Facebook Twitter

№ა-391-შ-11-2024

15 თებერვალი, 2024 წ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ.ც–ძე

განხილვის საგანი – ლატვიის რესპუბლიკის რიგის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლატვიის რესპუბლიკის რიგის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ტ.რ-ც–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა ტ.რ-ც–ძესა და გ.ც–ძეს შორის 2018 წლის 25 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი N67183000659). გ.ც–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 72.50 ევროსა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის 2 (ორი) ევროს გადახდა.

გ.ც–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, რომლითაც შეწყდა ტ.რ-ც–ძესა და გ.ც–ძეს შორის 2018 წლის 25 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

გ.ც–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ლატვიის რესპუბლიკის რიგის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ტ.რ-ც–ძე და გ.ც–ძე განორწინდნენ. შუამდგომლობის ავტორი არის მოპასუხე მხარე, რომელიც როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, ინფორმირებული იყო საქმის განხილვის შესახებ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2023 წლის 13 ივნისს. საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ლატვიის რესპუბლიკის რიგის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება ტ.რ-ც–ძესა და გ.ც–ძეს შორის 2018 წლის 25 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინების (სააქტო ჩანაწერი N67183000659) შეწყვეტის ნაწილში, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დაადგინა:

1. გ.ც–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ლატვიის რესპუბლიკის რიგის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება ტ.რ-ც–ძესა და გ.ც–ძეს შორის 2018 წლის 25 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინების (სააქტო ჩანაწერი N67183000659) შეწყვეტის ნაწილში.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე