Facebook Twitter

საქმე №ას-1328-2023 07 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა.ბ–ია (არასრულწლოვანი)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ბ–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ.ხ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ბ–იას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ არასრულწლოვანი შვილის - 2009 წლის 22 იანვარს დაბადებული ა.ბ–იას (შემდგომ - არასრულწლოვანი, ბავშვი) სასარგებლოდ ალიმენტის, ყოველთვიურად 1865 ლარის გადახდის შესახებ სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეები არიან 2009 წლის 22 იანვარს დაბადებული ა.ბ–იას მშობლები. მოსარჩელემ შექმნა სხვა ოჯახი და მას ასევე ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი - 2019 წლის 14 იანვარს დაბადებული ა.ნ–ია და 2020 წლის 23 ივნისს დაბადებული დ.ნ–ია. არასრულწლოვანი ცხოვრობს მოსარჩელის ოჯახში. მოპასუხე მატერიალურად არ ზრუნავს თავის შვილზე, ბავშვის ყველა მატერიალურ ხარჯს უზრუნველყოფს დედა და მისი ოჯახი.

3. მოსარჩელის მითითებით, არასრულწლოვანის სარჩენი ხარჯი ყოველთვიურად შეადგენს 3730 ლარს, რაც მოიცავს მისი კვების, ჩაცმის, სწავლის, სპორტული აქტივობის, ასევე სხვა დამატებით ხარჯს. მოპასუხე დასაქმებულია და მისი შემოსავალი შეადგენს 4000 ლარს.

4. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მეტად უნდა ჩაერთოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდაში, სადავო ხარჯი დაანგარიშებულია, ბავშვის სპორტული და საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე. ბავშვს აღნიშნული აქტივობებისათვის ესაჭიროება სხვადასხვა საგნები (ინვენტარი, ტანისამოსი და ა.შ.), რომელთა შეძენაც ფინანსურ სახსრებთანაა დაკავშირებული. ასაკიდან გამომდინარე, ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, მითითებული ალიმენტის ოდენობაც მინიმალურია.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ყოველთვის ზრუნავდა და ზრუნავს თავის არასრულწლოვან შვილზე. წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ყველა მისთვის ცნობილი აქტივობის გადასახადს, როგორიცაა საბავშვო ბაღი, „პრესქული“, სკოლა, ფიგურული სრიალი, სიმღერა, ბალეტი, ქართული ცეკვა და ა.შ. იგი უწყვეტად იხდის სკოლის გადასახადს წელიწადში 5000 ლარის ოდენობით. ასევე, ბავშვზე მატერიალურად ზრუნავს მისი ბებია, რომელსაც შვილიშვილის სახელზე გახსნილი აქვს ანაბარი.

6. მოპასუხემ განმარტა, რომ შექმნა ახალი ოჯახი და ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი - 2018 წლის 26 აპრილს დაბადებული ე.ბ–ია, რომელსაც, ასევე, ესაჭიროება მისი მხრიდან დახმარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა არ არის გონივრული და რეალური, მოპასუხე შვილს უზრუნველყოფს, მისი დავალდებულების გარეშე, თუმცა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ბავშვის საჭიროებებთან დაკავშირებით სადავოა, მისი შვილის (მისთვის ცნობილი) ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია.

არასრულწლოვნის ადვოკატის პოზიცია:

7. არასრულწლოვნის ადვოკატმა განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნას ეთანხმება, მიუთითა მოპასუხის შესაძლებლობებზე, ბავშვის საჭიროებებსა და ინტერესზე, ორივე მშობლისაგან მიიღოს მატერიალური დახმარება. ძირითადად არასრულწლოვანს მატერიალურად უზრუნველყოფს მოსარჩელე, ამიტომ მოპასუხე ვალდებულია, ჩაერთოს შვილის რჩენაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის - 550 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან - 2020 წლის 11 აგვისტოდან, ხოლო 2022 წლის 10 ივნისიდან 850 ლარის ანაზღაურება, ბავშვის სრულწლოვანებამდე, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს ეთქვა უარი, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მისი სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის - 550 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან მის სრულწლოვანებამდე შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო, 2009 წლის 22 იანვარს დაბადებული არასრულწლოვანი შვილი. ბავშვი ცხოვრობს დედასთან. მოსარჩელემ შექმნა ახალი ოჯახი და ჰყავს კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილი.

11. არასრულწლოვანი არის ლ.დ–ძის მოსწავლე მხატვრულ ტანვარჯიშში. 2019 წლიდან ის შეუერთდა ლ.დ–ძის სახელობის კლუბს „გ.რ–ს“, ასევე, 2019 წლიდან წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა შიდა შეჯიბრებაზე და საერთაშორისო შეჯიბრებების მონაწილეობის კანდიდატია.

12. ბავშვი არის შპს „ნ.თ.ს–ის“ მოსწავლე. 2015 წლის 24 აპრილის ხელშეკრულების თანახმად, სადაც მხარეებს წარმოადგენენ არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი მამა - მოპასუხე და შპს „ნ.თ.ს–ა“, სწავლის წლიური საფასური შეადგენს 4500 ლარს, ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლის პირველ აგვისტომდე.

13. 2021-2022 აკადემიური წლის სწავლის გადასახადი შპს „ნ.თ.ს–აში“ არასრულწლოვანისათვის შეადგენს 5500 ლარს.

14. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, (04.03.2022 წლის მდგომარეობით) მოპასუხის სახელზე 2020 წლის 10 აგვისტოდან გადაწყვეტილების გამოტანამდე ფიქსირდება შემოსავლის ჩარიცხვა (დაუბეგრავი): 2020 წლის ოქტომბერი სულ - 8735.51 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი, შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; 2020 წლის ნოემბერი, სულ - 5500 ლარი, დამსაქმებლები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი; 2020 წლის დეკემბერი, სულ - 9735.171 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი, შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; 2021 წლის იანვარი, სულ - 6418.37 ლარი, დამსაქმებლები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი, შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; 2021 წლის თებერვალი, სულ - 7100 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი, შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; 2021 წლის მარტი, სულ - 6446.67 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი, შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; 2021 წლის აპრილი, სულ - 6366.67 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი; 2021 წლის მაისი, სულ - 6366.67 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი, 2021 წლის ივნისი, სულ - 6366.67 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი; 2021 წლის ივლისი, სულ - 6366.67 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი; 2021 წლის აგვისტო, სულ - 6366.67 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი; 2021 წლის სექტემბერი, სულ - 6100 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი; 2021 წლის ოქტომბერი, სულ - 5500 ლარი, დამსაქმებლები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი; 2021 წლის ნოემბერი სულ - 6700 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი; 2021 წლის დეკემბერი, სულ - 7592.34 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი, შპს „ს.გ–ი“; 2022 წლის იანვარი, სულ - 6100 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი.

15. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით (23.03.2022 წლის მდგომარეობით), მოსარჩელის სახელზე 2020 წლის 10 აგვისტოდან დღემდე ფიქსირდება შემოსავლის ჩარიცხვა (დაუბეგრავი): 2020 წლის აგვისტო - 392.86 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2020 წლის სექტემბერი, სულ - 1896.86 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2020 წლის ოქტომბერი, სულ - 7571.43 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2020 წლის ნოემბერი, სულ - 7571.43 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2020 წლის დეკემბერი, სულ - 15635.46 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2021 წლის იანვარი - 392.86 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2021 წლის თებერვალი, სულ - 7571.43 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2021 წლის მარტი, სულ -7650.51 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2021 წლის აპრილი, სულ - 7670.91 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2021 წლის მაისი, სულ - 7571.43 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2021 წლის ივნისი, სულ - 7638.01 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2021 წლის ივლისი, სულ - 15142.13 ლარი, დამსაქმებლები: შპს „პ.ჯ–ია“, F.N. S. B.V-ის საქართველოს ფილიალი; 2021 წლის აგვისტო, სულ - 14 201.5 ლარი, დამსაქმებელი: F.N. S. B.V-ის საქართველოს ფილიალი; 2021 წლის სექტემბერი, სულ - 14 227.6 ლარი, დამსაქმებელი: F.N. S. B.V-ის საქართველოს ფილიალი; 2021 წლის ოქტომბერი, სულ - 14405.4 ლარი, დამსაქმებელი: F.N. S. B.V-ის საქართველოს ფილიალი; 2021 წლის ნოემბერი, სულ - 14 065.2 ლარი, დამსაქმებელი: F.N. S. B.V-ის საქართველოს ფილიალი; 2021 წლის დეკემბერი, სულ - 14288.85 ლარი, დამსაქმებელი: F.N. S. B.V-ის საქართველოს ფილიალი; 2022 წლის იანვარი, სულ - 14 590 ლარი, დამსაქმებელი: F.N. S. B.V-ის საქართველოს ფილიალი; 2022 წლის თებერვალი სულ - 15 069.2 ლარი, დამსაქმებელი: F.N. S. B.V-ის საქართველოს ფილიალი; მოპასუხეს შექმნილი აქვს ოჯახი და, არასრულწლოვანის გარდა, ჰყავს კიდევ ერთი არასრულწლოვანი, 2018 წლის 26 აპრილს დაბადებული შვილი.

16. არასრულწლოვანი დაზღვეულია და ყოველთვიური სადაზღვევო შესატანი შეადგენს 190 ლარს, რომელსაც იხდის მოსარჩელე მხარე.

17. მოსარჩელე ბავშვის სასარგებლოდ იხდის ტრანსპორტირებისა და სასწავლო წრეების ხარჯებს: 22/09/2021 - 44.5 ლარი, გერმანული ენის წიგნები; 16/12/2021 - 100 ლარი, ტრანსპორტირების თანხა; 08/07/2020 - 480 ლარი, ა.ბ–იას თანხა; 01/04/2022 - 145 ლარი, ტანვარჯიში და ქორეოგრაფია; 01/04/2022 - 30 ლარი, მასწავლებლისათვის ჩარიცხული თანხა; 18/04/2022 - 250 ლარი, მათემატიკა; 01/04/2022 - 160 ლარი, ა.ბ–ია - პიროვნული ზრდის; 07/09/2021 - 247 ლარი, წიგნების თანხა; არასრულწლოვანის სტომატოლოგიური მომსახურების ჯამური ღირებულება 15.03.2022წ. განსაზღვრულია - 845 ლარით, 15.04.2022წ. - 946 ლარით და 19.04.2022წ. - 70 ლარით.

18. მოსარჩელეს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ტრანსპორტით არასრულწლოვანის მომსახურების შესახებ, ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 100 ლარს.

19. 01/03/2017 წლიდან 19/04/2022 წლამდე პერიოდში სს „ს.ბ–ში“ მოსარჩელის ანგარიშიდან ბავშვის ანგარიშზე სულ გადარიცხულია 2120.67 ლარი. 01/03/2017 წლიდან 19/04/2022 წლამდე პერიოდში სს „ს.ბ–ში“ მოსარჩელის ანგარიშიდან არასრულწლოვანის ნომერზე გადახდილია თანხა 368 ლარის ოდენობით.

20. მოსარჩელეს 19/04/2022 წლის მდგომარეობით სს „ს.ბ–ში“ სარგებლობს იპოთეკური სესხით, ყოველთვიური გადასახადი - 3907.30 ლარი, 10/06/2022 წლიდან ყოველთვიური გადასახადი გრაფიკის მიხედვით - 4143.81 ლარი, მოქმედების ვადა: 10/08/2029 წ.

21. მოსარჩელე არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდიდა ტრანსპორტირებისა და სკოლის ხარჯებს. 2015 წლის 15 გაფორმებული ტრანსპორტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიური გადასახადი შეადგენდა 165 ლარს. მოპასუხის მხრიდან, 2015 წლის 28 თებერვალს ფიქსირდება არასრულწლოვანის ვარჯიშის საფასურის 50 ლარის გადახდა, ასევე, 2014 წლის 21 სექტემბერს ფიქსირდება სწავლის საფასურის 700 ლარის გადახდა, 2014 წლის 15 ნოემბერს - 350 ლარი, 2014 წლის 12 დეკემბერს - 350 ლარისა და 2015 წლის 25 იანვარს - 350 ლარის გადახდები.

22. მოპასუხის ანგარიშზე ფიქსირდება ბავშვის სწავლის საფასურის გადახდა 2020 წლის აპრილის თვიდან 2022 წლის აპრილის თვის ჩათვლით - პერიოდში სულ 11 000 ლარის ოდენობით.

23. არასრულწლოვანის სახელზე გახსნილია საბავშვო ანაბარი სს „პ.ბ–ში“, სადაც 2014 წლის 16 ოქტომბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე ფიქსირდებოდა თანხების შეტანა და საბოლოო ნაშთმა შეადგინა 11 822.43 ლარი. 2015 წლის 8 დეკემბრიდან 2016 წლის 26 დეკემბრამდე ფიქსირდებოდა თანხების შეტანა და საბოლოო ნაშთმა შეადგინა 14 229.99 ლარი.

24. სს „ბ.ბ–ში“, მოპასუხის ანგარიშზე 2022 წლის 20 აპრილის მდგომარეობით, შვილის ანაბარზე (ანამარიას ანაბარი) ფიქსირდება 18 000 ლარი, 736.29 ევრო და 804 აშშ დოლარი, გახსნის თარიღია 12.03.2014 წელი.

25. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის გონივრულ ოდენობად მიიჩნია მოპასუხისათვის ყოველთვიურად სარჩელის აღძვრიდან - 11.08.2020 წლიდან - 550 ლარის, ხოლო - 10.06.2022 წლიდან - 850 ლარის დაკისრება ბავშვის სრულწლოვანებამდე.

26. მოსარჩელემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიაჩნია, რომ დაკისრებული ალიმენტი საკმარისი არ არის არასრულწლოვანი ბავშვის მატერიალურად უზრუნველყოფისათვის, ხოლო მოპასუხემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მოითხოვა დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება. მოპასუხის სააპელაციო პრეტენზია იმაში მდგომარეობდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ არასრულწლოვანი ბავშვი აღარ სწავლობს კერძო ფასიან სკოლაში და გადავიდა საჯარო სკოლაში, მას გაეზარდა მეორე მცირეწლოვანი შვილის ყოველთვიური გადასახადი საბავშვო ბაღში, ასევე შემცირდა მისი შემოსავლები.

27. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა შედეგი ნორმატიული აქტებით:

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

28. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია პატივი სცეს ბავშვის პიროვნებას, აღზარდოს ბავშვი მშვიდობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებით, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, მოამზადოს ბავშვი საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1212-ე და 1214-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე, საერთაშორისო აქტებით განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ბავშვთა უფლებების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე.

30. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. აღნიშნული მოთხოვნილებები განსხვავდება არასრულწლოვანის ასაკიდან გამომდინარე. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

31. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის, ასევე, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

32. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ №ას-829-2019, 11.07.2019წ.; №ას-332-2019, 02.08.2019წ.; №ას-1875-2018, 29.03.2019წ.). ამასთან, სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ №ას-619-619-2018, 12.09.2018წ.; №ას-876-2019, 26.07.2019წ.).

33. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-58-49-2011). სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, მისი შემცირების საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით.

34. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არასრულწლოვანი ცხოვრობს მოსარჩელესთან და ეს უკანასკნელი ახორციელებს მასზე ძირითად მზრუნველობას. დედას შექმნილი აქვს მეორე ოჯახი და ჰყავს კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი. თავის მხრივ, უდავოა, რომ მამა გარკვეულწილად იღებს მონაწილეობას შვილის მატერიალურ უზრუნველყოფაში, იგი ყოველთვიურად იხდიდა შვილის სწავლის საფასურს, რომელიც თვეში დაახლოებით 550 ლარს შეადგენდა. მოპასუხე არც ახლაა წინააღმდეგი, მეორე მშობელთან ერთად, თანაბრად უზრუნველყოს შვილის მოთხოვნილებები, თუმცა უთითებს, რომ გადასახდელი თანხის ოდენობა უნდა დადგინდეს არასრულწლოვანის საჭიროებების და მისი ფინანსური შესაძლებლობების ურთიერთდაბალანსებით.

35. მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარადგინა ახალი მტკიცებულებები, რომელიც დაერთო საქმეს, კერძოდ: სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ არასრულწლოვანი 2022 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით (გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ) ირიცხება სსიპ ქართველ იუნკერთა სახელობის ქალაქ თბილისის N52 საჯარო სკოლაში.

36. სააპელაციო სასამართლოში წერილობითი მტკიცებულებები წარადგინა მოსარჩელემაც, კერძოდ, არასრულწლოვანის საღამოს სკოლის მომსახურების გადასახადი ფიზიკაში და მათემატიკაში სსიპ „ვლ. კომაროვის თბილისის ფიზიკისა და მათემატიკის“ №199 საჯარო სკოლაში - გადახდილი 2022 წლის 14 ნოემბერს და 2023 წლის 3 აპრილს (800 ლარი, 800 ლარი და 640 ლარი), 2022 წლის 14 ნოემბერს გადახდილი 130 ლარის ქვითარი არასრულწლოვანისათვის პროგრამირების შესწავლის საფასური, მცირეწლოვანი შვილის ა.ნ–იას საბავშვო ბაღის საფასურის 650 ლარის გადახდის ქვითარი 2022 წლის დეკემბერში და მაისში, ასევე 2023 წლის მარტისა და აპრილის თვეში 1000 და 1200 ლარიანი გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, არის უმცროსი ბავშვის ძიძის და ოჯახის დამხმარის საფასური, მოსარჩელეს ასევე წარმოდგენილი აქვს თბილისის ენერჯის სააბონენტო გადასახადის ქვითრები.

37. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1197-ე, 1212-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საქმის მასალების თანახმად, მოდავე მხარეებს აქვთ სტაბილური შემოსავალი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის შემოსავალი ორჯერ აღემატება მოპასუხის შემოსავალს. ისიც დადგენილია, რომ ორივე მათგანს მეორე ქორწინებიდან ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და, ბუნებრივია, ორივე მათგანს აქვთ აქედან გამომდინარე ხარჯი.

38. საქმის გარემოებებით ცალსახად დასტურდება ის გარემოება , რომ მოპასუხე თავს არ არიდებს მისი უფროსი შვილისათვის აუცილებელი ხარჯების გადახდას. აღნიშნულის დასტურია მის მიერ შპს „ნ.თ.ს–ის“ საფასურის გადახდა. ასევე, შვილის სახელზე ანაბარზე თანხების განთავსება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს მეტად დაძაბული ურთიერთობა ანა მარიას მშობლებს შორის, რომელიც ართულებს როგორც მათ შორის, ასევე, ბავშვთან კომუნიკაციასაც. ხოლო ეს ყოველივე ხელს უშლის მშობლებს მიიღონ ერთობლივი, გონივრული გადაწყვეტილებები შვილის აღზრდა - განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიების გასატარებლად.

39. საქმის გარემოებებით ასევე დასტურდება ის გარემოება, რომ საქმის განხილვის პერიოდისათვის შემცირებულია არასრულწლოვანის სწავლასთან დაკავშირებული ხარჯი, რადგან იგი აღარ არის შპს „ნ.თ.ს–ის“ მოსწავლე. დანარჩენი, დედის მიერ მითითებული ხარჯი, კერძოდ ის, რომ ბავშვი დადის სხვადასხვა საგანზე მასწავლებელთან, ან სხვადასხვა აქტივობებზე, მას ესაჭიროება დანტისტის მომსახურება და ა.შ. არ წარმოადგენს ალიმენტის გაზრდის საფუძველს, რადგან აღნიშნულ ხარჯში მონაწილეობის ვალდებულება გააჩნია მოსარჩელესაც.

40. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე არ არსებობს ალიმენტის გაზრდის საფუძვლები, პირიქით, იმის გამო, რომ შემცირებულია სწავლის ხარჯი, უნდა შემცირდეს მოპასუხის მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობაც. ასევე ალიმენტის გაზრდის საფუძვლად არ შეიძლება გამოყენებულიყო არც ის გარემოება, რომ მოსარჩელის მეუღლე უმუშევარია ან გაეზარდა კომუნალური გადასახადები და ა.შ. მითითებულ ხარჯებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოსარჩელის მეუღლესაც და მისი ყოფილი მეუღლე არ არის ვალდებული, მონაწილეობა მიიღოს ამ ხარჯებში.

41. სააპელაციო პალატამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოპასუხეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოუთქვამს უარი შვილის აღზრდისათვის საჭირო ხარჯში მონაწილეობაზე. პირიქით, იგი ყოველთვის გამოხატავდა მზადყოფნას, შვილისათვის საჭირო თანხის გადახადაზე. პალატამ ასევე მიუთითა, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია წარმოიშვას ბავშვის საჭიროებისათვის გაუთვალისწინებელი ხარჯი ან გაიზარდოს მისი ოდენობა. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს მოპასუხისათვის ამ ხარჯის დაკისრების მოთხოვნით, იმ შემთხვევაში თუ ეს უკანასკნელი თავს აარიდებს ამ ვალდებუილების შესრულებას.

42. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მონაწილეობა საერთო შვილის აღზრდაში მისი ყოველთვიური შემოსავლის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს 550 ლარით ბავშვის სრულწლოვანებამდე, რამდენადაც ამავე ოდენობით მატერიალური სახსრების მოსარჩელის მიერ გაწევის შემთხვევაში, დადგინდება გონივრული ბალანსი არასრუწლოვანის ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვის საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

43. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არასრულწლოვანის წარმომადგენელმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

44. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია უდავოდ ის ფაქტი, რომ მამა მონაწილეობას იღებდა შვილის მატერიალურად უზრუნველყოფაში. ურთიერთსაწინააღმდეგოა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ მამა უხდის შვილს სწავლის საფასურს - 550 ლარს და ამავდროულად, საქმის განხილვის პერიოდისათვის სწავლის ხარჯი შემცირდა, რადგან არასრულწლოვანი აღარ არის იმ სკოლის მოსწავლე, რომლის ხარჯსაც მამა იხდიდა.

45. მხარემ აღნიშნა, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა-დადგენა და არა მისი გაზრდა ან შემცირება.

46. კასატორმა იხელმძღვანელა სსკ-ის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე მუხლებით, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეამცირა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა, რომელიც მატერიალურად ისედაც არ უზრუნველყოფდა არასრულწლოვანის საჭიროებებს.

47. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოიკვეთა ბავშვის შემდეგი საჭიროებები: სადაზღვევო შენატანი - 190 ლარი; 22/09/2021 – 45 ლარი; გერმანული ენის სახელმძღვანელოები - 100 ლარი; ტრანსპორტირების თანხა - 480 ლარი; პირადი ხარჯი - 145 ლარი; ტანვარჯიშ და ქორეოგრაფია - 145 ლარი; მასწავლებლისათვის ჩარიცხული თანხა - 30 ლარი; მათემატიკა - 250 ლარი; პიროვნული ზრდის წრე - 160 ლარი; წიგნები -247 ლარი; ტრანსპორტით მომსახურების თანხა - 100 ლარი; სტომატოლოგიური მომსახურება: 13.03.2022 – 845 ლარი, 15.04.2022 – 945 ლარი; 19.04.2022 – 70 ლარი. ამავდროულად, სააპელაციო პალატას არ გაუთვალისწინებია, რომ არასრულწლოვანს, ზემოაღნიშნული ხარჯის გარდა, კვების, ტანსაცმლის, პირადი ჰიგიენის, გასართობი და შემეცნებით ღონისძიებები, რაც ასევე, მატერიალურ დანახარჯთანაა დაკავშირებული. მითითებულთან დაკავშირებით მოსარჩელემ წარუდგინა სასამართლოს ხარჯთაღრიცხვა, რომელიც მოიცავდა შემდეგს: სკოლისათვის საჭირო ყოველწლიური წიგნები - 300 ლარი; სხვადასხვა მხატვრული ლიტერატურა და საჭირო საკანცელარიო ინვენტარი - 960 ლარი; ბავშვის ყოველდღიური ხარჯი, როგორიცაა ბუფეტი, მობილური ტელეფონი და სხვა, თვეში - 120 ლარი; ინგლისური ენის კერძო გაკვეთილები - 3600 ლარი (თვეში - 327,27 ლარი); გერმანული ენის გაკვეთილები - 2500 ლარი (თვეში - 227,27 ლარი); მათემატიკის კერძო გაკვეთილები - 2500 ლარი (თვეში - 227,27 ლარი); ცეკვა - 1320 ლარი (თვეში - 120 ლარი); სათხილამურო სკოლა - 1200 ლარი ზამთრის სეზონზე; სათხილამურო ეკიპირება (სპეც-ქურთუკი, სპეც-კომბინიზონი, თხილამურები, დამცავი ინვენტარი) – 2500 ლარი ზამთრის სეზონზე; ზაფხულის დასვენების ხარჯი - 2000 ლარი; ზამთრის დასვენების ხარჯი - 2000 ლარი; კინო, თეატრი, აუზი, სწრაფი კვების ობიექტები, საგართობი ცენტრები - წლიურად 3000 ლარი (თვეში - 250 ლარი); მეგობრების დაბადების დღეების საჩუქრების ხარჯი - 1200 ლარი წლიურად; კვება - წელიწადში 9600 ლარი (თვეში - 800 ლარი); ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წლიური ღირებულება - 6000 ლარი (თვეში - 500 ლარი); ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ინვენტარი (სმარტფონი, ველოსიპედი; ლეპტოპი და სხვა) წლიურად საშუალოდ 3000 ლარი (თვეში - 250 ლარი); თავის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები - წლიურად 800 ლარი (თვეში 150 ლარი); სილამაზის სალონი - წლიურად 2400 ლარი (თვეში - 200 ლარი); ტრანსპორტირება ტაქსით - წლიურად 3600 ლარი (თვეში - 300 ლარი).

48. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რომელი ხარჯი არ მიიჩნია საჭიროდ არასრულწლოვანისთვის და რატომ უგულებელყო ის გარემოება, რომ დაკისრებული ალიმენტისა და მეორე მშობლის თანაბარი მონაწილეობის პირობებში მითითებული დანახარჯი ბევრად აღემატება 1100 ლარს. ასევე, საკმარისად დასაბუთებული არ არის, თუ რატომ გაიზიარა სააპელაციო პალატამ მხოლოდ მოპასუხის რჩენაზე მყოფი სხვა არასრულწლოვნის არსებობა, როდესაც მოსარჩელეს ასევე ეკისრება ახალ ქორწინებაში შეძენილი არასრულწლოვანი შვილების უზრუნველყოფა. იმ პირობებში, როდესაც არსებობს სახელმწიფო საბავშვო ბაღი და მოპასუხის სხვა შვილსაც, ჰყავს დედა, რომელსაც, მოსარჩელის მსგავსად, თანაბარწილად ეკისრება შვილზე ზრუნვა, მოპასუხის ვალდებულების არსებობა მეორე შვილზე არ წარმოადგენდა სადავო ალიმენტის მცირე ოდენობით განსაზღვრის საფუძველს. სადავო ალიმენტის ოდენობაზე გავლენა არ უნდა ჰქონოდა არც იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოპასუხეს აღარ ერიცხებოდა ორი უნივერსიტეტიდან შემოსავალი, რადგან მითითებული შეიძლება, განპირობებული ყოფილიყო ნაკლები ალიმენტის დაკისრების სურვილით.

49. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის პოზიციას, რომ ბინის კომუნალური ხარჯები არ უნდა შევიდეს ალიმენტის ოდენობაში, რადგან აღნიშნული ხარჯი ხმარდება არასრულწლოვანსაც. სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად არ გაიზიარა მოსარჩელის სხვა ხარჯი, კერძოდ, იმ საცხოვრებელი ბინის იპოთეკური სესხის ყოველთვიური გადასახადი 4 143,81 ლარი, არასრულწლოვანისა და მისი და-ძმის რჩენის ხარჯი.

50. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2024 წლის 30 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით (საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

51. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

52. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ-ი) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს და განსხვავებულად განმარტა სამართლის ნორმები, ხოლო გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (იხ., საკასაციო საჩივარი - ს.ფ. 197, ტ3).

53. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული;

54. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით ძალაში დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან ამ გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 386-ე მუხლი). ასეთივე შესაძლებლობითაა აღჭურვილი საკასაციო სასამართლოც, კერძოდ, მას შეუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე მუხლი).

55. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანი შვილის - 2009 წლის 22 იანვარს დაბადებული ა.ბ–იას სასარგებლოდ ალიმენტის, ყოველთვიურად 1865 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის - 550 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან - 2020 წლის 11 აგვისტოდან, ხოლო 2022 წლის 10 ივნისიდან 850 ლარის ანაზღაურება, ბავშვის სრულწლოვანებამდე. მითითებული გადაწყვეტილება შეიცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით და მისი სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის - 550 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან მის სრულწლოვანებამდე.

56. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ის სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი შვილის - 2009 წლის 22 იანვარს დაბადებული ა.ბ–იას სასარგებლოდ, ყოველთვიურად 1865 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, სსკ-ის 1212-ე (შობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა -აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1198.2-ე (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლებიდან გამომდინარეობს.

57. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა, რაც ალიმენტის გადახდის მოვალეობასაც მოიცავს, მაგრამ კანონმდებელი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ზღვრულ ოდენობას არ ადგენს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა.

58. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები:№ას-58-49-2011, 27 ივნისი, 2011წ; №ას-1141-1061-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წ; №ას-ას-1301-2019, 13 მარტი, 2020 წ; №ას-878-2021, 27 ოქტომბერი, 2021 წ.)

59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

60. მხარეებს ჰყავთ საერთო, 2009 წლის 22 იანვარს დაბადებული არასრულწლოვანი შვილი. ბავშვი ცხოვრობს დედასთან. მოსარჩელემ შექმნა ახალი ოჯახი და ჰყავს კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილი.

61. არასრულწლოვანი 2019 წლიდან შეუერთდა ლ.დ–ძის სახელობის კლუბს „გ.რ–ს“, ასევე, 2019 წლიდან წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა შიდა შეჯიბრებაზე და საერთაშორისო შეჯიბრებების მონაწილეობის კანდიდატია.

62. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, (04.03.2022 წლის მდგომარეობით) მოპასუხის სახელზე 2020 წლის 10 აგვისტოდან გადაწყვეტილების გამოტანამდე ფიქსირდება შემოსავლის ჩარიცხვა (დაუბეგრავი): 2020 წლის ოქტომბერი სულ - 8735.51 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი, შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; 2020 წლის ნოემბერი, სულ - 5500 ლარი, დამსაქმებლები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი; 2020 წლის დეკემბერი, სულ - 9735.171 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი, შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; 2021 წლის იანვარი, სულ - 6418.37 ლარი, დამსაქმებლები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი, შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; 2021 წლის თებერვალი, სულ - 7100 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი, შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; 2021 წლის მარტი, სულ - 6446.67 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი, შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; 2021 წლის აპრილი, სულ - 6366.67 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი; 2021 წლის მაისი, სულ - 6366.67 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი, 2021 წლის ივნისი, სულ - 6366.67 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი; 2021 წლის ივლისი, სულ - 6366.67 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი; 2021 წლის აგვისტო, სულ - 6366.67 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი; 2021 წლის სექტემბერი, სულ - 6100 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი; 2021 წლის ოქტომბერი, სულ - 5500 ლარი, დამსაქმებლები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი; 2021 წლის ნოემბერი სულ - 6700 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი; 2021 წლის დეკემბერი, სულ - 7592.34 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი, შპს „ს.გ–ი“; 2022 წლის იანვარი, სულ - 6100 ლარი, დამსაქმებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, შპს თ.თ.უ–ი.

63. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით (23.03.2022 წლის მდგომარეობით), მოსარჩელის სახელზე 2020 წლის 10 აგვისტოდან დღემდე ფიქსირდება შემოსავლის ჩარიცხვა (დაუბეგრავი): 2020 წლის აგვისტო - 392.86 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2020 წლის სექტემბერი, სულ - 1896.86 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2020 წლის ოქტომბერი, სულ - 7571.43 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2020 წლის ნოემბერი, სულ - 7571.43 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2020 წლის დეკემბერი, სულ - 15635.46 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2021 წლის იანვარი - 392.86 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2021 წლის თებერვალი, სულ - 7571.43 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2021 წლის მარტი, სულ -7650.51 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2021 წლის აპრილი, სულ - 7670.91 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2021 წლის მაისი, სულ - 7571.43 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2021 წლის ივნისი, სულ - 7638.01 ლარი, დამსაქმებელი: შპს „პ.ჯ–ია“; 2021 წლის ივლისი, სულ - 15142.13 ლარი, დამსაქმებლები: შპს „პ.ჯ–ია“, F.N. S. B.V-ის საქართველოს ფილიალი; 2021 წლის აგვისტო, სულ - 14 201.5 ლარი, დამსაქმებელი: F.N. S. B.V-ის საქართველოს ფილიალი; 2021 წლის სექტემბერი, სულ - 14 227.6 ლარი, დამსაქმებელი: F.N. S. B.V-ის საქართველოს ფილიალი; 2021 წლის ოქტომბერი, სულ - 14405.4 ლარი, დამსაქმებელი: F.N. S. B.V-ის საქართველოს ფილიალი; 2021 წლის ნოემბერი, სულ - 14 065.2 ლარი, დამსაქმებელი: F.N. S. B.V-ის საქართველოს ფილიალი; 2021 წლის დეკემბერი, სულ - 14288.85 ლარი, დამსაქმებელი: F.N. S. B.V-ის საქართველოს ფილიალი; 2022 წლის იანვარი, სულ - 14 590 ლარი, დამსაქმებელი: F.N. S. B.V-ის საქართველოს ფილიალი; 2022 წლის თებერვალი სულ - 15 069.2 ლარი, დამსაქმებელი: F.N. S. B.V-ის საქართველოს ფილიალი; მოპასუხეს შექმნილი აქვს ოჯახი და, არასრულწლოვანის გარდა, ჰყავს კიდევ ერთი არასრულწლოვანი, 2018 წლის 26 აპრილს დაბადებული შვილი.

64. არასრულწლოვანი დაზღვეულია და ყოველთვიური სადაზღვევო შესატანი შეადგენს 190 ლარს, რომელსაც იხდის მოსარჩელე მხარე.

65. მოსარჩელე ბავშვის სასარგებლოდ იხდის ტრანსპორტირებისა და სასწავლო წრეების ხარჯებს: 22/09/2021 - 44.5 ლარი, გერმანული ენის წიგნები; 16/12/2021 - 100 ლარი, ტრანსპორტირების თანხა; 08/07/2020 - 480 ლარი, ა.ბ–იას თანხა; 01/04/2022 - 145 ლარი, ტანვარჯიში და ქორეოგრაფია; 01/04/2022 - 30 ლარი, მასწავლებლისათვის ჩარიცხული თანხა; 18/04/2022 - 250 ლარი, მათემატიკა; 01/04/2022 - 160 ლარი, ა.ბ–ია - პიროვნული ზრდის; 07/09/2021 - 247 ლარი, წიგნების თანხა; არასრულწლოვანის სტომატოლოგიური მომსახურების ჯამური ღირებულება 15.03.2022წ. განსაზღვრულია - 845 ლარით, 15.04.2022წ. - 946 ლარით და 19.04.2022წ. - 70 ლარით.

66. მოსარჩელეს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ტრანსპორტით არასრულწლოვანის მომსახურების შესახებ, ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 100 ლარს.

67. 01/03/2017 წლიდან 19/04/2022 წლამდე პერიოდში სს „ს.ბ–ში“ მოსარჩელის ანგარიშიდან ბავშვის ანგარიშზე სულ გადარიცხულია 2120.67 ლარი. 01/03/2017 წლიდან 19/04/2022 წლამდე პერიოდში სს „ს.ბ–ში“ მოსარჩელის ანგარიშიდან არასრულწლოვანის ნომერზე გადახდილია თანხა 368 ლარის ოდენობით.

68. მოსარჩელეს 19/04/2022 წლის მდგომარეობით სს „ს.ბ–ში“ სარგებლობს იპოთეკური სესხით, ყოველთვიური გადასახადი - 3907.30 ლარი, 10/06/2022 წლიდან ყოველთვიური გადასახადი გრაფიკის მიხედვით - 4143.81 ლარი, მოქმედების ვადა: 10/08/2029 წ.

69. მოსარჩელე არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდიდა ტრანსპორტირებისა და სკოლის ხარჯებს. 2015 წლის 15 გაფორმებული ტრანსპორტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიური გადასახადი შეადგენდა 165 ლარს. მოპასუხის მხრიდან, 2015 წლის 28 თებერვალს ფიქსირდება არასრულწლოვანის ვარჯიშის საფასურის 50 ლარის გადახდა, ასევე, 2014 წლის 21 სექტემბერს ფიქსირდება სწავლის საფასურის 700 ლარის გადახდა, 2014 წლის 15 ნოემბერს - 350 ლარი, 2014 წლის 12 დეკემბერს - 350 ლარისა და 2015 წლის 25 იანვარს - 350 ლარის გადახდები.

70. მოპასუხის ანგარიშზე ფიქსირდება ბავშვის სწავლის საფასურის გადახდა 2020 წლის აპრილის თვიდან 2022 წლის აპრილის თვის ჩათვლით - პერიოდში სულ 11 000 ლარის ოდენობით.

71. არასრულწლოვანის სახელზე გახსნილია საბავშვო ანაბარი სს „პ.ბ–ში“, სადაც 2014 წლის 16 ოქტომბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე ფიქსირდებოდა თანხების შეტანა და საბოლოო ნაშთმა შეადგინა 11 822.43 ლარი. 2015 წლის 8 დეკემბრიდან 2016 წლის 26 დეკემბრამდე ფიქსირდებოდა თანხების შეტანა და საბოლოო ნაშთმა შეადგინა 14 229.99 ლარი.

72. სს „ბ.ბ–ში“, მოპასუხის ანგარიშზე 2022 წლის 20 აპრილის მდგომარეობით, შვილის ანაბარზე (ანამარიას ანაბარი) ფიქსირდება 18 000 ლარი, 736.29 ევრო და 804 აშშ დოლარი, გახსნის თარიღია 12.03.2014 წელი.

73. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საალიმენტო ვალდებულება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა და გულისხმობს ალიმენტის მიმღების უფლებასაც - მოითხოვოს ალიმენტის გადახდა. მშობლები ვალდებულნი არიან მატერიალურად დაეხმარონ არასრულწლოვან შვილებს (იხ. დამატებით: რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2009, გვ. 252; Corden A., Meyer D.R., Child Support Policy Regimes in the United States, United KLingdom, and other Countrises: Similar issues, Different approaches, University of Wisconsin-Madison Institute for Research on Poverty, Focus, Volume 21, Number 1, 2000, Spring, 75.). ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან მშობლების განქორწინების დროს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მათ შესაძლოა დაეხმაროს ამ სტრესული სიტუაციის დაძლევაში, არის ოჯახური და იმავე სოციალური გარემოს შენარჩუნება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს პრინციპით - ბავშვს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს ცხოვრების არსებული დონე, რომელიც მას მშობლების განქორწინებამდე ჰქონდა. სასამართლოს ამოცანაა, ბავშვის მატერიალური მდგომარეობა მშობლების განქორწინების გამო, რაც შეიძლება ნაკლებად გაუარესდეს (იხ. დამატებით: Kavacek-Stanic G., Child in Single (Absent) Parent family: Maintenance and Family Home: Family Finances, (Verschragen B (ed))., Jan Sramek Verlag, Vienna, 2009, P.637.; Stark B., Internacional Family Law, an Introduction, Ashgate Publishing Limited, Great Britain, Burlington, 2012, P.211.; Duncan W., Note on the desirability of revising the Hague Conventions on Maintenance Obligations, Hague Conferrence on Private International Law, January, 1999.

74. საკასაციო პალატა, სადავო საკითხის მართებულად შეფასებისთვის, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართლებრივ დანაწესებზე, კერძოდ, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება.

75. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას (იხ. ბავშვის უფლებების ევროპული სამართლის სახელმძღვანელო, ლაშა ლურსმნაშვილის თარგმანი, თბილისი, 2020, გვერდი 11.).

76. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაცის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესის ცნება არის სამგანზომილებიანი: (ა) მატერიალური უფლება: ბავშვის უფლება, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება, როდესაც ხდება სხვადასხვა ინტერესის განხილვა კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, და გარანატია, რომ ეს უფლება განხორციელდება ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები ბავშვთან დაკავშირებით. (ბ) ძირითადი, სამართლებრივი პრინციპი: თუ სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი განმარტება, რომელიც ყველაზე ეფექტიანად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებში ასახული უფლებები ქმნიან ჩარჩოს განმარტებისათვის. (გ) საპროცესო ნორმა: როდესაც ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება კონკრეტულ ბავშვს, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფს ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამის ბავშვზე ან ბავშვებზე შესაძლო ზეგავლენის (დადებითი თუ უარყოფითი) შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა ჩანდეს, რომ ეს უფლება ცალსახად იქნა გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული ეს უფლება გადაწყვეტილებაში, ე.ი. რა იქნა მიჩნეული ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებად, რა კრიტერიუმებს დაეფუძნა იგი და როგორ შეფასდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სხვა მოსაზრებებთან შედარებით, იქნება ეს პოლიტიკის ზოგადი საკითხები თუ ცალკეული შემთხვევები. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 31-ე მუხლის თანახმად, ბავშვის მოთხოვნები მოიცავს ფართო დიაპაზონს, ესენია: განათლების, კულტურული და სოციალური მოთხოვნები.

77. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 10 ოქტომბერი, 2017 წ.; №ას-1347-2022, 08 ივნისი, 2023 წ.).

78. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მშობლის ფინანსური მდგომარეობისა და მისი სხვა საჭიროებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა. ( შდრ: სუსგ-ები: №ას-767-2021, 18 ნოემბერი, 2021 წ., პ.24-26; №ას-1284-2020, 25 ნოემბერი, 2022 წ, პ.16.; №ას-1355-2019, 25 თებერვალი, 2020 წ, პ.28.).

79. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

80. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით აღიარებული ბავშვის უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომლის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. (იხ. სოფო კილაძე, პაატა ტურავა, ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარი, თბილისი, 2021, გვერდი 65.).

81. ალიმენტის გადახდის დაკისრების კონტექსტში საკასაციო პალატა მიუბრუნდება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების კვლევის საკითხს და აღნიშნავს, რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებული არიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში (შდრ: სუსგ-ები: №ას-733-733-2018, 11 ივლისი, 2018 წ, პ.128; №ას-541-509-2012, 30 აპრილი, 2021 წ.; №ას-1122-1069-2013, 10 თებერვალი, 2014 წ.; №ას-204-191-2014, 20 ოქტომბერი, 2014 წ.; №ას-495-469-2015, 01 ივლისი, 2015 წ.; №ას-1173-1128-2016, 30 ივნისი, 2017 წ.; №ას-861-2019, 03 დეკემბერი, 2019 წ.; №ას-148-2020, 20 მაისი, 2020 წ.). სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად. (შდრ: სუსგ-ები: №ას-358-2023, 27 ივნისი, 2023 წ. პ.16; №ას-767-2021, 18 ნოემბერი, 2021 წ.; №ას-1355-2019, 25 თებერვალი, 2020 წ.; №ას-463-463-2018, 14 იანვარი, 2020 წ; №ას-495-469-2015, 01 ივლისი, 2015 წ.; №ას-1610-1511-2012, 04 თებერვალი, 2013 წ).

82. სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვის ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მისი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა, რამდენადაც უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი არასრუწლოვანთა ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში“ (იხ. სუსგ -ები: №ას-319-319-2018, 15 მაისი, 2018 წ.; №ას-619-619-2018, 12 სექტემბერი, 2018 წ; №ას-829-2019, 11 ივლისი, 2019 წ.).

83. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის დაკისრებას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ №ას-341-2022, 14 ივნისი, 2022წ.; №ას-1141-1061-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წ.). ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ალიმენტის მიმღები პირის აუცილებლობისა და ალიმენტვალდებული პირის შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩო, რომლის მიღების უფლებაც არასრულწლოვანს მშობლისგან აქვს, უნდა წარმოადგენდეს სარჩენი პირის მოთხოვნილებათა მინიმალური დაკმაყოფილების საფუძველს მაინც. ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს გონივრული და სამართლიანი ოდენობით, ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27 ივნისი, 2011 წ.; № ას-1610-1511-2012, 04 თებერვალი, 2013 წ.; №ას-1128-1075-2013, 10 თებერვალი 2014 წ.; №ას-675-641-2013, 10 თებერვალი, 2015 წ.; №ას-298-283-2016, 26 სექტემბერი 2016 წ.; №ას-1194-1154-2016, 31 მარტი, 2017 წ.; № ას-319-319-2018, 15 მაისი, 2018 წ.; №ას-332-2019, 02 აგვისტო, 2019 წ.; №ას-463-463-2018, 14 იანვარი, 2020 წ.; №ას-148-2020, 20 მაისი, 2020 წ.; №ას-46-2023, 29 მარტი, 2023 წ., №ას-1347-2022, 08 ივნისი, 2023 წ.).

84. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს სსკ-ის 1212-ე მუხლით, რომელიც ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას, იმავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში და 1214-ე მუხლით, რომელიც შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, თუმცა ამოსავალ პრინციპს მაინც ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა წარმოადგენს და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (იხ. სუსგ-ები: №ას-50-2121, 05 მარტი, 2021 წ.; №ას-177-2019, 23 მაისი, 2019 წელი; №ას-284-2019, 27 ივნისი, 2019 წელი).№ას-621-2019, 11 ივლისი, 2019 წელი).

85. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

86. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, მტკიცების ტვირთი – ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე.

87. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

88. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.

89. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება მტკიცების საგნის განსაზღვრის კრიტერიუმის შესახებ შემდეგი დასკვნის გაკეთება: მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს.კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა,ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

90. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4). „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64). შეუძლია თუ არა სასამართლოს თავისი ინიციატივით შეიტანოს მტკიცების საგანში და საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას ფაქტები, რომლებზეც მხარეები არ მიუთითებენ? იურიდიულ დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, სასამართლოს ეს არ შეუძლია (იხ. დამატებით:თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 87; ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64).

91. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე (შდრ: შმიტი შ., რიჰტერი ჰ., მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში გვ.27).

92. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

93. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი.მხარეთა პროცესუალური თანასწორობის განმსაზღვრელი ძირითადი ნიშნები და მიმართულებანი ჩამოყალიბებულია სსსკ-ის4.1 მუხლში, რომლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთიმოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპითაა გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანით და მისი გასაჩივრებით.

94. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. აქედან გამომდინარე, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია.

95. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

96. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.). კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

97. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად, მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები.

98. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე, საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე, უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც, ასევე, აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).

99. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის ძირითადი დანიშნულებაა ბავშვის ნორმალური აღზრდის მატერიალური უზრუნველყოფა. აღნიშნულ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.

100. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ 2009 წლის 22 იანვარს დაბადებული არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან. მოსარჩელემ შექმნა ახალი ოჯახი და ჰყავს კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილი. ამრიგად, უდავოა, რომ მოპასუხეს, რომელთანაც არ ცხოვრობს 2009 წლის 22 იანვარს დაბადებული არასრულწლოვანი შვილი, უნდა დაეკისროს მის აღზრდაში მონაწილეობისთვის ალიმენტის გადახდა.

101. რაც შეეხება დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობას, რასაც სადავოდ ხდის კასატორი ( მოსარჩელე), გასათვალისწინებელია, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არასრულწლოვნის საჭიროებები, მშობლების შემოსავლები. საყურადღებოა ასევე მოპასუხის განმარტება, რომ შექმნა ახალი ოჯახი და ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი - 2018 წლის 26 აპრილს დაბადებული ე.ბ–ია, რომელსაც, ასევე, ესაჭიროება მისი მხრიდან დახმარება.

102. საკასაციო პალატა მიუთითებს მოპასუხის შესაგებელში, ასევე სააპელაციო საჩივბარში მითითებულ მოპასუხის განმარტებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა არ არის გონივრული და რეალური. მოპასუხე შვილს უზრუნველყოფს მისი დავალდებულების გარეშე, თუმცა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ბავშვის საჭიროებებთან დაკავშირებით სადავოა, მისი შვილის (მისთვის ცნობილი) ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია.

103.ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კასატორი მიუთითებს (იხ., ამ განჩინების პ.48), რომ დაკისრებული ალიმენტისა და მეორე მშობლის თანაბარი მონაწილეობის პირობებში, მითითებული დანახარჯი ბევრად აღემატება 1100 ლარს.

104. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოსარჩელემ/კასატორმა სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების ნაწილობრივ დადასტურება, შესაბამისად, კასატორის მიერ წარმოდგენილია ნაწილობრივ დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია.

105. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების საფუძველია, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით, მოპასუხისათვის დაკისრებელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან ( 11.08.2020 წ.) ბავშვის სრულწლოვანებამდე.

106. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. კანონის მოხმობილი ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა მუდმივი არ არის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს – ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის ან ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლაში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება/გაზრდა, ჯანმრთელობის გაუარესება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა და სხვა (იხ. სუსგ-ები: №ას-303-290-2015, 13 მაისი, 2015 წ.; №ას-284-2019, 27 ივნისი, 2019 წ.). მითითებული საკანონმდებლო დანაწესი გამომდინარეობს თავად ალიმენტის მიზნიდან. კანონი ადგენს მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას. არასრულწლოვნის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას გაითვალისწინება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა, განაპირობოს სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობაში ცვლილების შეტანა (იხ. სუსგ-ები: №50-2021, 05 მარტი, 2021 წ.; №ას-617-585-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი).

107. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკამყოფილებულია.

108. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია სსსკ-ის 46.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

109. სარჩელი დაკმაყოფილდა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 700 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო სსსკ-ის 41.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის საგნის ღირებულებაა (700 *12) 8400 ლარი.

110. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

111. შესაბამისად, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს ( მოპასუხე) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 420 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 411-ე მუხლით და,

გადაწყვიტა:

1. ა.ბ–იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა.ბ–იას სარჩელი გ.ბ–იას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. გ.ბ–იას 2009 წლის 22 იანვარს დაბადებული ა.ბ–იას სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 700 ლარის ოდენობით 2020 წლის 11 აგვისტოდან (სარჩელის აღძვრიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე;

5. გ.ბ–იას სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 420 ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე