საქმე №ა-1433-შ-36-2023 9 თებერვალი, 2024 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ო.ა–ე
მოწინააღმდეგე მხარე – კ.ბ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ლიეტუვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის Ne2-572-930/2021 გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, ალიმენტის დავალიანების გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლიეტუვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის Ne2-572-930/2021 გადაწყვეტილებით 1996 წლის 20 ივლისს დაბადებულ კ.ბ–ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, ს.ა–ეს, პირადი კოდი ....., სასარგებლოდ ალიმენტი, ყოველთვიური პერიოდული გადახდის სახით, 220 (ორას ოცი) ევროს ოდენობით, სასამართლოში სარჩელის შეტანის დღიდან (2019 წლის 27 დეკემბერი) ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. ალიმენტის ოდენობა ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი წესით, ინფლაციის გათვალისწინებით, ექვემდებარება ყოველწლიურ ინდექსაციას. დადგინდა, რომ გადაწყვეტილება პერიოდული გადახდების სახით რჩენის დაკისრების ნაწილში აღსრულდეს სასწრაფო წესით. ამავე გადაწყვეტილებით 1996 წლის 20 ივლისს დაბადებულ კ.ბ–ძეს დაეკისრა, 2 640 (ორი ათას ექვსას ორმოცი) ევროს ოდენობით, ალიმენტის დავალიანების გადახდა არასრულწლოვანი შვილის, ს.ა–ეს, პირადი კოდი ........., სასარგებლოდ.
2. ო.ა–ეს წარმომადგენელმა ნ.ჩ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ლიეტუვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის Ne2-572-930/2021 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ალიმენტის დაკისრებისა და ალიმენტის დავალიანების გადახდის ნაწილში.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ლიეტუვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის Ne2-572-930/2021 გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოპასუხე სათანადო წესით ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომაზე გამოცხადების თაობაზე. კერძოდ, მოპასუხეს სარჩელზე პასუხი არ წარუდგენია, თუმცა საპროცესო დოკუმენტები მას სათანადო წესით - პირადად ჩაბარდა. ასევე, მოპასუხეს მონაწილეობა არ მიუღია სასამართლო სხდომებში, თუმცა სასამართლო გამოძახების უწყება მას პირადად ჩაბარდა.
4. ლიეტუვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს მიერ 2022 წლის 26 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლიდან ირკვევა, რომ ლიეტუვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის Ne2-572-930/2021 გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2021 წლის 29 აპრილს.
5. აღმასრულებლის მინდაუგას დაბკუსის მიერ 2022 წლის 18 ნოემბერს გაცემული დოკუმენტით ირკვევა, რომ აღმასრულებელმა უარი უთხრა შუამდგომლობის ავტორს სააღსრულებო დოკუმენტის აღსასრულებლად მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ მოვალე, კ.ბ–ძე, არ იმყოფება ტერიტორიაზე, რომელზეც აღმასრულებლის უფლებამოსილება ვრცელდება და სააღსრულებო დოკუმენტი დაუბრუნდა მოსარჩელეს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ო.ა–ეს შუამდგომლობა ლიეტუვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის Ne2-572-930/2021 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
7. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - კ.ბ–ძეს გაეგზავნა 2023 წლის 24 ოქტომბერს და ჩაბარდა მის მეუღლეს - ხ.გ–ს 2023 წლის 10 ნოემბერს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1. მუხლის თანახმად [თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით], მიიჩნევა მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარებად.
8. ზემოაღნიშნული განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო.ა–ეს შუამდგომლობა ლიეტუვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის Ne2-572-930/2021 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრებისა და ალიმენტის დავალიანების გადახდის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
10. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ლიეტუვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის Ne2-572-930/2021 გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრებისა და ალიმენტის დავალიანების გადახდის ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო.ა–ეს შუამდგომლობა ლიეტუვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის Ne2-572-930/2021 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრებისა და ალიმენტის დავალიანების გადახდის ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ლიეტუვის რესპუბლიკის ქ. ვილნიუსის აპილინის (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის Ne2-572-930/2021 გადაწყვეტილება, რომლითაც 1996 წლის 20 ივლისს დაბადებულ კ.ბ–ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, ს.ა–ეს, პირადი კოდი ....., სასარგებლოდ ალიმენტი, ყოველთვიური პერიოდული გადახდის სახით, 220 (ორას ოცი) ევროს ოდენობით, სასამართლოში სარჩელის შეტანის დღიდან (2019 წლის 27 დეკემბერი) ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. ალიმენტის ოდენობა ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი წესით, ინფლაციის გათვალისწინებით, ექვემდებარება ყოველწლიურ ინდექსაციას. დადგინდა, რომ გადაწყვეტილება პერიოდული გადახდების სახით რჩენის დაკისრების ნაწილში აღსრულდეს სასწრაფო წესით. ამავე გადაწყვეტილებით 1996 წლის 20 ივლისს დაბადებულ კ.ბ–ძეს დაეკისრა, 2 640 (ორი ათას ექვსას ორმოცი) ევროს ოდენობით, ალიმენტის დავალიანების გადახდა არასრულწლოვანი შვილის, ს.ა–ეს, პირადი კოდი ......., სასარგებლოდ;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი