Facebook Twitter

საქმე №ა-1176-შ-29-2023 14 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „გ.“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების საქმეზე N910/11536/21 ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით შპს „გ–ის“ შუამდგომლობა უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების (N910/11536/21) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და აღსასრულებლად მიექცა უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე N910/11536/21.

აღნიშნული განჩინების საფუძველზე 2023 წლის 07 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უსწორობის გასწორების საკითხის სასამართლო სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

ამასთანავე, რადგან საპროცესო კანონმდებლობა სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების შესაძლებლობას პირდაპირ არ ითვალისწინებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ანალოგიის წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე დაყრდნობით, რადგანაც, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებული უსწორობა შემდეგი სახით: შპს „გ–ის“ შუამდგომლობა უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების N910/11536/21, რომლითაც 1. სარჩელი დაკმაყოფილდა. 2. გადასახდელად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ს“-ს (საქართველო, ქ. თბილისი, ......, ს.კ. ........) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გ–ის“ სასარგებლოდ (ხ–ბის ოჯახის. N8, ქ. კიევი, ...., ს.კ. .......) დაეკისრა დავალიანება 15589 აშშ დოლარის ოდენობით, 1558.90 აშშ დოლარი საურავი, რომელიც გრივნის ეკვივალენტში 09.07.2021 წლის მდგომარეობით შეადგენს 425580 გრივნას, 6383 გრივნა 70 კაპ. სასამართლო მოსაკრებელი და 23165 გრივნა 00 კაპ. გადათარგმნის ხარჯები. 3. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ გამოიცა ბრძანება - საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცელი უნდა დაერთოს საქმეს, ხოლო მის ნაცვლად გაცემულ უნდა იქნას ახალი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებასა და ამ განჩინების საფუძველზე 2023 წლის 07 აგვისტოს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობანი.

2. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი მიეთითოს შემდეგი სახით: 1. შპს „გ–ის“ შუამდგომლობა უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების N910/11536/21, რომლითაც 1. სარჩელი დაკმაყოფილდა. 2. გადასახდელად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ს“-ს (საქართველო, ქ. თბილისი, ......., ......, ს.კ. .....) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გ–ის“ სასარგებლოდ (ხ–ბის ოჯახის. N8, ქ. კიევი, ....., ს.კ. .......) დაეკისრა დავალიანება 15589 აშშ დოლარის ოდენობით, 1558.90 აშშ დოლარი საურავი, რომელიც გრივნის ეკვივალენტში 09.07.2021 წლის მდგომარეობით შეადგენს 425580 გრივნას, 6383 გრივნა 70 კაპ. სასამართლო მოსაკრებელი და 23165 გრივნა 00 კაპ. გადათარგმნის ხარჯები. 3. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ გამოიცა ბრძანება - საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

3. 2023 წლის 07 აგვისტოს №ა-1176-შ-29-2023 სააღსრულებო ფურცელი დაერთოს საქმეს, ხოლო მის ნაცვლად გაცემულ იქნას ახალი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე