Facebook Twitter

საქმე №ას-1555-2023 26 თებერვალი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს "ი-გ.", ნ.გ–ნი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ს–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2023 წლის 1 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით შპს "ს–ის" სარჩელი შპს "ი-გ–ს" და ნ.გ–ნის მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკამყოფილდა. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

აღნიშნულ განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩნებით შპს „ი-გ–სა“ და ნ.გ–ნის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 7 (შვიდი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: 4739,85 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უკვე გადახდილი 50 ლარის გათვალისწინებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის გათვალისწინებით შედგენილი საკასაციო საჩივარი; საკასაციო საჩვრის ელექტრონული ვერსია და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება შპს „ი-გ–ის“ წარმომადგენელ ს.ხ–სა (იხ.რწმუნებულება ტ.1, ს.ფ. 89) და ნ.გ–ნს გაეგზავნათ საქმეში არსებულ, მათ მიერ მითითებულ მისამართებზე და ს.ხ–ს ჩაბარდა პირადად 2024 წლის 4 იანვარს (იხ.შეტყობინების ბარათი). რაც შეეხება ნ.გ–ნისათვის გაგზავნილ კორესპოდენიცას, ის სასამართლოს უკან დაუბრუნდა იმ მითითებით, რომ არ იმყოფება მისამართზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კასატორს მეორედ გაეგზავნა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, მაგრამ არც ამჯერად ჩაბარდა, კურიერის მიერ კონვერტზე გაკეთებული ჩანაწერით დგინდება, რომ მისამართზე არავინაა (იხ.უკუგზავნილი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩნებით შპს „ი-გ–სა“ და ნ.გ–ნის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 7 (შვიდი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: 4739,85 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უკვე გადახდილი 50 ლარის გათვალისწინებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის გათვალისწინებით შედგენილი საკასაციო საჩივარი; საკასაციო საჩვრის ელექტრონული ვერსია და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება შპს „ი-გ–ის“ წარმომადგენელ ს.ხ–სა (იხ.რწმუნებულება ტ.1, ს.ფ. 89) და ნ.გ–ნს გაეგზავნათ საქმეში არსებულ, მათ მიერ მითითებულ მისამართებზე და ს.ხ–ს ჩაბარდა პირადად 2024 წლის 4 იანვარს (იხ.შეტყობინების ბარათი). რაც შეეხება ნ.გ–ნისათვის გაგზავნილ კორესპოდენიცას, ის სასამართლოს უკან დაუბრუნდა იმ მითითებით, რომ არ იმყოფება მისამართზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კასატორს მეორედ გაეგზავნა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, მაგრამ არც ამჯერად ჩაბარდა, კურიერის მიერ კონვერტზე გაკეთებული ჩანაწერით დგინდება, რომ მისამართზე არავინაა (იხ.უკუგზავნილი).

რაც შეეხება ნ.გ–ნის ნაწილს, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.გ–ნისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარებულად მიიჩნევა კურიერის განმეორებითი ვიზიტის დღეს - 2024 წლის 8 თებერვალს (იხ.უკუგზავნილი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა, შპს „ი-გ–ის“ მიმართ დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 5 იანვარს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2024 წლის 11 იანვარს (სამუშაო დღე - ხუთშაბათი). ხოლო ნ.გ–ნის მიმართ ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 9 თებერვალს და ამოიწურა 2024 წლის 15 თებერვალს (სამუშაო დღე- ხუთშაბათი).

დადგენილ ვადაში, არც ერთ მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ს.ხ–ს მიერ 2023 წლის 11 ივლისის #1689059992 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს "ი-გ–სა" და ნ.გ–ნის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2023 წლის 1 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. შპს "ი-გ–სა" (ს/ნ.........) და ნ.გ–ნს (პ/ნ .......) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ს.ხ–ს მიერ 2023 წლის 11 ივლისის #1689059992 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი