საქმე №ა-6689-შ-196-2023 8 თებერვალი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ს.მ–უ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ჰომბურგის ჰოეს სამხარეო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების (№ 98 F 720/22 S) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ჰომბურგის ჰოეს სამხარეო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით (№ 98 F 720/22 S), ს.მ–უსა (შემდეგში - განმცხადებელი ან მოწინააღმდეგე მხარე) და ნ.გ–ძეს (შემდეგში - მოპასუხე ან შუამდგომლობის ავტორი) შორის შეწყდა 2021 წლის 25 მაისს საქართველოში, კერძოდ, თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 10 მაისს.
3. მოპასუხემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და დასახელებულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. გერმანიის ჰომბურგის ჰოეს სამხარეო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით (№ 98 F 720/22 S), მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეწყდა 2021 წლის 25 მაისს საქართველოში, კერძოდ, თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 10 მაისს.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.გ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ჰომბურგის ჰოეს სამხარეო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება (№ 98 F 720/22 S) იმ ნაწილში, რომლითაც ს.მ–უსა (შემდეგში - განმცხადებელი ან მოწინააღმდეგე მხარე) და ნ.გ–ძეს (შემდეგში - მოპასუხე ან შუამდგომლობის ავტორი) შორის შეწყდა 2021 წლის 25 მაისს საქართველოში, კერძოდ, თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები : ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე