საქმე №ას-1372-2023 06 დეკემბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ს.კ.რ...“ (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–სი“ ( მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი სთქმა
დავის საგანი – საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრება, შეთანხმების დადებულად აღიარება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს ,,ა–სი’’-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ს.კ.რ...’’-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შპს ,,ს.კ.რ...’’-ს მოსარჩელე შპს ,,ა–სი’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების -65 000 ლარის გადახდა; შპს ,,ა–სი’’-ს სასარჩელო მოთხოვნა მასსა და მოპასუხე შპს ,,ს.კ.რ...’’-ს შორის 2019 წლის 14 ნოემბერს შეთანხმების დადებულად აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ხოლო 2022 წლის 17 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს ,,ს.კ.რ...’’-ს მოსარჩელე შპს ,,ა–სი’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი ადვოკატის ხარჯის - 6000 ლარის ანაზღაურება.
2. ზემოაღნიშნული გდაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არსებით ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო დამატებითი გადაწყვეტილების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს ,,ს.კ.რ...’’-ს მოსარჩელე შპს ,,ა–სი’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი ადვოკატის ხარჯის - 5200 ლარის ანაზღაურება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 3250 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის წარმოდგენა, რისთვისაც განესაზღვრა 5 დღიანი ვადა.
6. განჩინების შინაარსი კასატორის წარმომადგენელს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ეცნო 2023 წლის 08 ნოემბერს.
7. ზემოაღნისნული განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 09 ნოემბერს და ამოიწურა 2023 წლის 13 ნოემბერს.
8. აღნიშნული დროის პერიოდში, კასატორს არც ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით და არც შესაბამისი სახის შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს.კ.რ...“-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
11.სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
12. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
13. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
15.განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 3250 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი ქვითრის წარმოდგენა, რისთვისაც განესაზღვრა 5 დღიანი ვადა.
16. განჩინების შინაარსი კასატორის წარმომადგენელს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ეცნო 2023 წლის 08 ნოემბერს. ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 09 ნოემბერს და ამოიწურა 2023 წლის 13 ნოემბერს.
17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა გაუშვა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ვადა, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
18. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
2. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე