საქმე №ა-4064-შ-107-2023 30 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.ა.ჩ.
მოწინააღმდეგე მხარე – მ.შ.ჩ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის ალანიის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის N2021/341 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თურქეთის რესპუბლიკის ალანიის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის N2021/341 გადაწყვეტილებით მ.შ.ჩ–სა (პირადი ნომერი: ....., დაბადების თარიღი: 15/04/1965, მამის სახელი: მ., დედის სახელი: ვ., რეგისტრირებული: დიარბაქირის პროვინცია, ბისმილის რაიონი, ... უბანი/სოფელი, რეესტრის ნომერი: .., ოჯახის რიგითი ნომერი: 6, რიგის ნომერი: 10) და მ.ა.ჩ–ს (საქართველოს მოქალაქე, უცხოური პირადი ნომერი: ....) შორის არსებული ქორწინება შეწყდა.
2. მ.ა.ჩ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ალანიის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის N2021/341 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან დგინდება, რომ საცნობი გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და საბოლოოა.
4. თურქეთის რესპუბლიკის ალანიის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის N2021/341 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
5. შუამდგომლობაზე დართული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მ.ა.ჩ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ალანიის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის N2021/341 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ა.ჩ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ალანიის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის N2021/341 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
10. „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულების 23-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო საცნობ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს [23.2. მუხლი: ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციისას, შემსრულებელი მხარე გადაწყვეტილებას არსებითად კი არ განიხილავს, არამედ მხოლოდ მის ამ ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში].
11. „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულების მე-20 მუხლით გათვალისწინებულია იმ პირობების ჩამონათვალი, რომელთა არსებობისას შესაძლებელია მოცემული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებული მუხლით დადგენილი პირობები დაცულია. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ალანიის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის N2021/341 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულების მე-19, მე-20, 22-ე და 23-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ა.ჩ.ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ალანიის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის N2021/341 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის ალანიის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის N2021/341 გადაწყვეტილება, რომლითაც მ.შ.ჩ–სა (პირადი ნომერი: ......, დაბადების თარიღი: 15/04/1965, მამის სახელი: მ., დედის სახელი: ვ., რეგისტრირებული: დიარბაქირის პროვინცია, ბისმილის რაიონი, ...... უბანი/სოფელი, რეესტრის ნომერი: ..., ოჯახის რიგითი ნომერი: 6, რიგის ნომერი: 10) და მ.ა.ჩ–ს (საქართველოს მოქალაქე, უცხოური პირადი ნომერი: .....) შორის არსებული ქორწინება შეწყდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი