28 ნოემბერი 2023 წელი
საქმე№ა-4734-შ-129-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ შ.პ.ს. ს.კ. „ა–ბა“
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ე.მ. კიზი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნოს რაიონის სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე № 2-1786/2014) და ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნოს რაიონის 2019 წლის 25 ივნისის განმარტება (საქმე № 2-1786/2014)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნოს რაიონის სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე № 2-1786/2014) ჩ.ა.გ. ოგლისა და დ.ე.მ. კიზის შ.პ.ს. ს.კ. „ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 1 174 550 რუბლი თითოეულს.
ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნოს რაიონის სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განმარტებით (საქმე № 2-1786/2014) დადგინდა შემდეგი: დ.ე.მ. კიზის შ.პ.ს. ს.კ. „ბ“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 173.10 რუბლი.
მოლოდეჩნოს რაიონის იძულებითი აღსრულების დეპარტამენტის 2021 წლის 22 ივლისის დადგენილებით, შეიცვალა სააღსრულებო წარმოების მხარე შ.პ.ს. ს.კ. „ბ–ი“ შ.პ.ს. ს.კ. „ასობა“_თი.
ს.კ. „ა–ბა“-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნოს რაიონის სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა (საქმე № 2-1786/2014) და ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნოს რაიონის 2019 წლის 25 ივნისის განმარტების (საქმე № 2-1786/2014), რომლითაც დ.ე.მ. კიზის შ.პ.ს. ს.კ. „ა“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 173.10 რუბლი, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით შ.პ.ს. ს.კ. „ა“-ს შუამდგომლობა, ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნოს რაიონის სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა (საქმე № 2-1786/2014) და ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნოს რაიონის 2019 წლის 25 ივნისის განმარტების (საქმე № 2-1786/2014) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ შუამდგომლობა და თანდართული მასალები გაეგზავნებოდა მოწინააღმდეგე მხარეს. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უფლება ჰქონდა, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შუამდგომლობა განიხილებოდა მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინება და შ.პ.ს. ს.კ. „ა“-ს შუამდგომლობა თანდართული მასალებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ორჯერ გაეგზავნა მოწინააღმდგე მხარეს - დ.ე.მ. კიზის საქმეში მითითებულ მისამართზე: ქ. მარნეული, ......, თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საფოსტო უკუგზავნილების თანახმად, "ადრესატი ამ მისამართზე არ ცხოვრობს“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველეყო დ.ე.მ. კიზისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებისა და შ.პ.ს. ს.კ. „ა“-ს შუამდგომლობის თანდართული მასალებით, ჩაბარება. მასვე დაევალა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის ეცნობებინა დასახელებული კორესპონდენციის ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს 2023 წლის 26 აპრილის წერილით ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე მითითებულ მისამართზე არ არის, რადგან პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება, შესაბამისად მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2023 წლის 01 ნოემბერს მიღებული იქნა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომლითაც ეცნობა დამირჩევა ელვინა მამედ კიზის, რომ შ.პ.ს. ს.კ. „ა“-ს შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნოს რაიონის სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა (საქმე № 2-1786/2014) და ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნოს რაიონის 2019 წლის 25 ივნისის განმარტების (საქმე № 2-1786/2014) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა განსახილველად და მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა საპროცესო უფლებები.
საჯარო შეტყობინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ.გვერდზე გასაჯაროვდა 2023 წლის 17 ნოემბერს.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით შ.პ.ს. ს.კ. „ა“-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნა და აღსასრულებლად მიექცა ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნოს რაიონის სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე № 2-1786/2014) და ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნოს რაიონის 2019 წლის 25 ივნისის განმარტება (საქმე № 2-1786/2014), რომლითაც დ.ე.მ. კიზის შ.პ.ს. ს.კ. „ა“-ს სასარგებლოდ 173.10 რუბლი დაეკისრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია დ.ე.მ. კიზის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინების თაობაზე აცნობოს საჯარო შეტყობინების გზით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვერ ხერხდება მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია, დ.ე.მ. კიზის აცნობოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების - საჯარო შეტყობინების მეშვეობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ეცნობოს დ.ე.მ. კიზის რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2023 წლის 28 ნოემბერს მიღებული იქნა შემდეგი შინაარსის განჩინება:
1.1. შ.პ.ს. ს.კ. „ა“-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
1.2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნოს რაიონის სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე № 2-1786/2014) და ბელორუსიის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მოლოდეჩნოს რაიონის 2019 წლის 25 ივნისის განმარტება (საქმე № 2-1786/2014), რომლითაც დ.ე.მ. კიზის შ.პ.ს. ს.კ. „ა“-ს სასარგებლოდ 173.10 რუბლი დაეკისრა.
1.3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
2. განემარტოს დ.ე.მ. კიზის რომ ზემოაღნიშნული განჩინება ჩაბარებულად ჩაითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-7 დღეს;
3. წინამდებარე განჩინების სარეზოლუციო ნაწილი განთავსდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე (www.ecd.court.ge);
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი