Facebook Twitter

საქმე №ას-1243-2023 17 ნოემბერი, 2023 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ფ.ბ–ძე, მ.ბ–ძე, გ.ბ–ძე, ა.ბ–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ბ–ძე, გ.ბ–ძე, გ.ბ–ძე, გ.ბ–ძე, ზ.ბ–ძის უფლებამონაცვლე შ.ბ–ძე, მ.ბ–ძე, გ.ბ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.ბ–ძის, ფ.ბ–ძის, მ.ბ–ძის, გ.ბ–ძის, ა.ბ–ძის სარჩელი ი., გ., გ., გ., გ.ბ–ძეებსა და ზ.ბ–ძეს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობისა და ზ.ბ–ძისა და მ.ბ–ძეს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ფ.ბ–ძის, მ.ბ–ძის, გ.ბ–ძისა და ა.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:

3.1. ქედის რაიონში, სოფელ ........მდებარე 2400 კვ.მ. უძრავი ქონება (ს.კ. 21.01.32.183), 2014 წლის 11 სექტემბერს, აღირიცხა კომლის წევრების - გ.ბ–ძის, გ.ბ–ძის, გ.ბ–ძის, გ.ბ–ძისა და ი.ბ–ძის თანასაკუთრებად;

3.2. საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველი იყო სოფელ ....... 1998 წლის 10 თებერვლის ოქმი N2, NAA2014045347-03, დამოწმების თარიღი 18.08.2014 წ. და საარქივო ცნობა N01-17/56, დამოწმების თარიღი 28.05.2014 წ.;

3.3. გ.ბ–ძეს, გ.ბ–ძის მინდობილ პირს გ.ბ–ძეს, გ.ბ–ძეს, გ.ბ–ძეს, ი.ბ–ძეს (გამყიდველები) და ზ.ბ–ძეს (მყიდველი) შორის, 2015 წლის 19 თებერვალს, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ზ.ბ–ძემ შეიძინა გამყიდველების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქედის რაიონი, სოფელი ....., ს.კ. ....... მიწის ნაკვეთი სასარგებლო ფართით 2 400 კვ.მ.;

3.4. ზ.ბ–ძემ, 2016 წლის 2 სექტემბერს, მის საკუთრებაში არსებული ს.კ. ...... უძრავი ქონება, მდებარე: ქედის რაიონი, სოფელი ......, მიწის ნაკვეთი სასარგებლო ფართით 2 400 კვ.მ. მ.ბ–ძეს აჩუქა. აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, 07.09.2016 წ., მ.ბ–ძის საკუთრებად აღირიცხა;

3.5. ნ.ბ–ძემ, ფ.ბ–ძემ, მ.ბ–ძემ, გ.ბ–ძემ, ა.ბ–ძემ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების: ი.ბ–ძის, გ.ბ–ძის, გ.ბ–ძის, გ.ბ–ძის, გ.ბ–ძის, მ.ბ–ძის მიმართ და მოითხოვეს, 750 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურის 11.09.2014 წ. N882014313512-14 გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.10.2016წ. N261520 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

3.6. აღნიშნული ადმინისტრაციული სარჩელის გამო, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 16.12.2016 წ. განჩინებით, მხარეთა შუამდგომლობების საფუძველზე, შეჩერდა მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

3.7. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, 750 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ნ.ბ–ძის, ფ.ბ–ძის, მ.ბ–ძის, გ.ბ–ძის, ა.ბ–ძის ადმინისტრაცული სარჩელი, საჯარო რეესტრის 2014 წლის 11 სექტემბრის N882014313512-14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც 5003.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N01/2—254.35 კვ.მ, მდებარე ქედა, სოფ. ........, თანასაკუთრების უფლებებით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში აღირიცხა გ.ბ–ძის, გ. ბ–ისა და ი.ბ–ძის სახელზე - არ დაკმაყოფილდა;

3.8. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 მაისის განჩინებებით;

3.9. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ ი.ბ–ძემ მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა ისეთ მტკიცებულებებზე, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მოსარჩელე მხარის უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე.

4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი აღიარებითია.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოსარჩელეებს სურდათ, კერძოდ, ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 54-ე (ბათი. გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) და 56-ე (ბათი. გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)) მუხლებიდან.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლომ, პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხ. სუსგ-ები: №ას-1132-1065-2015, 03.05.2016 წ; №ას-196-185-2017, 05.05.2017 წ.).

7. კანონის დანაწესიდან გამომდინარე (სსკ-ის 180-ე მუხლი), სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს (აღიარებითი მოთხოვნა). მითითებული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია, არა ზოგადად, მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია და უფლების სადავოობის აღმოფხვრა, შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით.

8. მიკუთვნებითი (აღსრულებითი), გარდაქმნითი, ვინდიკაციური სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია, უკვე დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს, მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში (იხ. სუსგ Nას-148-138-2015-ბ, 27.11.2015 წ.), ამასთან, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს. გადაწყვეტილების შედეგად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ №ას-1061-1001-2015, 29.12.2015 წ.).

9. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობას, რომლის იურიდულ ინტერესად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ისინი წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელებს და სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ადმინისტრაციული წარმოების წესით მიმართონ აღიარების კომისიას და მოითხოვონ სადავო უძრავ ქონებაზე მათი საკუთრების უფლების აღიარება.

10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანეტების ეს მოსაზრება შემდეგ გარემოებათა გამო:

10.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი;

10.2. საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 მაისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დგინდება, რომ იმავე მხარეთა მონაწილეობით განხილულ დავაში, იმავე ფაქტობრივ საფუძვლებზე მითითებით, სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო 750 კვ.მ მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელები იყვნენ გ.ბ–ძე, გ.ბ–ძე, გ.ბ–ძე, გ.ბ–ძე, ი.ბ–ძე და რომ საჯარო რეესტრში ამ ქონებაზე მათი საკუთრების უფლების რეგისტრაცია კანონიერია;

10.3. ამდენად, აპელანტების შედავება, რომ მოპასუხეთა საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების - სადავო 750 კვ.მ მიწის ნაკვეთის განკარგვა და ჯერ ზ.ბ–ძეზე გასხვისება, ხოლო შემდეგ ზ.ბ–ძის მიერ, მ.ბ–ძეზე გაჩუქება მოჩვენებითი ან თვალთმაქცურია -გაზიარებული ვერ იქნებოდა. აღნიშნული გარემოება ასევე გამორიცხავდა სადავო ქონებასთან მიმართებით მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის არსებობას;

10.4. იმის გათვალისწინებით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენი. საჯარო რეესტრში მოპასუხეთა საკუთრებაში უძრავი ქონების რეგისტრაციის ნამდვილობა, დასტურდება, რომ ამ ქონების განკარგვის თაობაზე სადავო გარიგებები ნამდვი..

11. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფ.ბ–ძის, მ.ბ–ძის, გ.ბ–ძის, ა.ბ–ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე არსებითად სწორია, დასაბუთებულია, რაც სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ფ.ბ–ძემ, მ.ბ–ძემ, გ.ბ–ძემ, ა.ბ–ძემ და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

12.2. კასატორთა განმარტებით, saapelacio palatas ar umsjelia, ramdenad obieqturad Seafasa xelvaCauris raionulma sasamarTlom mosarCeleTa da mopasuxeTa warmomadgenlebis ganmartebebi, saqmeSi arsebuli mtkicebulebebi. ra mizniT dairegistrira sadavo qoneba mopasuxe ilia bedinaZis ojaxma, hqonda Tu ara samarTlebrivi safuZveli, kerZod, sakuTrebis uflebis damdgeni dokumenti da ra mizans emsaxureboda qonebis Zmaze miyidva da Semdgom Svilze gaCuqeba;

12.3. xelvaCauris raionulma sasamarTlom ise miiRo gadawyvetileba iuridiuli interesis ararsebobis safuZvliT, rom ar umsjelia da ar Seufasebia saqmeSi arsebuli mtkicebulebebi. ar gamoukvlevia, ar gaumaxvilebia yuradReba davis faqtobriv garemoebebze, rac sasamarTlo praqtikaSi iuridiuli interesis arsis gamokvlevisaTvis xorcieldeba, Tavad am faqtebis bunebis gamokvleva, romelTa safuZvelzec iuridiuli interesi warmoiSoba. sasamarTlom ar gaiTvaliswina is faqti, rom iuridiuli interesi gansxvavdeba imis mixedviT konkretulad ra samoqalaqo samarTlebrivi urTierTobidan gamomdinareobs dava;

12.4. gansaxilvel sadavo saqmeze, kanonieri da dasabuTebuli gadawyvetilebis miRebisaTvis arsebiTi mniSvneloba eniWeboda mxareTa mier warmodgenili mtkicebulebebis safuZvelze dadgeniliyo, kerZod, "sof. Walaxmelas 1998 wlis 10 Tebervlis mekomurTa #2 krebis oqmi warmoadgenda Tu ara saj. reestrSi ilia bedinaZis komlze s/k ..... registrirebuli sakuTrebis uflebis aRricxvis safuZvels". magram, aRniSnuli faqti saapelacio sasamarTlom damatebiT dadgenilad da administraciul saqmeze miRebuli gadawyvetileba preiudiciul faqtad miiCnia;

12.5. saapelacio sasamarTlo mocemuli davis gadawyvetisas gascda davis samoqalaqo samarTlebliv konteqsts da arasworad ganmarta kanonebi. sssk-is 266-e muxli. saapelacio sasamarTlom ar gaiTvaliswina da arasworad ganmarta sssk-is 106-e muxli, vinaidan mocemuli samoqlaqo davis ganxilvisas ar SeiZleboda preiudiciuli Zala miniWeboda 2020 wlis 22 maisis administraciul saqmeze kanonier ZalaSi Sesul ganCinebas, romlis davis sagans warmoadgenda saregistracio samsaxuris mier ganxorcielebuli moqmedeba da aRniSnul davis saganTan dakavSirebuli mtkicebulebebi sasamarTlos unda Seefasebina sssk-is 105-e muxlis moTxovnaTa dacviT, romlis mixedviTac sasamarTlosaTvis araviTar mtkicebulebas ara aqvs winaswar dadgenili Zala.

12.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ფ.ბ–ძის, მ.ბ–ძის, გ.ბ–ძის, ა.ბ–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ.ბ–ძის, მ.ბ–ძის, გ.ბ–ძის, ა.ბ–ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი შედავება არ წარმოუდგენიათ.

15. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

16. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფი. მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

18. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორთა პრეტენზიას იმ ნაწილში, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე დადგენილ ფაქტებს სამოქალაქო საქმისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობა არ გააჩნია, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს გარემოება გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ სამართლებრივ შედეგს სარჩელის უარყოფასთან დაკავშირებით ვერ შეცვლის. მოსარჩელეთა მიერ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა და ის შედეგი, რის მიღწევასაც ისინი მზინად ისახავდნენ, ერთმანეთისგან არც გამომდინარეობს და არც სამართლებრივ ბმაშია, ამიტომ მართებულად ეთქვა სარჩელს უარი დაკმაყოფილებაზე, იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.

19. გადაწყვეტილების პრეიუდიციულობა ორმხრივ სავალდებულო აკრძალვას გულისხმობს, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი და დადასტურებული ფაქტების სხვაგვარად შეფასებას უკრძალავს სასამართლოს, ხოლო საქმეში მონაწილე პირებს - ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებთან და სამართლებრივ ურთიერთობებთან შედავებას, თუ სხვა საქმეში იგივე პირები ან მათი უფლებამონაცვლეები მონაწილეობენ. სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი აღარ უნდა დამტკიცდეს ხელახლა სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, რომელშიც იგივე მხარეები მონაწილეობენ. იგივე მხარეებში იგულისხმებიან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ საქმეში მონაწილე პირები, მიუხედავად იმისა, რა სტატუსით მონაწილეობენ ისინი სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას, მაგალითად, ახალ დავაში მოსარჩელე შეიძლება მოპასუხე იყოს, ან პირიქით. მთავარია, რომ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე სუბიექტები მონაწილეობდნენ (იხ. პ. ქათამაძე, სსსკ-ის კომენტარი (რჩეული მუხლები), თბილისი, 2020, მუხ. 266, გვ.994; შეად. სუსგ-ებს: N ას-639-605-2015. 21.07.2015წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ.)).

20. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენი. წინამდებარე განჩინების 3.1- 3.9 ქვეპუნქტებში ასახული გარემოებები. რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში დადგენილ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ი.ბ–ძემ მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც ვერ გააბათილა მოსარჩელე მხარემ ისეთ სამართლებრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მოსარჩელე მხარის უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, ეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა, რომლის გაქარწყლებაც მოწინააღმდეგის მტკიცების ტვირთს განეკუთვნება.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენი. სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მიუხედავად სამართალწარმოების სახისა, ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია და სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის იგი უნდა შეფასდეს საპროცესო წესების განუხრელი დაცვით. როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების იმ მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიღებულ გადაწყვეტილებას სამოქალაქო დავისათვის სსსკ-ის 106-ე მუხლით პირდაპირ დადგენილი პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია, თუმცა, მისი ღირებულებითი მნიშვნელობა არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნას ამავე კოდექსის 266-ე მუხლის კონტექსტში, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. კანონის მოხმობილი დანაწესი ემსახურება სასამართლოს აქტის მუდმივ ხასიათს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სტაბილური მართლმსაჯულების განხორციელებას (შეად. სუსგ-ას N ას-504-481-2016, 30.09.2016წ.). ამასთან, წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტში დასახელებულ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფი. საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა (იხ. სუსგ N ბს-367-363(კ-12), 28.02.2013წ; შეად. სუსგ-ას N ას-707-677-2016, 23.09.2016წ.).

22. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელეთა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ.ბ–ძის, მ.ბ–ძის, გ.ბ–ძის და ა.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ფ.ბ–ძეს, მ.ბ–ძეს, გ.ბ–ძეს და ა.ბ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, ა.ბ–ძის (პ/ნ ......) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 370 ლარის (საგადახდო დავალება N18660637431, გადახდის თარიღი 2023 წლის 21 სექტემბერი), 70% – 259 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური