Facebook Twitter

საქმე №ა-4566-შ-130-2023 1 თებერვალი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს "მ.ლ."

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ჩ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს, 2018 წლის 13 დეკემბრისა და 2021 წლის 13 ივლისის დადგენილებები

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით ე.პ. ძე ი–სა და ა.თ. ძე ჩ–ს შპს "გ-ს–ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 44 037 696.35 რუბლის გადახდა.

2. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით გაკოტრების მმართველის შპს "გ-ს–ის" ანგარიში დამტკიცდა კრედიტორების მიერ ა.თ. ძე ჩ–ისა და ე.პ. ძე ი–ის სუბსიდიური პასუხისმგებლობისათვის მოთხოვნის უფლების განკარგვის მეთოდის არჩევის შედეგების შესახებ; შპს "გ-ს–ი"-დან მოხდა მოსარჩელის შეცვლა რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურით მოსკოვის ოლქის ქალაქ ისტრასთვის კრედიტორის მოთხოვნების 1 234 966.75 რუბლის ოდენობით; რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის შემოწმების მოთხოვნა გაიცა მოსკოვის რეგიონის ქალაქ ისტრასთვის, რათა მომხდარიყო ა.თ. ძე ჩ–ისგან 1 234 966.75 რუბლის ამოღება; შპს "გ-ს–ის" გაკოტრების საქმის ფარგლებში გაიცა სააღსრულებო ფურცელი შპს "გ-ს–ის" გაკოტრების რწმუნებულზე ა.ჩ–ისაგან 42 802 729.6 რუბლის ამოსაღებად.

3. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის დადგენილებით კრედიტორთა ნების გათვალისწინებით, რომლებმაც აირჩიეს თავიანთი უფლების განკარგვის კონკრეტული მეთოდი, დამტკიცდა შპს "გ-ს–ის" სუბსიდიური პასუხისმგებლობის პირად ა. თ. ჩ–ი და ე. პ. ი–ვი და მათ დაეკისრათ 16 997 439.87 რუბლის გადახდა; აღდგენის შეცვლა შპს "გ-ს–ით" და შპს "მ.ლ–ით" აღმასრულებელმა ა.ჩ–ისაგან ამოიღოს თანხა 21 598 064.4 რუბლის ოდენობით; გაიცა სააღსრულებო ფურცელი შპს "მ-ლ–ზე" ა.ჩ–ისგან 1 831 786.5 რუბლის დასაბრუნებლად.

4. 2023 წლის 11 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს "მ.ლ–ის" წარმომადგენელმა - ბ.ბ–მა და უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს დადგენილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება მოითხოვა.

5. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის დადგენილება კანონიერ ძალაშია შესული და რუსეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში წარმოედგინა შემდეგი დოკუმენტები: 1. დაზუსტებული მოთხოვნა თუ რა ნაწილში მოითხოვს რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს, 2018 წლის 13 დეკემბრისა და 2021 წლის 13 ივლისის დადგენილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას; 2.შპს "მ.ლ–ის" ამონაწერი, საიდანაც დადასტურდება, რომ ა.კ–ი კომპანიის დირექტორია; 3. ვადიანი მინდობილობა, რომლითაც დადასტურდება, რომ კომპანიის დირექტორმა უფლებამოსილება მიანიჭა ნ.ჩ–ძეს, რომ მან კომპანიის სახელით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლად დაიქირავოს სხვა პირი; 4. სსსკ-ით დადგენილი წესით დამოწმებული ვადიანი მინდობილობა, რომლითაც ნ.ჩ–ძე, როგორც კომპანიის დირექტორის მინდობილი პირი, უფლებამოსილებას ბ.ბ–ს ანიჭებს; 5. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს დადგენილების სრული ტექსტის ასლი; 6. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის დადგენილების სრული ტექსტის ასლი; 7. მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ ა.თ. ძე ჩ–ისათვის ცნობილი იყო საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე.

7. ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს 2023 წლის 29 სექტემბერს ჩაჰბარდა.

8. საკასაციო სასამართლოს, 2023 წლის 30 ოქტომბერს, შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა და ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის გაგრძელება ითხოვა, რადგან საჭირო დოკუმენტები რუსეთის ფედერაციიდან არის გამოთხოვილი, მათ გამოგზავნას და თარგმნას კი დამატებით დრო სჭირდება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინებით შპს "მ.ლ–სის" შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის გამოსწორების ვადა 30 დღით გაგრძელდა.

10. 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს 2023 წლის 6 ნოემბერს ჩაჰბარდა.

11. 2023 წლის 6 დეკემბერს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა და ხარვეზის გამოსწორების ვადის 7 დღით გაგრძელება ითხოვა, რადგან შპს "მ.ლ–სა" და ა.ჩ–ს შორის დაიწყო მოლაპარაკების პროცესი გადაწყვეტილებების ნებაყოფლობით აღსრულებასთან დაკავშირებით. განმცხადებელმა დავის მორიგებით დასრულების შესაძლებლობაზე მიუთითა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შპს "მ.ლ–სის" შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის გამოსწორების ვადა 7 დღით გაგრძელდა.

13. 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს 2023 წლის 21 დეკემბერს ჩაჰბარდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს "მ.ლ–სის" შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს, 2018 წლის 13 დეკემბრისა და 2021 წლის 13 ივლისის დადგენილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

15. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს "მ.ლ–სის" წარმომადგენლმა ბ.ბ–მა და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს, 2018 წლის 13 დეკემბრისა და 2021 წლის 13 ივლისის დადგენილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შპს "მ.ლ–ს" ხარვეზის გამოსწორების ვადა გაუგრძელდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: 1. დაზუსტებული მოთხოვნა თუ რა ნაწილში მოითხოვს რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს, 2018 წლის 13 დეკემბრისა და 2021 წლის 13 ივლისის დადგენილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას; 2.შპს "მ.ლ.ის" ამონაწერი, საიდანაც დადასტურდება, რომ ა.კ–ი კომპანიის დირექტორია; 3. ვადიანი მინდობილობა, რომლითაც დადასტურდება, რომ კომპანიის დირექტორმა უფლებამოსილება მიანიჭა ნ.ჩ–ძეს, რომ მან კომპანიის სახელით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლად დაიქირავოს სხვა პირი; 4. სსსკ-ით დადგენილი წესით დამოწმებული ვადიანი მინდობილობა, რომლითაც ნ.ჩ–ძე, როგორც კომპანიის დირექტორის მინდობილი პირი, უფლებამოსილებას ბ.ბ–ს ანიჭებს; 5. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს დადგენილების სრული ტექსტის ასლი; 6. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის დადგენილების სრული ტექსტის ასლი; 7. მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ ა.თ. ძე ჩ–ისათვის ცნობილი იყო საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ მოცემული განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დატოვებული იქნებოდა განუხილველად.

17. შუამდგომლობაზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა ბ.ბ–ს 2023 წლის 21 დეკემბერს.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 22 დეკემბერს და ამოიწურა იმავე წლის 28 დეკემბერს (ხუთშაბათი).

19. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

21. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს "მ.ლ–სის" შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს, 2018 წლის 13 დეკემბრისა და 2021 წლის 13 ივლისის დადგენილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

22. საკასაციო სასამართლო განუმარტავს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის უფლებამოსილია იმავე შუამდგომლობით კვლავ მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს "მ.ლ–სის" შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს, 2018 წლის 13 დეკემბრისა და 2021 წლის 13 ივლისის დადგენილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: ე. გასიტაშვილი