საქმე №ა-4571-შ-129-2023 30 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.ხ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – პ.პ–ის
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შტრაუბინგის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 აგვისტოს №004 F 504/21 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შტრაუბინგის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 აგვისტოს №004 F 504/21 გადაწყვეტილებით მეუღლეებს (თ.ხ–ძე, პ.პ–ის) შორის 09.08.2013 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მმაჩის ბიუროს თანამშრომლის მიერ დარეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი №28131001088) დასრულდა განქორწინებით.
2. თ.ხ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შტრაუბინგის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 აგვისტოს №004 F 504/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შტრაუბინგის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 აგვისტოს №004 F 504/21 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ საცნობ გადაწყვეტილებას აქვს იურიდიული ძალა 2021 წლის 28 სექტემბრიდან, ამასთან, გადაწყვეტილება მიღებულია მოსმენის საფუძველზე.
4. შუამდგომლობაზე დართული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით თ.ხ–ძის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შტრაუბინგის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 აგვისტოს №004 F 504/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ხ–ძის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შტრაუბინგის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 აგვისტოს №004 F 504/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შტრაუბინგის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 აგვისტოს №004 F 504/21 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ხ–ძის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შტრაუბინგის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 აგვისტოს №004 F 504/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შტრაუბინგის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 აგვისტოს №004 F 504/21 გადაწყვეტილება, რომლითაც მეუღლეებს (თ.ხ–ძე, პ.პ–ის) შორის 09.08.2013 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მმაჩის ბიუროს თანამშრომლის მიერ დარეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი №28131001088) დასრულდა განქორწინებით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი