საქმე №ა-333-შ-6-2024 31 იანვარი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ე.გ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს, ვაშინგტონის ოლქის სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის №EC2022-34083 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს ვაშინგტონის ოლქის სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის №EC2022-34083 გადაწყვეტილებით, გ.მ–ძესა და ე.გ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. გ.მ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს ვაშინგტონის ოლქის სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის №EC2022-34083 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს ვაშინგტონის ოლქის სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის №EC2022-34083 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით. მოწინააღმდეგე მხარე ესწრებოდა სხდომას და უარი განაცხადა პასუხის წარდგენის უფლებაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით, გ.მ–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს, ვაშინგტონის ოლქის სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის №EC2022-34083 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს, ვაშინგტონის ოლქის სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის №EC2022-34083 გადაწყვეტილებით, გ.მ–ძესა და ე.გ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
7. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით. მოწინააღმდეგე მხარე ესწრებოდა სხდომას და უარი განაცხადა პასუხის წარდგენის უფლებაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს, ვაშინგტონის ოლქის სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის №EC2022-34083 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.მ–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს, ვაშინგტონის ოლქის სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის №EC2022-34083 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს, ვაშინგტონის ოლქის სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის №EC2022-34083 გადაწყვეტილება, რომლითაც გ.მ–ძესა და ე.გ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე