საქმე №ა-5748-შ-1176-2023 31 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.პ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატის მაიამი-დეიდის ოლქის მეთერთმეტე რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N2021-022224-FC-04, განყოფილება - FC07.
დავის საგანი – არასრულწლოვანი ბავშვის შვილად აყვანა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატის მაიამი-დეიდის ოლქის მეთერთმეტე რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე N2021-022224-FC-04, განყოფილება - FC07 არასრულწლოვანი ბავშვი ე.შ–ძე გამოცხადდა თ.პ–ის კანონიერ შვილად, ხოლო კანონიერ მშობლებს, ა.ნ–ვასა და ნ.შ–ძეს მშობლის უფლებები სამუდამოდ და შეუქცევადად შეუწყდათ. ამავე გადაწყვეტილებით, ე.შ–ძეს შეეცვალა გვარი ე.შ–ძე პ–ით, ასევე, ის გახდა განმცხადებლის კანონიერი მემკვიდრე და მიენიჭა ყველა უფლება, პრივილეგია და ვალდებულება, როგორც ბიოლოგიურ შვილს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 13 ნოემბერს შუამდგომლობით მომართა თ.პ–იმ და მოითხოვა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. 3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: 4. ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატის მაიამი-დეიდის ოლქის მეთერთმეტე რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე N2021-022224-FC-04, განყოფილება - FC07 არასრულწლოვანი ბავშვი ე.შ–ძე გამოცხადდა თ.პ–ის კანონიერ შვილად, ხოლო კანონიერ მშობლებს, ა.ნ–ვასა და ნ.შ–ძეს მშობლის უფლებები სამუდამოდ და შეუქცევადად შეუწყდათ. ამავე გადაწყვეტილებით, ე.შ–ძეს შეეცვალა გვარი ე.შ–ძე პ–ით, ასევე, ის გახდა განმცხადებლის კანონიერი მემკვიდრე და მიენიჭა ყველა უფლება, პრივილეგია და ვალდებულება, როგორც ბიოლოგიურ შვილს. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უცხო ქვეყნის სათანადოდ დამოწმებული და ნათარგმნი გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ძალაშია შესული. 5. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. 6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. 7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ.პ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს, ამერიკის შეერთებული შტატების, ფლორიდის შტატის, მაიამი-დეიდის ოლქის მეთერთმეტე რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N2021-022224-FC-04, განყოფილება - FC07;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე