საქმე №ას-957-2023 29 დეკემბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - რ. გ–ი (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. გ–ი, ნ. გ–ი, დ. გ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ. განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. გ–ის სარჩელი მოპასუხეების ლ., ნ. და დ. გ–ების მიმართ მოძრავი ნივთების მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ სააპელაციო წესით და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება. 3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 4. განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელ., რადგან სასამართლომ არასწორად დაადგინა იურიდიული ინტერესის არსებობის საკითხი. მართალ., ჯერ-ჯერობით არ არსებობს დავა საკუთრების შესახებ სასამართლოში, მაგრამ მოპასუხეების მიერ ხდება მოსარჩელის ნივთების უკანონო დაუფლება, რის გამოც მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა პოლიციას. მოპასუხეები კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ქონება მათი საკუთრებაა, რადგან ფარდული და მასში არსებული ნივთები მოპასუხის საცხორებელი სახლის ეზოშია. რადგან პოლიცია ითხოვს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას, რაც კასატორს არ აქვს, ვერ იწყება მოპასუხეების წინააღმდეგ გამოძიება, ამიტომ აუცილებელ. დამტკიცდეს, რომ მოძრავი ქონება ნამდვილად კასატორის საკუთრებაა, რათა შემდგომში მოპასუხეები აღარ დაეუფლონ მის ნივთებს. სწორედ აღნიშნული გულისხმობს იურიდიულ ინტერესსაც, ამიტომ სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად დაადგინა ინტერესის არარსებობა.
5. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ფარდული იზიარებს მიწის ნაკვეთის სამართლებრივ ბედს, რაც არასწორია, წარდგენილი აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ ფარდულს არ აქვს უძრავი ქონების დანიშვნისთვის დამახასიათებელი შესაბამისი მონაცემი, ამიტომ ფარდული არ არის მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი და ვერ გაიზიარებს უძრავი ნივთის სამართლებრივ ბედს. ასევე, ფოტომასალით დგინდება, რომ ფარდული აშენებულ. ნაკლოვანი ტექნიკური შესაძლებლობებით, რაც ადასტურებს რომ ის არ არის მიწაზე მყარად მდგომი.
6. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ ფარდულში არსებული ნივთები არაიდენტიფიცირებადია, რაც ასევე დაუსაბუთებელ.. კასატორის მიზანია აღკვეთოს ფარდულში არსებული ნივთების მოპასუხეების მიერ მითვისება, რაც გამორიცხულ. სადავო ქონების საკუთრების უფლების აღიარების გარეშე. 5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელ., რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს. 6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულ. სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. 7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით. 8. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ასევე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 9. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დასადგენი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს, სარჩელის თანახმად, თბილისში, ............, ............ ქ. N22-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. აღნიშნულ ნაკვეთზე მოწყობილ. ე.წ. „ფარდული“ რ. გ–ის მიერ. „ფარდული“ დაკეტილი აქვს მოსარჩელეს. აღნიშნული „ფარდული“ და მასში განთავსებული ნივთები არ არის ლ. გ–ის, ნ. გ–ისა და დ. გ–ის მფლობელობაში. სარჩელის აღძვრის მთავარი მიზანი, მოსარჩელის განმატებით არის მისი საკუთრების დაცვის უზრუნველყოფისთვის, სადავო ქონების მის საკუთრებად აღიარება, რათა მოპასუხეებმა ვეღარ ხელყონ მოსარჩელის საკუთრება.
10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, კერძოდ, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან არასწორად იქნა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები.
11. სამართლებრივი შეფასებისას, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 180-ე მუხლზე (სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს) და სსკ-ის 150-ე და 151-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს უფლებაში არ ედავებიან და ეს უკანასკნელი ვერ უთითებს მომავალში მისი უფლების დარღვევის რეალურ საშიშროებაზე, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით შექმნას მტკიცებულება, რაც მოძრავ ნივთებზე მის საკუთრების უფლებას დაადასტურებს, არ წარმოადგენს ნამდვილ იურიდიულ ინტერესს, რადგან მოსარჩელისთვის სასარგებლო კონკრეტულ იურიდიულ შედეგს არ იძლევა.
12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შედავების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი შემდეგი არგუმენტები: 1) იურიდიული ინტერესია მომავალში მესაკუთრული ინტერესების დაცვა, რაც გულისხმობს მოპასუხეების მხრიდან საკუთრების უფლების ხელშეშლის აკრძალვას; 2) სახეზეა მოძრავი ნივთი, რადგან ის მყარად არ არის დაკავშირებული მიწასთან და წარდგენილ აზომვით ნახაზში არ აქვს მინიჭებული შესაბამისი ნიშანი, რაც განასახვავებს ნახაზში მოცემული უძრავი ქონებისგან; 3) ფარდულში განთავსებული მოძრავი ქონება იდენტიფიცირებადია. 13. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის აუცილებელი პირობაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა სარჩელში მითითებული სამართლებრივი ურთიერთობის ან ფაქტის აღიარების მიმართ. აღიარებითი სარჩელის სასამართლოში წარდგენისას, მხარე ვალდებულ. მიუთითოს და სარწმუნოდ დაასაბუთოს ის იურიდიული ინტერესი, რომლიდან გამომდინარეც იგი მოახდენს თავის დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების რეალიზებას.
14. იურდიული ინტერესი არის ის სამართლებრივი სიკეთე, რომელიც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც, ბუნებრივია, არ გულისხმობს მხოლოდ ქონების გადაცემას. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. ამასთან, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ მხარე დაადასტურებს, რომ ეს აღიარება სასამართლო წესით უნდა მოხდეს, უფრო ზუსტად კი, სასამართლო წესით უფლების აღიარების აუცილებლობა უნდა გამოირკვეს და ამ აღიარებას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი შედეგი. სარჩელის დასაშვებობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს არა მხოლოდ ის გარემოება, რომ სარჩელის ფორმაში შესაბამისი გრაფა შევსებული იყოს, არამედ მხარის მიერ მითითებული ინტერესის ნამდვილობაც. იურიდული ინტერესი ნამდვილ. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ის შედეგი, რასაც მხარე ისახავს მიზნად. აღნიშნული პირობა ობიექტური გარემოებაა და არ აქვს მნიშვნელობა, თავად მხარე რა სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ №ას-1188-2021, 29 .09.2022 წ.)
15. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელ., რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (სუსგ №ას-1389-2018, 30.11.2018 წ.).
16. აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელ. და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულ., თუ შესაძლებელ. მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (სუსგ №ას-937-887-2015, 10.11.2015წ.).
17. სსკ-ის 150-ე მუხლი ადგენს ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის ზოგად დეფინიციას, ასევე განსაზღვრავს რა მიიჩნევა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად: ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელ. მთლ.ნი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლი კი აწესებს, რა მიიჩნევა საკუთვნებლად: საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილ. მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულ. მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებელიც იზიარებს მთავარი ნივთის სამართლებრივბედს. აღნიშნული ასახულ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის რამდენიმე მუხლში (იხ.: მუხ.511, 194, 324). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 324-ე მუხლის თანახმად, თუ პირი იღებს ვალდებულებას, გაასხვისოს ან დატვირთოს თავისი ნივთი, ეს ვალდებულება ვრცელდება ნივთის საკუთვნებელზედაც, თუკი ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საკუთვნებლის ჩართვა ძირითად ნივთზე დადებულ გარიგებებში ემსახურება იმ მიზანს, რომ შენარჩუნდეს ძირითად ნივთსა და საკუთვნებელს შორის არსებული ეკონომიკური კავშირი (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ.119). ამასთან, სსკ-ის 324-ე მუხლი დიპოზიციურია, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას, შეთანხმდნენ, რომ ნივთის გასხვისების ან დატვირთვის სამართლებრივი შედეგი არ გავრცელდება საკუთვნებელზე (იხ. სუსგ. საქმე №ას-1357-2022 ,17 ნოემბერი, 2022 წელი).
18. მოცემულ შემთხვევაში, თბილისში, ............, ............ ქ. N22-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრსში არ არის რეგისტრირებული. ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სადავო მოძრავი ნივთები არსებითი შემადგენელი ნაწილ., თუ საკუთვნებელი, ისინი იზიარებენ მთავარი ნივთის სამართლებრივ ბედს. ამ მოცემულობის გათვალისწინებითაც, სასამართლო მოკლებულ. შესაძლებლობას იმსჯელოს სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრეობასთან დაკავშირებით. ამასთან, „ფარდულში“ განთავსებულ მოძრავ ნივთებთან მიმართებით პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ვერ მოახდინა სადავო ნივთების იდენტიფიცირება ვერც სარჩელის წარდგენისა და ვერც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, რაც ასევე სარჩელის წარუმეტებლობის საფუძველ..
19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორმა ასევე ვერ შეძლო იურიდიული ინტერესის არსებობის დასაბუთება, რაც ამოსავალ. აღიარებითი სარჩელის არსებითად განხილვისთვის. თავად კასატორიც უთითებს, რომ ამჯერად აღნიშნულ ქონებაზე არ არის წარმოშობილი არავითარი სახის დავა, თუმცა მისი მოსაზრებით, იურიდიული ინტერესი მდგომარეობს სამომავლოდ წარმოშობილი დავის პრევენციულ ეფექტში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარე ვერ ასაბუთებს თუ რაში მდგომარეობს იურიდიული ინტერესი, რისი დასაბუთებაც აუცილებელ. აღიარებითი სარჩელის არსებითად განხილვისთვის. კასატორის მითითება აბსტრაქტულ, ბუნდოვან სამომავლო დავაზე, ვერ გამოიწვევს იურიდიული ინტერესის არსებობის დადასტურებას. რაც შეეხება მისაკუთვნებელი მოძრავი ქონების იდენტიფიცირებადობას, კასატორი ვერ საზღვრავს კონკრეტულად რა ნივთებზე სურს საკუთრების დადასტურება, ამიტომ აღნიშნული შედავებაც უსაფუძვლოა.
20. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407.1. მუხლზე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულ. სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა იგი. ამავე კოდექსის 104.1. მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებაში ასახული მსჯელობა შეესაბამება ზემოაღნიშნულ განმარტებებს, კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. 22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. 23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით. 24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. რ. გ–ს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №17741633818, გადახდის თარიღი 06.07.2023), 160 ლარის 70% - 105 ლარი და ზედმეტად გადახდილი 10 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე