საქმე №ას-118-2023
25 დეკემბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ს.ი–ნი, მ.ჯ–ძე, რ.პ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთე კოლეგიის 2019 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს.ი–ნის, მ.ჯ–ძის და რ.პ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 აგვისტოს N2/22839-2016 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნოტარიუს ნ.გ–ვას მიერ 2013 წლის 26 აპრილს გაცემული N130415157, N130415107 და N130415137 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე წარმოებული აღსრულების პროცესის შეჩერების შესახებ; სს ,,ს.ბ–ის“ სარჩელზე შეწყდა წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.
2019 წლის 12 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.ბ–მა“ წარადგინა განცხადება და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა შეგებებული სარჩელის იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ........, საკადასტრო კოდი ........, მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში მემკვიდრებიის მ.ჯ–ძისა და ლ.ჯ–ძის რეგისტრირებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სს „ს.ბ–ის“ განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც სს ,,ს.ბ–ის“ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო, სს „ს.ბ–მა“ წარადგინა კერძო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 დეკემბრის განჩინებით სს ,,ს.ბ–ის’’ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება სს ,,ს.ბ–ის’’ შემდეგ სასარჩელო მოთხოვნაზე: ქ. თბილისში, ........ მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ...........) მესაკუთრეებად რეგისტრირებული იქნენ მემკვიდრეები მ.ჯ–ძე და ლ.ჯ–ძე;
2. სს ,,ს.ბ–ის’’ სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა - ქ. თბილისში, ......... მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ..........) მესაკუთრეებად მემკვიდრეების მ.ჯ–ძისა და ლ.ჯ–ძის რეგისტრირებას, დარჩა განუხილველი.
3. სხვა ნაწილში სს ,,ს.ბ–ი’’-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ს.ი–ნის, მ.ჯ–ძისა და რ.პ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ს.ი–ნის, მ.ჯ–ძის და რ.პ–ის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
2023 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეებმა წარმოადგინეს სანოტარო წესით დამოწმებული მორიგების აქტი, მოითხოვეს აღნიშნული მორიგების დამტკიცება და მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება (იხ. მორიგების აქტი - ტომი 4, ს.ფ. 491-497).
2023 წლის 29 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეებმა წარმოადგინეს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება და უძრავი ქონების ს/კ .......... ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული განცხადებით მხარეებმა დააზუსტეს მორიგების აქტის 2.4 და 2.12 პუნქტები და ჩამოაყალიბეს შემდეგნირად:
2.4. წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგად, კრედიტორის მიერ დაწყებულ სააღსრულებო წარმოების/აღსრულების ეტაპზე, წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 2.3 პუნქტით გათვალისწინებულ აღსასრულებელ თანხებს გამოაკლდება, წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმების შემდეგ მოვალეთა მიერ ვალდებულების შემცირების მიზნით გადახდილი თანხები;
2.12 მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებით უქმდება სამოქალაქო საქმის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 აგვისტოს N2/22839-2016 განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიბა, რომლის შესაბამისადაც შეჩერდა N130415137; N130415107 და N130415157 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე წარმოებული აღსრულების პროცესი.
2023 წლის 30 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2023 წლის 29 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადების დედანი დამოწმებული სანოტარო წესით.
2023 წლის 21 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეებმა წარმოადგინეს სანოტარო წესით დამოწმებული ერთობლივი განცხადება, რომლითაც დააზუსტეს მორიგების 2.10 პუნქტი და ჩამოაყალიბეს შემდეგნირად:
2.10 მხარეები აფიქსირებენ - სს „ს.ბ–ს“ მოვალეების მიმართ ამავე მორიგების აქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არ გააჩნია რაიმე პრეტენზია ან/და მოთხოვნა გარდა წინამდებარე მორიგების აქტით მხარეთა მიერ შეთანხმებულისა, ხოლო თავის მხრივ, მოვალეები ადასტურებენ, რომ სს „ს.ბ–ის“ მიმართ არ გააჩნიათ რაიმე მოთხოვნა ან/და პრეტენაზია და ასევე ადასტურებენ, რომ მოვალეებს მესამე პირებისთვის არ დაუთმიათ სს „ს.ბ–ის“ მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნა და სს „ს.ბ–ის“ მიმართ მოვალეთა მხრიდან არ არის აღძრული სხვა რაიმე სარჩელი გარდა წინამდებარე საქმეში წარმოდგენილისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ).
ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
განსახილველ საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული მორიგების აქტი და მისი ცვლილებები (იხ. ცვლილებები - ტომი 4, ს.ფ. 514-516; ს.ფ. 524-526) შემდეგი პირობებით:
1.1. მოვალეები - ს.ი–ნი (პ/ნ ........) და მ.ჯ–ძე (პ/ნ .......) იღებენ ვალდებულებას, 2024 წლის 26 ოქტომბრამდე სს „ს.ბ–ს“ სოლიდარულად გადაუხადონ:
- N 1170364 სესხზე - სესხის ძირი თანხა - 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;
- N 856521 სესხზე - სესხის ძირი თანხა - 475719.93 (ოთხას სამოცდათხუთმეტი ათას შვიდას ცხრამეტი აშშ დოლარი და ოთხმოცდაცამეტი ცენტი) აშშ დოლარი;
- N 656528 სესხზე - სესხის ძირი თანხა - 225098.02 (ორას ოცდახუთი ათას ოთხმოცდათვრამეტი აშშ დოლარი და 2 ცენტი) აშშ დოლარი;
- სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯი: 389.7 ლარი;
- N 3659432 სესხზე - სესხის ძირი თანხა - 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი;
1.2. მოვალეების (მ.ჯ–ძე (პ/ნ .........), ს.ი–ნი (პ/ნ .......), რ.პ–ი (პ/ნ ..........), ლ.ჯ–ძე (პ/ნ .........)) მიერ წინამდებარე მორიგების აქტის 1.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დათქმულ ვადაში სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ისინი სრულად თავისუფლდებიან სს „ს.ბ–ის“ მიმართ N1170364, N3659432, N856521 და N856528 სესხებიდან გამომდინარე დარჩენილი დავალიანების (სესხის საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო) გადახდისაგან;
1.3. მოვალეების მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 1.1 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, სს „ს.ბ–ი“ უფლებამოსილია, დამატებითი დასაბუთებისა და მტკიცებულების წარდგენის გარეშე მიმართოს უფელაბამოსილ სასამართლოს, წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 1.1. პუნქტში მითითებული თანხ(ებ)ის და მათზე მორიგების აქტის მორიგების პირობების წინამდებარე პუნქტის შესაბამისად, დარიცხულ საპროცენტო სარგებელზე/პირგასამტეხლოზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. კერძოდ, მოვალეთა მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 1.1 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, სს „ს.ბ–ის“ მიერ სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი აღსასრულებელი მოთხოვნების მოცულობები განისაზღვრება (იქნება):
- N 856528 სესხზე - სესხის ძირი თანხა - 225098.02 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 47272.07 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 22000 აშშ დოლარი;
- N 856521 სესხზე - სესხის ძირი თანხა - 475719.93 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 88053.80 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 45000 აშშ დოლარი;
- N 3659432 სესხზე - სესხის ძირი თანხა - 5000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 8587.77 აშშ დოლარი;
- N1170364 სესხზე - სესხის ძირი თანხა - 25000 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4746.58 ლარი, პირგასამტეხლო - 2000 ლარი;
- 2013 წლის სანოტარო სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯი: 389.7 ლარი
- NA13025870 სააღსრულებო საქმის ფარგლებში სს „ს.ბ–ის“ მიერ გადახდილი სააღსრულებო ხარჯი - 30455.42 ლარი;
1.4. წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგად, კრედიტორის მიერ დაწყებულ სააღსრულებო წარმოების/აღსრულების ეტაპზე, წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ აღსასრულებელ თანხებს გამოაკლდება, წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმების შემდეგ მოვალეთა მიერ ვალდებულების შემცირების მიზნით გადახდილი თანხები;
1.5. მოვალეები სადაოდ არ ხდიან წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებამდე სს „ს.ბ–სა“ და მოპასუხეებს, ასევე შ.ი–ს შორის არსებული საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე (საკრედიტო ურთიერთობებთან დაკავშირებულ) განხორციელებულ სამართლებრივ მოქმედებებს და განხორციელებულ დაფარვებს. ამასთან, წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული იპოთეკის უფლებები და თავდებობის ხელშეკრულებები ინარჩუნებს ძალას წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად;
1.6. მხარეები თანხმდებიან, რომ: წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების „1.3“ პუნქტით გათვალისწინებული დავალიანების (ასევე, აღნიშნულ დავალიანებასთან დაკავშირებული სააღსრულებო, სასამართლოს ან/და სხვა ხარჯის) დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ იქნება მიქცეული, ს.ბ–ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონებები:
ა) უძრავი ქონება მდებარე - ქალაქი თბილისი, ქუჩა ........, ბინა N27 (საკადასტრო კოდი: .......);
ბ) უძრავი ქონება მდებარე - ქალაქი თბილისი, ......., N4/6 (საკადასტრო კოდი: .......);
გ) უძრავი ქონება მდებარე - ქალაქი თბილისი, ქუჩა .......... - 226.52 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: .......);
1.7. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული სასესხო დავალიანებების დაფარვის გადახდების დარღვევად მიიჩნევა, წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 1.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევა. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების შესრულების მიზნით სს „ს.ბ–ის“ ანგარიშებზე შეტანილ იქნება თანხა, მაგრამ თანხის დანიშნულებისამებრ ჩამოჭრა შეუძლებელი გახდება ამ ანგარიშებზე სხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ყადაღის ან/და ინკასოს ან/და სხვა შეზღუდვის გამო ან/და აღნიშნული თანხა საჭირო იქნება მოვალეთა სხვა მიმდინარე დავალიანების დასაფარად, მოვალის მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება ასეთ შემთხვევაშიც ჩაითვლება დარღვეულად;
1.8. სს „ს.ბ–ი“ უფლებამოსილია მისთვის (სს „ს.ბ–ისთვის“) მისაღები ოდენობით მოვალეთა ან/და იპოთეკის საგნის მესაკუთრეთა მხრიდან დავალიანების შემცირების სანაცვლოდ ან აღნიშნულის გარეშე გააუქმოს იპოთეკა ნებისმიერ უძრავ ქონებაზე და აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს მოვალის დარჩენილი ვალდებულების შესრულებაზე, თუ სს „ს.ბ–ი“ სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს. იმ შემთხევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ან/და გამოთავისუფლებით ან/და ნებისმიერი ფორმით გასხვისების (მათ შორის უძრავი ქონების სს „ს.ბ–ის“ საკუთრებაში გადაცემის) შემთხვევაში მიღებული თანხა ვერ ფარავს მოვალეების სს „ს.ბ–ის“ მიმართ არსებულ დავალიანებას, აღსრულება გაგრძელდება მ.ჯ–ძის ან/და ს.ი–ნის ნებისმიერ სხვა ქონებაზე;
1.9. მოვალეები თანახმა არიან და უფლებამოსილებას ანიჭებენ ვალდებულების დარღვევის ან/და გადახდის მორიგი თარიღის დადგომისას, კრედიტორმა მოახდინოს მორიგების აქტით გათვალისწინებული ნებისმიერი გადასახდელის დაფარვა მ.ჯ–ძის ან/და ს.ი–ნის ნებისმიერ სს „ს.ბ–ის“ ანგარიშზე არსებული თანხით. საამისოდ კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეს (მ.ჯ–ძეს ან/და ს.ი–ს) ნებისმიერი გადასახდელი უაქცეპტო წესით ჩამოაწეროს (ჩამოაჭრას) მათ ნებისმიერი ანგარიშიდან (მათ შორის დავალიანების თანხისგან განსხვავებულ ვალუტაში არსებული ანგარიშიდან). ამასთან, თუ უაქცეპტო წესით ჩამოსაწერი თანხა განსხვავდება მიმდინარე დავალიანების ვალუტისაგან კრედიტორი უფლებამოსილია მოვალ(ეებ)ის (მ.ჯ–ძის ან/და ს.ი–ის) ხარჯზე მოახდინოს ერთი სავალუტო ერთეულიდან მეორეში თანხის კონვერტაცია კრედიტორის კომერციული კურსის შესაბამისად. მოვალეების ანგარიშზე შეტანილი თანხისთვის შესაბამისი დანიშნულების მიცემას მათი ყოველგვარი დამატებითი აქცეპტის გარეშე, უზრუნველყოფს სს „ს.ბ–ი“;
1.10. მხარეები აფიქსირებენ - სს „ს.ბ–ს“ მოვალეების მიმართ ამავე მორიგების აქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არ გააჩნია რაიმე პრეტენზია ან/და მოთხოვნა გარდა წინამდებარე მორიგების აქტით მხარეთა მიერ შეთანხმებულისა, ხოლო თავის მხრივ, მოვალეები ადასტურებენ, რომ სს „ს.ბ–ის“ მიმართ არ გააჩნიათ რაიმე მოთხოვნა ან/და პრეტენაზია და ასევე ადასტურებენ, რომ მოვალეებს მესამე პირებისთვის არ დაუთმიათ სს „ს.ბ–ის“ მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნა და სს „ს.ბ–ის“ მიმართ მოვალეთა მხრიდან არ არის აღძრული სხვა რაიმე სარჩელი გარდა წინამდებარე საქმეში წარმოდგენილისა;
1.11. წინამდებარე მორიგების გამო წყდება ამავე მორიგების აქტით გათვალისწინებული NA13025870 სააღსრულებო წარმოება, თუმცა მხარეები ერთმნიშვნელოვნად და ნათლად აფიქსირებენ და იაზრებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია/უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი იმ წესით, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე მორიგების აქტის 1.3 პუნქტში და მიღებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოითხოვოს წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების იძულებითი აღსრულება. ამასთან, წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების დარღვევის საფუძვლით კრედიტორის მიერ ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყების ან/და გაგრძელების შემაფერხებელ გარემოებად ვერ განიხილება ამ მორიგების აქტის მორიგების პირობებში მითითებული სააღსრულებო წარმოებ(ებ)ის შეწყვეტის ფაქტი;
1.12. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებით უქმდება სამოქალაქო საქმის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 აგვისტოს N2/22839-2016 განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიბა, რომლის შესაბამისადაც შეჩერდა N130415137; N130415107 და N130415157 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე წარმოებული აღსრულების პროცესი;
ზემოაღნიშნულ მორიგების აქტს ხელს აწერს ს.ი–ნი, მ.ჯ–ძე, რ.პ–ი, ლ.ჯ–ძე და სს „ს.ბ–ის“ წამომადგენელი ლ.ს–ძე (იხ. მინდობილობა საქმეზე მორიგების უფლებით, ტომი 4, ს.ფ. 498-506) .
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, კასატორებს სახელმწიფო ბიუიჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ პ.ლ–ძის მიერ 22.03.2023 წელს N16473056008 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 000 ლარი და ს.ლ–ას მიერ 10.04.2023 წელს # 5117 საგადახდო დავალებით გადახდილი 3 000 ლარი.
სსსკ-ის 1991-ე მუხლის მეორე წინადადების თანახმად მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა მოითხოვეს მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 აგვისტოს N2/22839-2016 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნოტარიუს ნ.გ–ას მიერ 2013 წლის 26 აპრილს გაცემული N130415157, N130415107 და N130415137 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე წარმოებული აღსრულების პროცესის შეჩერების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, ს.ი–ნს, მ.ჯ–ძეს, რ.პ–სა (კასატორები, მოსარჩელეები), და მეორე მხრივ, სს „ს.ბ–ს“ (საკასაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარე, ძირითადი სარჩელის მოპასუხე, შეგებებული სარჩელი ავტორი) შორის, შემდეგი პირობებით:
1.1. მოვალეები - ს.ი–ნი (პ/ნ .........) და მ.ჯ–ძე (პ/ნ .......) იღებენ ვალდებულებას, 2024 წლის 26 ოქტომბრამდე სს „ს.ბ–ს“ სოლიდარულად გადაუხადონ:
- N 1170364 სესხზე - სესხის ძირი თანხა - 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;
- N 856521 სესხზე - სესხის ძირი თანხა - 475719.93 (ოთხას სამოცდათხუთმეტი ათას შვიდას ცხრამეტი აშშ დოლარი და ოთხმოცდაცამეტი ცენტი) აშშ დოლარი;
- N 656528 სესხზე - სესხის ძირი თანხა - 225098.02 (ორას ოცდახუთი ათას ოთხმოცდათვრამეტი აშშ დოლარი და 2 ცენტი) აშშ დოლარი;
- სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯი: 389.7 ლარი;
- N 3659432 სესხზე - სესხის ძირი თანხა - 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი;
1.2. მოვალეების (მ.ჯ–ძე (პ/ნ ........), ს.ი–ნი (პ/ნ ......), რ.პ–ი (პ/ნ .......), ლ.ჯ–ძე (პ/ნ ......)) მიერ წინამდებარე მორიგების აქტის 1.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დათქმულ ვადაში სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ისინი სრულად თავისუფლდებიან სს „ს.ბ–ის“ მიმართ N1170364, N3659432, N856521 და N856528 სესხებიდან გამომდინარე დარჩენილი დავალიანების (სესხის საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო) გადახდისაგან;
1.3. მოვალეების მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 1.1 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, სს „ს.ბ–ი“ უფლებამოსილია, დამატებითი დასაბუთებისა და მტკიცებულების წარდგენის გარეშე მიმართოს უფელაბამოსილ სასამართლოს, წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 1.1. პუნქტში მითითებული თანხ(ებ)ის და მათზე მორიგების აქტის მორიგების პირობების წინამდებარე პუნქტის შესაბამისად, დარიცხულ საპროცენტო სარგებელზე/პირგასამტეხლოზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. კერძოდ, მოვალეთა მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 1.1 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, სს „ს.ბ–ის“ მიერ სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი აღსასრულებელი მოთხოვნების მოცულობები განისაზღვრება (იქნება):
- N 856528 სესხზე - სესხის ძირი თანხა - 225098.02 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 47272.07 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 22000 აშშ დოლარი;
- N 856521 სესხზე - სესხის ძირი თანხა - 475719.93 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 88053.80 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 45000 აშშ დოლარი;
- N 3659432 სესხზე - სესხის ძირი თანხა - 5000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 8587.77 აშშ დოლარი;
- N1170364 სესხზე - სესხის ძირი თანხა - 25000 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 4746.58 ლარი, პირგასამტეხლო - 2000 ლარი;
- 2013 წლის სანოტარო სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯი: 389.7 ლარი
- NA13025870 სააღსრულებო საქმის ფარგლებში სს „ს.ბ–ის“ მიერ გადახდილი სააღსრულებო ხარჯი - 30455.42 ლარი;
1.4. წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგად, კრედიტორის მიერ დაწყებულ სააღსრულებო წარმოების/აღსრულების ეტაპზე, წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ აღსასრულებელ თანხებს გამოაკლდება, წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმების შემდეგ მოვალეთა მიერ ვალდებულების შემცირების მიზნით გადახდილი თანხები;
1.5. მოვალეები სადაოდ არ ხდიან წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებამდე სს „ს.ბ–სა“ და მოპასუხეებს, ასევე შ.ი–ს შორის არსებული საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე (საკრედიტო ურთიერთობებთან დაკავშირებულ) განხორციელებულ სამართლებრივ მოქმედებებს და განხორციელებულ დაფარვებს. ამასთან, წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული იპოთეკის უფლებები და თავდებობის ხელშეკრულებები ინარჩუნებს ძალას წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად;
1.6. მხარეები თანხმდებიან, რომ: წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების „1.3“ პუნქტით გათვალისწინებული დავალიანების (ასევე, აღნიშნულ დავალიანებასთან დაკავშირებული სააღსრულებო, სასამართლოს ან/და სხვა ხარჯის) დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ იქნება მიქცეული, ს.ბ–ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონებები:
ა) უძრავი ქონება მდებარე - ქალაქი თბილისი, ქუჩა ......, ბინა N27 (საკადასტრო კოდი: .......);
ბ) უძრავი ქონება მდებარე - ქალაქი თბილისი, ....... N4/6 (საკადასტრო კოდი: ......);
გ) უძრავი ქონება მდებარე - ქალაქი თბილისი, ......... - 226.52 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ........);
1.7. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული სასესხო დავალიანებების დაფარვის გადახდების დარღვევად მიიჩნევა, წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების 1.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევა. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების შესრულების მიზნით სს „ს.ბ–ის“ ანგარიშებზე შეტანილ იქნება თანხა, მაგრამ თანხის დანიშნულებისამებრ ჩამოჭრა შეუძლებელი გახდება ამ ანგარიშებზე სხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ყადაღის ან/და ინკასოს ან/და სხვა შეზღუდვის გამო ან/და აღნიშნული თანხა საჭირო იქნება მოვალეთა სხვა მიმდინარე დავალიანების დასაფარად, მოვალის მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება ასეთ შემთხვევაშიც ჩაითვლება დარღვეულად;
1.8. სს „ს.ბ–ი“ უფლებამოსილია მისთვის (სს „ს.ბ–ისთვის“) მისაღები ოდენობით მოვალეთა ან/და იპოთეკის საგნის მესაკუთრეთა მხრიდან დავალიანების შემცირების სანაცვლოდ ან აღნიშნულის გარეშე გააუქმოს იპოთეკა ნებისმიერ უძრავ ქონებაზე და აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს მოვალის დარჩენილი ვალდებულების შესრულებაზე, თუ სს „ს.ბ–ი“ სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს. იმ შემთხევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ან/და გამოთავისუფლებით ან/და ნებისმიერი ფორმით გასხვისების (მათ შორის უძრავი ქონების სს „ს.ბ–ის“ საკუთრებაში გადაცემის) შემთხვევაში მიღებული თანხა ვერ ფარავს მოვალეების სს „ს.ბ–ის“ მიმართ არსებულ დავალიანებას, აღსრულება გაგრძელდება მ.ჯ–ძის ან/და ს.ი–ნის ნებისმიერ სხვა ქონებაზე;
1.9. მოვალეები თანახმა არიან და უფლებამოსილებას ანიჭებენ ვალდებულების დარღვევის ან/და გადახდის მორიგი თარიღის დადგომისას, კრედიტორმა მოახდინოს მორიგების აქტით გათვალისწინებული ნებისმიერი გადასახდელის დაფარვა მ.ჯ–ძის ან/და ს.ი–ნის ნებისმიერ სს „ს.ბ–ის“ ანგარიშზე არსებული თანხით. საამისოდ კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეს (მ.ჯ–ძეს ან/და ს.ი–ს) ნებისმიერი გადასახდელი უაქცეპტო წესით ჩამოაწეროს (ჩამოაჭრას) მათ ნებისმიერი ანგარიშიდან (მათ შორის დავალიანების თანხისგან განსხვავებულ ვალუტაში არსებული ანგარიშიდან). ამასთან, თუ უაქცეპტო წესით ჩამოსაწერი თანხა განსხვავდება მიმდინარე დავალიანების ვალუტისაგან კრედიტორი უფლებამოსილია მოვალ(ეებ)ის (მ.ჯ–ძის ან/და ს.ი–ის) ხარჯზე მოახდინოს ერთი სავალუტო ერთეულიდან მეორეში თანხის კონვერტაცია კრედიტორის კომერციული კურსის შესაბამისად. მოვალეების ანგარიშზე შეტანილი თანხისთვის შესაბამისი დანიშნულების მიცემას მათი ყოველგვარი დამატებითი აქცეპტის გარეშე, უზრუნველყოფს სს „ს.ბ–ი“;
1.10. მხარეები აფიქსირებენ - სს „ს.ბ–ს“ მოვალეების მიმართ ამავე მორიგების აქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არ გააჩნია რაიმე პრეტენზია ან/და მოთხოვნა გარდა წინამდებარე მორიგების აქტით მხარეთა მიერ შეთანხმებულისა, ხოლო თავის მხრივ, მოვალეები ადასტურებენ, რომ სს „ს.ბ–ის“ მიმართ არ გააჩნიათ რაიმე მოთხოვნა ან/და პრეტენაზია და ასევე ადასტურებენ, რომ მოვალეებს მესამე პირებისთვის არ დაუთმიათ სს „ს.ბ–ის“ მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნა და სს „ს.ბ–ის“ მიმართ მოვალეთა მხრიდან არ არის აღძრული სხვა რაიმე სარჩელი გარდა წინამდებარე საქმეში წარმოდგენილისა;
1.11. წინამდებარე მორიგების გამო წყდება ამავე მორიგების აქტით გათვალისწინებული NA13025870 სააღსრულებო წარმოება, თუმცა მხარეები ერთმნიშვნელოვნად და ნათლად აფიქსირებენ და იაზრებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია/უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი იმ წესით, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე მორიგების აქტის 1.3 პუნქტში და მიღებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოითხოვოს წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების იძულებითი აღსრულება. ამასთან, წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების დარღვევის საფუძვლით კრედიტორის მიერ ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყების ან/და გაგრძელების შემაფერხებელ გარემოებად ვერ განიხილება ამ მორიგების აქტის მორიგების პირობებში მითითებული სააღსრულებო წარმოებ(ებ)ის შეწყვეტის ფაქტი;
1.12. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებით უქმდება სამოქალაქო საქმის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 აგვისტოს N2/22839-2016 განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიბა, რომლის შესაბამისადაც შეჩერდა N130415137; N130415107 და N130415157 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე წარმოებული აღსრულების პროცესი;
2. შეწყდეს წინამდებარე საქმის წარმოება და გაუქმდეს საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 აგვისტოს N2/22839-2016 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნოტარიუს ნ.გ–ას მიერ 2013 წლის 26 აპრილს გაცემული N130415157, N130415107 და N130415137 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე წარმოებული აღსრულების პროცესის შეჩერების შესახებ.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. ს.ი–ნს, მ.ჯ–ძეს და რ.პ–ს სახელმწიფო ბიუიჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ პ.ლ–ძის პ/ნ .... მიერ 22.03.2023 წელს N16473056008 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 000 ლარი და ს.ლ–ას მიერ პ/ნ ........ 10.04.2023 წელს # 5117 საგადახდო დავალებით გადახდილი 3 000 ლარი.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე