ის“, რ.კ.დ.ლ–ის, ღ.ს.ს. რ.დ–ის, რ.ა.ხ.ს.ო–ოს, შპს „ი.ე.პ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

1.1) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის 31.01.2022 წლის გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო საქმე №V 2018/021) იმ ნაწილში, რომლითაც:

1.1.1) კს „ბ.ა–ს“ და გ.მ–ძეს დაეკისრათ ცალ-ცალკე და სოლიდარულად 731 792,07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.დ–ისთვის“ (სარჩელი 2);

1.1.2) კს „ტ.პ–ს“ დაეკისრა 2 578 981,78 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.დ–ისთვის“;

გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 2 578 981,78 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.დ–ისთვის“, თუ კს „ტ.პ–ისგან“ თანხის ამოღება წარუმატებელი იქნება (სარჩელი 3);

1.1.3) გ.მ–ძეს დაეკისრა 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.დ–ისთვის“;

კს „ბ.დ–ს“ დაეკისრა 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „ი.ე.პ–ისთვის“;

გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 7 310 845,25 აშშ დოლარის გადახდა შპს „ი.ე.პ–ისთვის“, თუ კს „ბ.დ–ისგან“ თანხის ამოღება წარუმატებელი იქნება;

გ.მ–ძის და კს „ბ.დ–ის“ ვალდებულებები დამოუკიდებელი და ალტერნატიულია. თანხა 7 310 845,25 უნდა იქნას გადახდილი ერთხელ, რომელიმე ერთი მხარის მიერ (სარჩელი 7);

1.1.4) გ.მ–ძეს დაეკისრა 204 489,41 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.დ–ისთვის“, რაც წარმოადგენს დარჩენილ თანხას, როცა ამ სარჩელის დეპონირებული თანხა 495 755 აშშ დოლარი იქნება გათავისუფლებული ამ საბოლოო გადაწყვეტილებით და გამოაკლდება დაკისრებულ 700 244,41 აშშ დოლარს (სარჩელი 8);

1.1.5) ჯ.გ.ე.რ.ს დაეკისრა 973 556,15 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.დ–ისთვის“ (სარჩელი 11);

1.1.6) კს „ტ.პ–ს“ დაეკისრა 463 604,22 ევროს და 215 538,07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იასთვის“;

გ.მ–ძეს დაეკისრა (მეორადად და ალტერნატიულად) 463 604,22 ევროს და 215 538,07 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იასთვის“, თუ კს „ტ.პ–ისგან“ თანხის ამოღება იქნება წარუმატებელი (სარჩელი 16);

1.1.7) გ.მ–ძეს დაეკისრა 4 606 130,33 ლარის გადახდა შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იასთვის“ (სარჩელი 17);

1.1.8) კს „მ–ის“ დაეკისრა 861 753,94 აშშ დოლარის გადახდა რ.კ.დ.ლ–ისთვის (სარჩელი 24);

1.2) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის 31.01.2022 წლის გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო საქმე №V 2018/021) იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა, რომ 05.10.2018 წლის ბრძანება უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, 26.06.2020 წელს შეტანილი ცვლილებით, წყვეტს მოქმედებას წინამდებარე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით;

1.3) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის 31.01.2022 წლის გადაწყვეტილების (საარბიტრაჟო საქმე №V2018/021) საბოლოო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტი (ყველა სხვა სარჩელი და მოთხოვნა უარყოფილია) იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა:

1.3.1) კს „მ.პ–სა“ და კს „ბ.დ–ის“ სარჩელი რ.ა.ხ.ს.ო–ოსა და ღ.ს.ს. რ.დ–ის მიმართ (ქართული მხარეების მოთხოვნა წილებზე);

1.3.2) გ.მ–ძისა და გ.ჯ–იას სარჩელი რ.ა.ხ.ს.ო–ოსა და ღ.ს.ს. რ.დ–ის მიმართ (ქართული მხარეების მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე).

2) გ.მ–ძის, გ.ჯ–იას, ზ.ნ–ძის, თ.ნ–ძის, ვ.მ–ძის, შპს „ლ.დ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის 31.01.2022 წლის გადაწყვეტილების (საარბიტრაჟო საქმე №V 2018/021) საბოლოო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტი (ყველა სხვა სარჩელი და მოთხოვნა უარყოფილია) იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა:

2.1) რ.ა.ხ.ს.ო–ოს სარჩელი გ.მ–ძისა და გ.ჯ–იას მიმართ (სარჩელი 1);

2.2) შპს „რ.ა.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძისა და ვ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 5);

2.3) შპს „რ.ა.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძისა და გ.ჯ–იას მიმართ (სარჩელი 6);

2.4) შპს „რ.დ–ისა“ და შპს „ი.ე.პ–ის“ სარჩელი ზ.ნ–ძისა და შპს „ლ.დ–ის“ მიმართ (სარჩელი 8);

2.5) შპს „რ.დ–ის“ და შპს „ი.ე.პ–ის“ სარჩელი ზ.ნ–ძისა და თ.ნ–ძის მიმართ (სარჩელი 9);

2.6) შპს „რ.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 10);

2.7) შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 12);

2.8) ღ.ს.ს. რ.დ–ის სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 13);

2.9) შპს „რ.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 14);

2.10) ღ.ს.ს. რ.დ–ის სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 15);

2.11) შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 19);

2.12) შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 20);

2.13) შპს „რ.დ–ის“ სარჩელი გ.მ–ძის მიმართ (სარჩელი 21).

3) გ.მ–ძეს, კს „ბ.ა–ს“, კს „ბ.დ–ს“, კს „ტ.პ–ს“, შპს „ჯ.გ.ე.რ–ს“, კს „მ–ის“, კს „მ.პ–ს“, გ.ჯ–იას დაეკისრათ შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“, შპს „რ.დ–ის“, შპს „რ.ა.დ–ის“, რ.კ.დ.ლ–ის, ღ.ს.ს. რ.დ–ის, რ.ა.ხ.ს.ო–ოს, შპს „ი.ე.პ–ის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2050 ლარის ოდენობით.

4) შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“ (ს/ნ: .....), შპს „რ.დ–ს“ (ს/ნ: ......), შპს „რ.ა.დ–ს“ (ს/ნ: .......), რ.კ.დ.ლ–ს (№....), ღ.ს.ს. რ.დ–ს (№.....), რ.ა.ხ.ს.ო–ოს, შპს „ი.ე.პ–ს“ (ს/ნ: ....) უკან დაუბრუნდათ შპს „ე.ჯ.ი.ო–ის“ (ს/ნ: .....) მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარი (საგადასახადო დავალება №1678105614, გადახდის თარიღი 06.03.2023წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5) გ.მ–ძეს (პ/ნ: .....), გ.ჯ–იას (პ/ნ: .....), ზ.ნ–ძეს (პ/ნ: .....), თ.ნ–ძეს (პ/ნ: .....), ვ.მ–ძეს (პ/ნ: ....), შპს „ლ.დ–ს“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდათ ნ.ს–ისა და თ.ვ–ის (პ/ნ: .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჯამურად 1950 ლარი (საგადახდო დავალება №15718306981, გადახდის თარიღი 11.01.2023წ., გადახდილი თანხა 150 ლარი; საგადასახადო დავალება №1855, გადახდის თარიღი 25.01.2023წ., გადახდილი თანხა 1800 ლარი) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ჯ.გ.ე.რ–მა“ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 21.06.2022 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ჯ.გ.ე.რ–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული კონკრეტული უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. განმცხადებლის მითითებით, შპს „ჯ.გ.ე.რ–მა“ სრულად შეასრულა მასზედ დაკისრებული ვალდებულება, რის დასტურადაც სასამართლოში წარმოადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, თანხის გადარიცხვის შესახებ ქვითარი დედნის სახით და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილი მასზე, რომ შპს „ჯ.გ.ე.რ–ისთვის“ დაკისრებული თანხა გადახდილია სრულად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შპს „ჯ.გ.ე.რ–ის“ განცხადება, რომელიც მოითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შპს „ჯ.გ.ე.რ–სთვის“ თანხის დაკისრების ნაწილში აღსრულებულია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლო სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-4 ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილი იყო ემსჯელა საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბირტაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, შესაბამისად, მისი აღსრულების უზრუნველყოფაზე, იგი ასევე უფლებამოსილია განიხილოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხიც.

12. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების გასვლისთანავე იგი უნდა გაუქმდეს.

13. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.06.2022 წლის განჩინებით შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეზღუდვა გავრცელდა გ.მ–ძის, კს „ბ.ა–ის“, კს „ტ.პ–ის“, კს „მ–ისა“ და შპს „ჯ.გ.ე.რ–ის“ მიმართ. ამ უკანასკნელს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული კონკრეტული უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (21.06.2022 წლის განჩინების მე-9 პუნქტი [9.1, 9.2, 9.3 ქვეპუნქტები]).

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.11.2023 წლის განჩინებით ცნობა-აღსრულების შესახებ წარმოდგენილი ორივე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი). წინამდებარე განცხადების განხილვის მიზნებისათვის, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს 20.11.2023 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის იმ პუნქტებზე, რომელთა თანახმად, განმცხადებელი - შპს „ჯ.გ.ე.რ–ი“ წარმოადგენს მოვალეს:

- 1.1) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის 31.01.2022 წლის გადაწყვეტილება (საარბიტრაჟო საქმე №V 2018/021) იმ ნაწილში, რომლითაც:

- 1.1.5) ჯ.გ.ე.რ–ს დაეკისრა 973 556,15 აშშ დოლარის გადახდა შპს „რ.დ–ისთვის“ (სარჩელი 11);

- 3) გ.მ–ძეს, კ. „ბ.ა–ს“, კს „ბ.დ–ს“, კს „ტ.პ–ს“, შპს „ჯ.გ.ე.რ.ს“, კს „მ–ის“, კ.„მ.პ–ს“, გ.ჯ–იას დაეკისრათ შპს „რ.ა.ხ.ი.ა.ჯ–იას“, შპს „რ.დ–ის“, შპს „რ.ა.დ–ის“, რ.კ.დ.ლ–ის, ღ.ს.ს. რ.დ–ის, რ.ა.ხ.ს.ო–ოს, შპს „ი.ე.პ–ის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2050 ლარის ოდენობით.

15. შპს „ჯ.გ.ე.რ–მა“ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით და მოითხოვა 21.06.2022 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ჯ.გ.ე.რ–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული კონკრეტული უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. განმცხადებლის მითითებით, შპს „ჯ.გ.ე.რ–მა“ სრულად შეასრულა მასზედ დაკისრებული ვალდებულება. განმცხადებელმა სასამართლოში წარმოადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, თანხის გადარიცხვის შესახებ ქვითარი დედნის სახით და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილი, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 28.11.2023 წელს გაცემულ №ა-2367-შ-70-2022 სააღსრულებო ფურცელზე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში შპს „ჯ.გ.ე.რ–სთვის“ დაკისრებული თანხა გადახდილია სრულად, მის მიმართ ზემოაღნიშნული საქმე აღსრულებულია და იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ მიმდინარეობს.

16. პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და შემდგომ მისი შენარჩუნების მიზანი არის გადაწყვეტილების აღსრულების გართულების ან შეუძლებლობის თავიდან აცილება. იმ პირობებში კი, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვალდებულება შპს „ჯ.გ.ე.რ–სთვის“ თანხის დაკისრების ნაწილში შესრულებულია, არ არსებობს მის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი, რაც მისი გაუქმების წინაპირობაა.

17. ყოველივე აღნიშნულიდან გამოდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება ნაწილობრივ - შპს „ჯ.გ.ე.რ–სთვის“ მის საკუთრებაში არსებული კონკრეტული უძრავი ნივთების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ნაწილში, უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, სსსკ-ის 284-ე, 285-ე, 191-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჯ.გ.ე.რ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.06.2022 წლის განჩინებით შპს „ჯ.გ.ე.რ–სთვის“ (ს/ნ: ....) დაწესებული მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა (21.06.2022 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 9, 9.1, 9.2, 9.3 პუნქტები):

2.1. გარდაბნის რაიონში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები შემდეგი საკადასტრო კოდებით: ........; .......; .......; .....; .....; .....; ......; ......; ......; .....; .....; .....; .....; ......; ......; ......; ......; .....; ......; ......; .....; .....; .....; .....; .....; .....; ....; .....; .....; ......; .....; .....; .....; .....; ....; .....; .....; .....; .....; .....; .....; ......; ......; .....; ......; ......; .....; .....; .....; ......; ......; .....; .....; .......; ......; ......; ......, ......; ......; ......; ......; ......; ......; .......; ......; ........;

2.2. გარდაბანის რაიონში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და შენობები შემდეგი საკადასტრო კოდებით: .........; .........; ..........; .......; .........; .........; ........; .......; .........; ......; ........; .........; .........; ........; ......; .........; .....;

2.3. გარდაბნის რაიონში მდებარე ტბები შემდეგი საკადასტრო კოდებით: ......; .......; ........; .......; .......; ......; ........; .......

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

რევაზ ნადარაია