Facebook Twitter

საქმე №ას-1000-2023 16 იანვარი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ფ.ნ.ჰ.ნ–ი (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ი (აპელანტი, მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება, დამატებითი ხარჯების გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, ფ.ნ.ჰ.ნ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE.., მიმღების ანგარიშის №200122.., სახაზინო კოდი 3007731..) დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №6671, გადახდის თარიღი 11.04..2023) 270 ლარის 70% - 189 ლარი;

2023 წლის 28 დეკემბერს კასატორის წარმოამდგენელმა შ.მ–ძემ მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ განმცხადებელი განმარტავს, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში ბაჟის ოდენობად მითითებულია „270“ ლარი, ნაცვლად „400“ ლარისა, შესაბამისად, ბაჟიც არასწორადაა გამოთვლილი, ასევე, არასწორადაა მითითებული საგადახდო დავალების ნომერი და თარიღი. აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა ბაჟის ასლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნტში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 400 ლარის ნაცვლად მითითებულია 270 ლარი, შესაბამისად დასაბრუნებელი ბაჟის ოდენობა - 189 ლარი მითითებულია არასწორად, რომლის ნაცვლად უნდა იყოს 400 ლარის 70% - 280 ლარი. ასევე, არასწორადაა მითითებული შემდეგი -„საგადახდო დავალება №6671, გადახდის თარიღი 11.04..2023“, რომლის ნაცვლად უნდა ყოფილიყო - საგადახდო დავალება №6163, გადახდის თარიღი 01.08.2023.

მოხმობილი ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში უნდა გასწორდეს ზემოაღნიშნული უსწორობა, კერძოდ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ თანხად, ნაცვლად 270 ლარისა უნდა მიეთითოს 400 ლარი, დასაბრუნებელი ბაჟის ოდენობად - 189 ლარის ნაცვლად უნდა მიეთითოს 280 ლარი, ხოლო არასწორადა მითითებული -„საგადახდო დავალება №6671, გადახდის თარიღი 11.04..2023“-ის ნაცვლად უნდა მიეთითოს - საგადახდო დავალება №6163, გადახდის თარიღი 01.08.2023.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა - „270“ გასწორდეს და მიეთითოს „400“; დასაბრუნებელი ბაჟის ოდენობა - „189“ გასწორდეს და მიეთითოს „280“; მითითებული - „საგადახდო დავალება №6671, გადახდის თარიღი 11.04..2023“-ის ნაცვლად მიეთითოს - საგადახდო დავალება №6163, გადახდის თარიღი 01.08.2023;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე

ვ. კაკაბაძე