საქმე№ა-5971-შ-181-2023 20 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.მ–ი (ნ.ბ.)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ნოიბრანდებურგის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 12 მაისის №F189/10 გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ნოიბრანდებურგის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 12 მაისის №F189/10 გადაწყვეტილებით ნ.მ–ის (მშვილებლის) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 2000 წლის 13 მარტს ქ. თბილისში დაბადებული ნ.მ–ი დაბადების აქტის ჩანაწერი #230 შვილად აიყვანა თ.ბ–მა და შვილად ასაყვანს შეეცვალა გვარი, რომლის მიხედვითაც გახდა - ნ.ბ.
2. აღსანიშნავია, რომ ბავშვის დედა პროცესის დროს იყო მისი კანონიერი წარმომადგენელი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, ამასთან, ბავშვის დედა არის მშვილებლის მეუღლე. 3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2011 წლის 17 ივნისიდან და აღსრულებულია გერმანიაში.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 22 ნოემბერს შუამდგომლობით მომართა ნ.მ–მა და მოითხოვა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. 5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: 6. დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით ნ.მ–ის (მშვილებლის) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 2000 წლის 13 მარტს ქ. თბილისში დაბადებული ნ.მ–ი დაბადების აქტის ჩანაწერი #230 შვილად აიყვანა თ.ბ–მა და შვილად ასაყვანს შეეცვალა გვარი, რომლის მიხედვითაც გახდა - ნ.ბ..
7. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უცხო ქვეყნის სათანადოდ დამოწმებული და ნათარგმნი გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ძალაშია შესული და აღსრულებულია გერმანიაში. 8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. 9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. 10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.მ–ის შუამდგომლობა, გერმანიის ნოიბრანდებურგის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 12 მაისის №F189/10 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ნოიბრანდებურგის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 12 მაისის №F189/10 გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.მ–ი ცნობილ იქნა პ. თ.ბ–ის შვილად, მისი სახელი და გვარი განისაზღვრა - ნ.ბ..
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე